ქეთი

რაიონებში მარკეტინგის საუკეთესო საშუალება რომელია თქვენი აზრით ან გამოცდილებით?

4 posts in this topic

გამომდინარე იქედან, რომ რეგიონების მოსახლეობის ქცევები განსხვავდება დიდი ქალაქების მოსახლეობის ქცევისგან, საინტერესოა - რა არხები და მეთოდები მუშაობს ყველაზე მეტად ინფორმაციის გასავრცელებლად და რომელი არხია/ინფორმაციის წყაროა მათთვის ყველაზე სანდო. 
 
კონკრეტული ქეისის ირგვლივაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ - საუბარია სამედიცინო ქოლ ცენტრის მომსახურებაზე - როდესაც აქვთ ჩივილები და ექიმი სჭირდებათ - მედიქოლში რომ დარეკონ, სადაც დააკვალიანებენ და შესაბამის ექიმთან ჩაწერენ. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
  • ვფიქრობ რეგიონებში, სოფლის ცენტრებში რომ გაიკრას ინფორმატიული პლაკატი, აუცილებლად ყველა ნახავს.
  • სოფლებში საჩუქრად დავარიგოთ კალენდრები ლამაზი დიზაინით და მედიქოლის ნომრით, ხშირად მინახავს კედელზე აქვთ გამოკრული და სულ ემახსოვრებათ მედიქოლი
  • სოფლებში ყველგან არის ერთი-ორი ადამიანი, ვისაც ავადმყოფობასთან დაკავშირებით რჩევებისთვის მიმართავენ, ძველი ექიმი, ფარმაცევტი ან უბრალოდ გამოცდილი ამ საკითხში, ამ ადამიანებს შეიძლება ინფორმაცია მივაწოდოთ, ავუხსნათ რა სერვისია და გარკვეული წახალისების სანაცვლოდ ყველას ურჩიონ.

მომსახურების ხარისხის დაცვა უპირობოა, რადგან უკმაყოფილებაც და კმაყოფილებაც ძალიან სწრაფად ვრცელდება.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ვა რა საინტერსო კითხვაა :)

კალენდრის იდეა მომეწონა კარგია.

რეგიონებში ყველაზე სწრაფად ჭორი ვრცელდება. მართალია კარგი ჭორის მოფიქრება ადვილი არ არის :) მაგრამ თუ გაამართლა უფასოდ მიიღებთ კარგ შედეგს.

შეიძლება საერთოდ არ იმუშაოს, სამაგიეროდ რისკიც და დანახარჯიც ნაკლებია.

 

მაგ. ესეთი ჭორი: გუშინ თურმე ზურიკო ჭამდა თევზს გოგო. რიონში დოუჭერია რავიცი ჯანდაბა მაგას და მაგის თევზაობას. ჰოდა არ მოუწამლია გოგო ამ თევზს!? მიმდგარა თამილა მომდგარა და ვერ გოურკვევია ვერაფერი, რით უშველოს რით უმკურნალოს ამხელა კაცს. სასწრაფოს ურეკავენ და მოდის? მერე გოგო ნაზიკიას დოურეკია მედიკორში თუ საცხა რავიცი და უთქვამთ იმ დალოცვილებს რაფერ ეშველათ ამ გლახისთვის. ქე გადარჩენილა ეს შენი ზურიკელა, მარა თევზს აღარ გევეკარებიო იძახის.

:D :D:D

 

P.S. ბოდიში თუ დებილობა დავწერე :D

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ინტერნეტი; Sms რეკლამა; ფლაერები.. 

ჩივილების დროს მიმართავენ უახლოეს მცხოვრებ მკურნალს. 

თუ გადაადგილების პრობლემა არ აქვთ ალბათ დარეკავენ და ჩაეწერებიან ექიმთან. 

 

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია