Nini

როგორ შევცვალოთ კერძო მოხუცებულთა სახლებზე დამოკიდებულება მოსახლეობაში

24 posts in this topic

როგორც მოგეხსენებათ ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, კერძო მოხუცებულთა სახლებზე დაბალი მოთხოვნილებაა. 
გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი იდეები, როგორ უნდა გახდეს საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ პოზიტიური

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

პირველი იდეა რაც მომდის არის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება მასობრივი საკომუნიკაციო არხების საშუალებით და იმ ძალიან მაგარი დადებითი მხარეების ხაზგასმა რომელიც კერძო მოხუცებულთა სახლებს ახასიათებს. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ერთი ძალიან მაგარი რეკლამა შეიძლება გაკეთდეს, ემოციური, როგორ მოწყენილები არიან ბებო-ბაბუები ან თავისთან მარტო, ან ქალაქში გამოკეტილი ბინებში (როცა მათი შვილები მთელი დღე გარეთ არიან სამუშაოდ, თავად კიდევ არ შეუძლიათ სიარული და სხვაგან წასვლა). და ამ ადამიანებს რომ წაიყვანენ მსგავს სახლში და როგორ სიხარულებს მივანიჭებთ. რა თქმა უნდა, მარკეტოლოგი ბევრად კრეატიულ გადაწყვეტილებას შემოგვთავაზებს მაგრამ ამ მიმართულებით შეიძლება საინტერესო რაღაცების გაკეთება. 

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ვფიქრობ მთავარი აქცენტი მოხუცებულთა სახლის პიარის დროს უნდა იყოს ის რომ, ეს სახლი არ არის ადგილი სადაც მოხუცებულები იმიტომ მიჰყავთ რომ მათგან დაიღალნენ ან რომ არავის აღარ სჭირდებათ. შესაბამისად ვფიქრობ საჭიროა რომ სარეკლამო კონტენტი ისე შეიფუთოს რომ პირიქით ჩვენ ვზრუნავთ ამ ადამიანებზე იმიტომ რომ ჩვენ (იმ ადამიანებს ვინც თავიანთ მშობლებს, ნათესავებს დატოვებენ მოხუცებულთა სახლში) გვჭირდება მათი კარგად ყოფნა რომ თავიანთი კარგად ყოფნით ხელი შეგვიწყონ ჩვენ, რომ უკეთ ვიგრძნოთ თავი და უკეთ ვაკეთოთ ჩვენი საქმე.  

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ძალიან კარგი იდეა დაფიქსირდა დღევანდელ შეხვედრაზე და აქაც გავაჟღერებ:

ცნობილ მოხუცებს შევთავაზოთ ჩვენთან ცხოვრება (შესაძლოა სრულიად უფასოდაც) - მსახიობებს, მწერლებს - ყველასთვის ავტორიტეტულ და საყვარელ ადამიანებს. ვფიქრობ, რომ ეს შესძენს ხიბლს კიდევ უფრო მეტად ჩვენს სახლებს 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 1/18/2019 at 4:36 PM, Tiko said:

პირველი იდეა რაც მომდის არის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება მასობრივი საკომუნიკაციო არხების საშუალებით და იმ ძალიან მაგარი დადებითი მხარეების ხაზგასმა რომელიც კერძო მოხუცებულთა სახლებს ახასიათებს. 

wow...თიკო მაგარია <3 მადლობა

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

პერიოდულად ჩვენს სახლში მოვაწყოთ ღონისძიებები - სადაც სხვა მოხუცებიც შეძლებენ დასწრებას.

ახალი მომხმარებლის დამატებაზე შეიძლება ასეთი მექანიზმი გვქონდეს - რომ არსებული წევრები უწევდნენ რეკომენდაციებს მათ ახლობლებს/ნაცნობებს და მათი სახელით ვუკავშირდებოდეთ და ვთავაზობდეთ ვიზიტს და ადგილის გაცნობას.

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

მოხუცებულთა სახლისადმი დამოკიდებულება როგორიც არის ისეთი უნდა იყოს. ყველაზე ნაკლებად მოხუცებს სხვა მოხუცების გარემოცვაში ყოფნა უნდათ და სჭირდებათ. საკამოდ ცუდი იდეაა მოხუცების ერთად მოთავსება. მხოლოდდამხოლოდ პრაქტიკული მოსაზრებებით თუ გამართლდება ასეთი ინსტიტუტი. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 1/26/2019 at 8:52 PM, აკაკი said:

მოხუცებულთა სახლისადმი დამოკიდებულება როგორიც არის ისეთი უნდა იყოს. ყველაზე ნაკლებად მოხუცებს სხვა მოხუცების გარემოცვაში ყოფნა უნდათ და სჭირდებათ. საკამოდ ცუდი იდეაა მოხუცების ერთად მოთავსება. მხოლოდდამხოლოდ პრაქტიკული მოსაზრებებით თუ გამართლდება ასეთი ინსტიტუტი. 

აკაკი, მადლობა მოსაზრებისთვის, თქვენ როგორ ფიქრობთ, იმ მოხუცებისთვის რომლებიც მარტონი არიან მთელი დღე, რა შეიძლება მოვიფიქროთ, რომ სიბერე გავხადოთ უფრო სასიამოვნო? (ნაწილს საზღვარგარეთ ჰყავთ შვილები, ან მთელი დღე მუშაობენ და სახლში გვიან ბრუნდებიან)

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

აუცილემლად მოვახდენდი მასობრივი საშუალებებით აღნიშნული თემისა  პროპაგანდას და შევცდებოდი დამენახვებინა მისი დადებითი მხარეები, ანუ ჩვენთან ეს უფრო მენტალიტეტის პრობლემაა, ვიდრე სხვა რაიმე დანარჩენის.

მოვიძიებდი სტატიებს სხვა ქვეყნების პრაქტიკიდან, ასევე კვლევებს, თუ ძირითადად რა მიზეზით არიან მოხუცებულები თავშესაფარში, მაგ. იმის გამო, რომ ოჯახის წევრს არ აქვს შესაბამისი დრო და სურვილი, თუ პირიქით იმის გამო,  რომ იქ ისინი მიდიან იმის გამო, რომ იყვნენ უფრო ბედნიერები და სოციალიზირებულები.  

ასევე მოვიძიებდი კვლევებს ჩატარებულს ამ მოხუცებთან, როდის უფრო ბედნიერად გრძნობდნენ თავს თავშესაფრამდე თუ თავშესაფარში რა არის ამის ძირითადი მიზეზი, რა არის იქ ისეთი , რის გამოც მას ურჩევნია იყოს თავშესაფარში და ჰქონდეს უფრო მეტი ბედნიერი დღეები, ვიდრე სახლში ოჯახის წევრის მოლოდინში. 

სტატისტიკა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ, და ა.შ. 

ამ ინფორმაციას,  სასიამოვნო სტატიებისა თუ ბლოგების სახით განვათავსებდი სოციალურ ქსელებში. ასევე შესაძლებელია ვიდეორგოლების გაკეთება, მოხუცის მიერ მოყოლილი თავგადასავალი თავშესაფარში . მათი ჩვეულებრივი დღე , ახალი მეგობრები, რისი გაკეთება სიამოვნებს ყველაზე მეტად და ა.შ. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
12 hours ago, tami said:

ვფიქრობ თვითონ მოხუცებს უნდა ვკითხოთ პირველ რიგში და მათ მაგივრად არ უნდა გადავწყვიტოთ. ერთადერთი რაც ვიცი მოხუცებს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ურთიერთობა. ასევე როცა მათ უსმენენ და როცა აქვთ განცდა რომ ვიღაცისთვის სარგებლსი მომტანები არიან და საჭიროები

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ამ ბოლო დროს შემხვდა სტატია, მგონი კანადაში ბავშვთა სახლი და მოხუცებულთა თავშესაფარი გააერთიანეს და ძალიან კარგი შედეგი მიიღეს.

ხომ არ შევთავაზოთ ფასიანი თავშესაფრების მფლობელებს შეიფარონ რამოდენიმე ბავშვი, ოღონდ უფასოდ, ეს მათ ქველმოქმედებაში ჩაეთვლებათ, ბავშვებს ბებიები და პაპები ეყოლებათ, მოხუცებს შვილიშვილები..

2 people like this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 1/23/2019 at 10:29 AM, tami said:

პერიოდულად ჩვენს სახლში მოვაწყოთ ღონისძიებები - სადაც სხვა მოხუცებიც შეძლებენ დასწრებას.

ახალი მომხმარებლის დამატებაზე შეიძლება ასეთი მექანიზმი გვქონდეს - რომ არსებული წევრები უწევდნენ რეკომენდაციებს მათ ახლობლებს/ნაცნობებს და მათი სახელით ვუკავშირდებოდეთ და ვთავაზობდეთ ვიზიტს და ადგილის გაცნობას.

ძალიან საინტერესო იდეაა თამი, მადლობა <3 ცნობადობასაც გაზრდის

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 1/28/2019 at 3:52 PM, aleksandrapapidze said:

აუცილემლად მოვახდენდი მასობრივი საშუალებებით აღნიშნული თემისა  პროპაგანდას და შევცდებოდი დამენახვებინა მისი დადებითი მხარეები, ანუ ჩვენთან ეს უფრო მენტალიტეტის პრობლემაა, ვიდრე სხვა რაიმე დანარჩენის.

მოვიძიებდი სტატიებს სხვა ქვეყნების პრაქტიკიდან, ასევე კვლევებს, თუ ძირითადად რა მიზეზით არიან მოხუცებულები თავშესაფარში, მაგ. იმის გამო, რომ ოჯახის წევრს არ აქვს შესაბამისი დრო და სურვილი, თუ პირიქით იმის გამო,  რომ იქ ისინი მიდიან იმის გამო, რომ იყვნენ უფრო ბედნიერები და სოციალიზირებულები.  

ასევე მოვიძიებდი კვლევებს ჩატარებულს ამ მოხუცებთან, როდის უფრო ბედნიერად გრძნობდნენ თავს თავშესაფრამდე თუ თავშესაფარში რა არის ამის ძირითადი მიზეზი, რა არის იქ ისეთი , რის გამოც მას ურჩევნია იყოს თავშესაფარში და ჰქონდეს უფრო მეტი ბედნიერი დღეები, ვიდრე სახლში ოჯახის წევრის მოლოდინში. 

სტატისტიკა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ, და ა.შ. 

ამ ინფორმაციას,  სასიამოვნო სტატიებისა თუ ბლოგების სახით განვათავსებდი სოციალურ ქსელებში. ასევე შესაძლებელია ვიდეორგოლების გაკეთება, მოხუცის მიერ მოყოლილი თავგადასავალი თავშესაფარში . მათი ჩვეულებრივი დღე , ახალი მეგობრები, რისი გაკეთება სიამოვნებს ყველაზე მეტად და ა.შ. 

ძალიან დიდი მადლობა ღირებული იდეებისათვის. გავითვალისწინებთ აუცილებლად

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 1/29/2019 at 1:39 AM, ნინაპატუ said:

ამ ბოლო დროს შემხვდა სტატია, მგონი კანადაში ბავშვთა სახლი და მოხუცებულთა თავშესაფარი გააერთიანეს და ძალიან კარგი შედეგი მიიღეს.

ხომ არ შევთავაზოთ ფასიანი თავშესაფრების მფლობელებს შეიფარონ რამოდენიმე ბავშვი, ოღონდ უფასოდ, ეს მათ ქველმოქმედებაში ჩაეთვლებათ, ბავშვებს ბებიები და პაპები ეყოლებათ, მოხუცებს შვილიშვილები..

ძალიან მაგარი იდეაა... ოჯახური გარემოც შეიქმნება <3

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ჩემი აზრით რაიმე წრის, ან კლუბის იმიჯი რომ შევუქმნათ, როგორც ადგილი სოციალური თავშეყრისთვის კარგი იქნებოდა, და დადებითადაც აღიქმებოდა.

რეალურადაც ხომ ასე იქნება, იმისთვის რომ არ მოიწყინონ, უყურადღებოდ არ იგრძნონ თავი და თვითრეალიზება შეძლონ, ამას არ ემსახურება მოხუცთა სახლი?

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ჩვენმა ინვესტორებმა დააფიქსირეს მოსაზრება, რომ სასურველია ესეთი სახლი ახლოს იყოს ტერიტორიულად, და როგორც დეი ქეარ - ისე განვითარდეს (ნაწილისთვის მაინც), ანუ დილით მიიყვანენ და საღამოს წამოიყვანენ. ესეთი კონცეფცია ალბათ არც ითხოვს რადიკალურ ცვლილებებს იდეოლოგიაში. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 1/31/2019 at 5:03 PM, tami said:

ჩვენმა ინვესტორებმა დააფიქსირეს მოსაზრება, რომ სასურველია ესეთი სახლი ახლოს იყოს ტერიტორიულად, და როგორც დეი ქეარ - ისე განვითარდეს (ნაწილისთვის მაინც), ანუ დილით მიიყვანენ და საღამოს წამოიყვანენ. ესეთი კონცეფცია ალბათ არც ითხოვს რადიკალურ ცვლილებებს იდეოლოგიაში. 

თამი, მე ვფიქრობდი ზუსტად ამ კონცეფციაზე რამდენიმე დღის წინათ. სავარაუდოდ ისეთი მოხუცი ძალიან ბევრი იქნება, ვისაც ოჯახში ცხოვრება ძალიან აბედნიერებს, მაგრამ როგორც აღინიშნა მთელი დღის განმავლობაში მარტო უწევს ყოფნა, რადგან ყველა გასულია, იდეალური იქნებოდა ასეთი თავშეყრის ადგილის არსებობა. სერვისების განვითარების უამრავი შესაძლებლობა იარსებებს ეს დრო საინტერესოდ როგორ გაატარონ. იმიჯიც ვფიქრობ ძალიან დადებითი ექნება ასეთ ცენტრს. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ბევრი რამ წერია და შეიძლება ვმეორდები. უნდა გაკეთდეს და მერე უფასო ექსკურსიები უნდა მოვაწყოთ რეგულარულად და ვაჩვენოთ ადამიანებს, გადავიღოთ მათი ემოციები და გავავრცელოთ

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

იცით, სასურველია უფრო ნათლად დაისვას საკითხი, კერძო მოხუცებულთა სახლში დღის ცენტრი იგულისხმება თუ სადღეღამისო ცენტრი. ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული კონცეფციაა და შესაბამისად სხვადასხვაგვარია დამოკიდებულებები. 

მე სოციალური მუშაკი ვარ და სტუდენტობიდან ხშირად მქონდა შეხება მსგავს ინსტიტუციებთან.  არაერთი ინტერვიუ მაქვს მათთან გაკეთებული. ძალიან, ძალიან ემოციურად მახსენდება თითოეული.  სანამ დავაზუსტებთ, ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებებს გამოვეხმაურები. 

  • დაბალი მოთხოვნა არვიცი რამდენადაა კავშირში ქართულ მენტალობასთან, თუმცა აქ სხვა ბევრი ცვლადია : ფასი, ადგილი, მისაწვდომობა,არაინფორმირებულობა,  პირობები, საზ. დამოკიდებულება  და ა.შ. 
  • ასეთ დაწესებულებებს ხშირად თავშესაფრად ან პანსიონად იხსენიებენ, რაც განამტკიცებს ნეგატიურ იმიჯს. 
  • თანამედროვე ქვეყნები მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ -კოლექტიური დაწესებულებები -  (აი ჩვენ რომ ბავშვთა სახლებს და მოხუცთა პანსიონებს ვეძახით) არ ამართლებს. ამიტომაც დაიწყო დეინტიტუციაონალიზაციის პროცესი და  შეიქმნა ალტერნატიული ზრუნვის ფორმები. შესაბამისად ის გავრცელებული ვიდეო თუ სტატია სადაც ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფარი გააერთიანეს  ნამდვილად არაა კარგი პრაქტიკა.
  •  

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 4/25/2019 at 2:12 PM, sopo said:

სოფო, მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის. კონცეფცია ჯერ ჩამოყალიბების ეტაპზეა და ამიტომ გადაჭრით დღის ცენტრი იქნება თუ სადღეღამისო - არ გვაქვს განსაზღვრული. აქამდე რა ინფორმაციებიც მოვაგროვეთ, არ არის გამორიცხული შერეული მოდელისკენ წავიდეთ.

ძალიან ღირებული იქნება თქვენი რეკომენდაციებიც - რა მიმართულების განვითარებაა ყველაზე რეალური დღევანდელი პერსპექტივით, და ასევე ალტერნატიული ზრუნვის ფორმების შესახებაც რომ მოგვიყვეთ. მადლობა კიდევ ერთხელ

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

მთავარია მოხუცებისთვის იყოს სასურველი. შემდეგ მათ ემოციებს ვიდეორგოლების სქშუალებით მაქსიმალურად გავრცელება არის შესაძლებელი. მსგავსი ციდეოები ძქლიან ვირუსული გამიდის სოც. ქსელებში. 

ჩემი აზრით მნიშვნელოვანია მიხუცები რაიმე საქმით იყვნენ დაკავებულები. მგონია რომ მოხუცები არამხოლოდ მარტო ყოფნით არიან მოწყენილები. მათ უმრავლესობას არ აქვთ ჰობი და არ არიან არაფრით დაკავებულები. რაიმე სასარგებლო საქმეს თუ გამოუნახავთ,  ცოტა შემოსავალსაც იღებდნენ და სამუშაო ადგილითაც შესაძლებელია შეიფუთოს მოხუცთა სახლი. ამ შემთხვევაში ალბათ უკეთესიბიქნება თუ საღამოს სახლში დაბრუნდებიან. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 4/26/2019 at 5:16 PM, tami said:

სოფო, მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის. კონცეფცია ჯერ ჩამოყალიბების ეტაპზეა და ამიტომ გადაჭრით დღის ცენტრი იქნება თუ სადღეღამისო - არ გვაქვს განსაზღვრული. აქამდე რა ინფორმაციებიც მოვაგროვეთ, არ არის გამორიცხული შერეული მოდელისკენ წავიდეთ.

ძალიან ღირებული იქნება თქვენი რეკომენდაციებიც - რა მიმართულების განვითარებაა ყველაზე რეალური დღევანდელი პერსპექტივით, და ასევე ალტერნატიული ზრუნვის ფორმების შესახებაც რომ მოგვიყვეთ. მადლობა კიდევ ერთხელ

ინფორმაციის მოგროვება არის საუკეთესო გზა. იმის მიხედვით თუ სად იგეგმება ცენტრის გახსნა კარგი იქნება დაინტერესებული მხარე თუ განახორციელებს შესაბამის კვლევას.

კვლევები ცხადყოფს და ჩემი მოკრძალებულია აზრიც ასეთია, რომ მსგავს დაწესებულებებში იკარგება ინდივიდუალობა. მთავარი რაც მათ ჭირდებათ ინდივიდუალიზმია. იქ სადაც "ყველას ერთნაირად ექცევიან" არავის უნდა გაჩერება. თუ დღის ცენტრში, განსაკუთრებით კი პანსიონში  მიხვალთ და რომელიმე ხანდაზმულს ეტყვთ - მე მსმენია თქვენზე და მინდა უფრო მეტი გავიგო -  იმდენს მოგიყვებათ, რომ არც გაახსენდება კვების, სეირნობისა თუ კინოჩვენების საათი. თუ კითხავთ რას ისურვებდა ყველაზე მეტად უმრავლესობის პასუხი ოჯახთან იქნება კავშირში. 

ვფიქრობ ესაა მთავარი. 1- ოჯახის მსგავსი გარემოს შექმნა.  2- სერვისები რომლიც არაა გამზადებული, არამედ თვითონ ქმნიან. 3- თანამონაწილეობა ისეთ პროცესებში სადაც ცენტრის ბენეფიციარები თავს მნიშვნელოვნად გრძნობენ. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ჩემი აზრით საზოგადოების განწყობა გამოწვეულია იმ რეალობით რაც დღეს ამ სფეროშია: ამორტიზებული შენობები, ცუდი პირობები, ძველი ინვენტარი, მწირი საკვები და სრული იზოლაცია გარე სამყაროსგან -  ეს არის დღევანდელი მოხუცთა სახლები. კარგი გარემო და სერვისი ავტომატურად შეცვლის შეხედულებასაც. მე პირადად მყავს უსაყვარლესი პაპა 90 წლის, ბოლო 2-3 წელია ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს. გარემო იმდენად არ არის მორგებული მსგავსი საჭიროების მქონე ადამიანებზე, გარეთ გაყვანა მთელი პროექტი და სპეცოპერაციიაა ხოლმე (შესაბამისად იშვიათად ვახერხებთ). არის ძალიან მოაზროვნე და აქტიური ადამიანი, ყველაზე მეტად ახარებს თავისი ამბების მოყოლა, ადამიანებთან კომუნიკაცია და ენატრება თავისი სახლი, ეზო და სახელოსნო. დედაჩემთან ცხოვრობს და პირობები საუკეთესო აქვს. როცა დედაჩემთან მივდივარ ჩემი 2 წლის შვილიც კი ჯერ მის ოთახში შერბის სანახავად, თუ რამე გემრიელი და საუკეთესო გვაქვს ჯერ მისთვისაა და მერე დანარჩენისთვის, მაგრამ მაინც მოწყენილია... კარგი იქნებოდა არსებობდეს დღის ცენტრი (საბავშვო ბაღის პრინციპით) თავისი ტრანსპორტირების სერვისით, სადაც შესაძლებელი იქნება ეკონტაქტოს სხვა ადამიანებს, გაუზიაროს თავისი მოგონებები, ითამაშოს სამაგიდო თამაშები ან უბრალოდ სუფთა ჰაერზე გაისერნოს. ლაქშერი სერვისები კარგია, მაგრამ ჩვენი რეალობისთვის მიუწვდომელი მგონია. ბავშვები იმიტომ ხომ არ დაგვყავს ბაღში რომ ჩვენ თვითონ ვერ ვუვლით? ასე იქნება მოხუცის შემთხვევაშიც და არა თუ სამარცხვინო არამედ პირიქით, პრესტიჟულიც კი იქნება ასეთი დღის ცენტრით სარგებლობა. 

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი

დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია