soso

როგორ გავხადოთ ჩირი სასურველი ქალბატონებისთვის?

10 posts in this topic

ჩვენი პროდუქცია არის დაფასოებული ჩირი და ასორტიმენტი საკმაოდ დიდია, რომელიც განთავსებულია სხვადასხვა ქსელურ მაღაზიებში. გვჭირდება საინტერესო იდეები თუ როგორ შეიძლება ქალბატონებს შევაყვაროთ ჩვენი პროდუქცია და მისი ყიდვის სურვილი გავუჩინოთ, რითი შეიძლება მათი დაინტერესება გამოვიწვიოთ და რას უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

მე მგონია სოსო,  რომ ქალბატონები, ისედაც მივირთმევთ  ჩირს და ძალიან გვიყვარს :) ალბათ პირიქით მამაკაცებისთვის უნდა გავხადოთ სასურველი, რომლებიც არ იფიქრებენ ეკონომიაზე  ჩირის შეძენისას, როგორც ჩვენ ქალბატონები ვფიქრობთ :)  ეს მხოლოდ ჩემი აზრია! 

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

Facebook-ზე არის რამდენიმე ჯგუფი, რომელშიც ქალბატონები არიან გაერთიანებული და ერთმანეთის გამოცდილებებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და რაც მთვარაია იზიარებენ. მაგალითად, Women Club და Glam Factory, თავის მოვლის საშუალებებით არიან გატაცბული, ჩირის სასარგებლო თვისებებზე შეიძლება დავწეროთ ინფორმაცია და რომელიმე გოგოს საშუალებით დავპოსტოთ, აი მაგალითად ქლიავის ჩირის შესახებ ინტერნეტში ვნახე >> შავი ქლიავის ჩირი არა მარტო გემრიელი სასუსნაო, არამედ ორგანიზმის მკვებავი და გამაჯანსაღებელია საშუალებაა. დავიწყოთ იქიდან რომ მისი 87% წყალია, სწორედ ამიტომ შავი ქლიავის მიღება თქვენს ფიგურას საფრთხეს არ უქმნის. აღსანიშნავია, რომ მას თანამედროვე დიეტებში ხშირად იყენებენ, ვინაიდან საჭმლის მონელებას ხელს უწყობს, საკვები ადვილად გაიწოვება და სხეულის სხვადახვა ნაწილში ცხიმის სახით არ გროვდება. კიდევ სხვა სახის ჩირებზე თუ შეიძლება მსგავს თვისებებზე დაიწეროს, ვფიქრობ ძალიან კარგად იმუშავებს, ამასთან შეიძლება ჯანსაღს და ხარისხიანს გაესვას ხაზი პოსტში და იმას, რომ ვთქვთ ჩიკორის ჩირს მოიხმარს პოსტის ავტორი. 

დიეტის ბევრი ჯგუფია ასევე, და ეგეც ძალიან კარგი არხი შეიძლება იყოს ჩირზე მოთხოვნის ზრდისთვის. 

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ქალებს გვიყვარს სუსნაობა :)) და შოკოლადის ალტერნატივად უნდა იყოს ჩირი წარმოდგენილი. ალბათ შოკოლადის განყოფილებაში განვათავსებდი - ძალიან საინტერესო შემოქმედებითი მესიჯით. 

ასევე კოსმეტიკას ხშირად ვყიდულობთ აფთიაქებში და იქ შეიძლება კარგი რეკლამა გაკეთდეს ან დახლებზე იყოს წარმოდგენილი. 

დიეტების საიტები და ფეისბუქ ჯგუფები სადაცაა - მანდ დაიდოს ჩირებით რეცეპტები ან ზოგადად ჩირების პრომოცია (მაგ. ამ ჯგუფში 4000 წევრია, ვფიქრობ რომ ადმინთან მოლაპარაკების შედეგად შესაძლებელია რეკლამის გაკეთება - ზოგჯერ თავადაც უკეთესბრაღაცებს რეკლამებს https://www.facebook.com/groups/dietamania/)

ჩავწეროთ რომელიმე ლამაზი ცნობილი ქალბატონი - რა უდევს ჩანთაში მუდმივად (არის ესეთი ვიდეოები - და აცნობენ - მუდმივად რა პროდუქტები აქვთ თან - კოსმეტიკა, სათვალე, სასუსნავი) - და მის სიაში მოვახვედროთ ჩვენი ჩირიც :)) 

 

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

საინტერესო იქნებოდა გადაცემა რომ არის : "კულინარიული დუელი" იქ გაგვეკეთებინა რეკლამა. ისეთი მენიუ შეერჩიათ, რასაც ჩირი ჭირდება და "ჩიკორი" გამოეყენებინათ ინგრედიენტად. თან ამ გადაცემაში სულ ცნობილი სახეები იღებენ მონაწილეობას და ისინიც გააზიარებდნენ თავიანთ FB-გვერდზე. 

ასევე Web-page - gemrielia.ge.  დამაინტერესა ჩირი რომელ საკვებში შეიძლება გამოვიყენოთ და ჩემთვის უცხო რეცეპტებიც აღმოვაჩინე. მათ შორის სამარხვო:

თითოეულს საკმაოდ კარგი ნახვა აქვს: 3500, 4400.  სასურველი იქნებოდა ესეთ რეცეპტის გვერდზე (რომელშიც ჩირია გამოყენებული) დატანილი იყოს ჩიკორის რეკლამაც.

 

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ყავასთან დავაჯგუფოთ (ერთად რომ არის შეკრული - და ისე რომ იყიდება). ოღონდ ისეთი - რომელიც ყავას უხდება (არ ვიცი შავი ქლიავი უხდება თუ არა)

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

@Nona @Mariam Zh. არსებობს ასეთი პრაქტიკა (და ვფიქრობ - სხვა კომპანიებზეც გამოგვადგება) - ქირაობენ 2-3 ადამიანს, რომლებიც საზ. თავშეყრის ადგილებში საუბრობენ კონკრეტულ პროდუქტზე - თუ როგორი მაგარია. მაგ. ჩირებზე შეიძლება მაღაზიის რიგებში - იყიდონ და თან საუბრობდნენ - ვაიმე ამ ჩირებზე შევჯექი რა მაგარი რამეა, თან დიეტურია და ა.შ.. :D:D

@Nini

ასევე შეიძლება მედიქოლზეც - კლინიკებში - რიგში დგომისას ისაუბრონ - რომ ამასწინათ მედიქოლით ჩაეწერნენ და რიგის გარეშე მოვიდნენ და ახლა რო დაეზარათ ჩაწერა - უწევთ რიგში დგომა, ან საზ. ტრანსპორტში დარეკონ ჩაეწერონ და მერე თქვან - რა კომფორტულია ასე ჩაწერაო :)) 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
On 3/4/2019 at 6:18 PM, tami said:

 

@Nini

ასევე შეიძლება მედიქოლზეც - კლინიკებში - რიგში დგომისას ისაუბრონ - რომ ამასწინათ მედიქოლით ჩაეწერნენ და რიგის გარეშე მოვიდნენ და ახლა რო დაეზარათ ჩაწერა - უწევთ რიგში დგომა, ან საზ. ტრანსპორტში დარეკონ ჩაეწერონ და მერე თქვან - რა კომფორტულია ასე ჩაწერაო :)) 

მადლობა თამი, კარგი იდეაა ძალიან და ვფიქრობ ეფექტურიც იქნება <3 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

გამარჯობა,

რატომღაც ჩირის დაბალკალორიულობის შესახებაა მარტო განხილვა, ასევე როგორც ჯანსაღი პროდუქტი.

მე უპირატესობას ვანიჭებ ჩირიან ტკბილეულს, არ ვიცი რომელი კომპანიის პროდუქტია შოკოლადში ამოვლებული ჩირები, მაგრამ ძალიან გემრიელია, ყავასთანაც და ისეც. თან იმდენი შოკოლადი აქვს არა მგონია იმან წონაზე მოახდინოს გავლენა. და შავი შოკოლადია საერთოდაც მგონი:)) 

რამე პოპულარული რომ იყოს უნდა იყოს გემრიელიც , მხოლოდ სასარგებლო ბროკოლიც გვაქვს :) 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ქალებისთვის რაღაცით განსხვავებული შეფუთვით გამოვუშვებდი და შიგ საჩუქარს გავაყოლებდი და თაროზეც ავღნიშნავდი რომ ქალბატონების გულის გასახარად არის. შეიძლება ძალიან თბილად დაწერილი სხვადასხვა წერილებიც გამეყოლებინა, და ზოგში ტუჩის ბალმი, ფანქარი, პატარა სარკე, ლამაზი თმის სამაგრი, ვაუჩერიც შეიძლება რომელიმე კომპანიასთან მოლაპარაკებით.

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია