tami

რა შემთხვევაში გაამართლებს ბიო და ჯანსაღი პროდუქტის მაღაზია?

7 posts in this topic

თუ ივლიდით განცალკევებულად ესეთ მაღაზიებში? სადაც ორგანული და ჯანსაღი პროდუქტი იყიდება მხოლოდ? (ფასი საშუალოზე მაღალია ასეთ პროდუქტებზე)

თუ არჩევდით დიდ მარკეტებში მსგავსი პროდუქტების შეძენას? (თუ ვივარაუდებთ რომ ისინიც დაამატებენ თავიანთ ასორტიმენტში მსგავს პროდუქტებს)

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ვფიქრობ დიდ სუპერმარკეტში ერთად რომ იყოს თავმოყრილი ერთ სივრცეში ასეთი პროდუქტები ბევრად მეტი ადამიანი შეიძენს.

მე ვივლიდი იმ შემთხვევაში თუ ძალიან მოუხერხებელი არ არის მდებარეობა, მხოლოდ იმიტომ მირჩევნია სპეციალიზირებულ მაღაზიაში ვიყიდო, ვიდრე დიდ სუპერმარკეტში, რომ იქ ძებნაში და არჩევაში დავკარგავ დროს. თუ დიდ სუპერმარკეტში ძებნის პრობლემა მოიხსნება, მაშინ ალბათ ცალკე მაღაზიაში წასვლის საჭიროებაც არ იქნება,

ასეთ მაღაზიაში მე პირადად ძირითადად ვესტუმრები ბავშვისთვის საკვები პროდუქტების შესაძენად, რადგან ისედაც სულ ასეთ პროდუქტებს ვეძებ და მინდა ვენდობოდე იმას რასაც ვყიდულობ.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

დიდ მარკეტებში დღესაც არის წარმოდგენილი ბიო პროდუქტები, თუმცა იმდენად დიდი ასორტიმენტი აქვთ მაგათი ძებნა მე პირდად ძალიან მეზარება. ცალკე მაღაზია რომ იყოს, თან მეცოდინებოდა რომ ნამდვილად ჯანსაღი და ბიო პროდუქტები აქვთ, ვიქნებოდი მომხმარებელი. ასეთი მაღაზია შედარებით მაღალი ფასების გამო, ვფიქრობ, რომ ცენტრალურ უბნებში უფრო გაამართლებს, ვაკეში, საბურთალოზე, თან ადამიანებს უფრო და უფრო აქვთ მოთხივნილება ჯანსაღი პროდუქტები შეიძინონ.  

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ვივლიდი სიამოვნებით კი, თამარს ვეთანხმები მეც, მგონია, რომ დიდ მაღაზიაში განყოფილებას ან თაროს ჯობს ცალკე მაღაზია სწორ ადგილას და სწორად ბრენდირებული. თუმცა ალბათ ასეთ მაღაზიას გაყიდვების და კლიენტების ბაზის განვითარების განსხვავებული განსაკუთრებული სისტემები და მექანიზმები დაჭირდება სხვა სემთხვევაში ძალიან წარმატებული შეიძლება არ იყოს. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

მე ვარ ერთ-ერთი ბიო-მაღაზიის მომხმარებელი. საშუალოდ თვეში ერთხელ მივდივარ და ვყიდულობ ისეთ ბოსტნეულს, რომლებიც პოტენციურად პესტიციდების მაღალ დოზას შეიცავს. ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, თუ ეს ბრენდი წარმოდგენილი იქნებოდა დიდ ქსელშიც, როგორც არის პლანტა, მიკრომწვანილი და სხვები.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ნებიამიერ შემთხვევაში გაამართლება. ნელნელა ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ადამიანებიათვის ეს თემა. ასევე კარგი იქნება ცნობიერების ამაღლება ამ მიმარტულებით ბლოგპოსტებია და ვიდეორგოლების სახით

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

გაამართელებს იმ შემთხვევაში თუ მართლა ბიო პროდუქტებით იქნება წარმოდგენილი და სიტყვაზე ნდობით არ უნდა შემოიფარგლოს მომხმარებელი (აღარ დავასახელებ მსგავს მაღაზიებს). ასევე თუ ექნება სტაბილური მიწოდება სეზონების შესაბამისად და თავადაც თუ მოახდენენ შემთხვევითი შერჩევით შემოწმებას. ჩემი აზრით ყველაზე დიდი პრობლემა სტაბილურ მომარაგებაში იქნება.

ზემოთ კომენტარებში ჩამოთვლილ ბრენდებს არ ვერჩი, პირიქით მომხრე ვარ მეტი წარმოების, მეტი სასათბურე მეურნეობის და მეტი კონკურენციის, მაგრამ "ნატურალური" არ ნიშნავს რომ ბიოა ან უსასუქოა.  ასევე შეიძლება ერთსა და იმავე სასათბურე მეურნეობას მწვანილი ჰქონდეს უსასუქო და მარწყვი სასუქიანი ამიტომ მე პირადად ბრენდს ბრმად ვერ ვენდობი ხოლმე. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია