მარიამ მუნჯიშვილი

როგორ შეიძლება გააფართოვოს საუბნო აფთიაქების ქსელი სახალხომ სწრაფად ?

10 posts in this topic

გვჭირდება იდეები, წინადადებები როგორ შეიძლება ქვეყნის მასშტაბით რაც შეიძლება სწრაფად და პარალელურად წავიდეს ახალი საუბნო აფთიაქების* დამატების პროცესი.

მიზანი რომ ასე დავსახოთ - ვთქვათ წელს თუ არის 100 აფთიაქი, 2019 წლის ბოლომდე როგორ გახდეს მინიმუმ 200?

საუბნო აფთიაქი* -  სადაც ძირითადი მომხმარებელი იქნება გარშემო მაცხოვრებელი. დიდ ქალაქებში საცხოვრებელ სახლებთან ახლოს უბანში, პატარა ქალაქებში და სოფლებში კი მაცხოვრებლებისთვის მოსახერხებელ ადგილებში.

რა ინფორმაციაც გჭირდებათ იდეების მოფიქრებისთვის, აუცილებლად დაგვისვით.

მონდომებული ავტორები დასაჩუქრდებიან მოულოდნელი სიურპრიზით ! :)

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ამ დავალებაში კარგი იქნებოდა ფიქრის მიმართულების მიცემა, უფრო მეტად რაზე გაკეთდეს აქცენტი.

თუმცა მაინც რამდენიმე მოსაზრებას დავაფიქსირებ. ქვეყნის ყველაზე დიდი პირობითად 100 სოფლის (საქსტატიდან ოფიციალური მონაცემები მოვიძიოთ) სია ვნახოთ და გავფილტროთ სად გვაქვს უკვე აფთიაქი, დანარჩენ სოფლებში მოვძებნოთ გამგებლები, ეგ ინფორმაცია საჯაროა. გამგებლებს დავავალოთ აფთიაქის გახსნის "პროექტის მენეჯერობა", მაქსიმალურად შეგვიწყოს ხელი კონკრეტულ ვადაში სოფელში რომ გაიხსნას აფთიაქი რა თქმა უნდა ჩვენი ჩართულობით: ადგილები/უკვე არსებული შენობები შემოგვთავაზოს, ფარმაცევტი თუ ცხოვრობს სოფელში გაგვაცნოს, აფთიაქის რემონტისა და მშენებლობისთვის იქაური ხელოსნები დარაზმოს და ა.შ. წესით მისთვისაც სასარგებლო უნდა იყოს ამ პროექტის წარმატებით განხორციელება (დასაქმდება ადგილობრივი ხალხი, ექნებათ წამლებზე წვდომა და კვალიფიციური ფარმაცევტი ეყოლებათ და ა.შ.) დამატებით მოტივაცია როგორ უნდა მივცეთ - რამე მისთვის ღირებული საჩუქრით დავიწყოთ ეს ურთიერთობა (მაგალითად: სასოფლი-სამეურნეო იარაღების ნაკრები, სახნავი  და სათიბი მოწყობილობა, სატელიტური ანტენა, მობილური ტელეფონი და ა.შ.).  ასე მგონია რომ პარალელურად ბევრი პროცესი შეიძლება წავიდეს, სადაც გარე მოტივირებული პირები დაგვეხმარებიან ბევრი საორგანიზაციო საკითხის მოგვარებაში.

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ვინაიდან ლიბერთის აქვს ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სოფლებში და სავარაუდოდ ისეთ ადგილებში, სადაც მეტია მოსახლეობა. ვფიქრობ, მის ქსელს შეიძლება მივყვეთ და გვერდით ჩავუსვათ აფთიაქები. ნაკადიც დიდია და ბუნებრივად მოვიზიდავდით მომხმარებლებსაც. 

შეიძლება სხვა დიდი ქსელური ორგანიზაციებიც შევისწავლოთ (მაგ. ნიკორა, რომელსაც ასევე უბნის კონცეფცია აქვს, ან ბორანი/კარტლისი - სოფლის მეურნეობის რაღაცებს ყიდიან) და საინტერესო ქსელი რომელიცაა, მის მიმდებარედ განვვითარდეთ. 

 

კიდევ შეიძლება მოვძებნოთ ფარმაცევტები, რომლებიც რეგიონებიდან არიან და იმათ შევთავაზოთ დაბრუნება რეგიონში და დასაქმება, თუ გვაპოვნინებენ კარგ ადგილს.   

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
19 minutes ago, tami said:

ვინაიდან ლიბერთის აქვს ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სოფლებში და სავარაუდოდ ისეთ ადგილებში, სადაც მეტია მოსახლეობა. ვფიქრობ, მის ქსელს შეიძლება მივყვეთ და გვერდით ჩავუსვათ აფთიაქები. ნაკადიც დიდია და ბუნებრივად მოვიზიდავდით მომხმარებლებსაც. 

შეიძლება სხვა დიდი ქსელური ორგანიზაციებიც შევისწავლოთ (მაგ. ნიკორა, რომელსაც ასევე უბნის კონცეფცია აქვს, ან ბორანი/კარტლისი - სოფლის მეურნეობის რაღაცებს ყიდიან) და საინტერესო ქსელი რომელიცაა, მის მიმდებარედ განვვითარდეთ. 

 

კიდევ შეიძლება მოვძებნოთ ფარმაცევტები, რომლებიც რეგიონებიდან არიან და იმათ შევთავაზოთ დაბრუნება რეგიონში და დასაქმება, თუ გვაპოვნინებენ კარგ ადგილს.   

აუ თამი რა მაგრებია ყველა, ბოლო კიდევ განსაკუთრებით. თუ მცირე რეკვალიფიკაციის კურსსაც გავატარებთ რო აღიდგინონ, პირდაპირ მზა კადრებიც გვეყოლება მათსავე ნაპოვნ ადგილებში

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

მეც ლიბერთის იდეა მომივიდა თავში და აი თამის დაუწერია, გარდა იმისა რა არგუმენტებიც ახსენა თამიმ, დამატებით შეიძლება თვითონ ლიბერთისთანაც მოლაპარაკება მაგ საკითხზე და მათ სოციალურ პასუხისმგებლობაში შეუძლიათ გამოიყენონ და ჩვენ რეკლამა მივიღოთ ან ფართი შეღავათით :)

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ასევე ვფიქრობ, რომ რაიონებში არ არის საჭიროება სრულყოფილი აფთიაქებისა, შესაძლებელია რომელიმე მოქმედ მაღაზიებში დახლივით გვქონდეს, ყველაზე აუცილებელი მედიკამენტებით, და უფრო იშვიათ მედიკამენტებზე შეკვეთებით ვმუშაობდეთ - რაიმე კონკრეტული თუ დასჭირდება - კვირაში ორჯერ ჩავუტანოთ დისტრიბუციით. ამით ხარჯებიც დაიზოგება და უფრო ოპტიმალურად მოხდება მარაგების მართვა

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

წამლების აპარატები რომ დგას ხოლმე აერპორტებში ეგეც შეიძლება გამოვიყენოთ და მაღაზიაში/საავადმოყოფებში/ხალხმრავალ ადგილებში დავდგათ იმ სოფლის, იგივე პრინციპია რაც დახლი, თან თუ მაღაზიის მეპატრონეს დაინტერესებას მივცემთ დაეხმარება ეგეც გაყიდვებს :) 

ზოგადად ამ თემას არ უკავშირდება, მაგრამ ვფიქრობ იმ რაიონებში და სოფლებში, სადაც მხოლოდ ჩვენი აფთიაქია, შეიძლება პარაფარმაციის ნაწილშიც უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ მაცხოვრებლებს, მგონია რომ იქ ისედაც არ არის ეგ ნივთები ადვილად ხელმისაწვდომი, მაგრამ შეიძლება რომ უნდოდეთ.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

1. თბილისსა და რეგიონებში არსებულ უძრავი ქონების სააგენტოებს ე.წ "მაკლერებს" აუცილებლად ექნებათ ინფორმაცია რეგიონებში არსებულ გასაქირავებელ ფართებზე. ან ფართებზე, რომლებსაც ტოვებენ არსებული აფთიაქები ან სხვა დაწესებულებები. კარგი იქნებოდა მინიმუმ მათთან მოკითხვა თუ რას გვირჩევდნენ. 

2. შეიძლება სახალხო აფთიაქის სოციალური მედიის გვერდზე გამოკითხვა ჩავატაროთ თუ სად ისურვებდნენ აფთიაქის დამატებას, ან თუ იციან ისეთი ადგილი სადაც მომხმარებლებისგან მოდის მოთხოვნა (რეკომენდაცია გაგვიწიონ). Facebook-ზე პოსტი/სტატუსი დავდოთ და ღირებული ინფორმაციის ავტორი სახალხოს პროდუქტით დავაჯილდოვოთ. ასევე შეიძლება Linked-in ზეც გამოგვეხმაურონ

3. რეგიონალური განვითარების მენეჯერებმა თავის ექიმებთან მოიკითხონ თუ აფიქსირებენ მათი პაციენტები მოთხოვნას აფთიაქებთან დაკავშირებით ან თავად თუ ექნებათ რეკომენდაციები

 

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

რა სირთულე უშლის ხელს აფთიაქების სწარფად გახსნას? როგორ გამოვიცნოთ სადაა კარგი ლოკაცია? თუ ლოკაცია ცნობილია მაგრამ ფართის პოვნაა ძნელი? თუ არც ესაა პრობლემა მაგრამ მარაგებით შევსებაა ძვირი სიამოვნება და საბრუნავი კაპიტალია დეფიციტი? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ თითქოს ერთი შეხვედით ადვილია, აარჩიე უბნები, მოძებნე ფართები, გააფორმე ხელშეკრულება აღჭურვე და შეავსე მარაგით - ამაზე ადვილი რაა :) ალბათ აქ რომელიღაცა პუნქტია პრობლემა და იმაზე კონცენტრირებას შევეცდებოდი...

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

სოფელში აფთიაქი უნდა იყოს სადგურთან ან ბაზართან ახლოს, სადაც ყველაზე მეტად მოძრაობს ხალხი. 

თუ გაიხსნება, ერთ კვირაში არ უნდა დაიხუროს იმ მიზეზით რომ არ არის გაყიდვები. ზარალზე მუშაობაც უნდა აიტანოს თავიდან.

ლიბერთი ეწერა ერთ პოსტში, ლიბერთის ყავს მოძრავი მანქანა- ფილიალები.  შეიძლება მსგავსი აფთიაქის გაკეთება რომელიც ივლის ვთქვათ კვირაში ერთხელ მცირე მოსახლეობიან სოფლებში, დისტრიბუციის ხარჯიც დაიზოგება, პერსონალის და იჯარისაც. :) დაახლოებით ეცოდინება ამ ფილიალს რა მედიკამენტებზეა მოთხოვნა, ან წინასწარ მიიღებს შეკვეთას სოფლისგან.

სოფლებში ხშირად სახლებშიც აქვთ მოწყობილი აფთიაქები. ეს ადამიანები სავარაუდოდ არიან ფარმაცევტები. შესაძლებელია მათთან მოლაპარაკება და შეთანხმება. 

თბილისში, მაგალითად დიდ დიღომში არ გვქონდა დიდი ხნის განმავლობაში ახლოს აფთიაქი. ჯპს გაიხსნა- დაიხურა- გაიხსნა. მოსახლეობა იზრდება მაგრამ ტრანსპორტი და აფთიაქები ვერ გვეწევა.:)  უამრავი აუთვისებელი ადგილია, შემოვლა და დათვალიერება უნდა.

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია