მარიამ მუნჯიშვილი

რა შეიძლება ხდებოდეს აფთიაქში საინტერესო და განსხვავებული?

3 posts in this topic

თქვენი აზრით რა შეიძლება ხდებოდეს აფთიაქში საინტერესო და განსხვავებული, წამლის და სტანდარტული სააფთიაქო საშუალებების შეძენის გარდა, რის გამოც ადამიანს მოუნდება ან თვითონ მივიდეს ან შვილი წაიყვანოს ან მშობელი ან ბებია-ბაბუა ან ცხოველი წაიყვანოს ან სხვ.

ისეთი რაც ამის მოტივაციას გაუჩენს ადამიანს და თან სახალხო აფთიაქთან წინააღმდეგობრივიც რო არ იქნება?

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
  1. ექიმებისა და სპეციალისტების პერიოდული კონსულტაციები
  2. რაიმე დაავადებების დიაგნოსტიკები (რაც მარტივად შესასრულებელია აფთიაქის პირობებში)
  3. სემინარები - მოწვეული ტიპების მიერ - მაგ. ბავშვის აღზრდაზე, ფეხმძიმობისას როგორ ვიკვებოთ, წონის დაკლება, ასაკში გულს როგორ მოვუფრთხილდეთ და ა.შ..
  4. დღესასწაულებზე გამასპინძლება (მაგ. აღდგომაზე მინი საყვარელი პასკები რომ გვქონდეს და ა.შ.)
  5. სადაც შესაძლებელია - ჩამოსაჯდომი სივრცე - ნარდით და კარტით - ასაკოვნებისთვის შეკრების ადგილი რომ გახდეს
  6. ახალი პროდუქტების პრეზენტაცია / გათამაშებები
  7. ბავშვებში კონკურსები (ლექსები, ხატვა....)

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

1. სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტების ქიმიური ანალიზების მიმოხილვები (არა სააფთიაქო პროდუქციის, რომ მიკერძოებულობა არ დააბრალონ)

2. უბნის კერძო სკოლებისთვის და ბაღების საპრეზენტაციო სტენდი

3. უბნის შიგნით საზოგადოებრივი მოვლენა თუ რამე შეიძლება იყოს იმის შესახებ ინფორმაცია, წყლის გათიშვა როდის იგეგმება, რამე ღონისძება თუა სადმე და ა.შ.

4. უბანში მომუშავე ექიმების საპრეზენტაციო სივრცე (მგონი ჯერ კიდევ არსებობს ეგ პრაქტიკა რომ კონკრეტულ ექიმს ურეკავ / იძახებ სასწრაფოს ნაცვლად ან სადაზღვევოს ექიმის ნაცვლად.

5. ბავშვებისთვის შესაგროვებელი რაღაც სტიკერი ან რამე ეგეთი. კვირაშ ერთხელ 1 სტიკერის მირება შეგიძლია და არ იცი რა ამოგივა, ყველა უნდა შეაგროვო. ორი თუ ამოგივიდა მეგობარს შეგიძლია გაუცვალო. ფაქტიურად ბავშვებისთვის დროში გაწელილი ტამაშია რომელიც რაღაც რეგულარობით აფთიაქში შემოვლას გულისხმობს. ამ ხერხის სახელი არის Gamification, საძიებო სისტემაში მოსაძებნად :)

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია