უჩა

როგორ უზრუნველვყოფთ უმაღლეს ხარისხს (ნედლეულის და პროდუქციის) ახალი წერტილების დამატების პირობებში

11 posts in this topic

მეგობრებო, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ - როგორ უზრუნველვყოფთ უმაღლეს ხარისხს (ნედლეულის და პროდუქციის) ახალი წერტილების დამატების პირობებში

როგორ (იდეა) ან რა პროცესით უნდა მუშაობდეს სისტემა, რათა ყველა სავაჭრო წერტილში იყოს დაცული ნედლეულისა და პროდუქციის ერთიანი სტანდარტი

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ერთი ვერსია რაც დამებადა - ცენტრალიზებულად ხდებოდეს ჩაბარება - რომელიც აღჭურვილი იქნება ლაბორატორიითა და სტანდარტების კონტროლის სისტემებით და იქედან ხორციელდებოდეს გადანაწილება სხვა წერტილებში. 

 

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ვცდილობდეთ რომ ერთი და იგივე მომწოდებლები/პარტნიორები გვყავდეს და მათგან პროდუქტს ვიღებდეთ ყოველ ჯერზე დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც ოფიციალური იქნება, შემოწმებული შესაბამისი პირის/ექიმის მიერ,  და შესაბამისად დაადასტურებს პროდუქტის ხარისხს. 

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

@უჩადღეს ერთ ფილიალში ამას როგორ უზრუნველყოფენ? და რატომ არის სირთულე ამის ქსელში გავრცელება?

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
Just now, tami said:

@უჩადღეს ერთ ფილიალში ამას როგორ უზრუნველყოფენ? და რატომ არის სირთულე ამის ქსელში გავრცელება?

სავარაუდოდ ერთ ფილიალში ეს პროცესი დამოკიდებული არის ადამიანებზე და მათ კომპეტენციებზე. ჩვენი მიზანი არის, რომ შევქმნათ სისტემა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ერთი ადამიანის კომპეტენციაზე და მოხდება ხარისხის პარალელური კონტროლი

ქსელის განვითარებასთან ერთად სირთულეც ეს მგონია, რომ ერთი ადამიანის კომპეტნცია საკმარისი არ იქნება და შესაძლებელია კონფლიქტური ამოცანის "მფლობელიც" გახდეს. მაგალითად: ნედლეულის მომწოდებლისგან შეძენა და მაღაზიაში მისი მიღება 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ხარისხის შემოწმება რითია შესაძლებელი? მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით შესაძლებელია ეს? თუ აუცილებელია რაიმე ლაბორატორიული კვლევები ? ასევე ხარისხი რას ნიშნავს - კარგი იქნება ამის განმარტებაც

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

1. შექმნათ ცენტრალირი მიმღები პუნქტი. მიღებულ პროდუქტი შემდეგ გადანაწილდება ფილიალებში.

2. ყველა პუნქტში იყოს კომპეტენტური ადამიანი. თუ ერთი ადამიანი არის კომპეტენტური სხვაც შეიძლება გახდეს. გადაამზადეთ თანამშრომლები.

3. ითანამშრომლეთ ერთ კომპანიასთან რლმელიც მოგაწვდით ხარისხიან პროდუქტს და თქვენ შემთხვევითობის პრონციპით შეამოწმეთ ხოლმე სხვადასხავ ფილიალები. თუ უხარისხო პროდუქტი აღმოჩნდა გაწყვიტეთ თანამშრომლობა და დააჯარიმეთ. ხელშეკრულება ჩაუდეთ ეს პუნქტი.

ალბათ კიდევ არსებობს სხვა გზებიც. უბრალოდ მეტი დეტალის ცოდნაა საჭირო. tami-მ დასვა კარგი კითხვები.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

იმის გარდა რომ შიდა სტანდარტები უნდა არსებობდეს მომწოდებლის შერჩევის, პროდუქციის მიღების, დამუშავების, შენახვის, ასევე დაგვჭირდება კონტროლის მექანიზმები როგორც რეგულარული შერჩევითი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ეტაპზე, ისე წერტილოვანი მოულოდნელი. მოსაფიქრებელი კონტროლის მექანიზმები და ვინ გააკეთებს ამას.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
On 2/14/2019 at 4:04 PM, tami said:

ხარისხის შემოწმება რითია შესაძლებელი? მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით შესაძლებელია ეს? თუ აუცილებელია რაიმე ლაბორატორიული კვლევები ? ასევე ხარისხი რას ნიშნავს - კარგი იქნება ამის განმარტებაც

ხარისხის შემოწმება ვიზუალურ დათვალიერებასაც მოიცავს და ლაბორატორიულ კვლევებს, მაგრამ ლაბორატორიული კვლევები ძირითადად უკვე გაკეთებული აქვთ მომწოდებლებს და ამის დამადასტურებელი საბუთიც აქვთ, ანუ ამ შემთხვევაში ბერკეტი მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებაა (სუნი, ფერი, ქსოვილი, ხარისხის დოკუმენტი)

ხარისხის განამრტებას რაც შეეხება ხორცი სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს, ანუ სტანდატულად მსგავსი ხორცი უნდა მივიღოთ. სტანდარტს რაც შეეხება ძალიან დეტალებია თითეულ კომპონენტში (მაგალითად, რა ფერი უნდა იყოს? როგორი სუნი უნდა ჰქონდეს?), შეგვიძლია დაშვება გავაკეთოთ, რომ სტანდარტულად ერთი ხარისხის ხორცი უნდა მივიღოთ

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

მაშინ ვფიქრობ რომ აუცილებელია პირველ რიგში ჩაბარების სტანდარტის გაწერა და სწავლება თანამშრომლებისთვის - როდესაც ხორცი მოდის - როგორ ხდება მისი შემოწმება და ა.შ.. სპეციალურ ფურცელს ავსებდეს თითოეულ მიღებულ ხორცზე, სადაც გრაფებით იქნება ეს ყველაფერი მოცემული და ბოლოს ხელსაც აწერდეს. ეს დოკუმენტი გარკვეულ პასუხისმგებლობას გაზრდის ამ ადამიანებზე. 

პარალელურად კი გვქონდეს წეერტილოვანი მოულოდნელი შემოწმებები - როდესაც ექსპერტი მიდის მაღაზიაში მოულოდნელად და ამოწმებს ჩაბარებულ ხორცს. ამით გამოვლინდება ის შემთხვევები როდესაც თანამშრომელი არაკომპეტენტურად ან უგულისყუროდ მოიქცა. 

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

პირდაპირ რასაც იფიქრებ უჩა ამ შემთხვევაში არსებობდეს,  საწყობი სადაც ჩაბარდება ხორცი და იქიდან ხდებოდეს შემდეგი გადანაწილება ობიექტებზე ამ შემთხვევაში შეძლებ აკონტროლო პროცესი.  სხვა შემდთხვევაში ინდივიდიუალურად აკონტროლო ვინ რა პროდუქტს შეიტანს მაღაზიაში მგონია,  რომ შეუძლებელი იქნება და არასწორადაც მიმაჩნია. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია