tami

თქვენი აზრით, რა უნდა შევთავაზოთ სასტუმროების მფლობელებს, რომ საინტერესო იყოს ჩვენი მმართველობაში შესვლა

5 posts in this topic

როგორც იცით, თეისთ გრუპი შედის 25-40 ნომრიანი სასტუმროების მართვაში და ეხმარება დატვირთვებში, შემოსავლების ზრდასა და ხარისხის უზრუნველყოფაში.

თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს შეთავაზება, რომ სურვილი გაუჩნდეთ ჩვენთან თანამშრომლობის - და რა საფასურის სანაცვლოდ. ან როგორ უნდა ითვლებოდეს მენეჯმენტის საკომისიო. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

პირველ რიგში ალბათ იმისათვის რომ თეისთის მიმართ მეტი ნდობა გაუჩნდეთ, ფინანსური ინტერესი საწყის ეტაპზე მაინც უნდა ვუთხრათ რომ მხოლოდ გაზრდილი მოგების გარკვეული % იქნება და არა რაიმე სხვა პარამეტრზე მიბმული ან ფიქსირებული ოდენობა.

გარდა იმ ინფორმაციის მიწოდებისა თუ როგორი გამოცდილი გუნდი ყავს "თეისთს" და დაპირებების მიცემისა რომ თანამშრომლობის შედეგად მათი მომგებიანობა გაიზრდება, სავარაუდოდ კარგი იქნება საწყის ეტაპზევე იმის ხაზგასმა თუ როგორ სწორად ვაფასებთ სიტუაციას და სწორად ვხედავთ მათ სასტუმროში არსებულ პრობლემებს - ამის მიღწევა კი სამიზნე სასტუმროში წინასწარ გატარებული ღამის შედეგად გამოვლენილ პრობლემებზე საუბრით შეიძლება და ზედაპირულად იმ სტრატეგიის შეხებით თუ ამ არსებული პრობლემების გადაჭრას რა გზით ვფიქრობთ.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ჩემი აზრით ეგ იმდენად ინდივიდუალურია რომ რთულია რაიმეს თქმა. დაინტერესებისთვის საუკეთესოა წარმატებული მაგალითი თუ რა თქმა უნდა გაქვთ. დანარჩენი მოლაპარაკებების ამბავია.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
17 hours ago, Guram Tavxelidze said:

ჩემი აზრით ეგ იმდენად ინდივიდუალურია რომ რთულია რაიმეს თქმა. დაინტერესებისთვის საუკეთესოა წარმატებული მაგალითი თუ რა თქმა უნდა გაქვთ. დანარჩენი მოლაპარაკებების ამბავია.

ამ ეტაპზე კონკრეტული საუკეთესო ქეისი არ გვაქვს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სასტუმროებთან, თუმცა უმეტესობას სურვილი აქვს რომ იჯარით მოგაქირავოს და ამით რისკები დააზღვიოს. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
1 hour ago, tami said:

ამ ეტაპზე კონკრეტული საუკეთესო ქეისი არ გვაქვს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სასტუმროებთან, თუმცა უმეტესობას სურვილი აქვს რომ იჯარით მოგაქირავოს და ამით რისკები დააზღვიოს. 

რა რისკებია მართვაში თქვენი შესვლით? თუ იჯარას გთავაზობენ ე.ი. არც ისე კარგად აქვთ საქმე ხო?

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია