მარიამ მუნჯიშვილი

როგორ გავზარდოთ ნაკადი არსებულ მაღაზიებში ?

12 posts in this topic

ჩაიმანიას ფილიალები დღეს არის დიდ სავაჭრო ცენტრებში ცალკე გამოყოფილ-მოწყობილ სივრცეებში. კითხვა არის ასეთი:

როგორ მოვიზიდოთ ის ნაკადი მაღაზიებში, ვინც სავაჭრო ცენტრში შემოდის და დღეს ჩაიმანიას მაღაზიას არ სტუმრობს ?

ძალიან გემრიელი ჩაის ნაკრებს გადავცემ საჩუქრად, ვინც ყველაზე მეტად მოინდომებს დახმარებას ამ ამოცანაში :)

მომწერეთ რა ინფორმაციაც დაგჭირდებათ დამატებით.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს ჩაი და სავაჭრო ცენტრებშიც დავდივარ, აქამდე არ შემიმჩნევია ეს მაღაზიები (ზოგადად არ ვარ ძალიან დაკვირვებული ეგეთ ამბებში). ალბათ პირველ რიგში ყურადღების მიქცევაა საჭირო - რაიმე მანიშნებლებით, პრომო გოგონათი, სადეგუსტაციო სტენდით (თუნდაც 1 სახეობა იყოს მარტო დაყენებული); 

ზოგადად ეგეთი მაღაზია მაგრად იმუშავებდა - კონკრეტულად ჰიპერმარკეტში რომ იყოს (მაგალითად, გუდვილში იყოს კუთხე თავისი კონსულტანტითა და სალაროს აპარატით);  

ალბათ მაღაზიაც ყურადღებას უნდა იქცევდეს ვიზუალით, შეიძლება კონსულტანტებს ეცვათ ძალიან განსხვავებულად, სასიამოვნო მუსიკა ისმოდეს და სურნელება ტრიალებდეს. გარედან შესაძლოა რაიმე სლოგანი გვეწეროს. ასევე თუ უფლებას მოგვცემენ, იატაკზე სხვადასხვა ადგილას ჩაიზე რაიმე ფრაზებს დავწერდი რომ როცა დადიან - წააწყდნენ.

კიდევ ვიფიქრებ :)) 

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

კვირაში ერთი დღე გამოცხადდეს ჩაის დღედ, რაც გულისხმობს რომელიმე კონკრეტულ ჩაიზე ფასდაკდელბას, სხვადასხვა კვირას სხვადასხვა ყველაზე მოთხოვნად ჩაიზე გვქონდეს აქცია. ამ აქციის პრომოუშენი შეიძლება მოხდეს ფბ-ს საშუალებით და ასევე, ლამაზი მანიშნებელი მომზადდეს და თაროზე განთავსდეს მაღაზიაში, რომ დღეს კონკრეტული ჩაის დღე გვაქვს და შესაბამისად მასზე ვრცელდება ფასდაკლება. 

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

რა იდეებიც მომდის დავწერ, თუმცა მგონი ზოგი გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება თავად სავაჭრო ცენტრთან ურთიერთობების ნაწილში:

  1. საყიდლებისთვის განკუთვნილ ურიკებზე (უფრო წარმომიდგენია სახელურებზე) განთავსდეს ჩაიმანიას სარეკლამო მესიჯი.
  2. თუ სავაჭრო ცენტრში არსებულ კონკრეტულ მაღაზიებში x ლარზე მეტს ივაჭრებს მას გადაეცეს ჩაიმანიას ფასდაკლების ბარათი.
  3. პარკინგზე დავაყენოთ პრომო გოგონა ვინც ეტყვის ყველა მომსვლელს რომ დღეს ფასდაკლებაა კონკრეტულ პროდუქტებზე და აუცილებლად ესტუმრონ.
  4. ვიქტორინის ჩატარება სუპერმარკეტებში - მარტივი კითხვები ჩაისთან დაკავშირებით, ვინც სწორ პასუხს გასცემს საჩუქრად იღებდეს 1 უნცია ჩაის. წარმომიდგენია რომ სუპერმარკეტის ცენტრში დგას ადამიანი რუპორით და იხმობს ხალხს ვიქტორინაზე.
  5. ჩაიმანიას დახლის ვიზუალური გაბრწყინებაა გასაკეთებელი, მაგალითად:
  • შეიძლება დახლის თავზე ჭერიდან ჩამოშვებული ძალიან ლამაზი ჩაის ფინჯანი და ლამბაქი, რომელიც შორიდანაც მიიქცევს ყურადღებას,
  • დახლზე წვრილი ნათურების განთავსება და მეტი სინათლის შეტანა თაროებზე, 
  • თამის იდეები ძალიან მომწონს სასიამოვნო მუსიკის და სურნელების 

კიდევ ვიფიქრებ, ისეთი მაცდური პრიზია დაწესებული <3

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

რომელიმე პოპულარულ მაღაზიასთან შეიძლება ამავე ცენტრში პარტნიორობა, რომელიც ჩაისთან ყველაზე მეტად დაკავშირებულია (მაგ. ჭურჭლის ან ტკბილეულის) - ჩვენი ვაუჩერები გადასცენ ვიზიტორებს, ან ინფორმაცია მიაწოდონ ჩვენს აქციებზე, ან ბანერივით დავდგათ მათთან. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ვინც შემოდის - მივცეთ რაიმე საინტერესო თან - რაც სხვა მომხმარებლების ყურადღებასაც მიიქცევს (მაგ. სახალისო ქაღალდის ქუდი ან ნიღაბი)

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
2 hours ago, tami said:

ვინც შემოდის - მივცეთ რაიმე საინტერესო თან - რაც სხვა მომხმარებლების ყურადღებასაც მიიქცევს (მაგ. სახალისო ქაღალდის ქუდი ან ნიღაბი)

ნაჭრის ჩანთებიც შეიძლება - ჩაიმანიას წაწრეით და ლოგოთი, ივ როშეს, სოლოს და ასე შემდეგ კომპანიებს რომ აქვთ, მოცულობით შენაძენზე შეიძლება მასში ვდებდეთ პროდუქტებს და ისე ვატანდეთ

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

სადღესასწაულო შეფუთვები გავაკეთოთ, ჩაის, ყავის, აქსესუსარების კომბნაციებით, ან მხოლოდ ჩაის, ან ჩაის და ყავის, მოკლედ მრავალფეროვანი არჩევანი რომ გვქონდეს ნაკრებების, განსაკუთრებით დღესასწაულებზე შეიძლება ვუკეთებდეთ ამას აქტიურ პრომოუშენს, და ჩვეულებრივ რეჟიმშიც ვავრცელებდეთ ინფორმაციას, რომ ჩვენს მაღაზიაში შეუძლიათ ყავისა და ჩაის მოყვარეულებს გაუკეთონ საჩუქრები - დაბადების დღეებზე, დღესასწაულებზე. შეფუთვის ღირებულება შედარებით ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში. 

ვინაიდან ეს სასაჩუქრე ნაკრები გათვლილია ჩაისა და ყავის მოყვარულთათვის, შეფუთვებში შეიძლება ჩავდოთ ინფორმაცია მასში არსებულ პროდუქტებზე ბუკლეტების სახით. 

პრომოუშენის გაკეთება შეიძლება სოციალური ქსელის ბუსტის საშუალებით. ადგილზე მისული მომხმარებლების შემთხვევაში, კი თაროზე შეიძლება გვქონდეს ნაკრებები წარმოდგენილი.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

გავეცანი კომპანიის ვებ გვერდს და კომპანია წარმოადგენს ფრანშიზას, თუ ხელშეკრულებით რამე შეზღუდვები არ აქვს საინტერესო იქნება სიახლეების მოსინჯვა, უკვე 12 წელია ერთი დაიგივე 100 მდე სახეობის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს ქსელი, დროა სიახლეების. მე პირადად ჩაისთან დაკავშირებით მაქვს რაღაც იდეები და გეგმები და დაინტერესების შემთხვევაში შემეხმიანეთ . წარმატებებს გისურვებთ.

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
7 hours ago, Nino said:

გავეცანი კომპანიის ვებ გვერდს და კომპანია წარმოადგენს ფრანშიზას, თუ ხელშეკრულებით რამე შეზღუდვები არ აქვს საინტერესო იქნება სიახლეების მოსინჯვა, უკვე 12 წელია ერთი დაიგივე 100 მდე სახეობის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს ქსელი, დროა სიახლეების. მე პირადად ჩაისთან დაკავშირებით მაქვს რაღაც იდეები და გეგმები და დაინტერესების შემთხვევაში შემეხმიანეთ . წარმატებებს გისურვებთ.

 

მადლობა ნინო გამოხმაურებისთვის. გაგვიზიარებთ თქვენს იდეებს?

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ამასწინათ ჩავუარე, და მგონი შეიძლება ბარის სტილში გაკეთდეს წინა დახლი, 2 3 მაღალი სკამი დაიდგას და იქვე მოეწყოს დეგუსტაციები, თან დასვენებას შეძლებენ შოპინგზე წასული მომხმარებლები

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ადგილზე რომ შესთავაზოთ ცხელი ჩაი გარკვეული რაოდენობის  ნაკადი მოიზიდება. 

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია