tami

ფინანსური კრიზისის დროს როგორ ინარჩუნებთ თანამშრომლების მოტივაციას?

3 posts in this topic

ბევრ ორგანიზაციას უდგება ხოლმე პერიოდები, განსაკუთრებით ახლადშექმნილ კომპანიებს, როდესაც ორგანიზაციას ექმნება ქეშის დეფიციტი და თანამშრომლებს უგვიანდებათ ანაზღაურება. რა თქმა უნდა, მენეჯმენტი პასუხისმგებელია, რომ ესეთი შემთხვევები არ იყოს ორგანიზაციაში, მაგრამ მაინც არის ეგეთი შემთხვევები, მათ შორის ჩვენს პორტფელურ კომპანიებში. 

საინტერესოა თქვენი პრაქტიკის გაზიარება - ასეთ დროს როგორ მოქმედებთ, რომ დემოტივაციამ არ იმოქმედოს კომპანიის საქმიანობაზე, განსაკუთრებით კი მომსახურების/პროდუქტის ხარისხზე - რომელიც ეგრევე დიდ გავლენას ახდენს ორგანიზაციის პერფორმანსზე. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ჩემი აზრით, ორგანიზაციაში ფასეულობების მყარი სისტემის შექმნის და შემდეგ მუდმივი განმტკიცების (მათ შორის თანამშრომლების შერჩევის პროცესში) მნიშვნელობა სწორედ კრიზისულ სიტუაციაში იძლევა თვალსაჩინო შედეგებს.

თუმცა, ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია - რა სიტუაციაში ვართ, როგორ ვხედავთ აქედან გამოსავალს, რა დახმარება გვჭირდება თითოეული მათგანისგან და რა მცირე წარმატებები/გამარჯვებები გვაქვს ხოლმე პროცესში. ზოგჯერ მენეჯმენტი ახდენს კრიზისული მდგომაროების იგნორირებას და არ საუბრობს ამაზე თანამშრომლებთან, რაც შეცდომაა ჩემი აზრით, რადგან მაინც ყველა ხვდება/ან იგებს დამახინჯებულად რომ კომპანია გასაჭირშია და ამავდროულად არც ის იციან აქვს თუ არა საერთოდ მენეჯმენტს რაიმე გეგმა ამ პრობლემების დასაძლევად. ეს კი, სიტუაციას მგონია რომ უფრო ამძიმებს.

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ჩემი აზრით, მოტივაციას გაზრდის,  თუ ღიად გავაანალიზებთ, რამ გამოიწვია პრობლემა და მთელი გუნდი ჩაერთვება აღმოჩენილი პრობლემის მოგვარებაში, თორემ ხელფასის დაგვიანებას, როცა თანამშრომელს საკუთარი ვალდებულებები აქვს დასაფარი - ვერანაირი მოტივაციით და კანფეტით ვერ გავანეიტრალებთ, მაგრამ თუ აღმოჩნდა რომ პრობლემა არასწორმა მენეჯმენტმა ან დამფუძნებლების სიხარბემ გამოიწვა.. მოტივაციისგან ფერფლიც აღარ დარჩება

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია