უჩა

გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა, როგორები იქნებიან მომავლის ლიდერი სასტუმროების მმართველი ორგანიზაციები ან თავად სასტუმროები

7 posts in this topic

გვაინტერესებს როგორ წარმოგიდგენიათ სასტუმროების დარგის მომავლის ლიდერი კომპანიები, რა მთავარი კონკურენტული უპირატესობებით წარმოგვიდგებიან ან რა განაპირობებს მომავალში მათ ლიდერობას

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ჩემთვის ყველაზე მაგარი სასტუმრო ასეთია - მყურდო, მარტივი მაგრამ გემოვნებიანი ინტერიერით, მზრუნველი და თბილი დამოკიდებულებით, მინდა ვიგრძნო ყველა დეტალიდან რომ ამ სასტუმროში ყველა სტუმარს ინდივიდუალურად და განსაკუთრებულად ექცევიან, როგორც მასპინძელი ცდილობს მაქსიმალურად ნასიამოვნები გაუშვას სტუმარი, ზუსტად ისე, ვიგრძნო რომ მე მელოდნენ და გაუხარდათ ჩემი მისვლა. იზრუნონ იმაზე რომ იქ გატარებული დღეები არასდროს დამავიწყდეს - როგორ არ ვიცი, შეიძლება წინასწარ რაიმე ინფორმაციას იძიებდნენ ჩემზე სოც ქსელებით ან რაც ხელმისაწვდომია და იგებდნენ რა გამახარებდა, რა მაინტერესებს და მომწონს. თუ ტურისტი ვიქნებოდი სხვა ქვეყანაში, ვისურვებდი სასტუმროში მიმეღო სრული მომსახურება საინფორმაციო და მხარდაჭერის კუთხით, ოღონდ გულიანად - სად რა შევიძინო, ტრანსპორტზე, ამა თუ იმ ადგილის მდებარეობაზე, ამინდზე და ა.შ. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ვფიქრობ ახალი კონცეფციის სასტუმროები უფრო დამატებით მომსახურებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი. ვგულისხმობ ისეთ მომსახურებას როგორიცაა: აეროპორტში დახვედრა-გაცილება, გიდით უზრუნველყოფა, ბევრ ევროპულ სასტუმროს აქვს პატარა ველოპარკი და სტუმრებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ, ასევე შეიძლება რომ სატუმროს სტუმრებს შევთავაზოთ სხვადასხვა ფასდაკლების ბარათები რესტორნებში, თეატრებში ან სხვა გასართობ დაწესებულებებში. ანუ სტუმარზე ზრუნვა სასურველია არ იწყებოდეს და არ მტავრდებოდეს სასტუმროს შესასვლელი კარებით.

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
6 hours ago, აკაკი said:

აკაკი მადლობა,

ძალიან საინტერესოა მეც გეთანხმები, რომ სასტუმრო რაც უფრო მეტად იზრუნებს სტუმრის მომსახურებაზე შესასვლელი კარების გარეთ, მით უფრო მეტად შეიყვარებს მას მომხმარებელი

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 11/27/2018 at 0:40 PM, mai-ko said:

ჩემთვის ყველაზე მაგარი სასტუმრო ასეთია - მყურდო, მარტივი მაგრამ გემოვნებიანი ინტერიერით, მზრუნველი და თბილი დამოკიდებულებით, მინდა ვიგრძნო ყველა დეტალიდან რომ ამ სასტუმროში ყველა სტუმარს ინდივიდუალურად და განსაკუთრებულად ექცევიან, როგორც მასპინძელი ცდილობს მაქსიმალურად ნასიამოვნები გაუშვას სტუმარი, ზუსტად ისე, ვიგრძნო რომ მე მელოდნენ და გაუხარდათ ჩემი მისვლა. იზრუნონ იმაზე რომ იქ გატარებული დღეები არასდროს დამავიწყდეს - როგორ არ ვიცი, შეიძლება წინასწარ რაიმე ინფორმაციას იძიებდნენ ჩემზე სოც ქსელებით ან რაც ხელმისაწვდომია და იგებდნენ რა გამახარებდა, რა მაინტერესებს და მომწონს. თუ ტურისტი ვიქნებოდი სხვა ქვეყანაში, ვისურვებდი სასტუმროში მიმეღო სრული მომსახურება საინფორმაციო და მხარდაჭერის კუთხით, ოღონდ გულიანად - სად რა შევიძინო, ტრანსპორტზე, ამა თუ იმ ადგილის მდებარეობაზე, ამინდზე და ა.შ. 

მაიკო მადლობა, 

როგორ ფიქრობ სასტუმროს მხრიდან, რომ იყოს ინიციატივა ადგილობრივი კულტურის გაცნობაზე, რომ გაგრძნობინოს თავი ადგილობრივი ქვეყნის (რეგიონის, ქალაქის) მცხოვრებად, რამდენად საინტერესო იქნებოდა ეს სტუმრისთვის?

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
2 hours ago, უჩა said:

მაიკო მადლობა, 

როგორ ფიქრობ სასტუმროს მხრიდან, რომ იყოს ინიციატივა ადგილობრივი კულტურის გაცნობაზე, რომ გაგრძნობინოს თავი ადგილობრივი ქვეყნის (რეგიონის, ქალაქის) მცხოვრებად, რამდენად საინტერესო იქნებოდა ეს სტუმრისთვის?

ძალიან კარგი იქნებოდა, როგორც სამზარეულოთი, ისე კულტურული ღონისძიებებით და ასევე იმ ადგილებზე ვიზიტების შემოტავაზებით რაც კულტურას კიდევ უფრო კარგად გამაცნობს.

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

სამომხმარებლო ქცევის სწრაფად გამოცნობის უნარი (ვვარაუდობ რომ სხვადასხვა ადგილას და სპეციფიკის სასტუმროს სხვადასხვა აქვს). კადრების სწრაფად გავარჯიშების ნოუჰაუ, ძირითად მიმართულებებში (რესტორანი, სამლაგებლები, მექანიკა ინჟინერია...) ძალიან მაღალი კომპეტებნციის 1-2 კადრტი, რომლებსაც ბევრ მართვის ქვეშ სასტუმროში იყენებს და შედეგად თითეული უმაღლეს დონეზეა ამ მიმართულებით ისე, რომ თავად არ სჭირდება ასეთი მაღალი კვალიფიკაციის კადრი ინდივიდუალურად დააფინანსოს, ძალიან მაღალი დონის სააღრიცხვო და ყაირათიანად ხარჯვის უზრუნველყოფის სისტემები.

იმდენად ეფექტური უნდა იყოს, რომ თამამად შეეძლოს შენობის შეფასება და დაქირავება!!! და შემდეგ თავად მართვა და საკმარისი მოგების მიღება, შენობისა და აღჭურვილობაში იჯარის გადახდის შემდეგ.

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი

დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია