soso

როგორ გავზარდოთ ჩვენი პროდუქციის ცნობადობა და ამავდროულად მოთხოვნა ახალგაზრდა სეგმენტში?

9 posts in this topic

მეგობრებო, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები, თუ რა გზებით (კამპანიებით) შეიძლება ახალგაზრდა სეგმენტში ჩვენი პროდუქციის ("ჩიკორი") ცნობადობისა და მოთხოვნის გაზრდა.  მადლობას გიხდით წინასწარ

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ჩემი აზრით, ახალგაზრდებისთვის ხმის მისაწვდენად ყველაზე კარგი ეფექტური არხი არის ციფრული მედია (ინსტაგრამი, Facebook, Google ads).

ამ არხებში ჩიკორის პროდუქცია უნდა დაუკავშიროთ მათთვის საყვარელ და მოთხოვნად პროდუქტებს (პირობითად, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩირი უნდა მიირთვა გამაგრილებელ სასმელთან ერთად,მაგალითად როგორც კოკა-კოლა პოზიციონირებს "ყველა კერძს უხდება კოკაკოლა")

შესაძლებელია ახალგაზრდა ინფლუენსერების დახმარებით გავხადოთ პოპულარული ჩირი, ისეთი ახალგაზრდები რომლებიც დადებითი კუთხით ცნობილები არიან (მაგ. სპორტსმენები, მომღერლები და სხვა.)

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ინფლუენსერების ჩართლობა ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია:ხალხი ვინც ჯანსაღი სნეკის მომხმარებელია.

შეიძლება სპორტული კომენტატორები ან წამყვანები ჩავრთოთ, და მათ გავაპიარებინოთ, როგორც სნეკი-რომელსაც სპორტის ყუების დროს მიირთმევ.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ახალგაზრდები ვინაიდან შეზღუდულები არიან ფინანსებში - რეგულარულად ჩირის მოხმარება გაუჭირდებათ ასე მგონია. ჯანსაღი ცხოვრების თემაც იმდენად აქტუალური არ არის ამ ასაკში. ალბათ სხვა რამით უნდა მოხდეს მათი დაინტერესება - მოდურობის და ტენდენციების გამო სავარაუდოდ. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

თამის ვეთანხმები რომ მოდური უნდა გახდეს ჩირის ჭამა.

კონკრეტული შემთხვევების პრომოცია უნდა მოხდეს, როდესაც ჩირი უნდა ჭამონ. მაგალითად ლაშქრობაში ჩირის გარეშე რომ არ უნდა წახვიდე. გუნდური მუშაობის დროს, გამოცდებისთვის მზადებისას, როცა გადაიღლებით ჩირი უნდა გქონდეთ მომარაგებული - წაუსნიკერსოსნაირად.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
10 hours ago, Nona said:

თამის ვეთანხმები რომ მოდური უნდა გახდეს ჩირის ჭამა.

კონკრეტული შემთხვევების პრომოცია უნდა მოხდეს, როდესაც ჩირი უნდა ჭამონ. მაგალითად ლაშქრობაში ჩირის გარეშე რომ არ უნდა წახვიდე. გუნდური მუშაობის დროს, გამოცდებისთვის მზადებისას, როცა გადაიღლებით ჩირი უნდა გქონდეთ მომარაგებული - წაუსნიკერსოსნაირად.

შეიძლება ასეთი სახის სურათები გადავიღოთ ჩირებით (პატარა შეფუთვებს რომ დავიწყებთ განსაკუთრებით მაშინ)

how-i-motivate-myself-to-study-study-motivation-motivate-snacks-12343493.png.a1e60401e5f843d41281c82d49239dce.png

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შეიძლება ლაშქრობებისთვის სხვა ფორმა ჰქონდეს - უფრო კომფორტული რომ იყოს, თხილებიც ჰქონდეს გარეული და მეტი მოცულობის

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

არის ხილი, მაგალითად ნესვი ვიცი მე და კიდევ იქნება რამე, რასაც მარილი მოუხდება, ლუდზე მისაყოლებლად რომ გამოდგეს :) 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
  1. ფბ-ზე ვეცადოთ ისეთი ფოტოები დავდოთ, სადაც ჩირი იქნება ახალგაზრდებისთვის ჩვეულ სიტუაციაში - წიგნებთან ერთად, რომ მეცადინეობისას ჩირის მიღება ტვინის მუშაობას აუმჯობესებს, ასევე ველოსიპედის ჩასადებში რომ არის მოთავსებული წასახემსებლად, ყურასსმენებთან ერთად და ა.შ. ამ ფოტოების დანახვა უფრო ახლობელს გახდის ჩირს ახალგაზრდებისთვის.
  2. საუნივერსიტეტო კონკურსების, სპორტული საუნივერსიტეტო ოლიმპიადების სპონსორი რომ იყოს.
  3. სტუდენტებისთვის გააკეთოს საკონკურსო პროექტი - მაგალითად თემაზე - როგორ გავზარდოს ჩირის გაყიდვები ახალგაზრდებში, სადაც ყველაზე მაგარი პროექტის ავტორი დასაჩუქრდება ფულადი ჯილდოთი.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია