Nona

ზაფხულში რა პროექტები შეიძლება განვახორციელოთ, რომლებიც გაზრდის ჩიკორის ცნობადობას და მასზე მოთხოვნას (როგორც ქსელებში, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში)?

6 posts in this topic

ქარელის ხილი, როგორც იცით, ეს არის ქართული ნატურალური ჩირის მწარმოებელი კომპანია,  რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მოყვანილი ხილისგან საუკეთესო ხარისხის საექსპორტო პროდუქტის შექმნას და მის რაც შეიძლება კარგი პირობებით გაყიდვას საქართველოშიც. 

ზაფხულის პერიოდში საქართველოში ბევრი ხილია, რის გამოც ჩირის გაყიდვები ბუნებრივად იკლებს. ამის გათვალისწინებით, რა აქტივობები, პროექტები შეიძლება განვახორციელოთ ზაფხულში (როგორც ქსელებში, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში), რომლებიც გაზრდის ჩიკორის ცნობადობას და მასზე მოთხოვნას?

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ყველაზე მარტივი რაც მომაფიქრდა ნაყინი სადაც იყიდება იმ ჯიხურებში მოხდეს ჩირის გაყიდვაც და ლამაზად განთავსება.

კიდევ ვიფიქრებ :x

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ზაფხული ლაშქრობების და მოგზაურობების სეზონია და ამ მიმართულებით მარკეტინგი, ხილის წაღება მოუხერხებელია ესეთ დროს; მაგალითად აეროპორტებში გაყიდვა, გიდების დაინტერესება და რაიმე ქეშ ბექის მიცემა პრომოუშენისთვის, მიკროავტობუსების ბრენდირება;

საზაფხულო სალათებია სადაც ჩირი გამოიყენება და მაგის პრომოცია

პლიაჟებზე გაყიდვა ჩამოტარებით ან ლოკაციებით

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
  • ღია საცურაო აუზებზე შეიძლება იქ არსებულ "ბარებში" ან მსგავსი ტიპის დაწესებულებებში შეტანა და მერჩენდაიზინგისათვის ყურადღების მიქცევა (ასეთი ბარების არსებობის შემთხვევაში), ან შეიძლება პატარა სტენდის მოწყობა აუზებზევე 
  • კაი ამინდებში საღამოობით მატულობს იმ ხალხთა რაოდენობა ვინც კუს ტბაზე და ლისის ტბაზე სეირნობს, ასე რომ ორივე ლოკაციაზე თუ რაიმე ფორმით, წრის დასაწყისში ან რომელიმე ხელსაყრელ ადგილას, იქნება ჩიკორი წარმოდგენილი ვთქვლი რომ ასევე კარგი იქნება 

P.S. თუ სტენდის დადგმა დამატებით სირთულეებს გააჩენს, ვიცი რომ კუს ტბაზეც და ლისის ტბაზეც, გარკვეულ ადგილებში არის აპარატები (vending machine) და ამ აპარატებში პატარა შეფუთვით პროდუქციის ჩადებაც შეიძლება იყოს გამოსავალი

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

გამარჯობა ქალბატონო ნონა,

ერთი პასუხი არ მაქვს თქვენს შეკითხვაზე. შემიძლია ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე ვისაუბრო. ყველაფერი დამოკიდებულია როგორია თქვენი პოზიციონირება.

ამ ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა ჯანმრთელი კვება და ფიტნესი, ამიტომ ამ მიმართულებით შევეცდებოდი შესაძლებლობების ძიებას. ინტერნეტში ზედაპირული მოძიებით ვიპოვე გარკვეული სტატიები, სადაც საუბარია ჩირის კვებით ღირებულებაზე და სარგებელზე (https://universityhealthnews.com/daily/nutrition/is-dried-fruit-healthy-9-reasons-to-eat-some-today/). პოზიციონირებისას შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ, რომ შეიცავს მიკროელემენტებს, ანტიოქსიდანტებს და ა.შ. (რა თქმა უნდა თუ ეს ყველაფერი შეესაბამება სინამდვილეს).

ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ სოციალურ ქსელები გამოიყენოთ აქტიურად და ე.წ. ინფლუენსერები დახმარებით საზოგადოებას ჩირის დადებითი მხარეები გააცნოთ. განსაკუთრებით ისეთი ინფლუენსერები, რომლებიც ფიტნესით არიან დაკავებულები. 

გისურვებთ წარმატებას.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

უნდა  აწარმოოთ  ჩირის  დანამატი  ჩაისთვის, რომელსაც  ჩაის  დალევის შემდეგ  შეჭამ  ან თვითონ ჩაის  მიაყოლებ დალევის  პროცესში. .   

ე.ი.  ჩირი უნდა  დააქუცმაცო მაგრამ არც  ისე  ძალიან პატარა  ნაწილაკებად, შეურიო ერთმანეთს და  ურჩიო  მყიდველს რომ ერთჯერადი ჩაის პაკეტებთან ერთად ჩაყაროს  ჭიქაში..

  ჩაის  რომ  დალევს   ამ ჩირის  ნაჭრებს მიირთმევ .. ან თვითონ  ჩაის  მიაყოლებ ..  ძაან გემირელია.  განსაკუთრებით თუ ჩირის  მიქსი არის  კარგად შეხამებული..

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია