synergist

რა ვიცით საინტერესო და ახალი კერძო კაპიტალის ფონდების შესახებ

9 posts in this topic

მეგობრებო, გთხოვთ ამ თემაში დავწეროთ თუ რამე ვიცით საინტერესო კერძო კაპიტალის ფონდების შესახებ და თუ რამეს გავიგებთ ახალს. 

ერთის მხრივ ეს დაგვეხმარება რაც შეიძლება მეტი ახალი და სანტერესო გავიგოთ ამ ინდუსტრიაზე და მეორეს მხრივ ახლები ვინც შემოვლენ გადაავლებენ თვალს და სწრაფად გაერკვევიან სად ვართ რა თემას დავტრიალებთ გარშემო და უფრო ადვილად ცაერთვებიან. 

წინსწარ მადლობა ყველას აქტიურობისთვის ---

აბა მოიწერეთ რაა მოკლედ რაც იცით და თუ რამეს გაიგებთ ახალს და საინტერესოს კერძო კაპიტალის ფონდების შესახებ:  

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

იქნებ ამ ტერმინის დეფინიციით დავიწყოთ, ვფიქრობ შემდეგ დისკუსიას გაადვილებს. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

მე როგორც ვარ განწყობილი ამ დეფინიციის მიმართ კერძო კაპიტალის ფონდში მოვიაზრებ ისეთ ორგანიზაციას რომელიც კერძო კაპიტალის დახმარებით ყიდულობს წილებს გარკვეული კატეგორიის კომპანიებში და ძალიან ცდილობს გაუზარდოს მათ ღირებულება და ამაზე იხეიროს.  წავა აკაკი ესეთი საწყისი განმარტება?

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ცოტა ხნის წინ ლინკდინშ დამამატა ადმიანმა, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიური სტარტაპების ონლაინ ინკუბატორს და აქსელერატორს წარმოადგენს. ცნობისმოყვარეობა გამიღვიძა და გავეცანი საიტს და დასკნა ასეთია: ენჯერლ ინვესტორების ჯგუფია, რომლებსაც აწყობილი აქვთ კონსულტანტებისა და მენტორების ქსელი (მეც მაგისთვის დამიკავშირდნენ) და სხვა დამხმარე სერვისები. ეძენებ კარგ იდეებს, რომლებშიც ინვესტირებას ახდენე და შემდეგ საკუთარი ინვესტიციის დაცვას მენტორებისა და ამ სერვისების დახმარებით უწყობენ ხელს.

ჩემი დაკვირვებით უფრო ისეთ იდეებს ეძებენ, რომლებიც მათ უკვე არსებული სისტემის შეიგნით მაქსიმალური წარმატების ალბათობა აქვს. ანუ არ ცდილობენ ნებისმიერ კარგი იდეას წაეპოტინონ და მერე იმტვრიონ თავი როგორ მიეხმარონ. ცენტრალური იდეა არის სისტემა რომელიც, რა თქმა უნდა, სპეციფიურია და უფრო მორგებულია ერთი სახის ბიზნესებზე და ნაკლებად დაეხმარება მეორეს. ისე დიდად წარმატებული არ ჩანდა ეს ჯგუფი :) მაგრამ სტიმულირების სისტემა, რომელის შესაბამისი ბიზნესები უნდა შეარჩიო, ძალიან საინტერესოდ მეჩვენა.

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
11 hours ago, synergist said:

მე როგორც ვარ განწყობილი ამ დეფინიციის მიმართ კერძო კაპიტალის ფონდში მოვიაზრებ ისეთ ორგანიზაციას რომელიც კერძო კაპიტალის დახმარებით ყიდულობს წილებს გარკვეული კატეგორიის კომპანიებში და ძალიან ცდილობს გაუზარდოს მათ ღირებულება და ამაზე იხეიროს.  წავა აკაკი ესეთი საწყისი განმარტება?

საკმაოდ მოკლე და გასაგები განმარტებაა, სამწუხაროდ ვეცადე ინგერნეტში მენახა ამ დეფინიციის განმარტება და ვერ ვნახე. ვფიქრობ რომ ამ ტერმინის ცნობადობაზე და დამკვიდრებაზე არის სამუშაო გასაწევი. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
11 hours ago, აკაკი said:

საკმაოდ მოკლე და გასაგები განმარტებაა, სამწუხაროდ ვეცადე ინგერნეტში მენახა ამ დეფინიციის განმარტება და ვერ ვნახე. ვფიქრობ რომ ამ ტერმინის ცნობადობაზე და დამკვიდრებაზე არის სამუშაო გასაწევი. 

კი კი აკაკი აი ბევრი ძალიან და ნელ ნელა იმ ადამიანების რიცხვიც გაიზრდება ვინც ამ ოპერაციებში წამოგყვება ან ისე ჩაერთვება უჩვენოდაც. ამ მიმართულებაზე ინფორმაციის გავრცელება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ერთი სტატიიდან არის ამონარიდი და ვფიქრობ ჩვენც გამოგვადგება:

Work from the exit strategy backward

 In particular, early understanding of which trade buyers could acquire the business at exit helps shape the strategy to develop a business that best fits these potential acquirers. “Without a clear exit strategy, the business may make the wrong decisions—for example, grow in an area that will depress the exit multiples or make it less attractive to trade buyers,” one survey participant explains. “So an exit strategy is key to the support provided by the PE operations team; 100-day planning should be easy if proper strategy work has been done.” Most CEOs who mention exit planning also support early involvement of the operations team.

Operations teams often lift the focus to the bigger picture, working from the exit strategy backward and with a relentless focus on mid- to long-term value creation supported by a true business transformation agenda. When asked to identify the key areas of expertise that PE operations teams provide, the strongest ratings were on business and growth strategy and on M&A support and integration.

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ჩვენი პრეზენტაციისთვის კლასიკურ განმარტებას და სქემებს ვეძებდი და ასეთ ფორმულირებებზე ჩამოვყალიბდი:

კერძო კაპიტალის ფონდის მისიაა ინვესტიცია განახორციელოს საშუალო ან გრძელვადიანი პერიოდით, ზრდის მაღალი პოტენციალის მქონე კომპანიებში, ამასთან ხელი შეუწყოს და დაეხმაროს კომპანიებს ზრდაში და განვითარებაში, კაპიტალში მონაწილეობის სანაცვლოდ.

ასევე:

  • შედგება შეზღუდული პასუხისმგებლობის პარტნიორისა (LP) რომელიც ფლობს ფონდის წილების 99%-ს და მთავარი პარტნიორისგან (GP) რომელიც 1%-ის მფლობელია და გააჩნია სრული ვალდებულება, ასევე პასუხისმგებელია ინვესტიციის განხორციელებაზე.
  • წინასწარ შეთანხმებულ პერიოდში მენეჯმენტის მოსაკრებელი (management fee ) -მთლიანი საინვესტიციო მოცულობის 2%;
  • კერძო კაპიტალის ფონდი პორტფელში არსებული ყოველი კომპანიიდან, ყოველწლიურად მოგების წილის გარდა, საჯარო შეთავაზებით (IPO) კომპანიის გაყიდვისას მოგების 20%-25% იღებს.
  • მთავარი პარტნიორი(GP) ორი წლის განმავლობაში იზიდავს ინვესტიციებს, პორტფელური კომპანიის მენეჯმენტში ერთვება ოთხიდან შვიდი წლის განმავლობაში, ხოლო ათი წლის თავზე სრულიად გამოდის ფონდიდან.
  • კაპიტალში მონაწილეობის საშუალო მოცულობა $ 1,000,000
1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 2/26/2019 at 10:22 AM, elene.minashvili said:

ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციაა ელენე, კიდევ რამე საინტერესო ისეთი რაც საქართველოში ჩვენს პოტენციურ ინვესტორებს უფრო მეტად დააინტერესებს ხომ არ შეგვიძლია რამე მოვიძიოთ? 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი

დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია