synergist

სად მიაქვთ ადამიანებს მათი დანაზოგი საქართველოში

11 posts in this topic

მეგობრებო, მოდით აქ დავწეროთ სად მიაქვთ ადამიანებს მათი დანაზოგი საქართველოში, რა პროდუქტებია ბაზარზე, რა ინვესტირების შესაძლებლობები, რა აქვს გამორჩეული და საინტერესო თითოეულ მათგანს, რატო დებენ ადამიანები ამაში ფულს და ა.შ. საინეტერესოა ამ თემაში თავი მოვუყაროთ ამ შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას და მუდმივად განვაახლოთ 

აბა დავწეროთ ვინ რ ვიცით ამ ინსტრუმენტების, პრიდუქტების, ინვესტირების შესაძლებლობების შესახებ ვის რა გაუგია საინტერესო

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ამ დღეებში შემხვდა კოლიერსის განცხადება ახალ პროდუქტზე: შემოსავლის მომტან უძრავ ქონებაში ინვესტიცია 10%-იანი წლიური უკუგებით - Colliers international Georgia-ს ახალი პროდუქტი https://www.interpressnews.ge/ka/article/518956-shemosavlis-momtan-uzrav-konebashi-investicia-10-iani-cliuri-ukugebit-colliers-international-georgia-s-axali-produkti/

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

მადლობა თამ საინტერესო ლინკისთვის, ხო არ შეგიძლია გვითხრა რას ფიქრობ რა პერსპექტივა აქვს მაგ პროდუქტს შენი აზრით და რა უპირატესობა ჩვენ პრივილეგირებულ აქცირბთან?

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
On 11/6/2018 at 9:12 AM, synergist said:

მადლობა თამ საინტერესო ლინკისთვის, ხო არ შეგიძლია გვითხრა რას ფიქრობ რა პერსპექტივა აქვს მაგ პროდუქტს შენი აზრით და რა უპირატესობა ჩვენ პრივილეგირებულ აქცირბთან?

სამწუხაროდ გამიჭირდება შედარება, დეტალურად არ ვიცნობ ამ პროდუქტს.

 

ზოგადად კი ჩემს ირგვლივ რაც გამიგია, დანაზოგით ყიდულობენ ბინებს, უძრავ ქონებას და აქირავებენ შემდგომ, ან ჰოსტელებად აკეთებენ.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ერთერთი ტრენდია ბათუმში ე.წ "სასტუმროს ტიპის" აპარტამენტის შეძენა. სტუდიოს ტიპის ბინა რომელსაც მშენებელ-დეველოპერი გააქირავებს, მესაკუთრის არყოფნისას. სქემა მუშაობს თუმცა უკვე იმდენი დაიყარა ესეთი ბინები რომ გაქირავებიდან შემოსავლები მკვეთრად კლებულობს წლიდან წლამდე. უფრო კარგად მუშაობს იგივე ვარიანტი ბაკურიანში რადგან ახალი მშენებლობების შესაძლებლობა შეზღუდულია და 4 სეზონიანი კურორტია, ბოლო პერიოდში ასეთი პროექტები გამოჩნდა გუდაურშიც. ძირითდად ამ სეგმენტში ლიდერობენ ისეთი კომპანიები როგორიცაა "ორბი ჯგუფი" "რედკო" "მგზავრები" 

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

საქართველოში ზოგადად არასტაბილური პოლიტიკურ-ეჯონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ვისაც აქვს გარკვეული დანაზოგი ცდილობს ინვესტიცია განახორციელოს ნაკლებად რისკიან საქმეში,როგორებიცაა მაგ: სამშენებლო სფერო,საბანკო ანაბრები,კომერციული ფართები.აგრეთვე არასრულყოფილი ინფორმაციის და ცოდნის გამო ნაკლებად ენდობიან საფონდო ბირჟებზე მომუშავე ორგანიზაციებს და პირებს,ასევე მაღალი რისკის შემცველ სფეროებს

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

მე მგონია ჩვენ შეგვიძლია ნელ-ნელა ნდობის დაგროვების კვალობაზე კონკურენცია გავუწიოთ ორივე სფეროს უძრავ ქონებასაც და საბანკო ანაბრებსაც. რას ფიქრობთ? ორივეს აქვს თავისი სისუსტეები, მიუხედავად იმისა, რომ უფრო უსაფრთხოდ ითვლება, 

აი მზარდ ახალგაზრდა კომპანიებში ინვესტირება რამდენად შეიძლება იყოს ადამიანებისთვის საინტერესო? რომელი ჯგუფებისთვის და რა შემთხვევაში მეგობრებო რას ფიქრობთ?

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ყველა ვარიანტში საინტერესოა. იმდენადაც კი, რომ ვფიქრობ ამ მიმართულ;ების პოპულარიზაციის დროს არც კი არის საჭირო რესურსების ხარჯვა იმაზე, რომ ადამიანები დაარწმუნო რა კარგი შედეგებია როცა კომპანია კარგად მიდის. ვფიქრობ რესურსები უნდა იმაზე დაიხარჯოს, რომ ადამიანები დარწმუნდნე რომ ისეთი დიდი რისკიც არაა ცუდად წაუვიდეს კომპანიას საქმე როგორც შენ გგონია. ჩემი აზრით რისკის აღქმა უბიძგებს ადამიანების უმეტესობას კომპანიების ნაცვლად ფული უძრავ ქონებაში ჩადონ, თორემ ის კარგად იციან რომ უკუგება კარგ კომპანიაშ ინვესტიციას მეტი ექნება.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

თუმცა ჩემი ერთი მეგობარი დღეს მიყვებოდა როგორ იყიდა სახლი ვაკეში, როგორ გაარემონტა და 270 000 დოლარი დაუჯდა, გადასვლას აპირებდა და ბოლო მომენტში გადაიფიქრა. 

ეგრევე გავიფიქრე ამ ფასად მინიმუმ 5 ძალიან კარგი კომპანიის მოწილე გახდებოდა 10-15 პროცენტიანი წილებით, რაც მისი ოჯახისთვის უდიდესი აქტივი იქნებოდა უკვე 3-5 წელიწადში. რამდენი გვაქვს სამუშაო, რომ ადამიანები ასეთ ინვესტირებას არ ანიჭებდნენ უპირატესობას.

ძალიან დამწყდა გული, რომ ვერ ვახერხებთ ჯერ ასეთი არასწორი დაბანდებების ხელის შეშლას უახლოს წრეშიც კი. ჯერ ჯერობით, იმედი მაქვს სულ უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს კომპანიების წილებში შესვლას. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
On 1/28/2019 at 11:50 AM, tami said:

აკაკი, მადლობა მოსაზრებისთვის, თქვენ როგორ ფიქრობთ, იმ მოხუცებისთვის რომლებიც მარტონი არიან მთელი დღე, რა შეიძლება მოვიფიქროთ, რომ სიბერე გავხადოთ უფრო სასიამოვნო? (ნაწილს საზღვარგარეთ ჰყავთ შვილები, ან მთელი დღე მუშაობენ და სახლში გვიან ბრუნდებიან)

თავად მოხუცებს უნდა ვკითხოთ :) ჩემი მოსაზრებით ნებისმიერი საქმიანობა რაც აგრძნობინებთ მათ რომ ისინი ვინბმესთვის საჭირონი არიან და კლავაც შეუძლიათ სარგებობის მოტანა და მხოლოდ ოჯახის და საზოგადოების ტვირთს არ წარმოადგენენ.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია