უჩა

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები სამედიცინო პორტალის, მობილური აპლიკაციისა და ქოლ-ცენტრის პერსპექტივის შესახებ

15 posts in this topic

მეგობრებო, გვაინტერესებს თუ ისარგებლებდით სამედიცინო პორტალით, მობილური აპლიკაციითა და ქოლ-ცენტრით, რომელსაც ექნებოდა ექიმებთან/კლინიკებთან ონლაინ ბუქინგისა და სატელეფონო ზარის საშუალებით ვიზიტის დაჯავშნის შესაძლებლობა. დამატებით მოგცემდათ საშუალებას ექიმების/კლინიკების შეფასების და  ობიექტურ ინფორმაციას მოგაწვდიდათ მათ შესახებ. 

გაგვიზიარეთ მოსაზრებები, როგორ ფიქრობთ ამ კონცეფციის კომპანიას რამდენად აქვს განვითარების პოტენციალი? რომელ სერვისს აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი (მობილური აპლიკაცია, ვებ პორტალი, ქოლ-ცენტრი)?

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ჩემთვის ონლაინ ფორმატები უფრო კომფორტულია, ჩატის სახით მიწერა.

ჯავშნებზე ალბათ ვისარგებლებდი, თუმცა ჯერ ჯერობით იშვიათად მჭირდება ექიმებთან ვიზიტი.

შეიძლება ახალ ექიმთან რომ მომიწევდა მისვლა, თუ ასეთი სერვისი გექნებოდათ, რომ თქვენთან დამერეკა და გადამემოწმებინა - რამდენად კარგი რეიტინგი აქვს, ვისარგებლებდი. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ჩემი აზრის საკმაოდ საინტერესო კონცეფციაა და ბევრი ადამიანისთვის რომელიც არც თუ ისე ხშირად იყენებს სამედიცინო სერვისებს, საინტერესო იქნება. ჩამოთვლილთაგან კი ვფიქრობ რომ ვებ პროტალს აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი.ვებ პორტალი თანამედროვე სამყაროში ყველაზე კომფორტული და სწრაფი საშუალებაა ინფორმაციის დაფიქსირებისთვის და ადამიანების აბსოლიტურ უმრავლესობას აქვს წვდომა მასთან. მობილური აპლიკაცია გათვლილია შედარებით უფრო ახალ თაობაზე და ჩემი აზრით ვერ მოიცავს უფროს თაობას რომელსაც რეალურად უფრო სჭირდება სამედიცინო სერვისები (თუმცა აპლიკაციასაც საკმაო პოტენციალი აქვს ჩემი აზრით). რაც შეეხება ქოლ ცენტრს, ჩემი აზრით ქოლ ცენტრი ამ ტიპის ორგანიზაციისთვის ყველაზე ნელი და არაკომფორტული არხია რეზერვაციების გასაკეთებლად. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ყველაზე დიდ პოტენციალს აპლიკაციასა და ვებ პორტალში ვხედავ..

ახლა არსებობს Vidal.ge - სადაც ზოგჯერ მითითებულია ექიმის ნომერი და პირდაპირ დაგვირეკავს და ჩავწერილვართ. 

ექიმების/კლინიკების ობიექტური რეიტინგებიც თუ იქნება კარგია.. ახლა ექიმის შესახებ ინფორმაციის მისაღებ შესაძლოა რაიმე ფორუმზე შეხვიდე და ნახო გამოხმაურება - თუ ეს ყველაფერი თავმოყრილი იქნება მოქნილ და მოწესრიგებულ პორტალ/აპლიკაციაზე - ძალიან კარგია. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

მემგონი პირველ ეტაპზე შეიძლება უფრო ასაკოვან ხალხზე გაკეთდეს აქცენტი მარკეტინგულად, რომელთაც უფრო მეტად აქვთ დარეკვის კულტურა და ამავდროულად არ ეხერხებათ საიტებზე ძებნა. თუ მათთვის დამატებით რაიმე სერვისიც გვექნება, კიდევ უკეთესი (ფასდაკლება აფთიაქში მაგალითად?)

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

სადაც ექიმთან მივსულვარ და საკმაოდ ბევრ ექიმთან მომიწია მისვლა, არსად, ვიმეორებ არსად არ არის რიგები მოწესრიგებული, ერთი წლით ადრე რომ ჩაეწერო, მაინც არ ხარ გარანტირებული რომ ზუსტად დანიშნულ დროს შეხვალ. ძალიან ბევრ ასეთ ადგილას მიჩხუბია კიდეც. 

დროზე არ მოდის ექიმი სამსახურში.

ჩაწერილი შეიძლება აღმოჩნდე 3 ადამიანთან ერთად.

არის ცოცხალი რიგიც ჩაწერილების პარალელურად.

ექიმს ყოველთვის შეყავს ემოციურად მნიშვნელოვანი სხვები ურიგოდ.

ექიმი კონსილიუმზეა, ოპერაციაზეა, გამოიძახეს..

თან ამასობაში კონსულტაციის ფული გადახდილი გაქვს და უკან ვერ იბრუნებ, კაბინეტამდე ქვითრის გარეშე არ გიშვებენ და უნდა დაიცადო სხვა გზა არაა.

ზოგი პაციენტი ხშირად ძალიან არადანიშნულებისამებრ იყენებს ექიმის დროს, აბარებს აღსარებას, უყვება საკუთარი დაბადების ისტორიას..

უსასრულოდ შემიძლია ვწერო რამდენი პრობლემაა ყველაზე თანამედროვე კლინიკაშიც კი.

თუ ექიმი სახელგანთქმულია და გატელევიზორებული ხო საერთოდ!!! 

ამით იმის თქმა მინდა რომ აპლიკაცია და ქოლცენტრი, პორტალი და კიდევ ასეთი სიკეთეები ამაოა ამ სფეროში ჩემი აზრით. თუ რიგში არ ჩადექი თოფით ხელში სხვანაირად არ გამოვა.

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

კი ვისარგებლებდი სიამოვნებით. ასევე კარგი იქნება თუ შესაძლებელი იქნება სამედიცინო ისტორიის შექმნა ამავე პორტალზე. ჩემი აზრით ამ მომსახურებაში სავადმყოფოებიც გადაიხდიან თანხას.

პორტალს რაც შეეხება, იდეალური იქნება მობილური აპლიკაცია და ვებ პორტალი ერთად. თუმცა არჩევა რომ იყოს საჭირო ვებ პორტალს ავირჩევდი. უფრო მეტი აუდიტორია შეძლებს გამოყენებას და მარკეტინგული თვალსაზრისითაც კარგია.

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
3 hours ago, Guram Tavxelidze said:

მადლობა გურამ აზრის დაფიქსირებისთვის, რაც შეეხება სამედიცინო ისტორიების თემას ძალიან საინტერესოა

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 1/8/2019 at 5:56 PM, უჩა said:

ასევე კარგი იქნება თუ შესაძლებელი იქნება სამედიცინო ისტორიის შექმნა ამავე პორტალზე. ჩემი აზრით ამ მომსახურებაში სავადმყოფოებიც გადაიხდიან თანხას.

საინტერესო თემაა, მაგალითად კლინიკა კურაციოში შენ შეგიძლია შენი პირადი სამედიცინო ისტორია გქონდეს და დისტანციურად შეამოწმო ყველა გაკეთებული კვლევის, დიაგნოსტიკისა და კონსულტაციის შედეგები. ანკეტა რომ იყო ადრე იმის მსგავსი რამაა.

ასევე, რამდენადაც ვიცი სახელმწიფო გეგმავს ყველა დაწესებულება დაავალდებულოს - ერთიან სისტემაში შეიყვანონ ყველა პაციენტის სამედიცინო ისტორიები. 
 
გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
1 hour ago, antadze said:

კი კურაციოს კარგად აქვს. 

ყველა სამედიცინო დაწესებულება დღესაც ვალებულია სამედიცინო ისტორია ქონდეს ყველა პაციენტზე, მაგრამ ფურცელზე :D ერთიან სისტემაში თუ იქნება კარგია, მაგრამ სავალდებულო არაფერი არ მომწონს სიმართლე გითხრა :) აქამდე ფურცელზე რომ იყო სავალდებულო მაგიტომ არავის  არ ქონდა მოტივაცია ელექტრონული ბაზა გაეკეთებინა

Edited by Guram Tavxelidze

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

საიტიდან ექიმთან ვიზიტი დამიჯავშია. ვფიქრობ, კარგი იქნება სამივე მიმართულებით. 

რამდენად არიან მზად კლინიკები ამ ცვლილებისთვის და რამდენად ჩაერთვებიან ამ პროცესში ეს ერთ-ერთი ღია საკითხია. 
იმ კლინიკებს რომლებთაც კარგად აქვთ უკვე ეს სერვისი აწყობილი და გამართული, რატომ მოუნდებათ გადმორთვა? ეს საკმაოდ რთულ პროცესად მიმაჩნია. 
რადგან სწორედ მათ ყავთ ისეთი პაციენტები ვინც უკვე დისტანციურად პორტალის/ცხელი ხაზის საშუალებით ეწერებიან. 

მეორეს მხრივ კი ვისაც ამ მიმართულებით არ აქვთ პროცესები გამართული - იმასთან ჯერ ამაზე იქნება სამუშაო რაც ასევე არაა მარტივად დალაგებადი. 

თვითონ შედეგი ჩემთვის როგორც მომხმარებლისთვის ძალიან სასურველი სერვისია და სიამოვნებით ვისარგებლებდი. ფორმა 100 ების/ დანიშულებების  გაელექტრონულებასაც ვეთანხმები, თუმცა მგონია რომ ეს დოკუმენტები მეილზე რომ მეგზავნებოდეს უკეთესი იქნება, ფსიქოლოგიური ფაქტორია.

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
3 hours ago, keti said:

ფორმა 100 ების/ დანიშულებების  გაელექტრონულებასაც ვეთანხმები, თუმცა მგონია რომ ეს დოკუმენტები მეილზე რომ მეგზავნებოდეს უკეთესი იქნება, ფსიქოლოგიური ფაქტორია.

რა კარგი იქნება თუ ეს მართლაც ხელმისაწვდომი იქნება და არ დაგჭრდება ფურცლების დარაჯი რომ არ დაგეკარგოს სადმე..

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ახალი მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა ტელეჰელსი (telehealth)  - როცა დისტანციურად, სხვადასხვა მოწყობილობებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით ხდება სამედიცინო მომსახურების გაწევა - დიაგნოსტირება და ა.შ.. შესაძლოა მსგავსი სერვისი უფრო კლინიკის ბაზაზე უნდა გაკეთდეს, მაგრამ თუ ეს ორგანიზაცია არის ინოვაციებისკენ მიდრეკილი, შეიძლება მან ჩაუყაროს სწორედ მსგავსი სერვისების შექმნას საფუძველი ჩვენს ქვეყანაში. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ეს, რომ უნდა გაკეთდეს და ადრე თუ გვიან ვინმე მაინც გააკეთებს (და არა ერთი) ფაქტია. ეს იდეა ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ მოვისმინე ახალგაზრდა სტარტაპერისგან. მერე ჯეოსელის კორპორატიული გაყიდვების აგენტმა მითხრა, რომ ჯეოსელი აპირებდა ესეთი აპლიკაციის გაკეთებას, მხოლოდ თავისი აბონენტებისთვის, თუმცა შემდეგ აღარაფერი მსმენია.

უნდა გაკეთდეს აუცილებლად მობილური აპლიკაცია და აქცენტი იყოს სიმარტივეზე, ოღონდაც მართლა მარტივი უნდა იყოს.

აპლიკაციის წარმატება პირდაპირ კავშირში იქნება, რამდენად სწორ გადაწყვეტილებებზე იქნება აგებული. ერთმა პატარა დეტალმა შეიძლება აპლიკაციის არ გამოყენების და წაშლისკენ უბიძგოს ადამიანს და პროექტი ჩააგდოს.

შეფასების სისტემა იქნება ის ამომავალი წერტილი, რაც აუცილებლად გაზრდის ბაზრიდან დიდ მოთხოვნას. კი ვიცით, საზოგადოებას როგორ გვიყვარს ჩვენი აზრის გამოხატვა და დაფიქსირება. ამავდროულად, როცა საქმე ჩვენს და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობას ეხება ძალიან გვაინტერესებს სხვათა აზრი და ახლობლებს ვაწუხებთ ინფორმაციის მისაღებად, საიდანაც საკმაოდ ყურმოკრულ და მწირ ინფორმაციას ვიღებთ.

ერთერთი მთავარი პირობა უნდა იყოს ის, რომ შეფასების გაკეთება შეეძლოს მხოლოდ იმას, ვინც უკვე დაჯავშნა ამ აპით და იყო ექიმთან მისული, რომ ვიღაცეებმა ყურმოკრული ინფორმაცია არ გაავრცელონ და რეალურად ისეთმა ადამიანებმა დაწერონ, ვინ იყო ექიმთან ვიზიტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემსგავსება facebook-ის მდარე ხარისხის გარჩევებს და ათასი ცილისწამება წამოვა.

ბაზრიდან გაზრდილი მოთხოვნა აიძულებს ნელ-ნელა იმ კლინიკებსაც ჩაერთონ აღნიშნულ პროექტში, თუნდაც მათ ქონდეთ თავისი ჩაწერის ორგანაიზერი, რადგან ამ აპში იქნება ის, რაც ადამიანებს სჭირდებათ - სამედიცინო დაწესებულების და ექიმის შეფასება. ჩაწერაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის რეალურად ეს ფაქტორი გახდება. თორე ჩაწერას სხვა გზითაც მოახერხებ, დარეკავ, ფეისბუქ გვერდზე მიწერ და ა.შ., მაგრამ ობიექტურ (სინამდვილეში კი სხვა ადამიანების სუბიექტურ) მოსაზრებებს, აქ ნახავენ. 

შეძლებენ რეიტინგის მიხედვით დააჯგუფონ, ერთმანეთს შეადარონ. რადგანაც ეს ინფორმაცია გაფანტულია. ბევრი "სახელოვანი" ექიმი ვიცით, რომელიც რეალურად მაგრად არის აცდენილი რეალობას. აი აქ, ამ სივრცეში კი ყველაფერს ფარდა აეხდება და თავის ადგილზე დააყენებს.

თუ ვინმე ამ იდეის განხორციელებას დაიწყებს და ფინანსები დაჭირდება, მზად ვარ დავაფინანსო კიდეც.

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 2/3/2019 at 3:01 PM, Levan said:

ლევან ძალიან საინტერესო მოსაზრებებია, დიდი მადლობა

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი

დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია