tami

კაფსულა სასტუმროებზე თუ გსმენიათ რაიმე

5 posts in this topic

თუ ყოფილხართ ასეთ სასტუმროში, ან ზოგადად თუ გაგიგიათ მის შესახებ, და როგორ ფიქრობთ, გაამართლებს თუ არა საქართველოში, ან თუ არ იმუშავებს - რატომ.

ამ ტიპის სასტუმროებზე ინფორმაცია შეგიძლიათ აქ ნახოთ: https://en.wikipedia.org/wiki/Capsule_hotel

ეს არის პატარა ზომის სასტუმრო ნომრები, საერთო საშხაპეთი, სრულიად იზოლირებული, რის გამოც არის საკმაოდ ბიუჯეტური. თან შეიძლება ჰქონდეს საერთო სივრცე, სადაც ჩატარდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები და აქტივობები.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

საინტერესოა, შესაძლოა კარგად ვერ აღვიქვი ასეთი ტიპის სასტუმრო, მაგრამ ჩემს წარმოდგენაში ისეთი ადამიანებისთვისაა, ვინც 1 ღამით უნდა სადმე სუფთად დაიძინოს და მისთვის ფასს დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად ტრაილერის მღძოლების, კოლექტივების (ცეკვის ანსამბლები, სპორტული ჯგუფები და ა.შ.) მოკლევადიანი მივლინებების, ორდღიანი ექსკურსიების და მსგავს შემთხვევებში. ვფიქრობ სეგმენტია კარგად დასანახი და დასათვლელი და მუშაობით აუცილებლად იმუშავებს სწორი ლოკაციის და მიზნობრივი კამპანიის შემთხვევაში.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

კაპსულა სასტუმროები იაპონიაში შეიქმნა, მაგრამ ევროპაში წარმატებით ვერ დამკვიდრდა, ამიტომ ოდნავი ტრანსფორმაცია განიცადა ნომრის სიდიდის კუთხით.

საშუალოდ მსგავსი ტიპის სასტუმროებს აქვთ 100-დან 250 მდე ნომერი. მათი ფასი დაახლოებით 30-40% უფრო დაბალია ვიდრე საშუალო 3 ვარსკვლავიანი სასტუმროსი.

ევროპაში მსგავსი ტიპის სასტუმროები არის შემდეგ ქალაქებში: ამსტერდამი, ლონდონი, ანტვეპერნი, კოპენჰაგენი, ნეაპოლი, სანკტ პეტერბურგი

ძირითადად არსებობს 2 ტიპის მქონე კაპსულის ტიპის სასტუმროები: 

1. ეს არის აეროპორტებთან და საზღვრებთან, გათვლილია ადამიანებზე რომელსაც ხშირად უწევთ მოგზაურობა. ფრენიდან ფრენამდე, ან სატვირთო მანქანების მძღოლები. (თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2017 წელს საქართველოს ვიზიტორებისგან 7,500,000 ადამიანიდან დაახლოებით 4,000,000 24 საათზე დიდ ხანს არ დარჩენილა ქვეყანაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათი უმრავლოსობა ტრანზიტული დანიშნულებით მგზავრობდა, ამიტომ შეიძლება საინტერესო იყოს ჩვენი ქვეყნისთვის)

2. მეორე ტიპი არის ქალაქის ცენტრებში, სადაც უფრო ჰოსტელის ტიპის სასტუმროს კონკურენტია, მათი სეგმენტია ახალგაზრდა მოგზაურები, რომლებსაც მცირე ბიუჯეტში უნდა ღამის გათევა. საქართველოში იმ ტიპით როგორიც არის აზიაში სავარაუდოდ არ გაამართლებს, რადგან აზიაში ცხოვრების კულტურაც განსხვავებული (იაპონელების სახლებს თუ შევხედავთ). ევროპული ტიპის კაპსულა სასტუმროს გამართლების უფრო მაღალი ალბათობა აქვს, რადგან მეზობელი ქვეყნებიდან შემომავალი ტურისტები სავარაუდოდ დიდი ხნით არ რჩებიან საქართველოში და ეძებენ ერთი ღამის გასათევ შედარებით მცირე ბიუჯეტიან ადგილებს

Edited by უჩა

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
2 minutes ago, უჩა said:

კაპსულა სასტუმროები იაპონიაში შეიქმნა, მაგრამ ევროპაში წარმატებით ვერ დამკვიდრდა, ამიტომ ოდნავი ტრანსფორმაცია განიცადა ნომრის სიდიდის კუთხით.

საშუალოდ მსგავსი ტიპის სასტუმროებს აქვთ 100-დან 250 მდე ნომერი. მათი ფასი დაახლოებით 30-40% უფრო დაბალია ვიდრე საშუალო 3 ვარსკვლავიანი სასტუმროსი.

ევროპაში მსგავსი ტიპის სასტუმროები არის შემდეგ ქალაქებში: ამსტერდამი, ლონდონი, ანტვეპერნი, კოპენჰაგენი, ნეაპოლი, სანკტ პეტერბურგი

ძირითადად არსებობს 2 ტიპის მქონე კაპსულის ტიპის სასტუმროები: 

1. ეს არის აეროპორტებთან და საზღვრებთან, გათვლილია ადამიანებზე რომელსაც ხშირად უწევთ მოგზაურობა. ფრენიდან ფრენამდე, ან სატვირთო მანქანების მძღოლები. (თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2017 წელს საქართველოს ვიზიტორებისგან 7,500,000 ადამიანიდან დაახლოებით 4,000,000 24 საათზე დიდ ხანს არ დარჩენილა ქვეყანაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათი უმრავლოსობა ტრანზიტული დანიშნულებით მგზავრობდა, ამიტომ შეიძლება საინტერესო იყოს ჩვენი ქვეყნისთვის)

2. მეორე ტიპი არის ქალაქის ცენტრებში, სადაც უფრო ჰოსტელის ტიპის სასტუმროს კონკურენტია, მათი სეგმენტია ახალგაზრდა მოგზაურები, რომლებსაც მცირე ბიუჯეტში უნდა ღამის გათევა.

რა მაგარი ინფორმაციაა, დიდი მადლობა

შენი აზრით, საქართველოში თუ იმუშავებს არატრანზიტული დანიშნულებით - მაგალითად, სადღაც მთაში რომ გავაკეთოთ ეგეთი სასტუმრო, საერთო გართობისა და ღონისძიების სივრცით. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ეს არის ისეთი იდეა, რომელიც პირველი შეხედვით ყოველთვის არამიმზიდველია, მაგრამ სამწუხაროდ რეალურად არავინ იცის იმუშავებს თუ არა, და სანამ არ გააკეთებს ვინმე ვერც გაიგებ :( ერთადერთი გზა არის რომ გაბედო და გააკეთო.

 

და ამისთვის უნდა გამოიყენო, ჩემი აზრით, ბიზნესში ბოლო პერიოდშ დამკვიდრებული მიდგომა, ე.წ. "პროიტოტაიპინგი". როცა იდეას ახორციელებ, მაგრამ მინიამლური შესაძ₾ებელი ამსშტაბით. იმდენად მცირეთი, რომ წინასწარ ცნობილია, ამ მასჭატბში მომგებიანიც კი ვერ იქნება. მაგრამ გათვლა იმაზეა, რომ სამომხმარებლო ქცევა და სხვა დეტალები შეაფასო და ან საერთოდ შეცვალო მიდგომა ან უფრო მორგებული და მშა გააკეთო, მეორე ეტაპზე, როცა უკვე რეალურ ფულს ჩაასხამ წამოწყებაში. ვისაც აინტერესებს ეს მიდგომა, ერიკ რისის "Lean Startup" არის კარგი წიგნი.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია