Mariam Zh.

როგორ განვავითაროთ დამსაქმებლის ბრენდი?

16 posts in this topic

მეგობრებო, იქნებ გაგვიზიაროთ, რა საშუალებებს, მეთოდებს და მარკეტინგულ აქტივობებს იყენებენ კომპანიები - "კარგი დამსაქმებლის" ბრენდის განსავითრებლად, ანუ როგორ გავხადოთ ჩვენი კომპანია უფრო ცნობადი და სასურველი ჩვენი პოტენციური თანამშრომლებისათვის? 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

სტერეოტიპული ხერხია მაგარი დასასვენებელი სივრცის მოწყობა, სხვადასხვა თამაშობებით (მათ შორის კომპიუტერული) და კომფორტული სავარძლებითა და პუფებით, მაგრამ სინერჯი რა მნიშვნელობის დასაერიოზულობის საქმეებსაც აკეთებს არ შეესაბამება მგონი დიდად.

რომ დავფიქრდი ისთი განცდა დამეუფლა რომ სხვადასხვა სახის ბრენდებს შორის დამსაქმებლის ბრენდის მართვა ყველაზე ძნელია, ზუსტად ისეთია როგორც რეალურად კომპოანიაა, რამდენიც გინდა ლამაზი შეფუთვენი და ტექნიკები გამოიყენო. ისეთი დამსაქმებლის ბრენდი აქვს კომპანიას როგორიცაა, მგონი. ასე რომ ბუნებრივად მოდის კითხვა, "კარგ დამსაქმებელში" როგორი დამსაქმებელი იგულისხმეთ? საქმეს ისიც ართულებს რომ სახვდასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის "კარგი დამსაქმებელი" ასევე ძალიან სხვადასხვაა. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ვეთანხმები არჩილს, რომ ჯერ უნდა ვიცოდეთ ზუსტად - როგორი პოზიციონირება გვინდა რომ გვქონდეს. ალბათ ჩვენ უნდა გავუსვათ ხაზი პროფესიული ზრდის შესაძლებლობებსა და უზომოდ საინტერესო საქმეს. მე ვფიქრობ, კარგი იქნება სხვადასხვა ივენთებზე აქტიური მონაწილეობა (ტედი, სპოტლაითი და ა.შ..), ჩვენი პარტნიორებისა და მენეჯერების ბრენდინგი, და ჩვენი საქმიანობის პრომოცია. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

თუ სწორად მახსოვს, მაკინზის აქვს ზუსტად ასეთი ბრენდი საუკეთესო უნივერსიტეტების კურსდამტავრებულების თვალში. და ვფიქრობ რომ ეს აქვს არა "მთლად კარგად რომ ვერ არის გასაგები" ტერმინით "პროფესიული ზრდა", არამედ საკმაოდ კონკრეტული გაგებით - როგორც C დონის მენეჯერების სამჭედლო. მაკინზიში მიხვალ, ძალიან მძიმედ იმუშავებ რამდენიმე წელი და მერე თუ მაკინზიში მოგწყინდება ან დაიღლები, ყოველთვის ძააალიან მაგარ პოზიციას იპოვნი აუცილებლად.

იგივეს ვიტყოდი სინერჯიზე - არ შეიძლება რომ "უმაღლესი რგოლის მენეჯერების სამჭედლო" იყოს სინერჯის ბრენდი? ბოლო პერიოდის სამუშაოს სპეციფიკას კი არ ვიცნობ, ამიტომ Disclamer: ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მართლაც არის სინერჯი ეს სამჭედლო :) 

თუმცა ვვარაუდობ რომ არის, განსაკუთრებით სინერჯი კაპიტალის პარტნიორების შექმნის შემდეგ...

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 12/28/2018 at 6:51 PM, არჩილ შიშმანაშვილი said:

არჩილ, გილოცავთ დღესასწაულებს, ამ წელს თქვენ ძალიან ბევრ წარმატებებს და სინერჯის მეტ თქვენს თავს ვუსურვებდი <3 დიდი მადლობა ასეთი ღირებული რჩევებისათვის.

რაც შეეხება, დამსაქმებლის ბრენდს, სინერჯის კაპიტალის შექმნამ მეც ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო გამოკვეთა სინერჯის - როგორც C დონის მენეჯერების სამჭედლოს როლი. ასე რომ, შეგვიძლია მემგონი  მაგ მიმართულებით წავიდეთ და ერთად მოვიფიქროთ, როგორ გავავრცელოთ ეს ინფორმაცია და მოვანდომოთ პოტენციურ თანამშრომლებს სინერჯიში მუშაობა :)

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 12/28/2018 at 6:51 PM, არჩილ შიშმანაშვილი said:

თუ სწორად მახსოვს, მაკინზის აქვს ზუსტად ასეთი ბრენდი საუკეთესო უნივერსიტეტების კურსდამტავრებულების თვალში. და ვფიქრობ რომ ეს აქვს არა "მთლად კარგად რომ ვერ არის გასაგები" ტერმინით "პროფესიული ზრდა", არამედ საკმაოდ კონკრეტული გაგებით - როგორც C დონის მენეჯერების სამჭედლო. მაკინზიში მიხვალ, ძალიან მძიმედ იმუშავებ რამდენიმე წელი და მერე თუ მაკინზიში მოგწყინდება ან დაიღლები, ყოველთვის ძააალიან მაგარ პოზიციას იპოვნი აუცილებლად.

იგივეს ვიტყოდი სინერჯიზე - არ შეიძლება რომ "უმაღლესი რგოლის მენეჯერების სამჭედლო" იყოს სინერჯის ბრენდი? ბოლო პერიოდის სამუშაოს სპეციფიკას კი არ ვიცნობ, ამიტომ Disclamer: ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მართლაც არის სინერჯი ეს სამჭედლო :) 

თუმცა ვვარაუდობ რომ არის, განსაკუთრებით სინერჯი კაპიტალის პარტნიორების შექმნის შემდეგ...

მემგონი ზუსტად ის არის, რაც გვინდა. ალბათ ახლა უფრო კონკრეტული ნაბიჯები გვჭირდება, ეს ბრენდი როგორ შევიქმნათ.

ერთი - რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ - ეს არის ჩვენი ალუმნების წარმატება

მეორე - ჩვენი კარიერული ზრდის ხის აგება ლამაზი ფორმით და იმის გავრცელება/პრომოუშენი

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

მგონი კარგია ძალიან თუ პოზიციონირებას მოვახდენთ, როგორც C level მენეჯერების სამჭედლოდ, მაგრამ ამასთან ერთად კიდევ აქვს სინერჯის უპირატესობები, რაც შეიძლება გამოვიყენოთ.

ანუ სამი ძირითადი მიზეზი რომ გამოვყოთ, ჩემი აზრით ეს შეიძლება იყოს:

1.       მეტი შანსი C ლეველზე დასაქმების - ისეთ რთულ ამოცანებზე მუშაობ, ისეთ უნარ-ჩვევებს ავითარებ და ისეთ ცოდნას იძენ, რისი შანსიც ძალიან ცოტა კომპანიაში გაქვს საქართველოში.

2.       კონტაქტები საინტერესო და საქართველოს ყველაზე წარმატებულ და ჭკვიან ადამიანებთან (ალუმნები, კლიენტები, ინვესტორები) - ნეთვორქინგის განვითარება.

3.       მაგარი კი არა უბრალოდ ძალიან მაგარი საქმიანი გარემო - ჭკვიანი, მზრუნველი თანამშრომლები, კარგი/საინტერესო ოფისი, ბევრი გასვლითი ღონისძიება.

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

კონკრეტული აქტივობები როგორ გავზარდოთ დამსაქმებლის ბრენდი:

1.       უნივერსიტეტებში აქტივობების საინტერესოდ დაგეგმვა. მაგ.: შერჩევის პროცესის:

           a.       შერჩევის პროცესის ერთ-ერთ ეტაპად ბორდგეიმებში შეჯიბრის ჩატარება.

           b.       ვინც ბოლო ეტაპზე გადავა მათი სხვადასხვა ბრეინშტორმინგზე მოწვევა. თუ მათი იდეა გაიმარჯვებს ჯილდოს გადაცემა.

           c.       შერჩევის ბოლო ეტაპს ესწრებოდეს ჩვენი რომელიმე კლიენტი კომპანიის სიო (მიეცემათ მისი გაცნობის შესაძლებლობა). და ეს წინასწარ გავაპიაროთ.

           d.       ვინც შერჩევის ბოლო ეტაპამდე მოვა, მაგრამ არ ავიყვანთ გავუკეთოთ სამახსოვრო საჩუქრები - ბრენდირებული ბლოკნოტი, კალამი ან სხვა რამ. უარის ისეთი წერილი მივწეროთ, რომ უარის მიუხედავად ეამაყებოდეს რომ ბოლო ეტაპამდე მოვიდა :)) .

2.       უნივერსიტეტებში დიპლომების გადაცემის ცერემონიაზე (გამოსაშვებ საღამოზე) მონაწილეობა - ან სიტყვით გამოსვლა, ან სხვა რამე საინტერესო აქტივობის მოფიქრება. ან პირველკურსელთა მისალმების ღონისძიება თუ არის იქ მონწილეობა.

3.       ბრეინშტორმინგის პროცესის გადაღება და ინტერნეტ ქსელში გავრცელება.

4.       ვიდეო „სად ვმუშაობთ“ ან „სად მოგიწევთ მუშაობა“ - სადაც ჩავწერთ ვიდეოს და გავაკეთბთ ექსკურსიას ოფისში.

5.       სტატისტიკის გაკეთება სინერჯიში ნამუშევარი თანამშრომლების რამდენი პროცენტი მუშაობს C ლეველზე და მათი საშუალო ანაზღაურება რამდენია.

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ნონ რა მაგარი იდეებია :))

მე რაც გამახსენდა ჩემი დის ქეისიდან - კი უნივერსიტეტში ჩაბარებას ეხება, მაგრამ როგორც კი მიიღო თანხმობა, სახლში გამოუგზავნეს პერსონალიზირებული ვიზიტკები, თავისი ჩასადებით, მობილურის აქსესუარები და ა.შ.. შეიძლება ჩვენც გვქონდეს ეგ პრაქტიკა

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
15 hours ago, Nona said:

კონკრეტული აქტივობები როგორ გავზარდოთ დამსაქმებლის ბრენდი:

1.       უნივერსიტეტებში აქტივობების საინტერესოდ დაგეგმვა. მაგ.: შერჩევის პროცესის:

           a.       შერჩევის პროცესის ერთ-ერთ ეტაპად ბორდგეიმებში შეჯიბრის ჩატარება.

           b.       ვინც ბოლო ეტაპზე გადავა მათი სხვადასხვა ბრეინშტორმინგზე მოწვევა. თუ მათი იდეა გაიმარჯვებს ჯილდოს გადაცემა.

           c.       შერჩევის ბოლო ეტაპს ესწრებოდეს ჩვენი რომელიმე კლიენტი კომპანიის სიო (მიეცემათ მისი გაცნობის შესაძლებლობა). და ეს წინასწარ გავაპიაროთ.

           d.       ვინც შერჩევის ბოლო ეტაპამდე მოვა, მაგრამ არ ავიყვანთ გავუკეთოთ სამახსოვრო საჩუქრები - ბრენდირებული ბლოკნოტი, კალამი ან სხვა რამ. უარის ისეთი წერილი მივწეროთ, რომ უარის მიუხედავად ეამაყებოდეს რომ ბოლო ეტაპამდე მოვიდა :)) .

2.       უნივერსიტეტებში დიპლომების გადაცემის ცერემონიაზე (გამოსაშვებ საღამოზე) მონაწილეობა - ან სიტყვით გამოსვლა, ან სხვა რამე საინტერესო აქტივობის მოფიქრება. ან პირველკურსელთა მისალმების ღონისძიება თუ არის იქ მონწილეობა.

3.       ბრეინშტორმინგის პროცესის გადაღება და ინტერნეტ ქსელში გავრცელება.

4.       ვიდეო „სად ვმუშაობთ“ ან „სად მოგიწევთ მუშაობა“ - სადაც ჩავწერთ ვიდეოს და გავაკეთბთ ექსკურსიას ოფისში.

5.       სტატისტიკის გაკეთება სინერჯიში ნამუშევარი თანამშრომლების რამდენი პროცენტი მუშაობს C ლეველზე და მათი საშუალო ანაზღაურება რამდენია.

ნონ, ძალიან დიდი მადლობა, მაგარი იდეებია გადავიტანთ გეგმაში :)

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

1. უფრო მეტად უნდა ისაუბროს კომპანიამ მათ ენაზე ვისი აყვანაც სურს; 

2. უფრო მეტად უნდა იმხიარულოს კომპანიამ მათ ენაზე (მაგ.: ვიდეო რგოლებს რომ იღებთ მანდ ჩავარდნილი დუბლების სერია, 1 აპრილის ხუმრობის გათამაშება თქვენი თანამშრომლებისთვის და მერე ამის ვიდეოს გამოქვეყნება მარკეტერზე ან სხვაგან); 

3. უფრო მეტად უნდა ჩანდეს როგორც  სოციალურად აქტიური; 

4. უფრო მეტად უნდა დაუახლოვდეს მათ, ვინც მისი გუნდისთვის სასურველი თანამშრომელია (ეს შეიძლება იყოს მათთან დაახლოების არხის შექმნა - წარმატებულ სტუდენტებზე სტატიების სერიის გაკეთება, მათთან ინტერვიუები, რომლებიც გარდა სტანდარტული კითხვებისა შესაძლებელია შეიცავდეს სტარტაპულ მიმართულების კითხვებსაც, ფული რომ გქონდეს სად დააბანდებდი? ასევე სად ისურვებდა მუშაობას და რა მიზნები აქვს ...).
 
გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ერთი დღე ან კვირა სინერჯიში - სპეციალური პროგრამა გვქონდეს, მოგვყავდეს და მთელი სამუშაო პროცესის მონაწილეები იყვნენ, მერე შთაბეჭდილებებს ვწერდეთ და ვავრცელებდეთ

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ თემაში აქტიურობისთვის.

ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე აქ დასახელებული იდეა უკვე განხორციელდა:

  • ვეცადეთ სამუშაო გარემო უფრო კომფორტული და საინტერესო გაგვეხადა, შევიძინეთ პუფები, შევღებეთ კედელი დაფის ფუნქციით, ახალი საინტერესო წიგნები გამოვიწერეთ, კიდევ პატარა წვრილმანები დავხვეწეთ ოფისში.
  • იმისთვის, რომ ჩვენთან არსებული შიდა გარემო, სამუშაო და არაფორმალური მხარე უფრო ნაცნობი გაგვეხადა დაინტერესებული ადამიანებისთვის, საიტისთვის მთავარი გვერდისთვის გადავიღეთ ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ვმუშაობთ, როგორ ვატარებთ შეხვედრებს, ბრეინშტორმინგებს, როგორი ოფისი გვაქვს, როგორი ტიპები არიან ჩვენი გუნდის წევრები. განახლებულ საიტზე ამას ყველა მალე იხილავს.
  • გარდა ამისა, სხავდასხვა უნივერსიტეტში მე მქონდა სტუდენტებთან შეხვედრა, სადაც სინერჯიზე, მის ისტორიაზე, სამომავლო გეგმებზე, აქ არსებულ განვითარებისა და ზრდის დიდ შესაძლებლობებზე ვესაუბრე და ვფიქრობ ესეთი შეხვედრები ძალიან დაეხმარება დამსაქმებლის ბრენდის განვითარებას.

კიდევ დაგიბრუნდებით სიახლეებით და კვლავ ველით თქვენს ძვირფას იდეებს :x

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ჩვენ პატარა საბუღალტრო კომპანია ვართ და მე როგორც დამფუძნებელი და დირექტორი ასე ვცდილობ ვიყო კარგი დამსაქმებელი:

1. სამუშაო საათები 10 იდან 4 მდე, ხუთშაბათის და შაბათ-კვირის გარდა; (ხუთშაბათი , შაბათი და კვირა არის პირადი დრო სწავლისა, ოჯახისა და დასვენებისთვის);

2. პროფესიული კურსის დაფინანსება და სწავლაში ხელშეწყობა - წელიწადში ერთი მაინც, შარშან იყო IFRS სტანდარტის ოფიცერი, წელს სამშენელო სექტორი..

3, საშობაოდ, სააღდგომოდ და შვებულებაზე დამატებით 100 ლარი ხელზე ასაღები პრემია; (ამდენივე ოჯახის შექმნის ან ავადმყოფობის დროს); საჩუქრები თანამსრომელთა დედებისთვის დედის დღეზე, ასევე საჩუქრები 8 მარტსა და კომპანიის დაბადების დღეზე;

4, ჯანმრთელობის დაზღვევის სრული პაკეტი;

5. ბავშვის შეძენისას პრემია 500 ლარი; (ხელზე ასაღები);

6. საახალწლოდ კორპორატიული 2 დღიანი ოჯახის წევრებთან ერთად რომელიმე ბრენდულ სასტუმროში, წინა წლლებში იყო გუდაური-ალპინა, მარკო პოლო, წელს -ბაკურიანი კრისტალი, ზაფხულში-კაჭრეთის ამბასადორი..-ერთ დღიანი თიმ ბილდინგი ოჯახებთან ერთად;

7. შეკრული გუნდი - რათა ადვილად შეძლონ ერთმანეთის შეცვლა და დახმარება

8 ხელფასი ასეთი დაკავების პირობებში 1600 დან 2300 მდე; (ხელზე ასაღები);

9. თანამშრომელთა სტრესული ფონის შემცირებისთვის, კლიენტთან ხელშეკრულების დადებისთანავე ვაცნობთ ჩვენს სამუშაო განრიგს, მაგალითად რომ 3 საათამდე შემოსულ მეილებზე ვრეაგირებთ იმავე დღეს, 3 საათის შემდეგ კი შემდეგ სამუშაო დღეს, რომ არასამუშაო დროს ზედდებულებს და ინვოისებს ვერ ვწერთ..და კიდევ მრავალ ნიუანს.. რომ თანამშრომელსა და კლიენტს შორის სწორი მოლოდინები გაჩნდეს)

კიდევ ბევრი გეგმები მაქვს.. ოფისი შევიძინეთ და აუცილებლად მოვაწყობ ბავშვთა კუთხეს, როცა ბაღი ან სკოლა დაკეტილია გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენ დიდი სიხარულით მივიღოთ ჩვენი პატარები ჩვენთან

მივიღებ წინადადებებს, რაც ჩემი გუნდის გახარებაში გამომადგება... www.vipsecretary.ge

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

@Mari Vipsecretary მადლობა საუკეთესო იდეებისთვის, სასიხარულოა როდესაც ასე ხდება თანამშრომლებზე ზრუნვა :) ვფიქრობ რომ ეს სტატია შეიძლება საინტერესო შეიძლება იყოს თქვენთვის http://strategy.ge/2009/08/07/cheap-motivation-systems/

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

დისნეის წიგნში წერია საინტერესო რაღაც:

ძალიან მნიშვნელოვანია პირველი შთაბეჭდილება და მაქსიმალურად ცდილობენ, პირველივე ინტერაქცია იყოს რაც შეიძლება დასამახსოვრებელი, მაგ. გასაუბრება ჩაუტარდეთ დისნეის პარკში და ა.შ. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი

დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია