მარიამ მუნჯიშვილი

თქვენს სოფელში არის აფთიაქი? და როგორი?

7 posts in this topic

დამეხმარეთ, უპასუხეთ კითხვებს:

 

სად გაქვთ სოფელი (რეგიონი/რაიონი, სოფლის სახელი)?

რამდენი ოჯახი ცხოვრობს დაახლოებით?

არის თუ არა სოფელში აფთიაქი?

თუ ქსელურია რომელი?

თუ ხართ ნამყოფი ან სხვისგან გაქვთ ინფორმაცია, რამდენიმე სიტყვით როგორ დაახასიათებდით (ზომას, მდებარეობას, გარემოს, ფარმაცევტს, ასორტიმენტს, ფასებს ან სხვ.)?

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

რაჭა, ამბროლაურის რაიონი, სოფელი ხვანჭკარა.

სოფელში აფთიაქი არ არის, მაგრამ ამბროლაური ახლოსაა და საჭიროების შემთხვევაში იქ დავდივართ,არის,  PSP და AVERSI-ის აფთიაქები.  თუმცა ძირითადად ვცდილობთ ყველაფერი წავიღოთ თბილისიდან,რაც შესაძლოა რომ დაგვჭირდეს. :) 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ვანის რაიონი, სოფელი ტობანიერი. ცხოვრობს დაახლოებით 50 ოჯახი. 

სოფელში არ შემხვედრია აფთიაქები, მაგრამ ვანში ავერსი, PSP, GPC და თუ არ ვცდები სახალხო აფთიაქიც  შემიმჩნევია. საჭიროებისამებრ ვანში ჩავდივართ ხოლმე, თუმცა ჩვენც თბილისიდან მიგვაქვს საჭირო მედიკამენტები.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ჩემი მოკრძალებული აზრით, სოფელში აფთიაქს ძალიან გაუჭირდება ფუნქციონირება. ამიტომ ან პატარა დახლივით შეიძლება გაკეთდეს ან ოჯახის ექიმებს ვეთანამშრომლოთ, გავუკეთოთ თავის კაბინეტში აფთიაქი  (იქაურობა დავუბრენდოთ და ა.შ..) და რაღაც სქემა ვიპოვოთ ანგარიშსწორებისა და მოტივაციის. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ვფიქრობ აუცილებელია პატარა აფთიაქების არსებობა დიდ სოფლებში ,მაღალმთიან სოფლებში.პირველადი მოხმარების მედიკამენტების შეძენა მაინც რომ იყოს შესაძლებელი მოსახლეობისთვის, ქალაქში ჩაუსვლელად ,გადაუდებელ მდგომარეობაში ძალიან მოსახერხებელი იქნება,თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ზოგ სოფელში უგზოობის გამო სასწრაფოს ბრიგადებს აგვიანდაბათ ხოლმე მისვლა.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ჩემს სოფელში არ არის აფთიაქი, ყოველთვის მიმაქვს მარაგი და თუ მაინც რამე დამჭირდა ვცდილობ ადგილობრივებში მოვიკითხო ვინმეს ხომ არ აქვს ან გვიწევს მერე წასვლა მოსატანად, ადგილობრივი მოსახლეობა რეისის მიკროავტობუსების მძღოლებს აბარებენ ხოლმე თბილისში ყიდვას, საკმაოდ აპრობირებული მეთოდია :)

ჩემი სოფელი (კასპის რაიონი - წინარეხი) საკმაოდ ახლოს არის მცხეთასთან და კასპთან, პატარა დასახლებაა. ვფიქრობ ყველაზე მოსახერხებელი იქნებოდა სურსათის მაღაზიაში რომ იყოს მინი აფთიაქი მოწყობილი. ამ მაღაზიაში მაინც ყველა დადის და თუ რამე მედიკამენტი დაჭირდებათ შეიძენდნენ. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

იმერეთი/ბაღდათი/სოფ:დიმი

რამდენუ ოჯახია უსტად არ ციცი მაგრამ საკმაოდ დიდი სოფელია. აფთიაქი არ არის და რაიონულ ცენტრში ( ბაღდათში) მიდიან საყიდლად. იქ ავერსიც არის და პსპ-ც როგორც მე ვიცი. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია