Posted იანვარი 25, 2019 სახალხო აფთიაქი არის საუბნო ტიპის აფთიაქების ქსელი, სადაც ვფიქრობთ რომ მედიკემენტებთან ერთად სხვა სახის ასორტიმენტიც შეიძლება გვქონდეს წარმოდგენილი, თუმცა აუცილებლად უნდა იყოს ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან კავშირში, ან კიდევ უბრალოდ ჯანსაღი და კარგი ჯანმრთელობისთვის. ნებისმიერი იდეა ჩვენთვის ღირებული იქნება, არ შეიზღუდოთ და გთხოვთ, მოგვწერეთ, რა ასეთი პროდუქტები წარმოგიდგენიათ რომ გვქონდეს აფთიაქში. გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted იანვარი 25, 2019 კონკრეტული პროდუქტების იდეა არ არის, მაგრამ უბნების/რეგიონების მიხედვით გამოვყოფდი ყველაზე მეტად გავრცელებულ დაავადებებს და მოვაწყობდი კუთხეს სპეციალურად ამ დაავადებების პრევენციისთვის (მაგ. თუ მთაში არის იოდის ნაკლებობა, იქ იოდის შემცველ პროდუქტებს განვათავსებდი შესაბამისი რჩევებით, ან თუ თბილისის რომელითაც უბანში განსაკუთრებით მაღალია ჰაერის დაბინძურება - ამის საწინააღმდეგო რაღაცებს შევთავაზებდი - თუ არსებობს რა თქმა უნდა). ასევე მაგარი იქნებოდა ფრეშების კუთხე - სადაც დილით გაივლიდი და დაგიწურავდნენ ჯანსაღ ფრეშს სხვადასხვა ხილის ასორტით ზოგადად ბიოპროდუქციაც შეიძლება (სასუქის გარეშე რაც იწარმოება, მაგალითად - ბარბალე - არის ესეთი კომპანია და როგორც ამბობენ, ბიოლოგიურაად სუფთა ბოსტნეული, ფაფები და თაფლი აქვთ). გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted იანვარი 25, 2019 საინტერესო პროდუქტები აქვს ორგანიკას და holland & barretts გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted იანვარი 25, 2019 მადლობა თამ, ბაზაში ჩავაგდებ პირდაპირ <3 გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted იანვარი 25, 2019 1. ბავშვისთვის შეიძლება რომ გვქონდეს ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები, ძალიან ბუნებრივი მასალისგან დამზადებული თეთრეული, შამპუნი, საპონი და ა.შ 2. პარაფარმაციის პროდუქტები რომელიც კარგია ნამდვილად და ბევრ ქიმიურ რაღაცეებს არ შეიცავს - სამკურნალო მანიკურები, თმის და სახის მოვლის საშუალებები 3. ბიო პროდუქტები რაც იწარმოება საქართველოში შეიძლება ყველა შემოგვქონდეს გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted იანვარი 25, 2019 მე ვფიქრობ რომ კარგი იქნება სხვადასხვა სასარგებლო ჩაი იყიდებოდეს, მაგალითად ორგანიზმის გამწმენდი, უნიკოტინო - ორსულებისთვის და ბავშვებისთვის, დამამშვიდებელი და ა.შ. გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted იანვარი 25, 2019 ალბათ ძალიან გამიხარდებოდა ჩემი უბნის აფთიაქში თუ გაიყიდებოდა ნატურალური რძე, რომელიც მეცოდინება რომ არის ხარისხიანი ჩემი შვილებისთვის. 1 person likes this გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted იანვარი 28, 2019 კარგი იქნება თუ გაიყიდება სამედიცინო ლიტერატურა. ვგულისხმობ ისეთ წიგნებს თუ ჟურნალებს სადაც მედინიცა, დაავადებები, წამლები აღწერილია მარტივად ყველასთვის გასაგებ ენაზე. ჩემი აზრით ეს გაზრდის მომხმარებლის ნდობას აფთიაქის მიმართ. ნდობა და ლოიალურობა განსაკუთრებით გაიზრდება თუ ყველა მყიდველს უფასოდ გადასცემენ საინფორმაციო ბროშურას შესაბამის სეზონურ დაავადებებთან დაკავშირებით, რას უნდა ერიდონ და რითი უნდა უმკურნალონ მას. ეს დახმარებაც იქნება მომხამრებელზე და ერთგვარი ასორტიმენტის შეთავაზებაც. მე გამიხარდებოდა თუ მეცოდინება რომ უბნის აფთიაქშიც შემიძლია მივიღო ზოგადი კონსულტაცია ჩემთვის საინტერესო საკითხზე ან მინიმუმ შეძლებენ მიმითითონ ლიტერატურა სადანაც მივიღებ საჭირო პასუხებს. 1 person likes this გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted იანვარი 28, 2019 19 minutes ago, giorgi89 said: კარგი იქნება თუ გაიყიდება სამედიცინო ლიტერატურა. ვგულისხმობ ისეთ წიგნებს თუ ჟურნალებს სადაც მედინიცა, დაავადებები, წამლები აღწერილია მარტივად ყველასთვის გასაგებ ენაზე. ჩემი აზრით ეს გაზრდის მომხმარებლის ნდობას აფთიაქის მიმართ. ნდობა და ლოიალურობა განსაკუთრებით გაიზრდება თუ ყველა მყიდველს უფასოდ გადასცემენ საინფორმაციო ბროშურას შესაბამის სეზონურ დაავადებებთან დაკავშირებით, რას უნდა ერიდონ და რითი უნდა უმკურნალონ მას. ეს დახმარებაც იქნება მომხამრებელზე და ერთგვარი ასორტიმენტის შეთავაზებაც. მე გამიხარდებოდა თუ მეცოდინება რომ უბნის აფთიაქშიც შემიძლია მივიღო ზოგადი კონსულტაცია ჩემთვის საინტერესო საკითხზე ან მინიმუმ შეძლებენ მიმითითონ ლიტერატურა სადანაც მივიღებ საჭირო პასუხებს. გიორგი, დიდი მადლობა საინტერესო იდეისთვის, როგორ გაქვთ ინფორმაცია, დღეს არსებობს ესეთი ლიტერატურა ქართულ ენაზე? კონკრეტულ წიგნებს/ჟურნალებს ხომ ვერ მიგვითითებდით? გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted იანვარი 28, 2019 7 minutes ago, tami said: გიორგი, დიდი მადლობა საინტერესო იდეისთვის, როგორ გაქვთ ინფორმაცია, დღეს არსებობს ესეთი ლიტერატურა ქართულ ენაზე? კონკრეტულ წიგნებს/ჟურნალებს ხომ ვერ მიგვითითებდით? სამწუხაროდ მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. სიმართლე გითხრათ როდესაც რამე დაავადებაზე მინდა ინფო მივიღო ვცდილობ ინტერნეტში მოვიძიო რადგან აფთიაქებში კითხვის დასმისას ხშირად ხდება რომ ბოლომდე არ გისმენენ და ახსნის ნაცვლად პირდაპირ წამალს გთავაზობენ, შესაბამისად ზედმეტია მათგან რაიმე რჩევის მიღებაზე საუაბრი (რა თქმა უნდა არის იშვიათი გამონაკლისებიც), არაფერს ვამბობ საინფორმაციო ბრუშურების ან წიგნების შეთავაზებაზე. პირადად ჩემთვის დიდი კომფორტი იქნებოდა თუ უბნის აფთიაქში მხოლოდ სამკურნალოდ კი არა არამედ ინფორმაციის მისაღებადაც მივალ და იქნებ სამკურნალო საერთოდაც არ გავხდე, ვფიქრობ ბევრი იქნება ჩემნაირი რომელიც მედიცინაში ვერ ერკვევა და არც იმის სურვილი აქვს პატარა პრობლემისას ექიმებთან კონსულტაციებზე იაროს. გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted იანვარი 28, 2019 ნიგოზი, თხილი, ნუში, ჩირები.. შესაფერისი შეფუთვით. შეიძლება ყველაფერი ის ბუნებრივი პროდუქტი რაზეც შინაურები გეუბნებიან რომ ჭამო იმისათვის რომ ავად არ გახდე და იმუნიტეტი გქონდეს. მაგრამ კეთილსინდისიერად უნდა განათავსოთ!!! გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted იანვარი 28, 2019 30 minutes ago, giorgi89 said: სამწუხაროდ მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. სიმართლე გითხრათ როდესაც რამე დაავადებაზე მინდა ინფო მივიღო ვცდილობ ინტერნეტში მოვიძიო რადგან აფთიაქებში კითხვის დასმისას ხშირად ხდება რომ ბოლომდე არ გისმენენ და ახსნის ნაცვლად პირდაპირ წამალს გთავაზობენ, შესაბამისად ზედმეტია მათგან რაიმე რჩევის მიღებაზე საუაბრი (რა თქმა უნდა არის იშვიათი გამონაკლისებიც), არაფერს ვამბობ საინფორმაციო ბრუშურების ან წიგნების შეთავაზებაზე. პირადად ჩემთვის დიდი კომფორტი იქნებოდა თუ უბნის აფთიაქში მხოლოდ სამკურნალოდ კი არა არამედ ინფორმაციის მისაღებადაც მივალ და იქნებ სამკურნალო საერთოდაც არ გავხდე, ვფიქრობ ბევრი იქნება ჩემნაირი რომელიც მედიცინაში ვერ ერკვევა და არც იმის სურვილი აქვს პატარა პრობლემისას ექიმებთან კონსულტაციებზე იაროს. ახლა გამახსენდა ერთი ვარიანტი. რამდენადაც მე ვიცი არსებობს საოჯახო ენციკლობედიები სამედიცინო თემატიკაზე რომელში შედარებით მარტივად არის ახსნილი საკითხები. დარწმუნებული ვარ კიდევ იქნება რაიმე უფრო ვიწრო თემატიკაზე დაწერილი და თარგმნილი, თუ არადა გამომცემლობები იქნებ დაინტერესდნენ მსგავსი რუბრიკების შექმნით. წარმატებებს გისურვებთ... გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted იანვარი 28, 2019 მზა სალათები კალორიების ცოდნით, იმის ცოდნით შედგენილი, რა სასარგებლო ნივთიერებები სჭირდება ადამიანს ვარჯიშის მერე / ვარჯიშამდე მისაღები რეკომენდებული საკვები თუ არსებობს ჯანმრთელი სასუსნავები ბავშვებისთვის, შოკოლადის ნაცვლად რომ შეგიძლია წაუღო სასარგებლო ჩვევების გამოსამუშავებლად, თვითორგანიზებისთვის განკუთვნილი სპეციფიური საკანცელარიო ნივთები სამუშაო ადგილზე მარტივი ვარჯიშების ჩასატარებელი მინი სავარჯიშოები რომაა ხოლმე, ხელის გასავარჯიშებელი, ხერხემლის და ა.შ. ჰაერის დამარტენბიენებელი და მისი მონათესავე/.შემავსებელი პროდუყქტები, ოთახში ჯანმრთელობის ხელის შემწყობი სიტუაციის შექმნას რომ უწყობს ხელს გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted იანვარი 28, 2019 ალბათ გაგიგიათ გირჩის მურაბა, მე მაგალითად ხველაზე მაგრად მშველის, არის კიდევ ნაძვის თუ ფიჭვის მტვერზე დამზადებული სამკურნალო ნაყენები თუ მალამოები, ზუსტად არ ვიცი მაგრამ გაგონილი მაქვს. ეს პროდუქტები საეკლესიო მაღაზიაში შემხვედრია. ორი კვარტალი შემოვიარე და მხოლოდ ერთ მაღაზიაში ვიპოვე. მგონი კარგად გაიყიდება მსგავსი პროდუქცია, გირჩის გარდა იქნება კიდევ სამკურნალო არამედიკამენტური რამეები.. 1 person likes this გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted თებერვალი 26, 2019 კროსვორდები, მათემატიკური/ლოგიკური გამოცანების კრებულები, შეიძლება ჟურნალ-გაზეთებიც, ეს უფრო ნაკადის ზრდას მოეხმარება ალბათ გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted მარტი 12, 2019 პირველადი დახმარების აღმოჩენის მარტივი გაიდლაინი - ბუკლეტის სახით წიგნი ბავშვის კვებაზე 0-დან 3 წლამდე, შემდეგ უკვე ასაკობრივად რა არის ყველაზე სასარგებლო, თავის რეცეპტებით ოპტიკა გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted მარტი 12, 2019 1.წიგნები, საბავშვო ენციკლოპედია ძალიან კარგია აზრია. 2. ბარდა, სიმინდი, ჩირი, ჩაი და სასარგებლო ბიო პროდუქტები. 3. ზეითუნის ზეთი სხვადასხვა სახეობის. 4. ფიჭვის კევი გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites