mai-ko

რომელია ყველაზე მეტად მოთხოვნადი საკონსულტაციო სერვისი?

10 posts in this topic

მეგობრებო, როგორ ფიქრობთ, დღეს საქართველოში მსხვილი და საშუალო ზომის ორგანიზაციებისთვის ყველაზე მეტად რა საკონსულტაციო სერვისი იქნებოდა ღირებული, რაში შეიძლება ჭირდებოდეს ყველაზე მეტად კვალიციფიური კონსულტანტების დახმარება?

თუ გსმენიათ, ყველაზე ხშირად რა ტიპის საკონსულტაციო სერვისებით სარგებლობენ ორგანიზაციები?

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

მოგესალმებით, ვერ გეტყვით, რომ ყველაზე ხშირად მოთხოვნადია, რადგან ახალი პროდუქტია ჯერჯერობით, თუმცა ვფიქრობ, რომ იურიდიული კომპანიებისათვის ძალიან საჭირო და ღირებულია ჩვენი საკონსულტაციო კომპანიის შეთავაზება - ბიზნეს კონსულტაცია. აღნიშნული კონსულტაცია გულისხმობს იურიდიული ფირმების კონსულტაციას სესხების საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტულად კი ეხმარება მათ კონკრეტული სესხის მიზნობრიობის, ასევე, კონკრეტული კომპანიის საქმიანობის მიხედვით, რომელი ბანკი / მსოა მისთვის ყველაზე მეტად შესაფერისი და სად შეუძლია მას საჭირო სესხის აღება. ანუ ვთავაზობთ მათ "პირადი ბანკირის" მომსახურებას, რომელსაც შესწავლილი აქვს ბაზარი საქართველოში მოქმედი ბანკების (საპროცენტო განაკვეთები, რომელ ბიზნესს აფინანსებს/არ აფინანსებს ესა თუ ის ბანკი, განსაკუთრებული შეთავაზებები , რომელიც მოცემულ პერიოდში აქვს ამა თუ იმ ბანკს) და აძლევს მათ მიმართულებას, სად აქვს უფრო მეტად შანსი მისთვის ხელსაყრელი პირობებით აიღოს სესხი. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
13 hours ago, Maia said:

მაია, დიდი მადლობა თქვენი გამოცდილების გაზიარებისთვის. საინტერესო ინიციატივაა ნამდვილად, კარგი იქნება კიდევ თუ გაგვიზიარებთ გარკვეული პერიოდის შემდგომ როგორი შედეგები მიიღეთ ამ სერვისით და რამდენად გაამართლა მოლოდინები. წარმატებები ! :)

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

მაია, ძალიან საინტერესო მომსახურებაა წესით. იმ ორგნიზაციებს, რომლებსაც სჭირდებათ, რომ სწორად შეარჩიონ ბანკი და მასთან საუკეთესო პირობებს მიაღწიონ ნამდვილად სჭირდებათ ობიექტური, ინფორმირებული, კლიენტზე ორიენტირებული, პროფესიონალი პარტნიორი. თუმცა იმის გამო, რომ საქართველოში ეს ინდუსტრია ძალიან კონცენტრირებულია და ბაზარი ძირითადად ორ ბანკს შორის არის განაწილებული მათთან მოგიწევთ ალბათ კონკურირება რაც არ იქნება ადვილი. ყველა შემთხვევაში ძალიან საინტერესო და თამამი წარმოწყება და წარმატებას გისურვებთ დიდს,

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

მოგესალმებით,

დღევანდელ რეალობაში საშუალო ორგანიზაციების უმრავლესობას, ნამდვილად სჭირდება ისეთი კომპანიის დახმარება როგორიც არის სინერჯი ჯგუფი

თუმცა, ძალიან იშვიათია ორგანიზაციამ თავისით-დამოუკიდებლად მოახდინოს პრობლემის იდენტიფიცირება და ბიზნეს საკონსულტაციო სერვისების მქონე კომპანიებთან დაკავშირება, მათ არ აქვთ ამის პირდაპირი მოტივაცია

უმრავლესობისგან ცალსახად ჩანს მოთხოვნა გაყიდვებისა და მარკეტიგის სფეროში, თუმცა აქაც არ არიან გათვიცნობიერებულნი თუ კონკრეტულად რა მიმართულებით სჭირდებათ სტიმულირება და დაგეგმარება, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური  კი ორგანიზაციის შემდეგი განვითარებისათვის და ზრდისთვის რჩება ნაკლებად პრიორიტეტული მათთვის, როგორიც არის სტრატეგიული დაგეგმარება, ორგანიზაციული სტრუქტრუის ანალიზი და განვითარება, ადამიანური რესურსის ტრენინგები და განვითარება. 

ძალიან ფართო და კომპლექსური თემაა, თუმცა მოკლედ ვიტყვი ჩემს აზრს, რომ უნდა მოხდეს სინერჯი ჯგუფის ცოცხალი გაყიდვების სტიმულირება, კერძოდ

1) სეგმენტაცია და ნიშის ბაზრის გამოყოფა იმ გადაწყვეტილების მიმღები პირების ვინც დგანან კონკრეტული მენეჯერული პრობლემების წინაშე 

2) სხვადასხვა სერვისების ერთ კონკრეტულ პროდუქტად გაერთიენება და შეთავაზება ორგანიზაციებზე, როგორც ერთი მთლიანი პროცესის 

3) პირველი ორი სამუშაო უნდა იყოს აუცილებლად უფასო - ორგანიზაციის სტრატეგიული ანალიზი და ორგანიზაცული სტრუქტურის ანალზი რაც საშუალო ორგანიზაციებში დაახლოებით ერთ თვეს მოიცავს

განვითარების ზოგადი გეგმა
 
ორგანიზაციის სტრატეგიული ანალიზი
ორგანიზაციული ხედვის, მისიის და ღირებულებების შესწავლა-განვითარება
ბოლო ან მიმდინარე სტრატეგიული გეგმის ან/და ბიზნეს გეგმის ანალიზი
ორგანიზაციის SWOT - ანალიზი
ორგანიზაციის სტრატეგიული ობიექტების შესწავლა ძირითადი მიზნებნებად ჩამოყალიბება და SMART კონცეფციაში გარდაქმნა
 
ორგანიზაციული სტრუქტურის ანალიზი
 ORG.CHART-ის და თანამშრომლების სიის ანალიზი
თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობების ანალიზი
თანამშრომლების ინფორმაციის შესწავლა
(CV, რეზიუმე, რეკომენდაცია, სამოტივაციო წერილი)
თანამშრომლების შეფასება I ეტაპი (feedback-მენეჯერებისათვის)
მთლიანი ინფრომაციის ანალიზი-სამუშაო არქიტექტურის ჩამოყალიბება
თანამშრომლების შეფასება II ეტაპი (გასაუბრება ჩვენს HR-თან)

ხელმძღვანელობასთან პრეზენტაცია 

ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება
საჭირო კადრების განსაზღვრა
ფუნქცია-მოვალეობების განვითარება-ოპტიმიზაცია და ეფექტური გადანაწილება
საჭირო პოზიციებისთვის განვითარების ხის ჩამოყალიბება
კადრების აყვანის გეგმის შედგენა
მოქნილი ორგანიზაციული სტრუქტურის დანერგვა
ორგანიზაციული სტრუქტურის შემდგომი განვითარების პროგნოზის შედგენა
ხელმძღვანელობასთან პრეზენტაცია 
 
შერჩევა-რეკრუიტინგი
JOB AD - ის კომპლექსური დანერგვა
HEAD-HUNTING-ის სტრატეგიების შემუშავება
გასაუბრების დაგეგმარება 
შორთ-ლისთინგი
 
ტრენინგები და განვითარება
თანამშრომლების შეფასების სისტემის პრაქტიკაში იმპლემენტაცია
თანამშრომლების ტრენინგები გატარებულ ღონისძიებებზე

თანამშრომლების პროფესიული გარე განვითარების დაგეგმარება

სტრატეგიული დაგეგმვის II ეტაპი

ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების კვარტლურ ეტაპებად დაყოფა

პროექტები
განვითარების I ეტაპის პროექტებათ დაყოფა
პროექტების შედგენა

პროექტების დელეგირება-კონტროლის მექანიზმის იმპლემენტაცია სტრუქტურულ ერთეულებზე

შიდა აუდიტი/მონიტორინგი
IAD - შიდა აუდიტის სტრუქტურული ერთეულის ფორმირება
ორგანიზაციაში საჭირო კომიტეტების განსაზღვრა

კომიტეტების ჩამოყალიბება - ტრენინგები - ინტერესთა კონფლიქტების გამოსარიცხად

ვფიქრობ, ზემოთ ჩამოთვლილი სერვისები ლოკალურ ბაზარზე მყოფ საშუალო ორგანიზაციების უმრავლესობას სჭირდება და თავად ჩვენ უნდა მოვახდინოთ ბაზარზე მოთხოვნის გაღვიძება ზუსტად იმ სეგმენტში რომელზეც ვისაუბრეთ

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
48 minutes ago, g.chomakhashvili said:

გიორგი, დიდი მადლობა ასეთი დეტალური პასუხისთვის და დათმობილი დროისთვის, საინტერესო ინიციატივაა სრულყოფილ/მთლიან პაკეტად წარმოდგენა ცალკეული პროდუქტების. რაც შეეხება მოთხოვნის გაღვიძებას, მაგაზეც ხომ არ გექნებათ მოსაზრებები როგორ უფრო სწორია რომ ეს აკეთოს სინერჯი ჯგუფმა?

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
3 hours ago, mai-ko said:

რაც შეეხება მოთხოვნის გაღვიძებას, მაგაზეც ხომ არ გექნებათ მოსაზრებები როგორ უფრო სწორია რომ ეს აკეთოს სინერჯი ჯგუფმა?

  სეგმენტაციის ტექნიკურ დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ორგანიზაციების კლასიფიკაცია და ცოცხალი გაყიდვების დაგეგმარება :) უბრალოდ ძალიან კომპლექსურია. 

წარდგენილი კომპანიის ზოგადი განვითარების გეგმის გაგრძელებად შეგვიძლია მოვისაზროთ 

მარკეტინგული ანალიზი:
 
პროდუქტის შესწავლა
ფასწარმოქნის პოლიტიკის და სტრატეგიის ანალიზი
გასაღების არხების ანალიზი
პრომოუშენის ეფექტურობის ანალიზი
სეგმენტაციის და თარგეთინგის მეთოდების ანალიზი
ლოკალური ბაზრის კვლევა
პირდაპირი კონკურენტების ანალიზი
არაპირდაპირი კონკურენტების ანალიზი
გლობალური ბაზრის კვლევა

მარკეტინგული კომპლექსის განვითარება:

პროდუქტის განვითარება
რე-სეგმენტაცია
თარგეთინგი და ნიშის ბაზრის გამოყოფა
რებრენდინგი
ფასების პოლიტიკის და სტრატეგიების შემუშავება
გასაღების არხების გაფართოება
პრომოუშენის სტიმულირება
სოციალური მედია სტრატეგიები, განვითარება და მენეჯმენტი
 
გაყიდვები:

გაყიდვების გუნდის ჩამოყალიბება

გაყიდვების გუნდის ტრენინგები და განვითარება

გაყიდვების სტიმულირება

1) ორგანიზაციის ხელმძღვანელობას (გადაწვეტილების მიმღებ პირებს)-იმ სეგმენტზე რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს ნაწილი აინტერესებთ ყველაზე მეტად და შესაბამისად ჩვენი მიზანი პრეზენტაციის დროს უნდა იყოს თუ რამდენად ეფექტური გახდება მათი ორგანიზაცია შიდა ღონისძიებების გატარების შემდეგ ამ ნაწილში.

2)   პრეზენტაციის დროს აქცენტი კეთდება, როგორც ერთ მთლიან სამუშაო პროცესზე კომპანიის განვითარებისათვის და ამავდროულად ეტაპობრივ თანამშრომლობაზე, რაც მოისაზრებს შემდეგს:

     ა) პირველ ორ სამუშაოს, რაც არის ორგანიზაციის სტრატეგიული და სტრუქტურის ანალიზი ვატარებთ უფასოდ

     ბ) ვახდენთ პრობლემების იდენტიფიცირებას და განვითარების აუცილებლობის პრეზენტირებას შესაბამისი მიმართულებებით

     გ) გასატარებელი ღონისძიებების ფასწარმოქნა კეთდება ეტაპობრივად და ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებაც შესაბამისად

პ.ს.  თუ მომხამრებელთან დავამყარეთ მჭიდრო კავშირი და კმაყოფილია გატარებული ღონისძიებებით გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. ესეთი მუშაობის ტემპი მომხმარებლის რისკებს ამცირებს და გადაწყვეტილების მიღება მისთვის შედარებით იოლი ხდება

3) მკაფიოდ უნდა იქნას პრეზენტაციაში წარმოდგენილი მათი დანახარჯების და ეფექტურობის შედარება, შიდა კადრის აყვანის და ჩვენს ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შემთხვევებში. 

ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს გაყიდვებში, თუმცა ვფიქრობ ამ გზით შევძლებთ მათ "გაღვიძებას" :) და საქართველოში ბიზნესის განვითარების ტემპის დაჩქარებას.

აქვე შემოგთავაზებთ სინერჯი ჯგუფის ორგანიზაციულ მისიას: 

თითოეული ჩვენთაგანი მაქსიმალურად იხარჯება ყველა საჭირო მიმართულებით თქვენი ბიზნესის მუდმივი    განვითარებისათვის.

ჩვენი მთავარი მიზანია ერთად გავიმარჯვოთ და აღვნიშნოთ თქვენი მრავალი წარმატება ! 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

გაყიდვები, ფანდრაიზინგი - რადგან ეგრევე ფინანსური ნაკადი მოჰყვება. ისე კი ნებისმიერი სერვისი რომელიც რეზულტატის შესაბამისად შეიძლება ანაზღაურდეს, დარწმუნებული ვარ, ძალიან პოპულარული იქნება, თუნდაც თავისით რომც არ ჰქონდეს მენეჯმენტს მოფიქრებულუი და შეთავაზებით მივიდეს ვინმე. საკონსულტაციო სერვისის გაყიდვაში მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორად საქართველოში მიმაჩნია შიში, რომ ფულს გადაიხდი და შემდეგ რეკომენდაციებს ვერ გამოიყენებ

2 people like this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
21 hours ago, არჩილ შიშმანაშვილი said:

გაყიდვები, ფანდრაიზინგი - რადგან ეგრევე ფინანსური ნაკადი მოჰყვება. ისე კი ნებისმიერი სერვისი რომელიც რეზულტატის შესაბამისად შეიძლება ანაზღაურდეს, დარწმუნებული ვარ, ძალიან პოპულარული იქნება, თუნდაც თავისით რომც არ ჰქონდეს მენეჯმენტს მოფიქრებულუი და შეთავაზებით მივიდეს ვინმე. საკონსულტაციო სერვისის გაყიდვაში მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორად საქართველოში მიმაჩნია შიში, რომ ფულს გადაიხდი და შემდეგ რეკომენდაციებს ვერ გამოიყენებ

არჩილ მადლობა მოსაზრებისთვის, გეთანხმები ნამდვილად. შიშიც ალბათ არ არის უსაფუძვლო და ეგ არის მთავარი გამოწვევა, რომ ისეთი შეთავაზება გქონდეს, რომელიც მაქსიმალურად დაარწმუნებს რომ ღირებულია ის, რასაც პირდები და ნამდვილად გამოადგება.

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 12/13/2018 at 10:40 AM, mai-ko said:

არჩილ მადლობა მოსაზრებისთვის, გეთანხმები ნამდვილად. შიშიც ალბათ არ არის უსაფუძვლო და ეგ არის მთავარი გამოწვევა, რომ ისეთი შეთავაზება გქონდეს, რომელიც მაქსიმალურად დაარწმუნებს რომ ღირებულია ის, რასაც პირდები და ნამდვილად გამოადგება.

არადა ნამდვილად შეიძლეა ასეთი შეთავაზებების გაკეთება, თუმცა არანაკლები სამუშაოა რომ მომსახურება სულ უფრო და უფრო ღირებული გახადო კლიენტისთვის

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი

დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია