Tamar

როგორ შეიძლება გავხდეთ პენსიონერებისთვის საყვარელი აფთიაქი?

23 posts in this topic

ჩვენი აფთიაქის მნიშვნელოვანი სამიზნე სეგმენტია პენსიონერები. გვინდა, რომ 1) რაც შეიძლება მეტი პენსიონერი მოვიდეს ჩვენს აფთიაქში და 2) ისე მოვამსახუროთ, ისე დავასტიმულიროთ, რომ შემდგომ აფთიაქის საჭიორების შემთხვევაში ჩვენთან მოდიოდნენ მუდმივად. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები, რა ღონისძიებები შეიძლება დავგეგმოთ და განვახორციელოთ  ამ მიზნის მიღწევისთვის?

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

1. შეიძლება პენსიონერების დღეები შეიქმნას კვირის განმავლობაში, პირობითად ოთხშაბათი დღე ეძღვნებოდეთ კონკრეტული უბნის პენსიონერებს და მათთვის დამუშავდეს სხვადასხვა საპროდუქტე კატეგორიების შეთავაზებები

2. კონკრეტული უბნის პენსიონერებს, რომლებიც არიან სახალხო აფთიაქის მომხმარებლები შეიძლება შევთავაზოთ ერთდღიანი სამუშაო სახალხო აფთიაქში. ვინაიდან მათთვის მნიშვნელოვანია ხალხთან ურთიერთობები, შესაძლოა პირობითად თვეში ერთხელ ისინი ეხმარებოდნენ სახალხო აფთიაქის ფარმაცევტებს კლიენტებთან მომსახურებაში

3. სახალხო აფთიაქის ფარმაცევტები პირადად იცნობდნენ უბნის პენსიონერებს - ურთიერთობისას მიმართავდნენ სახელით, წინა ვიზიტის დროს ნაყიდ პროდუქტებზე ეკითხებოდნენ შედეგებს, ეკითხებოდნენ მათი ოჯახის წევრებისა და მათი ჯანმრთელობის შესახებ

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
  • ავიღოთ კვირაში 1 დღე კონკრეტული, რომელიც იქნება მათთვის ფასდაკლების დღე ან დავუმზადოთ ფასდაკლების ბარათები

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

თუ იქნება აფთიაქში გამოყოფილი ოჯახის ექიმი, შევთავაზოთ მასთან კონსულტაცია (მაგ: სისხლში შაქრის გაზომვა სწრაფი ტესტით, წნევის გაზომვა...)

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

თუ აფთიაქის ხშირი სტუმარია (ქრონიკული პაციენტია, რომელსაც ძირითადად ერთი და იგივე მედიკამენტები ჭირდება), შეიძლება შევთავაზოთ პაციენტთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, რომ შემდეგ მარტივად, სატელოფონო ზარით მისცეს შეკვეთა წამლების და ადგილზე დრო არ დაკარგოს ლოდინში (ამ შემთხვევაში ექნება ID მინიჭებული რომელსაც ეტყვის ოპერატორს)

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ბინაზე მიტანის სერვისიც შეიძლება გარკვეული თანხის შეკვეთის გაკეთების შემთხვევაში, ან უბრალოდ საკურიერო თანხის დამატებით (ზოგიერთ პენსიონერს არ შეუძლია გადაადგილება...)

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შეიძლება ასევე  სალაროსთან იყოს ტკბილეულის "ყუთი" და შევთავაზოთ (მოგეხსენებათ განსაკუთრებით მოხუცებს უყვართ), თუმცა ამავდროულად ჩაძიება არ უნდა დაგვავიწყდეს დიაბეტი არ ქონდეს პაციენტს

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შეიძება ბინაზე გასვლითი-გაცნობითი შეხვედრაც ჩატარდეს, სადაც ფარმაცევტი და ოჯახის ექიმი პირადად გაესაუბრებიან მოხუცებს, მოიპოვებენ კეთილგანწყობას და თან ფასდაკლების ვაუჩერსაც შესთავაზებენ

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

1 ოქტომბერი არის ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე და შეიძლება ამ დღეს რამე ღონისძიება დაიგეგმოს

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი პენსიონერი მოვიდეს ჩვენს აფთიაქში შიეძლება პენსიების გაცემის დროს ლიბერთი ბანკთან სარეკლამო ბანერის გაკეთება/ჩვენი ბროშურების დარიგება ერთჯერადი ფასდაკლების ბარათებით. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ასევე ვფიქრობ კარგი იქნება სახალხო აფთიაქი უბანზე არსებულ მოხუცთა თავშესაფარს რომ ესტუმროს და პრეპარატები გადასცეს პერიოდულად, ასევე მათთვის საჭირო სხვა ნივთები.. სიყვარული და მზრუნველობა გადამდებია და ჩვენ თუ დავანახებთ რომ ვზრუნავთ მათზე თვითონაც შევუყვარდებით და ლოაილურები გახდებიან უფრო ჩვენ მიმართ 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

არ ვიცი ფართი რამდენად მოგვცემს საშუალებას, მაგრამ პენსიონერებს ყველაზე მეტად კომუნიკაცია და ყურადღება უხარიათ, ამიტომ  აფთიაქში ან გარეთ დავდგამდი სკამებს, უფასოდ შევთავაზებდი ჩაის და იქ შეიკრიბებოდნენ პერიოდულად და ისაუბრებდნენ. 

კიდევ ჩემი მეგობრის ბებოს უჭირს სიარული, ახალ ბინაში გადავიდნენ და ხალხსაც არ იცნობს, და მთელი დღე სახლშია გამოკეტილი და სულ ამაზე წუხს, სხვაგანაც ვერ გადის. ასეთი ბებო-ბაბუებისთვის თუ მოიფიქრებდით რამეს - თუნდაც კვირაში 2-3ჯერ 1 საათით ვიზიტს და საუბარს მათთან, ეს იქნებოდა ძალიან მაგარი. თან წამლებს მიუტანდით ადგილზე. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

1. პენსიამდე გადახდა ვადროვოთ და პენსიის დროს იხდიდნე ხოლმე;

2. რაღაც პერიოდულობა ავიღოთ 3 დღეში ერთხელ მაგალითად, დავურეკოთ რამე ხო არ ჭირდება, ან ისე მოვიკითხოთ

3. შეიძლება აფთიაქთან არ არის ისეთ კავშირში, მაგრამ დღესასწაულებზე შეიძლება რომ დაუორგანიზოს აფთიაქმა ჩვენს კლიენტ პენსიორებეს ერთად შეკრებები - გააცნოს ერთმანეთს და ყველა დღესასწაული დაამახსოვროს. ვფიქრობ რომ ყველა ვერ ახერხებს შვილებთან ერთად აღნიშნოს დღესასწაულები სხვადასხვა მიზეზის გამო, ან მერე შვილები მიდიან ერთობიან და რჩებიან მოხუცები და მაგარი იქნებოდა თუ მათაც ექნებოდათ წასასვლელი. კლუბივით რომ შექმნა მოკლედ :) 

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

მოხუცებს უყვართ წნევის გაზომვა, პულსის დათვლა, გლუკოზის გაზომვა.. შეიძლება ერთმა ფარმაცევტმა შეითავსოს ეს საქმე.

ლიბერთის ბანკომატი დააყენონ აფთიაქებმა თავის ტერიტორიაზე, პენსიასაც იქვე გამოიტანენ. ნაღდი ანგარიშსწორება უფრო საიმედოა მოხუცებისთვის.

 

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
9 hours ago, ნინაპატუ said:

მოხუცებს უყვართ წნევის გაზომვა, პულსის დათვლა, გლუკოზის გაზომვა.. შეიძლება ერთმა ფარმაცევტმა შეითავსოს ეს საქმე.

ლიბერთის ბანკომატი დააყენონ აფთიაქებმა თავის ტერიტორიაზე, პენსიასაც იქვე გამოიტანენ. ნაღდი ანგარიშსწორება უფრო საიმედოა მოხუცებისთვის.

 

ლიბერთის ბანკომატის იდეა ძალიან მომწონს :)) 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

კარგი იქმნება თუ აფთიაქებში გვექნება კალათი სადაც ჩავყრით ტკბილეულს მათ შორის პიტნის კამფეტებს მგონია რომ ამით მათ გულს მოვიგებთ, ასევე ძალიან კარგი იქნება თუ შაქრის საზომ ფირფიტებს  ვაჩუქებთ თუ ძალიან ძვირი არ დაჯდება. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ლიბერთი ბანკს იჯარის თანხა არ გადაახდევინოთ  და მათი ბანკომატები ისე განათავსეთ თქვენს ფილიალებში. პენსიის დღეებში კი სეილები მოაწყვეთ.  

ან ახლოს მდებარე ლიბერთის ფილიათან დაგეგმეთ პრომო აქციები პენსიის დღეებში. რიგებია და ყველა პენსიონერი იქ არის თავმოყრილი. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

დიდი მადლობა საინტერესო იდეებისთვის

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

აფთიაქში გამოკითხვაც რო გვქონდეს რა უხარიათ ან გაახარებდათ ყველაზე მეტად და იქნებ აგვესრულებინა ისინი

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ვინაიდან ზოგიერთ მოხუცს გადაადგილება უჭირს, შესაძლოა ესეთ პაციენტს, თუ მას ქრონიკული დაავადება აქვს, შევთავაზოთ შემდეგი ტიპის სერვისი:
- თუა შესაძლებელი პროგრამაში გავაკეთოთ აღრიცხვა ქრონიკული პაციენტების (მუდმივი მომხმარებლების)
- ქრონიკულ პაციენტებს, როდესაც ამოეწურებათ მარაგი - ვინაიდან პროგრამაში აღრიცხვაზე იქნებიან და გვეცოდინება რამდენი დღის დოზა აქვთ წაღებული, დავუკავშირდეთ და შევთავაზოთ შემდეგი 1კვირის/1თვის მარაგის ბინაზე მიტანა უფასოდ
- ასეთ პაციენტებს  - აღრიცხვაზე მყოფს, დამატებით სხვა საჩუქრებიც შეიძლება გავუკეთოთ (მაგ: დაბ.დღეზე, 3 და 8 მარტს და სხვ.)

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

რამოდენიმე დღის წინ ვკითხულობდი საზღვარგარეთ, ერთ-ერთი კერძო აფთიაქის შესახებ ინფორმაციას, სადა1 იდეა ძალიან მომეწონა: აფთიაქი თავის მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს ე.წ. ბლისტერული სეფუთვით, რაც გულისხმობს რეცეპტის მიხედვით მთელი თვის მედიკამენტების ისე დახარისხებას, რომ დღიური მედიკამენტები მოთავსდეს 1 პატარა შეფუთვაში.
პენსიონრებისთვის კარგი იდეაა ალბათ, მთელი კვირის ან/და თვის მარაგის დახარისება დღიურ დოზებად

Picture1.jpg

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია