diana

როგორ მოვიძიოთ 10 000 ლარი სკვერის სამუშაოების დასასრულებლად?

9 posts in this topic

პროექტ #მწვანეგარემოს მიზანია რისკის ქვეშ მყოფი ტერიტორიების მოძიება, შენარჩუნება არსებული სახით და შემდგომში მათი განვითარება რეკრეაციულ სივრცეებად. პროექტი განხორციელდა კერძო პირებისა და კომპანიების შემოწირულობებით, ამ დრომდე შევძელით 60 000 ლარის მობილიზება, შემოსული დონაციით 4000მ2 ტერიტორია მოვაწესრიგეთ და დასრულდა პირველადი სამუშაოები.

ახლა კი იმისთის რომ სკვერი გაიხსნას ოფიციალურად და დავასრულოთ პროექტი გვაქვს შემდეგი ამოცანა: 

ეკოლოგიკას ამოცანაა მიმდინარე წლის დასრულებამდე მოვიძიოთ 10 000 ლარი - შესრულებული სამუშაოების დავალიანებების გასასტუმრებლად. 

რა ეფექტური გზებით შეგვიძლია დავაინტერესოთ ორგანიზაციები რომლებსაც აქვთ სოციალური პასუხისმგებლობა და შეძლებენ ჩვენი პროექტისთვის დონაციის გამოყოფას?

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

გავაკეთოთ ფეისბუქ გვერდი, სადაც განვაცხადებთ ამ პროექტის შესახებ და მოვუწოდებთ ხალხს, რომ ჩარიცხონ თანხები, თან მუდმივად განვაახლოთ ინფორმაცია - რამდენი მოგროვდა. პარალელურად დავუკავშირდეთ კომპანიებს, რომლებსაც ფულადი სახით არ შეუძლიათ მონაწილეობა, მაგრამ გარკვეულ საჩუქრებს გაიღებდნენ ამ ადამიანებისთვის და ამით გარეკლამდებოდნენ (მაგალითად, ვიღაცამ შეიძლება უფასო ყავის ვაუჩერები აჩუქოს, ვიღაცამ ტკბილეულობა, ვიღაცამ ქუდები და ა.შ..). შეიძლება მარკეტერი ჩავრთოთ და იმათ გავაკეთებინოთ ფბ პოსტი. 

კიდევ ერთი გზაა, ამ სკვერთან მცხოვრებ მოსახლეობას ჩამოვუაროთ და შევკრიბოთ თანხები. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

თუ შეგვიძლია როგორმე გავიგოთ სკვერის  გარშემო კორპუსებში მაცხოვრებელი ის ადამიანები, რომლებსაც თავისი ბიზნესი აქვს და იმათ მივმართოთ კონკრეტულად.

ან შეიძლება მერიასთან ერთად გაკეთდეს რაღაც პლატფორმა - გაამაწვანე შენი ქალაქი, რომელიც გამომდინარე იქიდან რომ ბიუეჯტის რესურსები შეზღუდულია, მსგავსი პროექტებისათვის შექმნის დამატებითი დონაციის საშუალებას - ყველა მაცხოვრებელს რომ შეეძლოს ფულის ჩარიცხვა, მერე აქვე ხედავდეს გამწვანებულ პროექტებს, ზოგადად ქალაქის ეკოლოგიურ მდგომაროებაზე და კრიტიკულ წერტილებზე იძლეოდეს ინფორმაციას. იწერებოდეს ეს სკვერი გააამწვანა ამ კომპანიამ, ეს კორპუსი ამ სამეზობლომ, ამ სანათესაომ და ა.შ წლის ბოლოს ყველაზე აქტიურებს მერია გადასცემდეს საპატიო მოქალაქის ტიტულს ან რამე, მაპატიეთ, მგონი ძაან გავუტიე :))

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
50 minutes ago, tami said:

გავაკეთოთ ფეისბუქ გვერდი, სადაც განვაცხადებთ ამ პროექტის შესახებ და მოვუწოდებთ ხალხს, რომ ჩარიცხონ თანხები, თან მუდმივად განვაახლოთ ინფორმაცია - რამდენი მოგროვდა. პარალელურად დავუკავშირდეთ კომპანიებს, რომლებსაც ფულადი სახით არ შეუძლიათ მონაწილეობა, მაგრამ გარკვეულ საჩუქრებს გაიღებდნენ ამ ადამიანებისთვის და ამით გარეკლამდებოდნენ (მაგალითად, ვიღაცამ შეიძლება უფასო ყავის ვაუჩერები აჩუქოს, ვიღაცამ ტკბილეულობა, ვიღაცამ ქუდები და ა.შ..). შეიძლება მარკეტერი ჩავრთოთ და იმათ გავაკეთებინოთ ფბ პოსტი. 

კიდევ ერთი გზაა, ამ სკვერთან მცხოვრებ მოსახლეობას ჩამოვუაროთ და შევკრიბოთ თანხები. 

თამი მადლობა, <3

სოციალურ ქსელში განთავსება საინტერესო და მარტივი გზაა. ვფქიქრობ ეფექტურიც უნდა იყოს. ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავ.

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
8 minutes ago, diana said:

თამი მადლობა, <3

სოციალურ ქსელში განთავსება საინტერესო და მარტივი გზაა. ვფქიქრობ ეფექტურიც უნდა იყოს. ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავ.

ასეთი აქციაც შეიძლება - დათაგე 3 მეგობარი და გამოიწვიე ქველმოქმედებაში. თანხა შეიძლება მინიმალური იყოს, 5 ლარი მაგალითად. მე სიამოვნებით გამოვიწვევდი 3 ადამიანს :)) უბრალოდ ლამაზი აღწერა უნდა და ფოტოები

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ერთი რჩევა უფრო სამომავლოდ

თბილისში არსებობს პარტიზან მებაღეების ჯგუფი, რომლებთანაც მქონია გარკვეული შეხება და საკმაოდ ენთუზიასტი ხალხია, მსგავს პროექტებში შესაძლოა ისე ჩაერთონ რომ არანაირი ანაზღაურების გადახდა მათთვის არ მოგიწიოთ. შესაბამისად შესრულებული სამუშაოების გადასახდელი თანხის მოძიების საჭიროებაც არ დადგება, ძველ სამსახურში გვქონდა მათთან საერთო პროექტი სადაც ჩვენ მხოლოდ ნარგავები ვიყიდეთ დარგვაში კი თანამშრომლებს პარტიზანი მებაღეები უსასყიდლოდ დაგვეხმარნენ

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
9 hours ago, აკაკი said:

დიდი მადლობა აკაკი გამოხმაურებისთვის. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, აქ უფრო საუბარია ისეთ სამუშაოებზე, რომელიც კომპანიებმა შეასრულეს (სარწყავი საშუალებების გაყვანა, განათებები და ა.შ..) და ეკოლოგიკას დააკლდა თანხა მათი ბოლომდე ანაზღაურებისთვის. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

მგონი უნდა გამოვიყენოთ მინიმუმ ის იდეები რაც აქ ითქვა..
 
ასევე, საინტერესოა რა გზები არსებობს 

  1. წინასაახალწლოდ ვის შეიძლება მივმართოთ და ვთხოვოთ სკვერის განვითარებაში მონაწილეობა? 
    • დაუშვათ რაღაც გარკვეული თანხა ვთხოვოთ - 2000 ლარი პირობითად - და სანაცვლოდ ჩაგდას თავისი ბრენდირებული ნაძვისხე (ნიკორა ან რომელიმე მიმდებარე მაღაზიათა ქსელი ხომ არ უნდა იყოს?)
  2. რა ფორმით შეიძლება მივმართოთ?>
    1. ვიპოვოთ ვინმე ახლობელი?
    2. მივწეროთ წერილი - თაბახის ლამაზ ფურცელზე
    3. მივწეროთ ელ-ფოსტა (აქ ვინმე გადაწყვეტილების მიმღები პირის მისამართი დაგვჭირდება) + სატელეფონო ზარით მივყვეთ;
    4. თუ რა ფორმა???
  3. სხვა რაიმეს კიდევ გვირჩევდით? 

ველით თქვენს მხარდაჭერას - მანამდე კი დავაკვირდეთ ზემოთ ჩამოთვილი იდეები როგორ განხორციელდება - და თან კარგი იქნება თუ აქვე მოხდება მათი მიმოხილვა.

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

მოგვიყევით რაა როგორ გადაწყვიტეთ საბოლოოდ ეს ამოცანა რეალურად, თუ გადაიჭრა ან რა სტადიაში?

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი

დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია