soso

იდეები, როგორ შევქმნათ მოთხოვნა ჩირზე

13 posts in this topic

გვესაჭიროება იდეები თუ როგორ შევქმნათ მოთხოვნა ჩირზე და მნიშვნელოვანია რომ ეს იდეები იყოს ძალიან მარტივი და ეფექტური,

მადლობას გიხდით წინასწარ

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
5 minutes ago, soso said:

გვესაჭიროება იდეები თუ როგორ შევქმნათ მოთხოვნა ჩირზე და მნიშვნელოვანია რომ ეს იდეები იყოს ძალიან მარტივი და ეფექტური,

მადლობას გიხდით წინასწარ

კონკრეტულად რა ტიპის ჩირზეა საუბარი? სად იყიდება ეს პროდუქცია?

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

პროდუქცია იყიდება თითქმის ყველა ქსელურ მაღაზიაში, არის შეფუთულ მდგომარეობაში წარმოდგენილი ხოლო ჩირი, არის ქართულ ხილზე დამზადებული და ასორტიმენტი არის საკმაოდ მრავალფეროვანი. გარდა სტანდარტული ჩირებისა არის ასევე შოკოლადიანი ჩირები

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
  1. ლაშქრობის ორგანიზაციებს/გიდებს დავუკავშირდებოდი და მათ ფბ-ზე დავადებინებდი პოსტს - ჩირებზე (თუ რა კარგია ჩირების წაღება ლაშქრობისას და მოგზაურობისას, ენერგიით აგავსებთ, მსუბუქია, არ ფუჭდება და ა.შ..) - მე ვიცნობ მოლაშქრეებს, რომლებიც ჩირებით აღჭურვილები დადიან ხოლმე :))
  2. ფიტნეს ცენტრებში რომ აქვთ დახლები - იქ განვათავსოთ + ფიტნეს ინსტრუქტორებს დავადებინოთ თავიანთ გვერდებზე ჩირებზე ინფორმაცია 
  3. რეცეპტების ვიდეოები - ჩირებისგან როგორ მოვამზადოთ ჯანსაღი და დიეტური ტკბილეული (ბევრი შემხვედრია ინგლისურად და აქაც შეიძლება ამის პრომოცია, ძალიან კარგი რეცეპტებია და მარტივი მოსამზადებელი) 
  4. სახალხო აფთიაქში დაფებზე დავწეროთ ჩირის სასარგებლო თვისებებზე, ასევე ვინც კუჭის ტკივილის წამლებს ყიდულობს  - გავუწიოთ ჩირზეც რეკომენდაცია
  5. მაღაზიებში დახლებთან გველაგოს რომ თან "გაიყოლონ" 
  6. შეფუთვას ეწეროს რაიმე ფრაზა/სლოგანი დიდი ასოებით (ჯანსაღ ცხოვრებასთან ასოცირებული)
  7. ბავშვებში პოპულარიზაციისთვის შეიძლება შევქმნათ სასაცილო და საყვარელი მულტიპლიკაციური გმირი, ის გავაპიაროთ და ამით შევაყვაროთ ჩირიც

 

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ჩემი აზრით გადამწყვეტი არის ფასი. რეალურად სნიკერსი არის კონკურენტი. ამიტომ ფასი ისე უნდა დაჯდეს რომ ადამიანმა სნიკერსსა და ჩირს შორის არჩევანი ჩირზე უნდა გააკეთოს (არ ვგულისხმობ რომ ერთი ფასი ღირდეს მაგრამ სხვაობა დიდი არ უნდა იყოს). არვიცი ფასის დაწევა რამდენად შესაძლებელია. ან შეფუთვის მოცულობა რომ დაპატარავდეს და მაგის ხარჯზე დაიწიოს ფასმა. გაყიდვების მოცულობაზე უნდა გაკეთდეს ალბათ უფრო აქცენტი. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ვეთანხმები @ჯაბას; ასევე მგონია, რომ შეიძლება ჩირი დამატებით გადამუშავდეს (მაგ. დაბლენდერდეს?) და რაღაც სხვა ფორმა მიეცეს, რომლითაც ბატონს ან კანფეტს დაემსგავსება და უფრო მარტივი იქნება საჭმელად

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ჩემი აზრით ყველაზე იაფი და მარტივია გაკეთდეს ფბ გვერდი და ბლოგი სადაც დაიდება პოსტები ჩირის სარგებლიანობაზე, რეცეპტები, საინტერესო და სახალისო ვიდეოები/პოსტები დიდი ჩართულობა რომ გამოიწვიოს.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
On 2/11/2019 at 1:17 PM, soso said:

გვესაჭიროება იდეები თუ როგორ შევქმნათ მოთხოვნა ჩირზე და მნიშვნელოვანია რომ ეს იდეები იყოს ძალიან მარტივი და ეფექტური,

მადლობას გიხდით წინასწარ

მოგესალმებით, 

ყველაზე მარტივი იდეა რაც მომდის არის ჩირების შესაჭმელად სპეციალური ხის ჩხირების მოყოლება რომელსაც ჩაარჭობ და ისე შეჭამ, ცოტათი უფრო კომფორტულს გახდის  პროცესს.

ჩემი აზრით მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მომხმარებლის საჭიროება, კერძოდ, ჩირი უნდა იყოს მოხმარებისთვის მარტივი (როგორც ფასის ასევე პროცესის თვალსაზრისით), რაც ამ ეტაპზე ასე არ არის. შეფუთვების მოცულობა დიდია და თვითონ ჩირებიც დიდია (მთლიანები), ფასი მაღალი, ჭამის დროს ხელი გესვრება რადგან ჩირს აქვს თავისი რაღაც სიტკბო და მუშაობის პროესში არაკომფორტულია. მოკლედ რამდენიმე ფაქტორია სხვა. გამოსავალი  შეიძლება იყოს შედარებით მცირე ზომის ნაჭრებად დაჭრა, მცირე ზომის შეფუთვა, თუმცა ესენი არ არის მარტივი და გარკვეულ ინვესტიციას მოითხოვს. 

 

Edited by რეზი

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ჩემი აზრით პრომო ტიპები გჭირდებათ მაღაზიაში რომელიც ზუსტა მიიტანს მოომხმარებლამდე თუ რატომ უნდა იყიდოს თქვენი პროდუქცია ასევე მოიტანს თქვენამდე თუ რა სჭირდება მომხმარებელს და რა მოლოდინები აქ თქვენი პროდუქტისაგან  და რა დადებით და უაროფით მხარეებს ხედავენ. ამ პერიოდში დაგროვილი გამოცდილება დაგეხმარებათ შემდგომი ნაბიჯების გადადგმაში. თუ თქვნთვითონ იქნებით პრომო მთლად უკეთესი

 

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ფიტნეს დარბაზების კაფეებში კარგად იყიდება ჩირები და ეცადეთ იქ შეიტანოთ გასაყიდად. განსაკუთრებით მუშაობს ჩიფსებივით ჩირები.

 

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
11 hours ago, ანა said:

ფიტნეს დარბაზების კაფეებში კარგად იყიდება ჩირები და ეცადეთ იქ შეიტანოთ გასაყიდად. განსაკუთრებით მუშაობს ჩიფსებივით ჩირები.

 

მადლობა ანა, თქვენ როგორ ფიქრობთ, ფიტნეს ცენტრს რა დაინტერესება შეიძლება ჰქონდეს რომ ჩვენი ჩირები განათავსოს? 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ალბათ უნდა შესთავაზოთ იქ მდებარე კაფეებს, თუ დაინტერესდებიან, აიღებენ საცდელად მაინც.

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ვფიქრობ, მცირე ზომის შეფუთვები შედარებით დაბალ ფასად ადვილად გაიყიდება სკოლის ბუფეტებში. 6დან - 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. ვაშლის ჩიფსები განსაკუთრებით. ამ ასაკის ბავშვებს აინტერესებთ ახალი პროდუქტები მათ გარშემო და ვაშლის ჩიფსები ჩემი აზრით უცხო და საინტერესო იქნება მათთვის. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ზოგადად როგორი პოპულარულია ჩიფის ტიპის პროდუქტები ამ ასაკობრივ სეგმენტში. 

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია