tami

როგორ გავზარდოთ სასტუმროს ნომრის ღირებულება/ფასი?

14 posts in this topic

წარმოიდგინეთ რომ არის ორი იდენტური სასტუმრო ვიზუალით, ინფრასტრუქტურული მდგომარეობითა და მდებარეობით. 

რა შემთხვევაში გადაიხდიდით მეორე სასტუმროში 30-50 ლარით მეტს - რა დამატებითი სერვისები უნდა შემოგთავაზოთ, რა დამატებითი ღირებულება უნდა შეგიქმნათ რომ გიღირდეთ უფრო მეტი თანხის გადახდა? 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

1. კვება

2. თუ იმ მეორე სასტუმროში ვინმე ცნობილი პიროვნებაა ნამყოფი ძველ წლებში, ან რაიმე ისტორიული დატვირთვა აქვს

3.  ფოტოგრაფიის სერვისს მთავაზობს ქალაქში ერთი საათი მაინც ჩემი იქ ყოფნიდან

4. რაიმე ტურს მთავაზობს უფასოდ ქალაქში 

5. ნომერში დამატებით ადამიანის შეყვანის უფლება მაქვს (2-იანში 3ის მაგალითად)

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

პირველი ვფიქრობ მომსახურება - ღიმილით, სტუმართმოყვარეობით, ყურადღებით უნდა შეუქმნან კეთილგანწყობილი გარემოცვა მომხმარებელს.

ტრანსფერის სერვისი - აეროპორტიდან/დანიშნულების ადგილიდან თუ უფასო იქნება

ნომერში დამატებითი პირის შეყვანა. 

1 პიროვნებაზე 2 ან მეტი ნომრის დაჯავშნის შემთხევაში ფასდალება

საუზმის მაგივრად 2ჯერადი კვება

ნომერში მინი-ბარი უფასო

დამატებით სერვისზე ფასდაკლება/ან 1სთ უფასო+მომდევნო სთ ფასდაკლება. მაგ: მანქანა, თხილამური, საკონფერენციო დარბაზი და ა.შ. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

გააჩნია რა ტიპის სასტუმროა მაგალითად თუ სასტუმრო გათვლილია ახალგაზრდა დაბალი სეგმენტის ტურისტებზე მაშინ სასტუმროში შევთავაზებდი გადაადგილების საშვალებას მაგალითად ელექტრო სკუტერებს, ხოლო თუ სასტუმრო უფრო “LUXURY” ტიპის არის მაშინ სასტუმროდან აეროპორტამდე და პირიქით ორივე გზაზე ტრანსპორტირებას ბიზნეს კლასის ავტომობილით და ასევე სტუმრებისთვის საკომუნიკაციო სივრცეს შევქმნიდი სადაც ბიზნესმენები მოახერხებდნენ კონტაქტების გაფართოებას.

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
29 minutes ago, გეგა said:

გეგა მადლობა, სასტუმრო არის 3 ვარსკვლავიანი, გათვლილია საშუალო შემოსავლების სეგმენტზე, უფრო მეტად ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის მოსახლეობაზე. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

შეიძლება გიდი-მოხალისეების სტუდენტების ბაზა გვქონდეს და უფასოდ ვთავაზობდეთ ჩვენს ტურისტებს. გიდები შეიძლება იყვნენ როგორც ისტორიული ძეგლების, ასევე ღამი გართობისა და სხვა ყველა საკითხში რაც დააინტერესებთ.

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
18 hours ago, Mariam Zh. said:

შეიძლება გიდი-მოხალისეების სტუდენტების ბაზა გვქონდეს და უფასოდ ვთავაზობდეთ ჩვენს ტურისტებს. გიდები შეიძლება იყვნენ როგორც ისტორიული ძეგლების, ასევე ღამი გართობისა და სხვა ყველა საკითხში რაც დააინტერესებთ.

მარიამ მადლობა, ძალიან მაგარი იდეებია. მე რა მაინტერესებს - ეს გიდები უფასოდ მოემსახურებიან ტურისტებს? 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 12/11/2018 at 11:48 AM, Nini said:

პირველი ვფიქრობ მომსახურება - ღიმილით, სტუმართმოყვარეობით, ყურადღებით უნდა შეუქმნან კეთილგანწყობილი გარემოცვა მომხმარებელს.

ტრანსფერის სერვისი - აეროპორტიდან/დანიშნულების ადგილიდან თუ უფასო იქნება

ნომერში დამატებითი პირის შეყვანა. 

1 პიროვნებაზე 2 ან მეტი ნომრის დაჯავშნის შემთხევაში ფასდალება

საუზმის მაგივრად 2ჯერადი კვება

ნომერში მინი-ბარი უფასო

დამატებით სერვისზე ფასდაკლება/ან 1სთ უფასო+მომდევნო სთ ფასდაკლება. მაგ: მანქანა, თხილამური, საკონფერენციო დარბაზი და ა.შ. 

ნინო, როგორ ფიქრობ - ორჯერადი კვება დილა-საღამოს თუ დილა-შუადღეს? ასევე რომელი სერვისები იქნებოდა შენთვის ყველაზე სასურველი - რაზეც ფასდაკლება გაგიხარდებოდა?

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
3 minutes ago, tami said:

მარიამ მადლობა, ძალიან მაგარი იდეებია. მე რა მაინტერესებს - ეს გიდები უფასოდ მოემსახურებიან ტურისტებს? 

კი თამ, აზრი ეგ არის რომ უფასო იყოს ტურისტისთვის და სასტუმროს ჰქონდეს რამე ბენეფიტი ამ გიდებისთვის - მაგალითად რაღაც რაოდენობის შესრულების შემდეგ ერთი ღამე სასტუმროში, ან სიმბოლური ფასი - ერთი გასვლა 10-20 ლარი ჯგუფების ზომიდან გამომდინარე.

ზოგადად, ვფიქრობ აქცენტი იმ სტუდენტებზე უნდა გაკეთდეს ვისაც ინგლისური ან რომელიმე სხვა ენის პრაქტიკაში გამოყენება/სწავლა უნდათ, მათთვის ეგ უკვე ბენეფიტი იქნება და ბაზაც ასეთ სტუდენტებით შეივსოს. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
5 hours ago, tami said:

ნინო, როგორ ფიქრობ - ორჯერადი კვება დილა-საღამოს თუ დილა-შუადღეს? ასევე რომელი სერვისები იქნებოდა შენთვის ყველაზე სასურველი - რაზეც ფასდაკლება გაგიხარდებოდა?

ვფიქრობ დილით და საღამოს თავისი დროების უპირატესობით (საუზმე ძირითადად დაახლოებით 08:00-დან 11:00-მდეა, ხოლო ვახშამი 19:00-დან 21:00-მდე)
ვინაიდან ძირითადი აქცენტი ტურისტზე კეთდება, დღის განმავლობაში ისინი უფრო ღირსშესანიშაობების დათვალიერებით და ქალაქში სეირნობით იქნებიან დაკავებულნი, და არ იქნება კომფორტული მათთვის სადილისთვის სასტუმროში "გამოქცევა".  ხოლო ვისაც ღამის თბილისის დათვალიერება ენდომება იმათთვისაც სასურველი დროა ვახშმის შემდეგ დატკბნენ ღამის ქალაქი ხედებით :)
რადგან უკვე ვფლობ ინფორმაციას რომელ სასტუმროზეა საუბარი, ალბათ ველოსიპედზე :) განსაკუთრებით საღამოს საათებში გაზაფხულის ბოლო/ზაფხული/შემოდგომის დასაწყისში (ე.წ. ტურისტულ "სეზონზე") სასიამოვნო იქნება ამ სერვისით სარგებლობა.... ვინც ოჯახით ჩამოდის დასასვენებლად ალბათ მათთვის კომფორტული სერვისი იქნებოდა მანქანის ქირაობა

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
19 hours ago, Nini said:

რა მაგარი იდეაა, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ <3 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ტრანსპორტით მომსახურება, სკუტერები, ერთი რამე კონკრეტყული დამატებითი ტური შემოგარენის ღირსშესანიშნავ ადგილას, სადაც როგორც წესი არ დადიან ტურისტები, არადა კაი ადგილია, ბავშების გართობა / დატოვება / გასართობ ცენტრში წაყვანა. ძალიან გამორჩეულად გაფორმებული ოთახები, სპეციფიური საწოლები, თუ არი რამე ეგეთი, მაგისი სახალხოდ გამოცხადება რომ შეიძლებოდეს, ყოველ საღამოს რამე ქართული ტრადიციული ამბავი, თუნდაც სუფრა, ვისაც უნდა სტუმარს მოვიდეს და ერთმანეთში სოციალიზაციაც ექნებათ

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 12/13/2018 at 5:51 PM, არჩილ შიშმანაშვილი said:

ტრანსპორტით მომსახურება, სკუტერები, ერთი რამე კონკრეტყული დამატებითი ტური შემოგარენის ღირსშესანიშნავ ადგილას, სადაც როგორც წესი არ დადიან ტურისტები, არადა კაი ადგილია, ბავშების გართობა / დატოვება / გასართობ ცენტრში წაყვანა. ძალიან გამორჩეულად გაფორმებული ოთახები, სპეციფიური საწოლები, თუ არი რამე ეგეთი, მაგისი სახალხოდ გამოცხადება რომ შეიძლებოდეს, ყოველ საღამოს რამე ქართული ტრადიციული ამბავი, თუნდაც სუფრა, ვისაც უნდა სტუმარს მოვიდეს და ერთმანეთში სოციალიზაციაც ექნებათ

ყველა ძალიან კარგი იდეაა, მადლობა დიდი. განსაკუთრებით საღამოს ღონისძიების იდეა მოგვწონს, ეს როგორ შეიძლება რომ გაკეთდეს? ჩვენ მუდმივად გვქონდეს ეგეთი ივენთი და სტუმრებიდან ვისაც სურვილი ექნება დაესწროს? თუ წინასწარ შევთავაზოთ? 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
26 minutes ago, tami said:

ჩვენ მუდმივად გვქონდეს ეგეთი ივენთი და სტუმრებიდან ვისაც სურვილი ექნება დაესწროს? თუ წინასწარ შევთავაზოთ?

ეგ უკვე იდეის ტექნიკური დამუშავებაა, ორივენაირად შეიძლება გააჩნია სასტუმროს სიტუაციას, ფინანსურ ეფექტს, სამომხმარებლო ქცევას... უკვე ანალიტიკური საქმეა და სამწუხაროდ ინფორმაციის გარეშე ძნელია მანდ რაიმე აზრიანის თქმა

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი

დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია