Posted იანვარი 10, 2019 სუვენირების და საჩუქრების მაღაზიას, რომელიც დიღომში მდებარეობს შენობის გარეთ აქვს ცალკე გამოყოფილი სივრცე (სივრცე არის დახურული). გვჭირდება იდეები, როგორ შეიძლება დავაკავშიროთ ეს სივრცე სუვენირების მაღაზიას იმგვარად, რომ მისმა დატვირთვამ მაღაზიის გაყიდვებზეც დადებითი გავლენა მოახდინოს. მაღაზია არის ორ სართულიანი, სადაც იყიდება სხვადასხვა სახის საჩუქრები და სუვენირები. მათ შორის ღვინოები, ნახატები, სასაჩუქრე კომპლექტები და ა.შ. მაღაზიაში ასევე მოწყობილია მარანი, სადაც ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი. გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted იანვარი 11, 2019 მე ვფიქრობ, რომ ხელოვანი ადამიანებისთვის შეიძლება სახელოსნოს მაგვარი რამე გაკეთდეს. (დაიყოს მინი სივრცეებად); უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული რომ საინტერესო იქნება მათთვის. შესაძლოა, ვორქშოპები და მასტერკლასები ტარდებოდეს მათთვის, ან ისინი ატარებდნენ მოყვარული ტიპებისთვის. 1 person likes this გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted იანვარი 11, 2019 3 minutes ago, tami said: მე ვფიქრობ, რომ ხელოვანი ადამიანებისთვის შეიძლება სახელოსნოს მაგვარი რამე გაკეთდეს. (დაიყოს მინი სივრცეებად); უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული რომ საინტერესო იქნება მათთვის. შესაძლოა, ვორქშოპები და მასტერკლასები ტარდებოდეს მათთვის, ან ისინი ატარებდნენ მოყვარული ტიპებისთვის. თამის იდეის გაგრძელებაა, რომ ამ სახელოსნოში თავად შეეძლოთ ისეთი უნიკალური სუვენირის დამზადება რაც სურთ რომ აჩუქონ, ამისთვის ყველანაირი პირობა არსებობდეს - მასალა, დანადგარი, სპეციალისტი, ვინც დაგეხმარება მომზადებაში. 1 person likes this გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted იანვარი 11, 2019 რამხელაა სივრცე? თუ შედარებით პატარა ფართია, შეიძლება იქ ლამაზი შესაფუთები იყოს და გიფუთავდნენ შეძენილ სუვენირს. თუ დიდი ფართია, მაშინ თამის და მაიკოს იდეები მომწონს ძალიან - ის ტიპები დასვა, ვინც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ და ფართი არ აქვთ, თუნდაც ერთ-ერთი შშმ ან ბავშვთა სახლის წარმომადგენელები ვისაც ასეთი საწარმოებივით აქვთ. ასევე, დიდი ფართი შემთხვევაში, შეიძლება გამოფენები მოეწყოს მხატვრების, ფოტოგრაფების და ა.შ გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted იანვარი 11, 2019 თიხის ჭურჭლის ადგილზე გამოყვანა (დაზგა რო ტრიალებს და ხელით გამოგყავს). თვითონაც შეეძლოთ გამოყვანა და დამზადება ადგილზეც იყოს. ცოცხალი ცხოველები საჩუქრად - გაწვრთნილი მოლაპარაკე თუთიყუშები, კატები, მწერები. ძაღლებს შეიძლება უპატრონო ძაღლთა თავშესაფრიდან არჩევდნენ, აწესრიგებდნენ და იმას ყიდნენ. სხვადასხვა ნივთებზე ამოტვიფვრის სერვისი. 3დ პრინტერი დადგან და იქვე გაუმრავლონ რაც ენდომება მომხმარებელს. 2 people like this გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted იანვარი 29, 2019 ვალუტის გადასაცვლელი ჯიხური (თუ ახლომახლო არ არის) იქ შესულ ადამიანს ფული ექნება და გააყოლებს ხელს რამეს . კიდევ შეიძლება გზავნილების კომპანიის პატარა ფილიალი, სუვენირები პირდაპირ გაიგზავნება, შეძენისთანავე:) 1 person likes this გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted თებერვალი 5, 2019 მოგესალმებით, მე შემიძლია აღნიშნულ კომპანიას შევთავაზო შესაფუთი და სადეკორაციო სივრცის მოწყობა ჩვენი ბრენდის ქვეშ. ჩვენ უკვე 12 წელია ვმოღვაწეობთ საჩუქრების სფეროში და ვაწარმოებთ სასაჩუქრე ნაკრებებს, კალათებს და ვუწევთ ბრენდირების სერვისებს ბიზნეს-კომპანიებს. 2019 წლიდან აქტიურად გავდივართ საცალო გაყიდვებზე. თუ მფლობელი დაინტერესდება, მზად ვართ გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted თებერვალი 5, 2019 15 minutes ago, დიანა said: მოგესალმებით, მე შემიძლია აღნიშნულ კომპანიას შევთავაზო შესაფუთი და სადეკორაციო სივრცის მოწყობა ჩვენი ბრენდის ქვეშ. ჩვენ უკვე 12 წელია ვმოღვაწეობთ საჩუქრების სფეროში და ვაწარმოებთ სასაჩუქრე ნაკრებებს, კალათებს და ვუწევთ ბრენდირების სერვისებს ბიზნეს-კომპანიებს. 2019 წლიდან აქტიურად გავდივართ საცალო გაყიდვებზე. თუ მფლობელი დაინტერესდება, მზად ვართ დიანა, ჩვენ ამ ორგანიზაციაში აღარ შევდივართ, მაგრამ შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ და განახორციელოთ შეთავაზება - კომპანიას ქვია "მადლობა", პირადში შემიძლია მოგწეროთ საკონტაქტოც გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted მაისი 20, 2019 On 1/10/2019 at 7:26 PM, Beka said: სუვენირების და საჩუქრების მაღაზიას, რომელიც დიღომში მდებარეობს შენობის გარეთ აქვს ცალკე გამოყოფილი სივრცე (სივრცე არის დახურული). გვჭირდება იდეები, როგორ შეიძლება დავაკავშიროთ ეს სივრცე სუვენირების მაღაზიას იმგვარად, რომ მისმა დატვირთვამ მაღაზიის გაყიდვებზეც დადებითი გავლენა მოახდინოს. მაღაზია არის ორ სართულიანი, სადაც იყიდება სხვადასხვა სახის საჩუქრები და სუვენირები. მათ შორის ღვინოები, ნახატები, სასაჩუქრე კომპლექტები და ა.შ. მაღაზიაში ასევე მოწყობილია მარანი, სადაც ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი. სად არის ეს მაღაზია? გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted მაისი 20, 2019 3 hours ago, Guram Tavxelidze said: სად არის ეს მაღაზია? ეს მაღაზია ჯერ არ იყო გახსნილი, როდესაც მის სტრატეგიას ვამუშავებდით, მგონი ახლაც არ არის ამოქმედებული, ბელიაშვილზე მდებარეობს გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted მაისი 20, 2019 37 minutes ago, tami said: ეს მაღაზია ჯერ არ იყო გახსნილი, როდესაც მის სტრატეგიას ვამუშავებდით, მგონი ახლაც არ არის ამოქმედებული, ბელიაშვილზე მდებარეობს გასაგებია. მადლობა გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites