tami

მცირებიუჯეტიანი იდეები - როგორ გავახაროთ სასტუმროს ვიზიტორები  

19 posts in this topic

სასტუმროს ვიზიტორები არიან ევროპის და პოსტსაბჭოთა სივრცის სტუმრები, საშუალოშემოსავლიანი სეგმენტი.

სასტუმროს კონცეფციაა ქართული კულტურის/კერძების გაცნობა და შეყვარება.
 
გვინდა იდეები, რომლებიც მარტივი განსახორციელებელია მაგრამ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მოახდენს. შეიძლება გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილებაც. 9_9

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ვფიქრობ შეიძლება გათამაშების მოწყობა (და შემდგომ ფბ გვერდზე ზომიერად გაპიარება), სადაც მომგებიანი ნომერი/ები მიიღებენ სხვადასხვა საჩუქრებს, მაგ: ქართული ღვინო, ბარბარეს კერძებიდან შეიძლება დესერტი ფელამუში-ქეიქი, ქართული ყველის ასორტი, ჩურჩხელა და ა.შ. 

მსგავსი მომგებიანი ბილეთი შემხვდა მეც ერთხელ ოღონდ ფაბ-ში და ძალიან სასიხარულო იყო, დამამახსოვრდა.

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ახალი არ არის, თუმცა დაბალფასიანი, მაგრამ კარგი ღვინის დახვედრება/ასევე დაჭრილი ჩურჩხელა ძალიან კარგად მუშაობს. მე ვიყენებ ამ მეთოდს.

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

დეფოლტად დაახვედრო ყველას არა (სასტუმრო ბიუჯეტურია, ხარჯებს გაზრდის), უფრო დასამახსოვრებელი და სასიხარულოა "მოგება" - "იღბლიანი ნომერი" და მხოლოდ ღვინო და დაჭრილი ჩურჩხელის ასორტი არა, შეიძლება იყოს ასევე ფელამუში, საახალწლოდ გოზინაყი, ქართული ყველის ასორტი, მჭადი და ნადუღის ბურთულები და ა.შ. ლამაზად გაფორმებული.

ფოტოს გადაღება "იღბლიანი სტუმარი" და ლობიში ან სასაუზმე ოთახში გამოფენა, ზომიერი პიარის მიზნით...

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 11/2/2018 at 1:28 PM, ნინო მ. said:

ნინო, ხომ არ გახსოვთ, ტექნიკურად როგორ იყო ეს გადაწყვეტილი? ნომრებში გხვდებოდათ ბილეთების მაგვარი რამ, თუ ჩექ-ინისას გაძლევდნენ ბილეთს? და გადათამაშება საღამოს ტარდებოდა თუ რანაირად იყო ორგანიზებული?

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

მე სასტუმროში მსგავსი არ მინახავს, იყო ფაბ სადაც მაგიდის ქვეშ იყო საჩუქარი და გამოცხადდა რომ ყველას შეემოწმებინა მაგიდა, რადგან ერთ ერთი იყო "იღბლიანი"... მაგრამ თქვენს ქეისზე ვფიქრობ აჯობებს გათამაშების მაგვარი, დაანონსდეს ლობიში რეკლამის და საუზმეზე გაფრთილების სახით რომ საღამოს 22:00 მაგალითად იქნება ლოტოტრონის პრინციპით გათამაშება "ქართული კერძების/ნუგბარის ასორტი". ასევე არასეზონზე შეიძლება იგივე ოღონდ ყველა სტუმარს ვინც მინ. 3 ღამით მაინც დაჯავშნის ნომერს. ამ თემისთვის შეიძლება ლობიში კედლის გამოყოფაც ფოტოებით და რევიუებით მოგებული სტუმრებისგან...

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ვფიქრობ ამ შეკითხვაზე ყველაზე კარგად თავად სტუმრები გიპასუხებენ. მე მქონდა ტურისტებთან გამოცდილება გასულ ზაფხულს და ბევრი ვიჭყლიტეთ ტვინი, მაგრამ მარტივად რამოდენიმე ადამიანის გამოკითხვით იმაზე გაცილებით მეტი ღირებული რჩევა მივიღეთ,  ვიდრე მე და მეგობარმა დამოუკიდებლად 2 დღიანი ფიქრის შემდეგ:))

ნომერში ან მისაღებში კითხვარის ფურცელი რომ იყოს ჩურჩხელასთან ერთად, მე ვფიქრობ ხალისით შეავსებენ:)

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

პატარა ამანათის გატანება საზმის მერე რაც მორჩება იქიდან შეფუთული ვისაც სურვილი ექნება რო წაიღოს მგონი ბევრისთვის შეიძლება იყოს სასურველი. მათთვის გატანება სპეციალური ფუთითრაც მოეწონებათ სტუმრების ნაწილს გაახარებდა მგონი. ამ ამ მიზნით შეიძლება ცალკე ფუთა გაკეთდეს, 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

თუ მიზნად დაისახავ რომ ასიამოვნო მილიონ გზას იპოვი ამისათვის და იმ ფულად რაც გაქვს და საერთოდ უფულდაც თუ არ გაქვს, მთავარია როგორ გინდა გაახარო და ასიამოვნო. მე ჩემი ნება რომ იყოს ნომერში დავახვეხრებდი ყოვედღე ერთს ნამცხვარს ძალიან გემრიელს წარწერით ბატონო ეს, თვქვენ ძალიან ძვირფასი ხართ ჩვენთვის. 

დაბადების დღეებზე მექნებოდა პოლიტიკა, ტორტი ბუშტები მაგარი გულიანი მილოცვა. გოგონებისთვის ყვავულები, ბავშვებისთვის ბუშტები, ვკითხავდი თუ სირბული უნდა ვინმეს წავიყვანდი სარბენად, თუ ველოსიპედით უნდა კატაობა წავყვებოდი და ვეკატავებოდი მეც, თუ ბარში მოინდომებდა წასვლას წავყვებოდი ან გავაყოლებდი ვინმეს. წესი მექნებიდა სახლში დამეპატიჯა წყვილი სტუმრად კვირაში ერთხელ მაინც თუ არა თვეშუ ერთხელ მაინც, წავიყვანდი 8000 ში ვისაც ვნახავდი რო მოწყენილია, წავიყვანდი 8000 ში ვისაც ვნახავდო რო ვერ იგრძნო საქართველო, ერთ ბოთლ ღვინოს დავუდებდი მაცივარში მამაკაცი რო იქნებოდა მარტო და ვეტყოდი რო საჩუქარია ჩვენგან. 

დღეში 100 ლარს გამოვყოფდი გაოცების ბიუჯეტს და თანამშრომლებთან ერთადმოვიფიქრებდით როგორ დაგვეხარჯა და მგონი მაგარი იდეები შეგროვდებიდა. იმ იდეების ავტორებს ვისაც ყველაზე მაგარი გამოხმაურება ექნებოდათ სახლში დავოატიჟებდი ჩემთან ან რამენაირად გამოვუხატავდი რომ განსაკუთრებით ძვირფასი თანამშრომლები არიან

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 11/6/2018 at 0:13 AM, kordzigio said:

ვფიქრობ ამ შეკითხვაზე ყველაზე კარგად თავად სტუმრები გიპასუხებენ. მე მქონდა ტურისტებთან გამოცდილება გასულ ზაფხულს და ბევრი ვიჭყლიტეთ ტვინი, მაგრამ მარტივად რამოდენიმე ადამიანის გამოკითხვით იმაზე გაცილებით მეტი ღირებული რჩევა მივიღეთ,  ვიდრე მე და მეგობარმა დამოუკიდებლად 2 დღიანი ფიქრის შემდეგ:))

ნომერში ან მისაღებში კითხვარის ფურცელი რომ იყოს ჩურჩხელასთან ერთად, მე ვფიქრობ ხალისით შეავსებენ:)

წლის მანძილზე სხვადასხვა სასტუმროს სტუმარი ვარ და მაქედან გამოვდივარ სწორედ...

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ნინო, ძალიან მოგვეწონა თქვენი იდეა და აუცილებლად ვაპირებთ განხორციელებას, შედეგებს გაგიზიარებთ.

გიო, თქვენ როგორ ფიქრობთ, გამოკითხვის რა ფორმა გავაკეთოთ, რომ მარტივი იყოს სტუმრებისთვის და არ დაეზაროთ? ჩვენ უკუკავშირის ფორმებს ვადგენთ ახლა და ჯერ იდეალური გადაწყვეტა ვერ ვიპოვეთ.

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

სტუმრებზე ძალიან პატარა 1 სტროფიანი ლექსები შევთხზათ ინგლისურად და კართან დავახვედროთ ხოლმე პატარა ფურცელზე. ლექსი უნდა იყოს ისეთი რომ კარგ ხასიათზე დააყენოს, კომპლიმენტი მივცეთ იმ დღის ჩაცმულობაზე, რჩევა მივცეთ ლექსის სახით და ა.შ ლექსში მისი სახელი უნდა ფიგურირებდეს რომ მიხვდეს ვიღაცამ პერსონალურად მასზე იფიქრა. ასეთი პატარა წერილები სავარაუდოდ ისეთი მოულოდნელი და სასიამოვნო იქნება რომ აუცილებლად დაპოსტავენ და გაავრცელებენ ამ ემოციას.

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
18 minutes ago, tami said:

ნინო, ძალიან მოგვეწონა თქვენი იდეა და აუცილებლად ვაპირებთ განხორციელებას, შედეგებს გაგიზიარებთ.

გიო, თქვენ როგორ ფიქრობთ, გამოკითხვის რა ფორმა გავაკეთოთ, რომ მარტივი იყოს სტუმრებისთვის და არ დაეზაროთ? ჩვენ უკუკავშირის ფორმებს ვადგენთ ახლა და ჯერ იდეალური გადაწყვეტა ვერ ვიპოვეთ.

ონლაინ გამოკითხვა, რომლის ბმულის მიღება მარტივად არის შესაძლებელი, მაგალითად QR Code-ით. ან ალბათ სტუმრის მეილი გექნებათ და წერილს თან რომ ახლდეს ბმული ეგეც ნორმალურია.

ოღონდ არავინ არ შეავსებს მას, თუ სანაცვლოდ რაიმე საჩუქარს არ დაპირდებით.

კითხვარი როცა იგზავნება ნორმალური პლატფორმიდან მოგდით შეტყობინება და უკვე გეცოდინებათ ვინ შეავსო, საღამოს კი რამე საჩუქრის მირთმევა შეგიძლიათ (აქ ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება).

ZOHO Survey ნახეთ. მე მას ვიყენებ როგორც ZOHO-ს პარტნიორი და ძალიან კომფორტულია...

მე მაგალითად კითხვარის შევსებაზე უფასო კონსულტაციას ვჩუქნი:)

თუ რაიმე და დახმარება დაგჭირდებათ zoho-ს კითხვარის ტექნიკურ ნაწილში, აქ მომწერეთ https://m.me/kordzigio  :)

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
30 minutes ago, kordzigio said:

დიდი მადლობა, აუცილებლად ვცდით და გეტყვით შედეგებსაც :)

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

წასვლისას შევთავაზოთ ერთად გადავიღოთ და დავბეჭდოთ 2 სურათი, ერთი თან გავატანოთ და მეორე გვქონდეს დიდი სტენდი სადაც გავაკრავთ იმ წლის ვიზიტორებს. მე გამიხარდებოდა მერე იმ სასტუმროში ჩემმა ნაცნობმა რომ აღმომაჩინოს და თან მეტი სტიმული მექნება სხვაგანაც რომ ვთქვა. ერთი პოლაროიდი დაგვჭირდება სულ 😊

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ნომერში რომ შევლენ სტუმრები, სადაც ეკრანი არის ირთვებოდეს ვიდეო, რომელიც ჩაწერილია მათთვის, მიმართავენ სახელით და რამდენიმე წუთით უყვებიან საქართველოზე. იმის მიხედვით რამდენი ღამით რჩებიან, რა ასაკის არიან სთავაზობენ სანახაობებს, სად რა გასინჯონ, თან აჩვენებენ ვიდეოში ამ ყველაფერს, ბოლოს ბედნიერ დარჩენას უსურვებენ

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

პატარა ბარათი დაახვედრო ხელნაწერი, სადაც სტუმრებს სახელით მიმართავ და თბილ სურვილებს უწერ.

წვიმიან ამინდში საწვიმრები / ქოლგა დაახვედრო ნომერში.

წასვლის დილას ჩურჩხელები გაბანტული გაატანო წარწერით - გაასინჯე შენთვის ყველაზე ძვირფასს

წასვლისას სასტუმროს პერსონალი ყველა ერთად აცილებდეს და ღიმილით ემშვიდობებოდეს

ქართული ხალხური მუსიკის კონცერტი მოაწყო სასტუმროშივე და მოსაწვევები დაახვედრო ნომრებში სტუმრებს

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
18 hours ago, მარიამ მუნჯიშვილი said:

რა მაგარი იდეებია მარიამ <3 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 11/8/2018 at 3:50 PM, mai-ko said:

სტუმრებზე ძალიან პატარა 1 სტროფიანი ლექსები შევთხზათ ინგლისურად და კართან დავახვედროთ ხოლმე პატარა ფურცელზე. ლექსი უნდა იყოს ისეთი რომ კარგ ხასიათზე დააყენოს, კომპლიმენტი მივცეთ იმ დღის ჩაცმულობაზე, რჩევა მივცეთ ლექსის სახით და ა.შ ლექსში მისი სახელი უნდა ფიგურირებდეს რომ მიხვდეს ვიღაცამ პერსონალურად მასზე იფიქრა. ასეთი პატარა წერილები სავარაუდოდ ისეთი მოულოდნელი და სასიამოვნო იქნება რომ აუცილებლად დაპოსტავენ და გაავრცელებენ ამ ემოციას.

მცირებიუჯეტიანი, პერსონალური, სახალისო, ემოციური...

@mai-ko სუპერ! 👍👏👌

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი

დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია