synergist

როგორ გავხადოთ სინერჯის კაპიტალის პარტნიორები უფრო ცნობადი და სანდო კომპანია? აბა რას ფიქრობთ?

10 posts in this topic

მეგობრებო, მოდით ამ თემაში დავწეროთ პატარა ან არ  ისე პატარა იდეები რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სინერჯის კაპიტალის პარტნიორები უფრო ცნობადი და სანდო კომპანია რომ გავხადოთ? რომ ბევრ ადამიანს და ორგანიზაციას მოუნდეს თანამშრომლობა ჩვენთან. მეტმა ადამიანმა მოინდომოს ჩვენი ინვესტორი გახდეს და მეტმა კომპანიამ მოინდომოს მათი მოწილეები და მესაკუთრეები გავხდეთ. '

ამ იდეების განხორციელებას დავიწყებთ და მოგიყვებით მათ რა შედეგები და ეფექტები ექნება. დაგვეხმარეთ გავხდეთ უფრი ცნობადი და უფრო სანდო

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

პირველ რიგში ნება მომეცით, რომ დასახელებასთან დაკავშირებით მოგცეთ რეკომენდაცია კერძოდ" სინერჯის კაპიტალის პარტნიორები" ზედმეტად გრძელი სახელია გასაპიარებლად გამოსათქმელადაც "სინერჯი კაპიტალი" ბევრად უფრო ადვილი მეჩვენება როგორც გასაპიარებლად ასე დასამახსოვრებლად. ვფიქრობ რომ ცნობადობის მოპოვებაში დასახელებას საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

არსებობს რამოდენიმე საიტი რომლებიც ბიზნესწრეებში პოპულარობით სარგებლობს, მე პირადად მაგალითად ხშირად ვსტუმრობ commersant.ge და bpn.ge -ს

ვფიქრობ რომ  მსგავსი საიტების დახმარებით ცნობადობის ამაღლება სკმაოდ ეფექტურად იმუშავებდა

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

სინერჯი კაპიტალის შემოთავაზება სკმაოდ საინტერესოა თუმცა მისი არსის გადმოცემა სირთულეებთანაა დაკავშირებული, მიუხედავად იმისა რომ ფინანსებთან შეხება მაქვს და ეს ჩემთვის უცხო დარგი არ არის მეც გამიჭირდა პირველ პრეზენტაციაზე ზუსტად გამეაზრებინა თუ რას გულისხმობს კონკრეტულად ეს შეთავაზება როგორ იმუშავებს და ა.შ. ვფიქრობ ბევრ გადაწყვეტილების მიმღებ პირსაც გაუჭირდება ფინანსისტის გარეშე გაიგოს რას სთავაზობთ მითუმეტეს რომ ეს ახალი ხილია, ვფიქრობ კარგი იქნება თუ მარტივ და გასაგებ ენაზე ჩამოყალიბდება მაგალითების მოყვანით, თუ რა სქემასთან გვაქვს საქმე. 

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

კერძო კაპიტალის ბაზრის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საქმეა, რადგანაც სინერჯი კაპიტალის პარტნიორები პირველი სერიოზული პროექტია ამ მიმართულებით, ვფიქრობ რომ ამას უნდა მიექცეს განსაკუტრებული ყურადღება ვფიქრობ ძირითადი აქცენტი ამ საკითხზე უნდა გაკეთდეს, ექსპერტების და ბიზნეს ელიტის ყურადღება როგორც კი გადაერთვება კერძო კაპიტალის ბაზრისაკენ და როგორც კი ეს თემა აქტუალური გახდება ავტომატურად ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება სინერჯი კაპიტალიც რაც გაზრდის მის ცნობადობას.

კერძო კაპიტალის ბაზრის განვიტარებაზე ცნობიერების ამაღლება= სინერჯი კაპიტალის პარტნიორების ცნობადობის გაზრდა

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

აკაკი ძალიან ღირებული იდეებია. მადლობა დიდი. სინერჯი კაპიტალზე გეთანხმებით მაგ მიმართულებით ალბათ უნდა ვიმუშაოთ, რომ მაგ სახელითაც შესაძლებელი იყოს ოპერირება. კერძო კაპიტალის ცნობადობის ამაღლებასაც, რომ ძალიან კარგი ეფექტი ექნება ჩვენზეც თუ ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს გადავდგამთ ეგეც ძალიან კარგი იდეაა და დასაგეგმია მუშაობა მაგ მიმართულებით აუცილებლად. 

შეთავაზების უფრო გასაგებ ენაზე ჩამოყალიბებაც კარგი აზრია და აი მოვიფიქრებთ აბა რა ვქნათ, თუმცა მანდ ჩვენ პირველი ემისია დავხურეთ სრულად. ასე, რომ ახალი ემისიის პირობების ჩამოყალიბებაში უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად.

აკაკი მადლობა დიდი დიდი. 

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

თუ აქციის მფლობელები დათანხმდებიან, შეიძლება მათზე სტატია დაიწეროს - ვინ არიან პირველი ემისიის აქციის მფლობელები. ამ ადამიანების ავტორიტეტი   მგონი ყველაზე კარგი რეკლამაა.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

კიი თამ ძალიამ მაგარი ხალხი გვყავს პირველი ემისიის აქციონერები. ვიდეოებიც უნდა ჩაიწეროს დროთა განმავლობაში და სტატიებიც დაიწეროს მათ გადაწყვეტილებაზე. განსაკუთრებით ახალგაზრდა წყვილებზე ვინც ანაბარიდან გამოიტანა მთელი დანაზოგი აქციების საყიდლად. და ისეთი წყვილიც გვყავს ვინც სესხი აიღო მაგისთვის წარმოიდგინე. უნდა დაიწეროს აუცილებლად

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ცოტა ხნის წინ წავიკითხე იდეა წიგნში - კომპანიის წამყვანი ფიგურის პირადი ბრენდი ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია თავად კომპანიისა და პროდუქტის ბრენდის ცნობადობის გასაძლიერებლად. ამიტომ ავტორი ურჩევდა მკითხველს რომ თავადაც ეაქტიოურათ საზოგადოების წინაშე - ლექციების, პოდკასტების, სტატიების, იუთუბის არხის და ა.შ. საშუალებით პარალელურად იმ ფონზე, რომ მე ამ დროს ამა და ამ კომპანიის დამფუძნებელი ვარ, CEO ვარ და ა.შ. საწყის ეტაპზე ძლიერ ფიქგურას, რომელსაც გარკვეული ბრენდი უკვე აქვს, უფრო გაუადვილდება ამ ბრენდის გაძლიერება და საყოველთაოდ ცნობილად გახდენა, და თუ ბრენდის ნაწილია რომ მე ამ კომპანიასთან ვარ დაკავშირებული კომპანიის ცნობადობაც მიყვება. მერე კი თავად კომპანიაც "ამოიქაჩება"

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

მაგარი აზრია, ცხადად ჩანს არჩილ სტრატეგია მადლობა დიდი. მეტი აქტიურობა უნდა ზუსტად ალბათ კომპანიის ლიდერების მხრიდან. ყველა მედია არხის მიმართულებით კი. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია