Posted იანვარი 10, 2019 როგორც ყველამ ვიცით, ძალიან იზრდება ონლაინ კურსებისა და ონლაინ განათლების სექტორი, რაც საერთაშორისო დონის ცოდნების უკვე ბევრად მეტისთვის ხდის ხელმისაწვდომს. გვაინტერესებს თქვენი მოსაზრებები - სამომავლოდ როგორ ხედავთ - დარჩება თუ არა ადგილი ლოკალური სწავლებებისთვის (მათ შორის ლოკალური ონლაინ კურსებისთვის), თუ გრძელვადიანად გლობალურ განათლების სისტემაში მოვექცევით ყველანი. გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted იანვარი 15, 2019 მიჭირს ლოკალური ონლაინ კურსების კონკურენტული უპირატესობის წარმოდგენა. ქართულად? თარგმნაც ხომ შეიძლება უცხოურის. შეიძლება ის იყოს რომ ლექტორის მთელ კურსს რომ მოისმენ მერე ერთხელ შეხვდები აქვე საქართველოში და კითხვებს დაუსვამ, თუმცა პირადი შეხვედრის ნაცვლად საზღვარგარეთული კურსების შემთხვევაში ონლაინშეხვედრებიც არის ხოლმე და დიად ისიც არ ჩამოუვარდება პირად შეხვედრას... ლოკალურ სწავლებისთვის კი მგონია რომ უდავოდ, არა მგონია მალე გაქრეს ადამიანების ჯიში, რომელსაც საკლასო ოთახში პირადი კონტაქტისა და კურსელების გარემოცვაში ურჩევნია სწავლა, ვიდრე მარტოს, ეკრანის პირისპირ, დაბალი ინტერაქტიულობის მქონე ვიდეოსთან. 1 person likes this გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted იანვარი 16, 2019 23 hours ago, არჩილ შიშმანაშვილი said: მიჭირს ლოკალური ონლაინ კურსების კონკურენტული უპირატესობის წარმოდგენა. ქართულად? თარგმნაც ხომ შეიძლება უცხოურის. შეიძლება ის იყოს რომ ლექტორის მთელ კურსს რომ მოისმენ მერე ერთხელ შეხვდები აქვე საქართველოში და კითხვებს დაუსვამ, თუმცა პირადი შეხვედრის ნაცვლად საზღვარგარეთული კურსების შემთხვევაში ონლაინშეხვედრებიც არის ხოლმე და დიად ისიც არ ჩამოუვარდება პირად შეხვედრას... ლოკალურ სწავლებისთვის კი მგონია რომ უდავოდ, არა მგონია მალე გაქრეს ადამიანების ჯიში, რომელსაც საკლასო ოთახში პირადი კონტაქტისა და კურსელების გარემოცვაში ურჩევნია სწავლა, ვიდრე მარტოს, ეკრანის პირისპირ, დაბალი ინტერაქტიულობის მქონე ვიდეოსთან. დღეს გლობალურად უამრავი კურსია და კიდევ უფრო გაიზრდება მათი რიცხვი. ვფიქრობთ, რომ აუცილებლად იქნება სისტემის საჭიროება, რომელიც შენი ინტერესებიდან და ლოკალური საჭიროებებიდან გამომდინარე შემოგთავაზებდა ასორტიმენტს და თან ისეთი მექანიზმით, რომ უწყვეტად განვითარებულიყავი. ჩვენ გვინდა დავინახოთ - ესეთ სისტემას რამდენად შექმნიან გლობალური პლატფორმები თუ ეს უფრო ლოკალური ორგანიზაციის საქმეა. ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობ? გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted მაისი 20, 2019 ჩემი აზრით ტრადიცილ განათლებას მომავალი არ აქვს. ნებიამიერ შემთხვევაში ონლაინ განათლება განვითარდება საქართველოში. თუმცა რა პერიოდი იქნება საჭირო რთული სათქმელია. ჩემი აზრით ონლაინ სწავლების დიდი წილი უცხოურ პლატფორმებზე გადანაწილდება თუმცა მოთხოვნა აუცილებლად დარჩელა ლოკალურ კურსებზე. როგორც ონლაინ ასევე ოფლაინ 2 people like this გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted მაისი 27, 2019 (edited) ონლაინ კურსების გაყიდვაშ გამოცდილება მაქვს და შევამჩნიე რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბენეფიტი რაც ონლაინ კურსს აქვს რატომღაც ქართულ აუდიტორიისთვის არ არის მნიშვნელოვანი. 1. არ ხარ დროში შეზღუდული და არ კარგავ გზაში დროს, ანუ ნებისმიერ დროს როცა მოგინდება და გექნება დრო მაშინ შეძლებ გავლას. 2. მუდმივად რჩება შენს კუთვნილებაშ და რაიმე თემა რომელიც შეიძება დაგავიწყდეს მარტივად იპოვი კონკრეტულ ადგილს და გადახედავ კიდევ ერთხელ. პირველ შემთხვევაში პირიქით უნდათ რომ მივიდნენ კონკრეტულ ადგილას კონკრეტულ დროს. მეორე შემთხვევაში საერთოდ არ არის ეგ მნიშვნელოვანი. მე პირადად ვერ ამოვხსენი მიზეზი. როგორ ფიქრობთ რატომ არ არის მნიშვნელოვანი? Edited მაისი 27, 2019 by Guram Tavxelidze გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites