Posted დეკემბერი 21, 2018 თქვენი მოსაზრება გვაინტერესებს ორი ძირითადი მიმართულებით: 1. რა სახის პროდუქცია შეიძლება იყიდებოდეს აფთიაქში, რომლებიც საინტერესო და ამავდროულად სასარგებლო იქნებოდა ბავშვებისთვის (კარგი იქნება თუ გაგვიზიარებთ თქვენს შემოთავაზებებს როგორც პროდუქტების ზოგადი კატეგორიების, ასევე კონკრეტული ვარიანტების შესახებაც) 2. რა აქტივობები, ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს საუბნო ტიპის აფთიაქებში, რაც გაზრდის მისდამი როგორც ბავშვების ასევე მათი მშობლების ინტერესს? გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted დეკემბერი 21, 2018 1. შეიძლება სახალხო აფთიქებში იყოს ბავშვებისთვის ცალკე გამოყოფილი საპროდუქტე სივრცე, სადაც იქნება წარმოდგენილი მხოლოდ ბავშვების საპროდუქტე კატეგორია 2. შეიძლება აფთიაქში მარტივი გასართობი სათამაშოს/ატრაქციონის დადგმა, რომლითაც ბავშვების კეთილგანწყობას მოვიპოვებთ. გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted დეკემბერი 21, 2018 მახსოვს, წლების წინ სახალხო აფთიაქმა ბავშვების ნახატები გამოფინა და დიდი ჟრიამული იყო, მაგარი იქნებოდა ამ აქციას თუ გაიმეორებდა ბუშტები ვაჩუქოთ ვინც ბავშვით შემოვა. სამომავლოდ რაღაც კოლექციასავით შეიძლება გვქონდეს, მაგალითად ცხოველების, და მშობლები 20 ლარზე მეტ შენაძენზე იღებდეს ამ ცხოველს, და საბოლოოდ ბავშვი ზოოპარკის კოლექციას აგროვებდეს. მშობლებს ბავშვების აღზრდაზე პერიოდული რჩევები მისდოდეს სმსად. რომელიმე საერთაშორისო ექსპერტების/პედიატრების გაიდლაინებით რა თქმა უნდა. (იუსტიციის სახლიც აკეთებს რაღაც ამდაგვარს, მაგრამ ვფიქრობ, უფრო სხვა თემატიკით შეიძლება) საახალწლოდ ასეთი რაიმე შეიძლება გაკეთდეს, რაიმე ღონისძიება მოაწყოს იქვე მდებარე პარკში, დაიქირავოს თოვლის ბაბუა, და რომელიმე პარკში მდგარი ხე მორთოთ ბავშვებთან ერთად გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted დეკემბერი 22, 2018 ხარისხიანი სამაგიდო თამაშები არ იყიდება თბილისში არსად. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას. ვითომ არის 1-2 მაღაზია მაგრამ იქ უფრო ე.წ. Party game-ს იყიდება და არა სასარგებლო და განმავითარებელი სამაგიდო თამაშები. ახლახანს დაიწყო წიბახას თამაშების კლუბმა გაყიდვა მაგრამ ძალიან დაბალი ასორტიმენტით. არადა კარგი სამაგიდო თამაშები ბავშვის განვითარებისთვის ძალიან დიდი ხელშეწყობაა. აფთიაქებში შემეცნებითი ექსპერიმენტების ჩასატარებელი მაგიდა რომ იდგეს, რომელიც ავტომატიზირებულად რაღაც საინტერესოს აკეთებს, ან ვთქვათ სფეროები რომაა, ცენტრიდან განმუხტვის ხაზები რომ გამოდის (გალერეას გასართობი ცენტრის შესასვლელშ რომ დგას). ან ნებისმიერი მოწყობილობა, რომელზეც ბავშვს გართობა შეუძლია სანამ მშობელი რიგშია. გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted დეკემბერი 24, 2018 მაგ: ქარელის ჩირი :))) ვემხრობი იმას, რომ ბავშვებისთვის გამოყოფილი იყოს ცალკე როგორც საპროდუქტე სივრცე, ასევე გასართობი კუთხე... ასევე შესაძლებელია თვეში ერთხელ რაიმე სახის შეჯიბრი, ან ღონისძიება, სადაც გამარჯვებულიც გამოვლინდება და დასაჩუქრდება გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted დეკემბერი 24, 2018 1. შეიძლება ეკოლოგიურად, საღებავის გარეშე დამზადებული ხის სათამაშოები იყიდებოდეს, სხვადასხვა სასაჩუქრე ნაკრებიც და საცალოდაც 2. ფარმაცევტებმა ბავშვებს ასწავლონ ჰიგიენის წესები პატარა ღონისძიებების სერია: ხელის სწორად დაბანა, კბილების გახეხვა და ა.შ 3. ბავშვის მოვლის შესახებ წიგნები, ასევე ინტერაქციული ალბომებიც შეიძლება რომ ავსებენ თვითონ გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted დეკემბერი 24, 2018 კარგი იქნებოდა აფთიაქში "უბნის პედიატრიც" რომ იჯდეს - გაიზრდებოდა მშობლის ინტერესი გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted დეკემბერი 24, 2018 1.ბავშვის უსაფრთხოების ნივთები იყიდებოდეს. ავეჯის კუთხის დამცავები, უჯრების ჩამკეტი, მაცივრის ჩამკეტი. ეს პროდუქცია თბილისში მგონი მარტო ერთ მაღაზიას აქვს ქარვასლაში. 2. შეიძლება სხვადასხვა ფილიალს ყავდეს სხვადასხვა ცხოველი ან ფრინველი, ვთქვათ ზაზუნები, თევზები, იადონები, კუები.. ისეთები რომელსაც აცხოვრებ პატარა სივრცეში( გალიაში) და მოვლა ადვილია. ბავშვებს საშუალება ქონდეთ შეეხონ, გამოკვებონ . ყველა ბავშვს უნდა ცხოველი ყავდეს და ბევრი ამ ოცნებას ვერ ისრულებს:) 1 person likes this გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted დეკემბერი 24, 2018 აფთიაქებში სხვადასხვა ცხოველები იყოს დიდი ზომის ფუმფულა, შემოსასვლელში იჯდეს და რომელიმე საბავშვო პროდუქტი ეჭიროს, რაზეც აქცია იქნება იმ დღეს. პერიოდულად ცვლიდნენ ერთმანეთში ამ სათამაშოებს, ბავშვებს გაუხარდებათ შესვლა და მშობლებიც დაინტერესდებიან მეტად პროდუქტით. 1 person likes this გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted დეკემბერი 24, 2018 პროდუქტი: აფთიაქში ცოტა მოუხერხებელია - თუმცა, შეიძლება სეზონური ხილი იყიდებოდეს (თუნდაც 1 სახეობის) - და ზედ ეწეროს მისი შემადგენელი ვიტამინები და სასარგებლო თვისებები და წარმომავლობა (ქართულია თუ არა, რა ნიადაგზეა მოყვანილი და ა.შ) ჩირიც კი შეიძლება ერთ-ერთ თვეს გაიყიდოს. აქტივობები: რადგან საუბნოა - შეიძლება გაკეთდეს კალენდარი - და ყველა კლიენტის (და მისი ოჯახის წევრების) დაბადების დღეზე განსაკუთრებული ფასდაკლება გავაკეთოთ ან სულაც დავასაჩუქროთ გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted დეკემბერი 24, 2018 უღრმესი მადლობა ყველას ძალიან საინტერესო იდეებისთვის. ვფიქრობ, ნებისმიერი შემოთავაზებული იდეის განხორციელება დაგვეხმარება რომ სულ უფრო და უფრო საინტერესო ქსელი გავხდეთ ბავშვთა სეგმენტისათვის. გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted დეკემბერი 25, 2018 ბავშვებისთვის რომ საყვარელი აფთაიქი გახდეს ყველაზე რეალურია იგივე ტკბილეულის კალათა, ეს კალათა პენსიონერებზე და ბავშებზე ერთნაირად მოქმედებს ხოლო რაც შეეხება მშობლებს ძალიან მიმიხაროდა მე პირადად იმ აფთიაქებში სადაც ;პამპერსზე ბავშვთა კვებაზე ან ჰიგიენურ საშუალებებზე იყო ფასდაკლება ან ერთს თუ ვიყიდიდი მეორეს მჩუქნიდნე. გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites