უჩა

როგორ მოვიზიდოთ არსებული სტუმრებით ახალი სტუმრები?

17 posts in this topic

მეგობრებო, გვაინტერესებს თქვენი იდეები და მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია სასტუმროს არსებული სტუმრების საშუალებით მოიზიდოს ახალი სტუმრები. (იმ დაშვებით, რომ არსებული სტუმრები კმაყოფილები არიან)

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

1. მისი სახელით მოსულ სტუმარს ფასდაკლებას ვუკეთებდეთ;

2. თუ ხუთ ნომერს დაგვიჯავშნის, მას უფასოდ ვაძლევდეთ ერთ ნომერს ერთი ღამით;

3. ვთხოვოთ რივიუ დაგვიწეროს და სანაცვლოდ მის შემდგომ ვიზიტზე ფასდაკლება მივცეთ;

2 people like this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
21 minutes ago, Mariam Zh. said:

1. მისი სახელით მოსულ სტუმარს ფასდაკლებას ვუკეთებდეთ;

2. თუ ხუთ ნომერს დაგვიჯავშნის, მას უფასოდ ვაძლევდეთ ერთ ნომერს ერთი ღამით;

3. ვთხოვოთ რივიუ დაგვიწეროს და სანაცვლოდ მის შემდგომ ვიზიტზე ფასდაკლება მივცეთ;

მარ პირველი საკითხი ტექნიკურად როგორ შეიძლება გადავწყვიტოთ? რაიმე ბარათს ვატანდეთ? თუ როგორ აღვრიცხავდეთ? 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

რაიმე ონლაინ სქემის აწყობა მაგარი იქნება, გამოწვევასავით რომ იყოს (დათაგონ ჩვენთან მათი მეგობარი და სანაცვლოდ რაღაცას იღებდნენ,) ან გვქონდეს კონკურსი - ყოველთვიურად გვიგზავნიდნენ  სტუმრები ჩვენს სასტუმროში ან საქართველოში გადაღებულ ფოტოებს, რასაც ჩვენს გვერდზე დავდებდით დათაგვით და ვაწყობდეთ კონკურსს (ლაიქებით ან ჟიურით) და გამარჯვებულს რაღაცას გადავცემდეთ (მის ქვეყანაში ვუგზავნიდეთ რაიმეს?), ამ სქემით მათი მეგობრები ნახავდნენ როგორი დრო ატარეს ჩვენთან ან საქართველოში და გაუჩნდებოდათ სურვილი აქ მოგზაურობაზე. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

სტუმრობის შემდეგ შეიძლება ვატანდეთ ფასდაკლების ვაუჩერს, რომელიც შეუძლია გადასცეს თავის ნაცნობებს, ახლობლებს, მეგობრებს.

კიდევ შეიძლება, კმაყოფილებაზე ვიმუშაოთ, ძალიან განსხვავებული და მათზე მორგებული საჩუქარი დავახვედროთ ან გადავცეთ სტუმრებს, რაზეც აუცილებლად ისაუბრებენ თავიანთ ნაცნობებთან, ან სურათს გადაუღებენ და სადმე ატვირთავენ, რაც ახალი სტუმრების მოყვანის გზა შეიძლება იყოს

არსებული სტუმრები ვინც გვეყოლება, შიდა ღონისძიებები მოვაწყოთ, შევეცადოთ ბევრი ჩავრთოთ, სურათები(ვიდეოც შეიძლება) გადავუღოთ ამ პროცესს და სხვადასხვა სოც ქსელში ავტვირთოთ, სტუმრები უნდა დავთაგოთ აუცილებლად. კარგი სიტუაციის გამო სხვებიც შეიძლება დაინტერესდნენ :)

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

მე ვფიქრობ რომ კარგი იქნება პერიოდულად ჩვენი სტუმრებისთვის თხოვნა ადგილზე პატარა ვიდეო გადავუღოთ, სადაც მოყვებიან ჩვენს შესახებ - რით ვართ გამორჩეულები და დასამახსოვრებლები მათთვის და ეს ვიდეოები გავავრცელოთ მათივე ნებართვით 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
2 minutes ago, Tiko said:

მე ვფიქრობ რომ კარგი იქნება პერიოდულად ჩვენი სტუმრებისთვის თხოვნა ადგილზე პატარა ვიდეო გადავუღოთ, სადაც მოყვებიან ჩვენს შესახებ - რით ვართ გამორჩეულები და დასამახსოვრებლები მათთვის და ეს ვიდეოები გავავრცელოთ მათივე ნებართვით 

აქაც შეიძლება რაიმე სტიმულის მოფიქრება, მაგრამ უფრო არამატერიალური სტიმული მგონია მართებული, რაიმე განსხვავებული კრეატიული და მარტივი რაც გაუხალისებს და გაუბედნიერებს დღეს და კიდეც უფრო სასიამოვნოთ, გასხვავებულად ჩაგვბეჭდავს მის მახსოვრობაში

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
6 minutes ago, Tiko said:

მე ვფიქრობ რომ კარგი იქნება პერიოდულად ჩვენი სტუმრებისთვის თხოვნა ადგილზე პატარა ვიდეო გადავუღოთ, სადაც მოყვებიან ჩვენს შესახებ - რით ვართ გამორჩეულები და დასამახსოვრებლები მათთვის და ეს ვიდეოები გავავრცელოთ მათივე ნებართვით 

ვიდეო მაგარი აზრია, ეგეთი რამე ხომ არ გავკეთოთ უფრო მარტივი რომ იყოს - ჩექაუთის დროს ვეკითხებოდეთ ჩვენს სტუმარს ერთი სიტყვა ჩვენს სასტუმროზე და ეს გადავიღოთ. მოკლედ რადგან ამ ხალხს ეზარება ეს რივიუების წერა რაღაცნარიად რომ გავუმარტივოთ

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
Just now, Mariam Zh. said:

ვიდეო მაგარი აზრია, ეგეთი რამე ხომ არ გავკეთოთ უფრო მარტივი რომ იყოს - ჩექაუთის დროს ვეკითხებოდეთ ჩვენს სტუმარს ერთი სიტყვა ჩვენს სასტუმროზე და ეს გადავიღოთ. მოკლედ რადგან ამ ხალხს ეზარება ეს რივიუების წერა რაღაცნარიად რომ გავუმარტივოთ

კი მარ, მეც მგონია რომ სიტყვიერად უფრო გაუმარტივდებათ და ჩვენც დაგვრჩება სასიამოვნო ვიდეო-რივიუები <3 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 1/21/2019 at 1:29 PM, Tamar said:

სტუმრობის შემდეგ შეიძლება ვატანდეთ ფასდაკლების ვაუჩერს, რომელიც შეუძლია გადასცეს თავის ნაცნობებს, ახლობლებს, მეგობრებს.

კიდევ შეიძლება, კმაყოფილებაზე ვიმუშაოთ, ძალიან განსხვავებული და მათზე მორგებული საჩუქარი დავახვედროთ ან გადავცეთ სტუმრებს, რაზეც აუცილებლად ისაუბრებენ თავიანთ ნაცნობებთან, ან სურათს გადაუღებენ და სადმე ატვირთავენ, რაც ახალი სტუმრების მოყვანის გზა შეიძლება იყოს

არსებული სტუმრები ვინც გვეყოლება, შიდა ღონისძიებები მოვაწყოთ, შევეცადოთ ბევრი ჩავრთოთ, სურათები(ვიდეოც შეიძლება) გადავუღოთ ამ პროცესს და სხვადასხვა სოც ქსელში ავტვირთოთ, სტუმრები უნდა დავთაგოთ აუცილებლად. კარგი სიტუაციის გამო სხვებიც შეიძლება დაინტერესდნენ :)

რა კარგი იდეებია, შენ როგორ ფიქრობ - რა შეიძლება ვაჩუქოთ-გავატანოთ სახლში, რომ გამოსაჩენ ადგილას დადოს ან ბევრმა ნახოს და ამას მოყვეს ჩვენს სასტუმროზე მოყოლა?

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

აღარ მახსოვს ამ თეორას რა ჰქვია მაგრამ პრაქტიკაში ასე ჟღერს:  კლიენტს (ვიზიტორს) უნდა გავუწიოთ ისეთი მომსახურება რაც მნიშვნელოვნად (და არა უმნიშვნელოდ) აღემატება მის მოლოდინებს. მოლოდინებში იგულისხმება ამ სფეროში დამკვიდრებული სტანდარტი. მაგ. უფასო ვაიფაით ვერავის გააკვირვებთ. პატარა სუვენირი და საჩუქრებიც მნიშვნელოვან აღფრთოვანებას ვერ გამოიწვევს. სამაგიეროდ თუ კონკურენტებთან შედარებით ბინა იმავე ფასებში იქნება და დამატებით  ველოპარკი თუ გექნებათ რომლის გამოყენებაც სტუმარს უფასოდ შეეძლება ეს დღესდრესისობით მოლოდინის გადაჭარბება იქნება. ასეთ შემთხვევაში კმაყოფილი კლიენტი ყველანაირი ძალდატანების გარეშე გაგიწევთ რეკლამას ყველგან სადაც ამისი მომენტი იქნება.

2 people like this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ადამიანებისთვის ჩემი აზრით უფრო კარგად დასამახსოვრებელია სიურპრიზები.

ფასდაკლებები, ვაუჩერები, ასეთი რამეები ყველგან არის და უმეტესობა ეჭვის თვალით უყურებს( გაბერილი ფასებია და ვითომ ფასდაკლებაო).

ვთქვათ ჩვეულებრივ მენიუზე სასმელი საჩუქრად, რამე გასართობი ან გასეირნება საჩუქრად. 

სამახსოვროდ შეიძლება სასტუმროს ბრენდირებული ფლეშ მეხსიერების ბარათი, სადაც მათთვის ჩუმად გადაღებული ფოტოები იქნება ჩაწერილი.

რაღაც სასიამოვნო უფრო მეტად დასამახსოვრებელია და მოსაყოლადაც ეფექტური.

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

რამდენიმე იდეა მომეწონა და ვფიქრობ რომ მარტივი განსახორციელებელია, მათ შორის ვიდეო - ყველა სტუმარმა ერთი სიტყვით რომ დაახასიათონ სასტუმრო და მერე ერთი მთლიანი ვიდეოს შეკვრა. ასევე ფოტოების გადაღება, ჩვენი სტუმრების კატეგორიის შექნა ფეისბუქზე და იქ დათაგვა. 

ვაუჩერების თემა შეიძლება ბანალურია, მაგრამ სავარაუდოდ იმუშავებს. ერთი წლის განმავლობაში ამ ვაუჩერით ერთი სტუმრისთვის ერთი ღამე იყოს უფასო.

  • ჩვენს ადგილობრივ სტუმრებს, ვინც რეგიონიდანაა, ვჩუქნიდეთ რამოდენიმე ბილეთეს სხვადასხვა ივენთზე სასტუმროში ნომრის დაჯავშნის შემთხვევაში - რაგბის ბილეთებს, კონცერტის, სპექტაკლის პრემიერის და ა.შ. თითოეულ სტუმარზე მაქსიმალურად მეტი უნდა გავიგოთ, მათი ინტერესები, ჰობი.
  • კარგია ადგილზე ყურადღების გამოხატვა, მაგრამ მერე რომ მიუვა სიურპრიზი სახლში ძალიან ეფექტური იქნება მგონი. თუნდაც დაბადების დღეზე მისალოცი ბარათი თეისთის დირექტორისგან. თან ესე მინიმუმ მისი ოჯახის წევრები გაიგებენ თეისთის შესახებ და თუ სტუმრები ეყოლება ხომ ისინიც.
  • თეისთის კლუბის წევრობა უნდა იყოს რაღაც მაგარი, სადაც სტუმრებიც და მისი მეგობრებიც გაწევრიანდებიან და ექნებათ სხვადასხვა ბენეფიტები თეისთის სხვადასხვა სასტუმროებში (მომავალში). შეიძლება სხვა სასტუმროებშიც, დატვირთვის პრობლემა ბევრს აქვს :) და თუ თეისთის კლუბის წევრი მივა მასაც ფასდაკლება და თეისთსაც რაღაც ბენეფიტი.

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
9 hours ago, Nona said:

მადლობა ნონ საუკეთესო იდეებისთვის. ჩვენ ამ ეტაპზე რაც გავაკეთეთ - მოვამზადეთ ელექტრონული ვაუჩერი, რომელიც გულისხმობს 1 ღამეს უფასოდ - საჩუქრად და ვინც მიდის სტუმარი - ამ ვაუჩერს ვუგზავნით - რომ გაუზიაროს მარტივად მეგობრებს. რაღაც საკითხები ღიაა და საინტერესოა თქვენი მოსაზრებებიც:

  1. ვაუჩერის რაოდენობა შეზღუდული უნდა იყოს თუ - რამდენსაც ენდომება იმდენმა გამოიყენოს?
  2. ვაუჩერით თუ სარგებლობს - ბუქინგით ვეღარ დაჯავშნის (ყოველ შემთხვევაში 1 ღამეს- ვინაიდან სხვაგვარად ბუქინგი ჩამოაჭრის )- და ეს როგორ მოვაგვაროთ რომ დაჯავშნა გაუმარტივდეთ? 

ვიდეოების იდეა მეც ძალიან მომწონს და ვეცდები დავნერგო :)

ასევე ფოტოების თემაც საინტერესოა - ალბათ რაღაც ორიგინალურ საინტერესო ფოტოებს უნდა ვუღებდეთ რომ მოუნდეთ ჩვენი ფბ-ს დალაიქება - ამაზე ხომ არ გაქვთ იდეები - როგორ შეიძლება ეს პროცესი გავასაინტერესოოთ?

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
9 hours ago, tami said:

ასევე ფოტოების თემაც საინტერესოა - ალბათ რაღაც ორიგინალურ საინტერესო ფოტოებს უნდა ვუღებდეთ რომ მოუნდეთ ჩვენი ფბ-ს დალაიქება - ამაზე ხომ არ გაქვთ იდეები - როგორ შეიძლება ეს პროცესი გავასაინტერესოოთ?

ქართული ლამაზი აქსესუარები შეიძლება გვქონდეს, რომელსაც მარტივად მოირგებენ - ყაბალახი, ჩოხა, ფაფახი, სვანური ქუდი, ნაბადი, აქსესუარები, თექის რაღაცეები.

შეიძლება მცირე გალერეა/კუთხე გავაკეთოთ და თან დაათვალიერებენ და თან მოირგებენ.

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

key არის არსებული კლიენტების მაქსიმალურად დაკმაყოფილება, პერსონალურად მოპყრობა, თბილი მიღება, მიმღების თბილი ღიმილი და genuine ზრუნვა. ეს თუ შესთავაზე მერე არსებული კლიენტი გიწევთ რეკომენდაციას facebook ჯგუფში, ბლოგზე და თავის გარემოში. 

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 4/22/2019 at 7:53 PM, ლაშა გოჩიაშვილი said:

key არის არსებული კლიენტების მაქსიმალურად დაკმაყოფილება, პერსონალურად მოპყრობა, თბილი მიღება, მიმღების თბილი ღიმილი და genuine ზრუნვა. ეს თუ შესთავაზე მერე არსებული კლიენტი გიწევთ რეკომენდაციას facebook ჯგუფში, ბლოგზე და თავის გარემოში. 

მადლობა ლაშა, ეს თავისთავად უპირობოდ ეგრეა და ჩვენთვის არის აუცილებელი მინიმალური სტანდარტი, მაგრამ კიდევ დამატებით თუ შეიძლება შევქმნათ სტიმულები - რომ უბრალოდ კარგად კი არ მოგვიხსენიოს ან ბუქინგზე დაგვიწეროს კარგი შეფასება, არამედ მართლა რეკომენდაცია გაუწიოს ჩვენს სასტუმროს მის მეგობრებში (მაგ. პირად ფბ-ზე დაწეროს პოსტი ან რაიმე მსგავსი)

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი

დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია