Posted აპრილი 22, 2019 მეგობრებო გთხოვთ გაგვიზიაროთ იდეები იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ჩიკორის ჩირის გაყიდვები გავზარდოთ ზაფხულში, კონკრეტულად კი ტურისტების სეგმენტზე. რა აქტივობები შეიძლება ამისათვის გავაკეთოთ და რა არხების საშუალებით შევძლებთ ამ აქტივობების შესახებ ტურისტებამდე ხმის მიწვდენას? 1 person likes this გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted აპრილი 22, 2019 სასტუმროებს შეიძლება მოველაპარაკოთ - განათავსოთ თავიანთ სასაუზმო სივრცეში და ფასნამატით გაყიდონ. დავუკავშირდეთ რამდენიმე მსგავს კომპანიას (თხილები, ჩურჩხელები, წვენები და ა.შ..) და ერთობლივად გავაკეთოთ დახლი ტურისტულ ცენტრში, ხარჯები გავიყოთ აეროპორტში მდგომ აპარატებში ჩავდოთ 1 person likes this გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted აპრილი 22, 2019 ახალი შეფუთვა რომ მოიფიქროს, რომელიც გათვლილი იქნება ნაყინებთან საჭმელად. მაგალითად, რომელიმე ნაყინის მწარმოებელთან ან თუნდაც ლუკა პოლარესთან მოხდეს მოლაპარაკება, რომ ჩამოსასხმელ ნაყინზე მოსაყრელი წვრილად დაჭრილი ჩირები იყოს იქვე გაყიდვაში, ან დიდზე დაჭრილი ჩირები, რომლითან თვითონ ნაყინს შეჭამენ <3 გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted აპრილი 22, 2019 პროდუქტის ისე პოზიციონირება მოვახდინოთ, რომ მომხმარებელმა აღიქვას როგორც ნაყინის შემცვლელი. მაგალითად ჯოხზე აცმული ცივი ჩირი ხილის კომბინაციებით ან ერთგვაროვანი ხილით, სახელსაც თუ განსხვავებულს შევურჩევთ ალბათ აჯობებს რომ მომხმარებელმა როგორც განსხვავებული, კონკრეტულად საზაფხულო პროდუქტი ისე აღიქვას. შეფუთვაც მსგავსი. განთავსებითაც ნაყინის გვერდით თუ განვათავსებთ მაცივარში ალბათ უფრო ადვილად მიიქცევს მათ ყურადღებას ვინც ნაყინის მსგავსი პროდუქტის შესაძენადაა მაღაზიაში შესული. გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted აპრილი 23, 2019 ტურისტებზე მნიშვნელოვანია სასაჩუქრე შეფუთვები. როგორც შვეიცარიიდან ჩამოაქვთ შოკოლადები, ისე აქედან უნდა წაიღონ ჩირი და ჩურჩხელა. ასევე, წონით შეიძლება იყიდებოდეს. დაბრენდილ ქილებში მივცეთ ტურისტულ ობიექტებს და ისინი უყრიდნენ ქაღალდის პარკებში, ან გავაკეთოთ ჩიკოროს დაბრენდილი ქაღალდები და მზესუმზირასავით ჩაუყარონ ხოლმე. თან ქუჩებში ისეირნებენ თან შეჭამენ. გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted აპრილი 24, 2019 15 hours ago, Nona said: ტურისტებზე მნიშვნელოვანია სასაჩუქრე შეფუთვები. როგორც შვეიცარიიდან ჩამოაქვთ შოკოლადები, ისე აქედან უნდა წაიღონ ჩირი და ჩურჩხელა. ასევე, წონით შეიძლება იყიდებოდეს. დაბრენდილ ქილებში მივცეთ ტურისტულ ობიექტებს და ისინი უყრიდნენ ქაღალდის პარკებში, ან გავაკეთოთ ჩიკოროს დაბრენდილი ქაღალდები და მზესუმზირასავით ჩაუყარონ ხოლმე. თან ქუჩებში ისეირნებენ თან შეჭამენ. ტურისტულებს არ ეხება პირდაპირ, მაგრამ აი magic candy როა მანდ რომ იყოს ჩვენი ჩირები არ გამოვა? როგორც შოკოლადიანი ისე ჩვეულებრივი. გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted აპრილი 25, 2019 მე ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება თუ კი ჩიკორის ჩირის კომპანია გახდება პარტნიორი იმ ტურისტული კომპანისს, რომელიც აწყობს აგრო ტურებს და აგრო ტურის ფარგლებში ,ერთიან პაკეტში შეთავაზებაში იქნება აგრო ტური+ ჩირის სასაჩუქრე შეფუთვა. მოინახულონ ის ბაღები და მოსავალი საიდანაც ხდება პროდუქტის მიღება, თუ კომპანიას თავად გააჩნია ასეთი ხილის ბაღები, მთლად უკეთესი, ფასიც რა თქმა უნდა შესაბამისი იქნება ასეთი აგრო ტურის, გისურვებთ წარმატებას... 1 person likes this გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted მაისი 3, 2019 ავტოსადგურებზე, რკინიგზის სადგურებზე განთავსდეს მოძრავი დახლი, საიდანაც შეიძენენ გამგზავრების წინ გზაში წასახემსებლად გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted მაისი 28, 2019 ბევრი კარგი იდეა ითქვა აქ. ერთადერთი რაც შემიძლია რო დავამატო: სოც ქსელში შეიძლება რეკლამის გაშვება მხოლოდ ტურისტებზე გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted ივნისი 19, 2019 On 5/28/2019 at 2:39 PM, Guram Tavxelidze said: ბევრი კარგი იდეა ითქვა აქ. ერთადერთი რაც შემიძლია რო დავამატო: სოც ქსელში შეიძლება რეკლამის გაშვება მხოლოდ ტურისტებზე მადლობა გურამ, კონკრეტულად ტურისტებზე არის ტექნოლოგიურად ეს შესაძლებელი? გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites
Posted ივნისი 19, 2019 2 hours ago, tami said: მადლობა გურამ, კონკრეტულად ტურისტებზე არის ტექნოლოგიურად ეს შესაძლებელი? კი შესაძლებელია მარტო ტურისტებზე გაშვება. უბრალოდ გასათვალისწინებელია რომ თუ მაგ თბილისზე გაუშვებ რეკლამას ტურისტად ასევე აღიქვამს საქართველოს სხვა რეგიონებიდან დროებიათ ჩამოსულ ადამიანებსაც. ამიტომ გაფილტვრა ჭირდება. მოკლედ ციტა სპეციფიურია მაგრამ შესაძლებელი გააზიარე პოსტი Link to post Share on other sites