tami

რა გეპებს ხედავთ ტკბილეულის ბაზარზე?

12 posts in this topic

თქვენი აზრით, ტკბილეულის/შოკოლადის ბაზარზე დღეს ყველაზე მეტად რა ტიპის პროდუქტის დეფიციტია? ან რა ტიპის პროდუქტს ისურვებდით რომ იწარმოებოდეს საქართველოში? 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

მე ძალიან მიყვარს და საქართველოში არ შემხვედრია ესპანური დესერტია - ჩუროს (Churros). 

აი ლინკი - https://www.google.com/search?q=churros&rlz=1C1GCEA_enGE773GE773&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwjvhYb8xdPfAhWEyaQKHewUCkQQ_AUIDigB&biw=1366&bih=657

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

კარგი იქნებოდა, რომ იყოს უფრო დიდი არჩევანი ვეგანურ ტკბილეულში. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ თუ ნამცხვარი, ტორტი ან შოკოლადი არ შეიცავს რძის პროდუქტებს და კვერცხს, უგემურია. არადა შეიძლება ბევრად უფრო გემრიელიც გამოვიდეს, თუ სწორად გააკეთებენ და რძეს პროდუქტში უხარისხო ინგრედიენტით არ ჩაანაცვლებენ. მაგალითად, სოიოს რძის ნაცვლად თუ ქოქოსის ან ნუშის რძეს გამოიყენებენ, ბევრად უფრო გემრიელი იქნება. ცოტა უფრო ძვირი გამოვა, მაგრამ ამის დარეგულირება შესაძლებელია. სამაგიეროდ, ტკბილეულის მოყვარული ვეგანებისთვის სასიხარულო იქნება. :))

2 people like this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 1/4/2019 at 11:30 AM, სოფო said:

სოფო რა საინტერესო იდეაა, დიდი მადლობა. ზოგადად რამდენად დიდი ბაზარია ეს მიმართულება ხომ არ გაქვს ინფორმაცია? 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ჩემი აზრით განსხვავებული/არასტანდარტული ტიპის ტკბილეულის ნაკლებობაა. სადაც არ უნდა შეხვიდე ყველგან სტანდარტული/ერთნაირი ტკბილეული აქვთ

და კიდევ მაგარი იქნება კაფე სადაც მსგავსი რაღაცეები კეთდება: 

Edited by Guram Tavxelidze

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 1/4/2019 at 11:30 AM, სოფო said:

კარგი იქნებოდა, რომ იყოს უფრო დიდი არჩევანი ვეგანურ ტკბილეულში. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ თუ ნამცხვარი, ტორტი ან შოკოლადი არ შეიცავს რძის პროდუქტებს და კვერცხს, უგემურია. არადა შეიძლება ბევრად უფრო გემრიელიც გამოვიდეს, თუ სწორად გააკეთებენ და რძეს პროდუქტში უხარისხო ინგრედიენტით არ ჩაანაცვლებენ. მაგალითად, სოიოს რძის ნაცვლად თუ ქოქოსის ან ნუშის რძეს გამოიყენებენ, ბევრად უფრო გემრიელი იქნება. ცოტა უფრო ძვირი გამოვა, მაგრამ ამის დარეგულირება შესაძლებელია. სამაგიეროდ, ტკბილეულის მოყვარული ვეგანებისთვის სასიხარულო იქნება. :))

მაგარი იდეაა. ზოგადად ეგ ნიშა აუთვისებელია საქართველოში და ამ მიმართულებით მსგავსი რაღაცეების გაკეთება ვფიქრობ მომგებიანი იქნება.

ბაზარი რამდენად დიდია ამას ალბათ ვერაინ იტყვის :( სანამ საქმეში არ გაიტესტება

Edited by Guram Tavxelidze

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 1/8/2019 at 6:54 PM, Guram Tavxelidze said:

მაგარი იდეაა. ზოგადად ეგ ნიშა აუთვისებელია საქართველოში და ამ მიმართულებით მსგავსი რაღაცეების გაკეთება ვფიქრობ მომგებიანი იქნება.

ბაზარი რამდენად დიდია ამას ალბათ ვერაინ იტყვის :( სანამ საქმეში არ გაიტესტება

გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს ბაზარი ზოგადად დიდი არ არის, გვინდა ვიპოვოთ ისეთი მოდელი, რომელსაც ექსპორტზეც გავიტანთ, თუნდაც მეზობელ ქვეყნებში, თქვენი აზრით იგივე ვეგანურ პროდუქტს აქვს ამის პოტენციალი? ან ქართულმა შოკოლადმა როგორ უნდა გაუწიოს კონკურენცია დიდ ბრენდებს

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
1 hour ago, tami said:

ჩურჩხელა, მაგალითად ხომ ქართული პროდუქტია და ძალიან გემრიელიც. შეიძლება ჩურჩხელის იმპორტზე მუშაობა. "ბადაგს" აქვს ძალიან გემრიელი სასუსნავები; ძაფებზე წამოცმული თხილები შავ შოკოლადში ამოვლებული, ჩურჩხელისნაირად. ასევე შავ შოკოლადში თაფლი და ნიგოზი (გოზინაყი შოკოლადში, შეიძლება ითქვას:)). ჩირები ნიგვზის შიგთავსით შავ შოკოლადში და ა.შ. შეიძლება ესენი არაა უნიკალური პროდუქტები, მაგრამ გემრიელია, ნოყიერი და განვითარებაც სჭირდება ბაზარზე, ვფიქრობ. 

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ხილის ნაყინები

სეზონზე არასეზონური ხილები გაყინული ფორმით (თუ ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს)

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ჩემი აზრით საქართველოში საკმაოდ დაუფასებელია მარციპანი, დღესდღეობით მხოლოდ ტორტების გასაფორმებლად ხმარობენ.  აქ ითქვა ვეგანური ტკბილეულის შესახებ. ვეგანურიცაა და სამარხვოც. მე პირადად გერმანიაში ცხოვრების პერიოდში უმი სახით მივირთმევდი.  ჩვეულებვრივი ნუშის გარდა მარციპანში გამოიყენება მწარფე ნუშიც რომელიც განსაკუტრებულ გემოს და არომატს აძლევს მას.არადა საქართველოში იმდენი ნუშია რომ მარციპანის წარმოება პერსპექტიული უნდა იყოს.

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

მე, როგორც დედა და ადამიანი, რომელიც ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ზრუნავს, დავასახელებდი პრობლემას: ისევე როგორც შაქარი, ასევე - ტკბილეულში შემავალი დანამატები ზიანს აყენებს ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. წინ უნდაწამოიწიოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ტკბილეული და მოხდეს მათი პოპულარიზაცია.

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
1 hour ago, დიანა said:

მე, როგორც დედა და ადამიანი, რომელიც ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ზრუნავს, დავასახელებდი პრობლემას: ისევე როგორც შაქარი, ასევე - ტკბილეულში შემავალი დანამატები ზიანს აყენებს ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. წინ უნდაწამოიწიოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ტკბილეული და მოხდეს მათი პოპულარიზაცია.

აბსოლიტურად გეთანხმებით, სწორედ ამიტომ შევედით კომპანიაში "ქარელის ხილი", რომელიც ქართული ხილისგან ეკოლოგიურად სუფთა ჩირებს აწარმოებს და სურვილი გვაქვს - არაჯანსაღი ტკბილეული ჩაანაცვლოს მოსახლეობამ ბევრად უფრო სასარგებლო პროდუქტით, იმედია გამოგვივა :) 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი

დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია