tami

როგორ დავტვირთოთ თბილისში მდებარე მცირე ზომის (20 ნომრამდე) 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო  არასეზონზე? 

11 posts in this topic

ამოცანის განმარტება: მიზანია სასტუმრო იყოს  დატვირთული არასეზონზე მინ. 50%-ით. სტუმრები ძირითადად არიან წყვილები და მცირე ჯგუფები, ვისაც სურთ ქართული კულტურის და ხელოვნების შეცნობა.  

სასტუმროს ძირითადი უპირატესობებია: კარგი ლოკაცია (პლეხანოვზე), მრავალფეროვანი ქართული საუზმე და მეგობრული თანამშრომლები. 

სასტუმროს სისუსტეებია: ძველი რემონტი და მოძველებული ადრე დაწერილი ცუდი რევიუები ბუქინგზე (სისუფთავეზე, სერვისზე და ოთახის აღჭურვილობაზე, ასევე მწირ საუზმეზე. ამ პრობლემატიკის უდიდესი ნაწილი მოგვარებულია).  

 შენიშვნა: ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობა არ არის ეფექტური, იმიტომ რომ დიდი ჯგუფები ვერ ეტევა და არ არის საინტერესო მათთვის

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ჩემი გამოცდილებით, რაც როგორც ვიცი ასევე აღნიშნულია კოლიერსის კვლევაში, პლეხანოვი არ არის მოთხოვნადი ზამთრის პერიოდში, თუმცა, დატვირთვის მაჩვენებლის გაზრდა ალბათ შესაძლებელია მოქნილი საფასო პოლიტიკით (ფასდაკლება, აქციები, საბაზრო ფასთან შესაბამისობა). ასევე მნიშვნლოვანია ცუდ კომენტარებს გასცეთ პასუხი, სადაც დაარწმუნებთ ახალ სტუმარს, რომ პრობლემა ნამდვილად აღმოფხვრილია.

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

1. ვინც უკვე ნამყოფია იმათ შესთავაზოს ვიზიტი ნახევარ ფასში ან მინიმუმ 3 დღით დაჯავშნის შემთხვევაში აჩუქოს +2 დღე საუზმით (რომ თავად ნახონ სიტუაცია შეიცვალა). თუ თავად ვერ მოახერხებენ მოსვლას რაღაც ერთჯერად კოდს ვუგზავნიდეთ და ვინც წარმოადგენს ის სარგებლობდეს ამ შეღავათებით.

2. ვისაც ქორწინების იუბილეს აღნიშვნა უნდა იმათ სთავაზობდეს შეღავათიან პირობებს ან სხვა ბენეფიტებს (თუმცა არაა აუცილებელი იუბილე, ნებისმიერ წყვილს შეიძლება სთავაზობდეს). მაგ.:

  • უფასო ერთ დღიან ტურს ძველ თბილისში თავისი გიდით;
  • ერთი უფასო ვახშამი ბარბარესთან;
  • მუზეუმებში უფასო ვიზიტს (მოელაპარაკოს მუზეუმებს და ვინც ამათ აბონიმეტნს წარუდგენს უფასოდ მოემსახურონ და მერე სასტუმროსთნ მოხდება ანგარიშსწორება); 

სპეციალურ სიურპრიზებსაც უკეთებდეს, მაგალითად საუზმეზე გულის ფორმის პატარა ტორტიკი, საღამოს შამპანიური და ყვავილები და ა.შ.

3. ჩაუსაფრდეს კონცერტებს და როცა იქნება ან სუხიშვილების ან ერისიონის კონცერტი ფასდაკლება დადოს ბუქინგზე და ბილეთებს ჩუქნიდეს, ვინც მაგ პერიოდისთვის დაჯავშნის; ასევე ბილეთები ცნობილ ოპერებზე და ა.შ.

4. ბოლო დროს არის ტენდენცია რომ ჩვენც დავდივართ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სასტუმროებში განტვირთვისთვის. და მაგ სეგმენტზეც რომ იმუშაოს? ანუ ვისაც სხვა კუთხიდან თბილისში ჩამოსვლა უნდა. 

მაგალითად მოიზიდოს ბათუმიდან, ქუთაისიდან და საინტერესო პროგრამები შესთავაზოს - ვახშამი ბარბარესთან, უფასო ფოტოსესია რომელიმე პარკში, იპოდრომზე ცხენებით გასეირნება, 8000 მოსავალი, სპექტაკლი რომელიმე თეატრში და ა.შ. ისეთი პროგრამა შეიკრას, რომ მეგობრებმაც აჩუქონ ერთმანეთს დაბადების დღეზე საერთო ბიუჯეტით :) .

5. თბილისში ჩამოდიან ხოლმე ასევე სხვადასხვა შიდა კონფერენციებზე და გავიგოთ ეგენი როგორ იგეგმება, და გავუკეთოთ საინტერესო შეთავაზებები, რომ ჩვენთან გაჩერდნენ.

 

 

 

 

 

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

airbnb- ით უფრო მოიზიდავთ მაგ აღწერილობის მიხედვით კლიენტებს ვიდრე ბუქინგით

არასეზონზე უფასო city-tour -ს თუ შესთავაზებთ ძველ თბილისში ესეც დამატებიღი სტიმული იქნება

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

1 - სასურველია booking.com ზე ტოპ ლისტში გამოჩენა

2. საკუთარი ვიდეოს გადაღება და youtube - ზე დადება თუ როგორ უნდა დაგეგმო მოგზაურობა საქართველოში, თბილისში. სპეციალურად უცხოელებისთვის, სადაც ამ სასტუმროს მცირე აღწერას გააკეთებ მნიშვნელოვანი დეტალებით და რეკომენდაციას გაუწევ, ასევე booking.com ზე ლინკსაც დადებ აღწერაში სხვა დამატებით ინფორმაციასთან ერთად. რამდენიმე ვიდეოს გაკეთება შეიძლება სხვადასხვა სათაურით და სხვადასხვანაირად დასმული აქცენტებით - მაგალითად საუკეთესო ადგილები, საუკეთესო სასტუმროები, როგორ მოვიაროთ თბილისი 1 კვირაში და ა.შ. მე მაგალითად ზოგად ჩანელს გავაკეთებდი Facebook ზეც და იუთუბზეც, რეალურად საინტერესო და ინფორმაციულ მასალას ავტვირთავდი და უბრალოდ ვახსენებდი აღნიშნულ სასტუმროს პოზიტიურად.

3.აეროპორტში ტაქსისტებს და ტაქსის რომელიმე კომპანიის მძღოლებს დავურიგებდი ბარათებს(სავიზიტოს მსგავს ბარათებს), რომელიც 2 ნაწილადაა გაყოფილი, თითოეულ ნაწილს აწერია ერთი და იგივე საიდენტიფიკაციო კოდი. 1-ზე სასტუმროს ინფორმაციაა, სურათით, კონტაქტით და ფასდაკლებით(რომლის მიღწევაც შეიძლება აუთვისებელი ოთახების შევსებით), ეს ნაწილი გადაეცემა მგზავრს(სტუმარს) მეორე ნაწილი რჩება ტაქსისტთან, თუკი აღნიშნული ბარათით ვინმე მოვა სასტუმროში - ტაქსისტს საჩუქრად გადაეცემა 50 ლარი, ასევე თუკი კომპანიასთან შეთანხმდებით - შეიძლება რეკლამა გაუკეთოთ სასტუმროში. 100 მგზავრიდან 2 იც რომ გადმოვიდეს(შეიძლება მომსახურება, გარემო ან ა.შ არ მოეწონოს ან სხვა შესაძლო მიზეზით) პრინციპში კარგია.

4.არსებობს ორგანიზაციები რომლებსაც უცხოეთიდან ჩამოჰყავს პირები სხვადასხვა მიზნით -ტრენერები და ა.შ. მაგალითად თსუ-ს პროფესორები და მეცნიერები ჩამოჰყავს კონფერენციებისთვის და სხვა მიზნებისთვის.  მათთვის ნორმალური სასტუმროს პოვნა დამატებითი საზრუნავია, (თსუ-ში ჩვეულებრივ, დეპარტამენტს ჩამოჰყავს) თუკი დეპარტამენტს შეუთანხმდებით და გააცნობთ პირობებს და სანდო სტატუსს მოიპოვებთ შეგიძლიათ თქვენ უზრუნველყოთ მსგავსი მომსახურება. იპოვეთ მსგავსი ორგანიზაციები.

5.დიდ ყურადღებას მივაქცევდი უკვე ჩამოსული სტუმრებისთვის საერთო გარემოს შექმნას, საერთო ფართი სადაც ერთმანეთის გაცნობას, გართობას, საუბარს და ა.შ შეძლებდნენ. საერთო ტელევიზორი, სამაგიდო თამაშები ჭადრაკი და ა.შ. საერთო ტურის დაგეგმვა თბილისში ან სხვაგან(რომლის ორგანიზებასაც ნებ. ტურისტული კომპანია დათანხმდება) ანუ ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის რომ სასტუმრომ მოსაცდელის გარდა შეიძინოს ისეთი ადგილის ფუნქცია სადაც ერთმანეთის გაცნობა, აზრების გაზიარება და ურთიერთობების ჩამოყალიბება შეიძლებოდეს. ასევე ჩემი იდეაა რომ გავაკეთებდი კედელს, რომელიც დაყოფილია პატარა მართკუთხედებად, 1x3 სმ სადაც სამახსოვროდ საკუთარი ხელმოწერების ჩაწერა შეეძლებათ, რადგან ადამიანებს მოსწონთ თავიანთი კვალის დატოვება და გონებაში ყოველთვის ემახსოვრებათ ეს ადგილი და საუბარში როცა შანსი მიეცემათ აუცილებლად გაუზიარებენ თავიანთ მეოგბრებსაც. რაღაცით განსაკუთრებული რომ იყოს მსოფლიო მასშტაბით - ასეთი ხელმოწერილი მართკუთხედებით ეტაპობრივად მთლიანი შენობის კედლებს დავფარავდი :)) 10 მ^2 =3333 ხელმოწერა

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ბაზის ფორმირება და დამუშავება - ჩემი აზრით ყველაზე მარტივი და პრაქტიკული მეთოდი გრძელვადიან პერიოდში გამარჯვებისთვის.

ჩატბოტი და Facebook ლიდების გენერატორი არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა ბაზის ფორმირებისთვის.

თუ რეკლამას საქართველოთი დაინტერესებულ ადმიანებს აჩვენებთ (სწორად შერჩეული აუდიტორია ძალიან მნიშვნელოვანია) და დაპირდებით რომ ზედ გადაყვებით სასარგებლო ინფორმაციების და ღირებული შეთავაზებების გაგზავნით - ჩატბოტში გამომწერად მარტივად დაგემატებიან და მინიმულ ელ.ფოსტას მაინც მოგაწოდებთ, სადაც უკვე დაიწყება მათი ონლაინ თავგადასავალი.

ჩატბოტში უკვე შესაძლებელია ბაზის დახარისხება და ათასნაირად ავტომატიზება/კომუნიკაცია...

გონივრულ ვადებში იმდენ სასარგებლო ინფორმაციას გაუგზავნით რომ როგორც კი საქართველოში ჩამოსვლაზე გაიფიქრებენ თქვენ უნდა გაახსენდეთ.

 

ბლოგერებთან თანამშრომლობა

Google და Youtube - ორივეგან მოძებნეთ სასტუმროს რელევანტური სიტყვებით რა შედეგებს მიიღებთ (მაგალითად отдых в Тбилиси), ნახეთ ტოპ ბლოგერები ძიების შედეგებში და შეთავაზეთ მათ თქვენს შესახებ რამე დაწერონ ან უბრალოდ დაპატიჟეთ თქვენს სასტუმროში და გადაიღოს ვიდეო მის ბლოგში განსათავსებლად. 

 

P.S.

თუ ლიდების გენერატორით ან მესენჯერის ბოტში ელ.ფოსტას მოგაწვდით, შესაძლებელია მის ჭრილში ცალკე ავტომატიზებული პროცესის აგება CRM-ის მეშვეობით.

მაგალითისთვის აგიტვირთავთ თბილისის ერთერთი სასტუმროსთვის, Email არხის დამუშავების სქემას (პროექტი უცნაური მიზეზების გამო ვერ შედგა, ამიტომ არაფერი დაშავდება, იქნებ თქვენ მაინც გამოგადგეთ:)))

ბარემ ჩატბოტის ავტომატიზებული პროცესის მაგალითსაც მოვაყოლებ...


იმედია სასარგებლო თუ არა საინტერესო მაინც იქნება:))

Hotels Customer Flow.jpeg

Process.PNG

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ძირითადი სეგმენტი ვფიქრობ უნდა გახდეს მოკლევადინი უცხოელი ვიზიტორები,რომლებიც ღამის სათევად ქირაობენ ერთოთახიან ბინებს.მათ მოსაზიდად კარგი იქნებოდა მაგალითად აეროპორტში თუ გეყოლებათ წარმომადგენელი ან გექნებათ საინფორმაციო დაფა.ზოგადად აეროპორტში განათავსოთ რეკლამა.ასევე შესაძლებელი თუ იქნება ტაქსების კომპანიებთან მოლაპარაკება და მათით რეკლამის გაკეთება

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
On 12/6/2018 at 10:35 AM, soso1987 said:

ძირითადი სეგმენტი ვფიქრობ უნდა გახდეს მოკლევადინი უცხოელი ვიზიტორები,რომლებიც ღამის სათევად ქირაობენ ერთოთახიან ბინებს.მათ მოსაზიდად კარგი იქნებოდა მაგალითად აეროპორტში თუ გეყოლებათ წარმომადგენელი ან გექნებათ საინფორმაციო დაფა.ზოგადად აეროპორტში განათავსოთ რეკლამა.ასევე შესაძლებელი თუ იქნება ტაქსების კომპანიებთან მოლაპარაკება და მათით რეკლამის გაკეთება

დიდი მადლობა სოსო, სამწუხაროდ ტაქსების თემა ცოტა რთული ამბავია, საკმაოდ არაეთიკურად იქცევიან და არაა მათთან ურთიერთობა სასიამოვნო. 

აეროპორტის თემას აუცილებლად ვცდით, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ - პრომო გოგონას მსგავსი უნდა იყოს ვინმე, ვინც შემომსვლელ ტურისტებს დახვდება და ჩვენს ფლაერს მისცემს/ჩვენზე ეტყვის? 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

კარგი იქნება ბილბორდის, პრომო აგენტის და ადგილზე რეგისტრატორის ყოლა.დაინტერესებული ტურისტი ადგილზევე დაჯავშნიდა ნომერს. ასევე დამატებით მომსახურების კუთხით კარგი იქნება თუ დაეხმარებით ტრანსპორტირებაში.ზუსტად არ ვიცი,მაგრამ გამიგია ქართველი ტაქსისტები უცხოელებს ზედმეტად დიდ თანხას ახდევინებენ გადაადგილებაში და ამ კუთხითაც შესაძლოა დაინტერესდნენ ვიზიტორები

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
  • ფილიალებიანი კომპანიებთან გააქტიურებული შეთავაზებები, რომ ტრენინგებზე ჩამოყვანილი თანამშრომლები აქ განათავსონ
  • ზამთარში სავარაუდოდ უცხოელები ბიზნეს ტრიპებით ჩამოდიან - ამიტომ მომსახურებაში მძღოლი და მანქანა(თუნდაც დილა საღამოს სასტუმროდან და სასტუიმრომდე)  რომ დაემატოს არა სეზონზე რომ ბიზნეს ვიზიტორების აქ დატოვება გახდეს სხვაგან დატოვებაზე მეტად მიმზიდველი.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
On 11/6/2018 at 0:01 AM, kordzigio said:

ბაზის ფორმირება და დამუშავება - ჩემი აზრით ყველაზე მარტივი და პრაქტიკული მეთოდი გრძელვადიან პერიოდში გამარჯვებისთვის.

ჩატბოტი და Facebook ლიდების გენერატორი არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა ბაზის ფორმირებისთვის.

თუ რეკლამას საქართველოთი დაინტერესებულ ადმიანებს აჩვენებთ (სწორად შერჩეული აუდიტორია ძალიან მნიშვნელოვანია) და დაპირდებით რომ ზედ გადაყვებით სასარგებლო ინფორმაციების და ღირებული შეთავაზებების გაგზავნით - ჩატბოტში გამომწერად მარტივად დაგემატებიან და მინიმულ ელ.ფოსტას მაინც მოგაწოდებთ, სადაც უკვე დაიწყება მათი ონლაინ თავგადასავალი.

ჩატბოტში უკვე შესაძლებელია ბაზის დახარისხება და ათასნაირად ავტომატიზება/კომუნიკაცია...

გონივრულ ვადებში იმდენ სასარგებლო ინფორმაციას გაუგზავნით რომ როგორც კი საქართველოში ჩამოსვლაზე გაიფიქრებენ თქვენ უნდა გაახსენდეთ.

 

ბლოგერებთან თანამშრომლობა

Google და Youtube - ორივეგან მოძებნეთ სასტუმროს რელევანტური სიტყვებით რა შედეგებს მიიღებთ (მაგალითად отдых в Тбилиси), ნახეთ ტოპ ბლოგერები ძიების შედეგებში და შეთავაზეთ მათ თქვენს შესახებ რამე დაწერონ ან უბრალოდ დაპატიჟეთ თქვენს სასტუმროში და გადაიღოს ვიდეო მის ბლოგში განსათავსებლად. 

 

P.S.

თუ ლიდების გენერატორით ან მესენჯერის ბოტში ელ.ფოსტას მოგაწვდით, შესაძლებელია მის ჭრილში ცალკე ავტომატიზებული პროცესის აგება CRM-ის მეშვეობით.

მაგალითისთვის აგიტვირთავთ თბილისის ერთერთი სასტუმროსთვის, Email არხის დამუშავების სქემას (პროექტი უცნაური მიზეზების გამო ვერ შედგა, ამიტომ არაფერი დაშავდება, იქნებ თქვენ მაინც გამოგადგეთ:)))

ბარემ ჩატბოტის ავტომატიზებული პროცესის მაგალითსაც მოვაყოლებ...


იმედია სასარგებლო თუ არა საინტერესო მაინც იქნება:))

Hotels Customer Flow.jpeg

Process.PNG

სასარგებლოც არის და საინტერესოც ;)

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია