უჩა

როგორ წავახალისოთ მაღაზიების კონსულტანტები ჩვენი პროდუქციის რეალიზაციაზე

13 posts in this topic

მეგობრებო, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები თუ როგორ უნდა დავასტიმულიროთ და წავახალისოთ საცალო სავაჭრო ობიექტების კონსულტანტები, ჩვენი პროდუქციის მაქსიმალურად რეალიზაციაზე

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ალბათ პირველ რიგში მათაც უნდა უყვარდეთ და მოსწონდეთ ჩვენი პროდუქტი, ამიტომ ვაჩუქებდი პერიოდულად, სიახლეებს პირველებს გავაცნობდი, ახალ პროდუქტებს დავაგემოვნებინებდი და მოსაზრებებს ვკითხავდი. 

საკომისიო გაყიდვებიდან - ალბათ არ იქნება დაშვებული მაღაზიების მხრიდან. 

პირადი ურთიერთობები - არის ასევე მნიშვნელოვანი - ამისთვის ჩვენს დისტირბუტორს დავატრენინგებდი, ვასწავლიდი როგორ ეურთიერთოს და რას მიაქციოს ყურადღება. 

პერიოდულად ყველაზე კარგად ვინც გაგვიყიდდა პროდუქციას - განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდიდი მენეჯმენტის თანდასწრებით. სიმბოლური საჩუქრებითაც წავახალისებდი.

მისტიური მომხმარებლები თუ გვეყოლება და რომელიმე კონსულტანტი კარგად აუხსნიდა ჩვენს პროდუქტს/მოაწონებდა მას, ამ კონსულტანტსაც მადლობას გადავუხდიდი და დავასაჩუქრებდი.

 

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ვეთანმხები თამის, რომ კონსულტანტებსაც უნდა მოსწონდეთ პროდუქტი, რაც უნდა "გაყიდონ", პერიოდული ჩუქება და სიახლეების გაცნობა კარგია. აქვე დავამატებდი პირველად გაცნობით პრეზენტაციას, რომ უკეთ იცოდნენ რისთვის არის ჩირი კარგი, არ გამოვრიცხავდი ექსკურსიას თვითონ ქარხანაში.  

გაყიდვებიდან საკომისიო

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

თუკი მაღაზია თავის კოსულტატს აძლევს საშვალებას, რომ რომელიმე პროდუქტის რეალიზაციაზე გააკეთოს აქცენტი და გამოარჩიოს სხვა პროდუქციიდან ჩვენი პროდუქტი მაშინ ძალიან დიდი სამუშაო გვექნება მაღაზიებთან რომ რომელიმე სხვა კონკურენტულმა ორგანიზაციამ არ დაძ₾იოს კონსულტანტები. როგორ ვაჯობოთ ამ კუთხით? ალბათ ქსელის პოლიტიკა უნდა გავიგოთ რამდენად გვემუშავებიან თავისი კონსულტანტები, რომ ჩვენს პროდუქტზე გააკეთონ აქცენტი, ხოლო შემდგომ წავახალისოთ მადლობით, ასევე ფინანსურად და დავასაჩუქროთ ჩვენი პროდუქტით.

ასევე მნიშვნელოვანია მეგობრული და კარგი დამოკიდებულება გვქონდეს მაღაზიების ფილიალების მენეჯერებთან რომელთა თხოვნა/მითითება უფრო კარგად იმუშავებს კონსულტანტებზე ვიდრე ჩვენს მიერ წახალისება. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

აჩუქეთ თქვენი პროდუქცია კონსულტანტებს თავიდან გასაცნობად და შემდგომ პერიოდებში ახალი რაც გექნებათ ისინი.

ზოგს შეიძლება არ უყვარს ჩირი და იმათ უთხარით რატომ არის კარგი ჩირის ჭამა და მაინცადამინც თქვენი.

აზრი ჰკითხეთ თუ რა დამოკიდებულება აქვთ მომხმარებლებს თქვენი პროდუქციისადმი. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

მადლობა ყველას პასუხებისთვის, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, დღეს რა სქემებით მუშაობენ სხვა კომპანიები? (მაგ, რა %ს უხდიან გაყიდვებიდან, ან როგორ ავითარებენ დადებით ურთიერთობებს და ა.შ..) 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ჩემი გამოცდილებით (სხვებისგანაც მსმენია) ყველაზე კარგად მუშაობს შეჯიბრებები. ასევე გასათვალისწინებელია რომ ფულადი მოტივაცია (გაყიდვებიდან %) ხშირად მოტივატორი არ არის ხოლმე :D სამწუხაროდ

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
8 minutes ago, Guram Tavxelidze said:

ჩემი გამოცდილებით (სხვებისგანაც მსმენია) ყველაზე კარგად მუშაობს შეჯიბრებები. ასევე გასათვალისწინებელია რომ ფულადი მოტივაცია (გაყიდვებიდან %) ხშირად მოტივატორი არ არის ხოლმე :D სამწუხაროდ

მადლობა გურამ,

რა სახის შეჯიბრებებს აკეთებენ, რაიმე მაგალითიც ხომ არ იცით? და ამ შეჯიბრებს მაღაზიის მენეჯმენტის უგეგმავს თუ რომელიმე მომწოდებელი?

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
2 minutes ago, უჩა said:

მადლობა გურამ,

რა სახის შეჯიბრებებს აკეთებენ, რაიმე მაგალითიც ხომ არ იცით? და ამ შეჯიბრებს მაღაზიის მენეჯმენტის უგეგმავს თუ რომელიმე მომწოდებელი?

მე გაყიდვების განყოფილების მაგალითს მოგიყვან: გავყავით ორ გუნდად განყოფილება და რომელი გუნდიც უფრო მეტს გაყიდდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვჩუქნიდით საჩუქარს (წინასწარ არ იცოდნენ).

მსგავსი ბევრი რამის მოფიქრება შეძლება.

მაღაზიის შემთხვევაშ მე არ მაქვს გამოცდილება, მაგრამ ალბათ მენეჯმენტიც და მომწოდებელიც შეიძლება იყვნენ დამგეგმავები. უბრალოდ მაღაზიის მენეჯმენტს რამდენად აწყობს მომწოდებლის მიერ დაგეგმილი მსგავსი შეჯიბრი ეგ ცალკე საკითხია.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ვაჩუქოთ ეს პროდუქტი რასაც ყიდის გაყიდვების შესაბამისად, ასევე მნიშვნელოვანია რომ მუდმივად გრძნობდნენ ჩვენგან ყურადღებას და ლოიალურობას რაც კარგად მუშაობს ადამიანებში. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შეიძლება აპლიკაციის შექმნა, თამაშის ელემენტებით რომელიც დაკავშირებული იქნება გაყიდვებთან და სარგებლის მიღებასთან. აპლიკაცია შეიქმნება იმ პროდუქტთან მიმართებაში რასაც ყიდი. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
On 3/1/2019 at 10:05 PM, Ben said:

შეიძლება აპლიკაციის შექმნა, თამაშის ელემენტებით რომელიც დაკავშირებული იქნება გაყიდვებთან და სარგებლის მიღებასთან. აპლიკაცია შეიქმნება იმ პროდუქტთან მიმართებაში რასაც ყიდი. 

ძალიან საინტერესოდ ჟღერს, ცოტა უფრო კონკრეტულად ხომ ვერ გვეტყოდით - რა ტიპის აპლიკაციას გულისხმობთ? სპეციალურად კონსულტანტებისთვის იქნებოდა განკუთვნილი? 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
6 hours ago, tami said:

ძალიან საინტერესოდ ჟღერს, ცოტა უფრო კონკრეტულად ხომ ვერ გვეტყოდით - რა ტიპის აპლიკაციას გულისხმობთ? სპეციალურად კონსულტანტებისთვის იქნებოდა განკუთვნილი? 

ვფიქრობ, რომ პროდუქციის მენეჯერი და აპლიკაციის დეველოპერი ერთად მოიფიქრებენ რა ტიპის აპლიკაცია შეიძლება შეიქმნას. 

მაგ: კალათა რომ ჰქონდეს კონსულტანტს ვირტუალური, სადაც იდება ეს პროდუქცია და რამდენსაც გაყიდის იმდენი აკლდებოდეს და ვინც მალე დაცლის კალათს ის რამეს იგებდეს. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია