Nona

როგორ გავზარდოთ "ჩიკორის" ბრენდის მიმართ მომხმარებლების ლოიალურობა?

5 posts in this topic

 

როგორ ფიქრობთ რისი გაკეთება შეიძლება, რა აქტივობების, პროექტების, კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც გაზრდის ჩიკორის ბრენდის მიმართ მომხმარებლების ლოიალურობას. ჩირის ყიდვის დროს, რომ ჩიკორიზე აკეთებდნენ მუდმივად არჩევნას, უყვარდეთ და მოსწონდეთ ეს ბრენდი.

p.s. ჩიკორი ქართული ჩირია. ამ ეტაპზე შემოთავაზებული პროდუქციაა: ქლიავის, გარგრის,  ვაშლის, ლეღვის, ნესვის და საზამთროს ჩირი, ქლიავის ჩირი შოკოლადში, გარგრის ჩირი შოკოლადში, ხურმის და ატმის მიქსი.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

Google Seo აქტიური მუშაობით დავიწყებდი, ვინაიდან ეხლა სატესტოდ ძებნაში "ქართული ჩირი" ჩავწერე და სამწუხაროდ პირველ გვერდზე "ჩიკორი" არ ამოაგდო. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ფასს გავხდიდი კონკურენტუნარიანს რათა იყოს ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის. " მაღალი ხარისხის და რაც მთავარია ხელმისაწვდომი" 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

მე საკმაოდ აქტიურად ვყიდულობ ხოლმე ჩირს, თუმცა ჩიკორზე იშვიათად მხვდება ის ასორტიმენტი რასაც ვყიდულობ, რამდენჯერმე ხარისხიც არ იყო ისეთი მაგარი როგორიც თურქულებია. 

ალბათ სტაბილური ხარისხია მთავარი თემა - ამიტომ ბევრ დეგუსტაციებს დავაორგანიზებდი, ძალიან ინტენსიურად მექნებოდა მომხმარებლებთან უკუკავშირი და თუ რაიმე არ მოეწონებოდათ - ეგრევე ვიზრუნებდი გაუმჯობესებაზე. 

ის რომ ქართულია - დიდი პლიუსია და მაგასაც გავუკეთებდი პრომოციას - რომ ნატურალურია და უფრო მეტს გაუჩნდება ლოიალობა. 

კარგადაც სჭირდება წარმოჩენა - დახლებზე, თაროებზე - მუდმივად რომ გამოირჩეოდეს სხვა ჩირებისგან (პეიმანს საერთოდ ცალკე სტენდი აქვთ და ძალიან იქცევს ყურადღებას, რაიმე მსგავსის მოფიქრება შეიძლება). 

მე დავდებდი ტკბილეულობების შორის - რაიმე წარწერით - აირჩიე ჯანსაღი :)) რომ ცდუნებას გაუძლონ და ჯანსაღი ტკბილი იყიდონ. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

მე ვფიქრობ Ice Bucket Challenge - ივით "ვირუსულ" კამპანიაზე.  FB-ზე დავდებდი ჩიკორის სურათს წარწერით "მე ვირჩევ ჯანსაღ კვებას... მეგობრებო გთხოვთ შეიძინოთ არომატული, ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი, ვიტამინებით სავსე, ვიზუალურად ცოტა მომჭკნარი, მაგრამ ხორციანი, ქართული ხილისგან დამზადებული, ფერად-ფერადი, მრავალფეროვანი ასორტიმენტით, ძალიან ლამაზი შეფუთვებით და უკვე ცნობილი ბრენდით ქართული ჩირი და გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები და გაავრცელოთ თქვენს მეგობრებში ჩვენი კამპანია".  სურათზე მოვნიშნავდი ქარელის ხილს და მინიმუმ  10 მეგობარს

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია