antadze

ალექსიძის სკვერის დაფინანსება - 8 კედლის მოხატვა

7 posts in this topic

კიდევ ამ სკვერში არის კედელი.. A wall..

რომელიც დაყოფილია 10 ნაწილად - 2 ნაწილი მოხატეს სოციალური შინაარსის ნახატებით - არასამთავრობო ორგანიზაციებმა, შესაბამისად მათთვის მოხატვის ნებართვა გაიცა, თუმცა, თანხა ეკოლოგიკამ არ გამოართვა. 

ახლა გვეფიქრება - რომელ კომერციულ ორგანიზაციას შეიძლება შევთავაზოთ კედელზე მოხატვის შესაძლებლობა - და რა თანხის სანაცვლოდ უნდა გაკეთდეს ეს? 

აქ ერთი პირობაა დასაცავი - უნდა იყოს სოციალური შინაარსის ნახატი და არა რომელიმე კომერციული ორგანიზაციის რეკლამა.

 

თუ რაიმე გაუგებარია მოიწერეთ კითხვები.

2018-12-11 (2).png

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ეს არის უკვე მოხატული კედლები 

WWF-ის მოხატული კედლის ნაწილი (იასამნისფერი სადაც ცხოველებია) არასტანდარტული ზომის იყო - დანარჩენი 10 კედელის ზომა ემთვევა World Vision-ის მიერ მოხატულ კედელს.

2018-12-11 (1).png

2018-12-11.jpg

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ყველაზე პირველი რაც გამახსენდა, ვფიქრობ რომ სინერჯიმ შეიძლება მოხატოს ერთი კედელი, სადაც გავავრცელებთ ჩვენს იდეას - საქმის სიამოვნებით კეთებაზე და სხვებისთვის სიხარულის მინიჭებაზე :) 

 

ასევე მგონია რომ სკოლები/ბაღები შეიძლება დაინტერესდნენ მოხატვით - სადაც თავიანთ ლოგოსთან ერთად რაიმე იდეას გაავრცელებდნენ - ბავშვების აღზრდაზე, განვითარებაზე, და ა.შ..

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

1. თიბისი გამახსენდა პირველი #წერექართულად;

2. საახალწლო პერიოდი რადგან არის, "ნუ მოჭრი, მორთე" შეიძლება 3 წელია მგონი ეს კამპანია რაც მიდის ნაძვის ხეებზე, რომელი ორგანიზაციისა არვიცი და მაგაზე შეიძლება ერთი დღეც/აქციაც დაიგეგმოს სკვერში ნაძვის ხეების მორთვის - აღარ მახსოვს ნაძვები დგას თუ არა ოღონდ :))

3.ჯიპიაი აქტიურად ჩაერთო ბიზნესში ქალის როლის გაძლიერების კამპანიაშ და შეიძლება მათ შევთავაზოთ 

4.ზოგადად, უბნის საავადმყოფო, აფთიაქი, მაღაზია და ის ორგანიზაციები რომელიც იმ უბნის მოსახლეობაზე მუშაობს შეიძლება დიანტერესდნენ

5. მგონი ცოტა სხვა იდეაა, მაგრამ მაინც დავწერ რადგან სკვერი ახლოს არის კინგსთან შეიძლება რომ იქ არსებული კომპანიებისთვის გავაკეთოთ კონკურსი - ვინც უფრო კრეატიულად გამოხატავს სოციალურ პრობლემას/მოგავრების გზას გრაფიტის სახით. გამარჯვებულს ავლენდეს იმ უბნის მოსახლეობა და გადავცეთ სიგელი, ან 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

აცერი აუცილებლად - GPC

ყველაზე სანდო სიახლეები - რომელიმე სიახლეების საიტი, ინტერპრესნიუსი ვთქვათ

არ დაანაგვიანო - მერია

ჯანსაღი საკვები / ვიტამინები - ჰერბია

ქართული პური - მზეთამზე

უსაფრთხო მგზავრობა - ტაქსიფაი

გარშემო ახლომახლოს კერძო სკოლა თუა ან ბაღი

ბავშვები გონებრივი განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობა - მენტალური არითმეტიკის სკოლა ნობელი :)

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

მადლობა აქტიურობისთვის - საინტერესო ვერსიებია ნამდვილად. 

ამ თემას კიდევ მოვუბრუნდებით


FIY კედლის ზომებია 170 სმ 400 სმ -ზე

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

მაგარი იდეებია. ხომ არ მიგიმართიათ ამ კომპანიებისთვის უკვე და რა გამოხმაურება ჰქონდა?

მგონია რადგან სკვერია პოზიტივს უნდა ასხივებდეს ეს ნახატები. ირმების ნახატი მომეწონა. პირველი ნახატი მაგალითად მთრგუნავს და სკვერისთვის არა მგონია იყოს.

ასევე იდეები:

  1. ტერა ბანკი - ჯანსაღი ცხოვრების სტილი (ამ იდეას აწვებიან - ველოსიპედები რომ დადგეს)
  2. ქარელის ხილი - ჯანსაღი კვება (ჩირი და ხილი ჟელიბონების ნაცვლად), ბავშვებს უყვარს ჩირი :)
  3. რომელიმე უნივერსიტეტი ან პროფესიული სასწავლებელი - ცოდნის და განათლების მნიშვნელობაზე
  4. ბიბლუსი ან სანტა ესპერანსა  - წიგნის მნიშვნელობაზე
  5. სოკარი - ცალკე CSR განყოფილება აქვთ ვებ გვერდზე. გარემოს დაცვა, საწვავის ხარისხი, დაბალი გამონაბოლქვი და ბედნიერი საზოგადოება და ა.შ. ეს სხვა კონკურენტ კომპანიებთანაც შეიძლება. 

 

 

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია