tami

კულტურის ზიარების ღონისძიებები რა შეიძლება იყოს?

11 posts in this topic

ჩვენი სტუმრებისთვის (და არა მარტო ) რა ტიპის ღონისძიებები შეიძლება ჩავატაროთ? მაგალითად, ახლა გვაქვს ღვინის დეგუსტაცია.

სასტუმროს დიდი საკონფერენციო დარბაზი, მაგრამ არ გვაქვს სამზარეულოს დიდი ინფრასტრუქტურა, ამიტომ კულინარიის კლასს (რომელსაც სჭირდება ინვენტარი, ღუმელები და ა.შ..) ამ ეტაპზე ვერ ჩავატარებთ. 

 

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
1 hour ago, tami said:

ჩვენი სტუმრებისთვის (და არა მარტო ) რა ტიპის ღონისძიებები შეიძლება ჩავატაროთ? მაგალითად, ახლა გვაქვს ღვინის დეგუსტაცია.

სასტუმროს დიდი საკონფერენციო დარბაზი, მაგრამ არ გვაქვს სამზარეულოს დიდი ინფრასტრუქტურა, ამიტომ კულინარიის კლასს (რომელსაც სჭირდება ინვენტარი, ღუმელები და ა.შ..) ამ ეტაპზე ვერ ჩავატარებთ. 

 

 

სხვადასხვა კუთხის(ხევსურული, აჭარული) ტრადიციული ტანისამოსის (თავისი ქუდებით) გამოფენა, სლაიდ შოუზე გავუშვათ მოკლე ისტორიები და სურათები კონკრეტული კუთხეების, ვისაც სურვილი ექნება შეიძლება მოირგოს სამოსი ან ქუდი და სამახსოვრო სურათები გადაიღოს. 

თამ, გარე ღონისძიებებზეც შეიძლება ვიფიქრით თუ მხოლოდ სასტუმროში განსახორციელებელზე? 

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ჩურჩხელის ამოვლებას მგონი არ ჭირდევა დიდი ინვენტარი და ყველას უყვარს, თან რო წაიღებს თავის ამოვლებულს.

კინოჩვენებები.

ფოლკოლური საღამოები და ქართული ცეკვის ანსამბლების კონცერტები.

ქართული ცეკვების მასტერკლასივით რო ასწავლიდეს.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
22 hours ago, Tamar said:

სხვადასხვა კუთხის(ხევსურული, აჭარული) ტრადიციული ტანისამოსის (თავისი ქუდებით) გამოფენა, სლაიდ შოუზე გავუშვათ მოკლე ისტორიები და სურათები კონკრეტული კუთხეების, ვისაც სურვილი ექნება შეიძლება მოირგოს სამოსი ან ქუდი და სამახსოვრო სურათები გადაიღოს. 

თამ, გარე ღონისძიებებზეც შეიძლება ვიფიქრით თუ მხოლოდ სასტუმროში განსახორციელებელზე? 

პრინციპში გარეც შეიძლება, საინტერესო იდეაა, მგონი რომ ვითხოვოთ/ვიქირაოთ  - მაგარი იქნება :)) 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

უცხლოელი სტუმრებისთვის საღამოს მოვაწყოთ ქართული კონკურსები:

  1. გამოიცანი ქართული სიმღერა - მოვასმენინოთ რამდენიმე სხვადასხვა ენაზე შესრულებული მსგავსი სტილის სიმღერა, მათ შორის ქართული და უნდა გამოიცნონ, გამარჯვებულები დავაჯილდოვოთ
  2. გამოიცანი ქართული დამწერლობა - ვაჩვენოთ სხვადასხვა დამწერლობის ტექსტები და ამოიცნონ ქართულ ენაზე დაწერილი
  3. გამოიცანი საქართველოს ხედები - ყველაზე ცნობილი ტურისტული ზონების ფოტოები სხვა ქვეყნების ფოტოებთან შედარებით (მაგ:ანბანის კოშკი, გერეტის სამება და ა.შ.)

კიდევ ბევრი იდეა შეიძლება დაემატოს ამ ღონისძიებას და გამდიდრდეს შინაარსით. მთავარია ისეთი საჩუქრები დავაწეროთ გამარჯვებულებისთვის, რომ მონაწილეობის მიღება მოუნდეთ.

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

გარე ღონისძიებებს რაც შეეხება შეგვიძლია ეთნოგრაფიულ მუზეომში მოვუწყოთ ექსკურსია და ვაზიაროთ ჩვენს ძირძველ არქიტექტურას :))) 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

თურქიშ ეარლაინც აქვს ასეთი შეტავაზება მგზავრებისთვის თუ დიდი ხანი უწევთ ტრანსფერი-თურქეტის ტურებს უტარებს. ჩვენც რომ მოველაპარაკოთ რომელიმე ავიაკომპანიას, და თეისთში გამართულ ღონისძიებაზე(დეგუსტაცია, მასტერკლასი...)მოიყვანონ მგზავრები ვისაც მოცდა უწევთ თბილისის აეროპორტში.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ყველა სტუმარს ჩეკინის დროს ვაძლევდეთ დისკს სადაც იქნება ჩაწერილი საინტერესო ვიდეოები ჩვენს ქვეყანაზე და კულტურაზე. სასიამოვნო საყურებელი. თან საჩუქარიც გამოვა.

მეორე ცოტა ძვირადღირებული ალტერნატივაა ყველა ნომერში რომ იყოს პლანშეტი, სადაც ანალოგიურად სხვადასხვა ვიდეოები იქნება ჩაწერილი ჩვენს კულტურაზე, კერძებზე და ა.შ.

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

მადლობა ყველას, საუკეთესო იდეებისთვის. ხომ არ გაგვიზიარებდით გამოცდილებას - თავად რომ ყოფილხართ საზღვარგარეთ (ან თუნდაც საქართველოს რომელიმე კუთხეში) და ძალიან დაუვიწყარ და საინტერესო ღონისძიებას დაესწარით (არ არის აუცილებელი სასტუმროსთან ყოფილიყო დაკავშირებული)

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

Zermatt-ში ტრადიციულ შვეიცარულ მუსიკალურ ინსტრუმენტზე (alphorn) შესრულებული კოსტიუმირებული კონცერტი ქუჩაში

მესტიაში ისლამ ფილფანის ხელმძღვანელობით ანსამბლ რიჰოს დაუვიწყარი კონცერტი სასტუმროში, საოცარ ინსტრუმენტებზე შესრულებული

და მარსელში მახსოვს პორტთან სულ უკრავდნენ ძალიან ხმაურიანად მღეროდნენ და ცეკვავდნენ, ტრიუკებს აკეთებდნენ და იყოლიებდნენ გამვლელებს

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

სტუმრებს   შეიძლება  შევთავაზოთ  ახალი ტიპის  სპორტული შეჯიბრება რომელიც  ეფუნება  ძველ ლეგენდებს - ჯილდბოლი ანუ ბირთვის (ლოდის) კვრა  არგონავტულად. როგორც ცნობილია  არგონავტების  ლეგენდიდან - იასონს  დიდ  ლოდი აიეტის  ჯარის  ზუსტად  შუაგულში უნდა  ჩაეგდო, რომ  ჯარისკაცები ერთმანეთს  დარეოდნენ. 

შესაბამისად მონაწილის  მიზანია  რომ  ქვა ჩააგდოს  მიწაზე მოხაზულ წრეში  რაც შეიძლება შუაში  და რაც შეიძლება  შორიდან..   

ე.ი.  თუ  ჩვეულებრივი  ბირთვის  მტყორცნელის მიზანია  რომ ბირთვი  ისროლოს  რაც შეიძლება  შორს,  არგონავტი ჯილდბოლისტის  მიზანია  რომ ლოდი  ისროლოს  რაც  შეიძლება ზუსტად მიზანში. 

ვინც  ყველაზე შორიდან ჩააგრდებს  წრის  ცენტრთან ყველაზე ახლოს -   გამარჯვებულიც  ის  იქნება...  ზუსტი გაზომვებით  რომ არ შეწუხდეს  მსაჯი - სასროლი  რადიუსებიც წრეებით  იქნება  აღნიშნული- თანდართულ არაპროფესიონალურ  ნახატზე  ეს  არ არის  აღნიშნული..

გამარჯვებული  დაჯილდოვდება  ოქროს  საწმისით  -  სუვენირის  ფორმით  რა თქმა უნდა :) 

ვინც ყველაზე ნაკლებ  ქულებს  მოაგროვებს -  მას   გადაეცემა  ჯოტია  ცაავას სახელობის  განსაკუთრებული  ჯილდო - 7 კილოაინი რიყის ქვა :)

P.S. ცნობისათვის  - საჯილდაო  ქვას  არ ისროდნენ -  მას უბრალოდ  სწევდნენ როგორც  შტანგას. 

ჯილა კი  ერქვა  ტყვიაჩასხმულ  კოჭს  ან კაკალს, რომელსაც  ესროდნენ  მწკრივში  ჩაწყობილ  კოჭებს - ესეც ძველი  ქართული თამაში  იყო. 

ისე  ჯილაობაც  შეიძლება ათამაშო - ლოდების  გარეშე ...  დაურიგე  ან აყიდინე კაკლები და  იჯილაონ :) :)  

Jild-Ball-Sketch.jpg

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია