მარიამ მუნჯიშვილი

რა გავაკეთოთ კომპანიებზე გაყიდვების გასაზრდელად ?

10 posts in this topic

რა გზები და მიდგომები გამოიყენოს ჩაიმანიამ, რომ სწრაფად და ბევრმა კომპანიამ დაუკვეთოს ჩაი საკუთარი მოხმარებისთვის?

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ჩაიმანიას პროდუქტის გაყიდვების ზრდის საიდუმლოს მე პირადად, ძირითადად დეგუსტაციებში ვხედავ, რადგან სხვაგვარად გარკვეულ რისკს უკავშირდება გადაწყვეტლების მიღება შეძენაზე, მითუმეტეს დიდი ოდენობით, როცა კომპანიისთვის აკეთებენ შესყიდვას. ამიტომ:

- კომპანიებში ასეთი ტიპის შესყიდვებზე გადაწყვეტილების მიმღები პირი/პირები სტანდარტულად ვინც არიან (ოფის მენეჯერი, ადმინისტრაციის უფროსი, შესყიდვების მენეჯერი) შეიძლება მათ დაეგზავნოთ მცირე სადეგუსტაციო შეფუთვებით 3-5 სახეობის ჩაი წერილით, საადაც თანამშრომლობას ვთავაზობთ და მივაყოლოთ ზარიც, რომ ხომ ნამდვილად მივიდა ადრესატამდე. განსაკუთრებით ისეთ ორგანიზაციებში, სადაც ხშირია სტუმრების მიღება, კონფერენციებისა და დიდი შემადგენლობით თათბირების გამართვა (საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობოები, მსხვილი და საშუალო კერძო კომპანიები).

- მოვაწყოთ ჩაის მასტერკლასი სადმე დიდ და სასიამოვნო სივრცეში, სადაც მოვიწვევთ პირველ პუნქტში ნახსენებ გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს და ვასწავლით ჩაის რამდენიმე სახეობის თვისებებს, მომზადების წესებს და დეგუსტაციაც მოეწყობა. (ამავე იდეის გამოყენება შეიძლება HORECA-სთვისაც)

რეაქტიულადაც უნდა გავრცელდეს ისეთი ინფორმაცია, რაც თავად მოიყვანს კომპანიებს:

 - ბიზნეს ცენტრებში განთავსდეს ჩაიმანიას ბროშურებიანი სტენდი, სადაც ჩაიზე იქნება ინფორმაცია და ერთ ბროშურას 1 ცალი ერთჯერადი ჩაი მოყვება, რომ ბევრმა აიღოს და გასინჯოს.

- BPN-ზე და მსგავს ბიზნეს პორტალებზე რეგულარულად გამოჩნდეს ინფორმაცია კომპანიაზე, სადაც ასევე ნახსენები იქნება კორპორატიული გაყიდვებიც რომ დაინტერესება გამოიწვიოს ამ ტიპის მყიდველის.

- ასოციაციებთან ურთიერთობების განვითარება - მათი წევრების შეხვედრებზე ჩაიმანია იყოს წარმოდგენილი და იქ მოსულ კომპანიებს შეთავაზებები გაატანოს ფლაერების ან ბუკლეტების სახით.

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

მაი არაჩვეულებრივი იდეებია <3

კიდევ ვიფიქრე - ჩაის დეგუსტაციები რომ მოაწყოს, ოღონდ არა უბრალოდ დაგემოვნებით, არამედ თავისი მისაყოლებლებით და პროცესებით/ახსნით (როგორც 8000ში გვქონდა ღვინის დეგუსტაციები) 

ვინც მუდმივი კლიენტი იქნება, იმას ჩაის ჭურჭელი ვაჩუქოთ (დასაყენებელი, + შესანახი)

ასევე უნდა გვქონდეს მიწოდების სერვისი კორპორატიული კლიენტებისთვის.

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

დავძებნე ჩაიმანია და მხოლოდ საიტი ვიპოვე. სოც ქსელში არ არის წარმოდგენილი, რაც დიდი შეცდომაა.

საიტი კი არ არის კარგად მოწყობილი. ნუ ამ ნიუანსების აქ დაწერა გამიჭირდება. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის პოზიციონირება ინტერნეტში. ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ამ მიმართულებას. ჩემი აზრით სწორად მიდგომის შემთხვევაში მოკლე პერიოდში გაყიდვების გაორმაგებაც კი არის შესაძლებელი.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ვიპოვე ფეისბუქშიც :)

ფეისბუქ გვერდზეც ბევრი ნიუანსია გასასწორებელი/გასაკეთებელი. სწორი სტრატეგიაა საჭირო.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
On 2/21/2019 at 1:20 PM, Guram Tavxelidze said:

ვიპოვე ფეისბუქშიც :)

ფეისბუქ გვერდზეც ბევრი ნიუანსია გასასწორებელი/გასაკეთებელი. სწორი სტრატეგიაა საჭირო.

გურამ, მადლობა შეფასების გაკეთებისთვის. კიი ბევრი მაგარი რამის გაკეთება შეიძლება ნამდვილად. რაიმე ხოარ გაფიქრდებათ კონკრეტული და მარტივიც რაც უკვე შეიძლება გავაკეთოთ?

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
33 minutes ago, მარიამ მუნჯიშვილი said:

გურამ, მადლობა შეფასების გაკეთებისთვის. კიი ბევრი მაგარი რამის გაკეთება შეიძლება ნამდვილად. რაიმე ხოარ გაფიქრდებათ კონკრეტული და მარტივიც რაც უკვე შეიძლება გავაკეთოთ?

პირველ რიგში:

1. გვერდის და პოსტის სურათების სწორად გაფორმება

2. chaimania-ს რომ ვსერჩავ არ იძებნება ფბ-ზე. არ ვიცი რამდენი სერჩავს და რამდენად მნიშვნელოვანია, მაგრამ არ იქნება ურიგო ამის გასწორება

3. მოკლე და საინტერესო ინფორმაციის გავრცელება უფრო ხშირად.

4. რეკლამა! :) 

 

ზოგადად სოც. მედიაში მთავარი არის სტრატეგია. უნდა შეიქმნას ავატარი და სტრატეგია. ყველა პოსტს და მოქმედებას უნდა ქონდეს თავისი მიზანი. აქ წარით ახსნა ცოტა მიჭირს :( 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

სა-8 მარტოდ გავაკეთოთ შეთავაზების პაკეტი რა შეიძლება აჩუქოს კომპანიამ თანამშრომელ ან/და კლიენტ ქალბატონებს განსაკუთრებით ნაზი და სასიამოვნო არომატები, რომელსაც მოყვება განმარტება რა სასარგებლო თვისებები აქვს იმ შემადგენლობას, რითიც ის საინტერესოა. უნდა იყოს პატარ-პატარა ნაკრებები, ლამაზად შეფუთული და ხელმისაწვდომი ფასით

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

15-15 კომპანიის წარმომადგენელი შევკრიბოთ დაახლოებით(ვისთანაც წინასწარ გავარკვევთ, რომ დაინტერესებული არიან ან განიხილავენ ჩვენთან თანამშრომლობას), მოვაწყოთ დეგუსტაცია და პრეზენტაცია ჩვენი პროდუქტების, მზად გვქონდეს მცირეოდენი შეფუთვები საჩუქრად, რომელსაც ოფისი გავატანთ. ასევე ყიდვითაც ჰქონდეთ შესაძლებლობა რომ იყიდონ. 

 

კომპანიებს ვესტუმროთ თვითონ, იქვე ჩავატაროთ ჩაის დეგუსტაცია, თანამშრომელბსაც გავაცნოთ პროდუქტები, ჩვენს შესახებ ვუთხრათ, დავარიგოთ ჩვენი ვაუჩერებიც საჩუქრად. კომპანიაც შეიძლება დავაინტრესოთ ამით და ინდივიადულურად ადამიანებიც. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

გემრიელი ჩაი ძირითადად დასაყენებელია ხოლმე, დაყენებული ჩაი მალე ცივდება , ხოდა აი პატარა ბადეებიანი რაღაც რომაა, ორი კოვზივით ერთმანეთზე მიკრული, შიგ რომ ჩაი იყრება და პირდაპირ ჭიქაში იდება. აი ეგ ყოველთვის კარგი საჩუქარი იქნება ჩაისთან ერთად.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია