tami

უფასო ან ძალიან იაფი გაყიდვების არხები გვირჩიეთ

9 posts in this topic

როდესაც მარკეტინგულ ბიუჯეტში შეზღუდულები ვართ, რა შეიძლება გავაკეთოთ მედიქოლში ზარების გასაზრდელად? 

შეგახსენებთ, რომ მედიქოლი სთავაზობს კლინიკებში ჩაწერას ფასების, ხარისხისა და ლოკაციის მიხედვით, ჩივილების მიხედვით სწორი ექიმის შერჩევასა და დაკვალიანებას, და აქციებს / ფასდაკლებებს სხვადასხვა სამედიცინო სერვისებზე. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

უჩვეულო არტი - გარე რეკლამისთვის ბილბორდის გარდა სხვა ხერხებიც არსებობს, რისი გამოყენებაც წარმატებით შეიძლება. შესაძლებელია გაკეთდეს პროექციები და არტისტული ნამუშევრები. ძალიან საინტერესოდ შეიძლება დაგეგვმა მედიქოლისთვის ქვემოთ მოცემული მაგალითების სტილში. ან უფრო სხვა საინტერესო...

989b9b864d3367d84a88e2c75ece0573.jpg

11722ac542aa797d7f2e065f97248e37.jpg

d1fa2bd7ff08eeabc0fc301ee988194a.jpg

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ასევე შეიძლება Facebook Group-ების ადმინებს დავეკონტაქტოთ და ვთხოვოთ რომ მათ ჯგუფებში გააზიარონ ჩვენი 1 პოსტი - მედიქოლის შესახებ
შეიძლება ეს უფასოდაც გააკეთონ

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

@Nini ძალიან კარგი იდეებია ნინი, მგონი ჯგუფების ნაწილი შეგვიძლია ვცადოთ ჩვენი ძალებითაც, რას ფიქორბ?

 

 

არტიც უმაგრესია, მაგაზე შეგვიძლია მარკეტინგზე ვიმსჯელოთ.

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

სახალხო აფთიაქს ვთხოვოთ და მაგათ ქსელში ურჩიონ ფარმაცევტებმა კლიენტებს. ან საინფორმაციო ბროშურები გადასცენ წამალთან ერთად. მაგრამ ალბათ უბრალოდ სალაროსთან თუ დავახვედრებთ ბროშურებს და ვისაც  დააინტერესებს აიღებს - ეს ვარიანტი უფრო მისაღები იქნება თვითონ სახალხო აფთიაქისთვის, ზედმეტად რომ არ დავტვირთოთ მათი თანამშრომლები. 

ხანშიშესული ადამიანებისთვის მეტად საინტერესო იქნება ალბათ თუ მათ ჩივილებს კომპეტენტური ადამიანი მოისმენს და შესაბამის ექიმზე მისცემს რეკომენდაციას და ამ სეგმენტს რომ მაინც ურჩიონ აფთიაქში სიტყვიერად ვფიქრობ უფრო ეფექტური იქნება. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

გაჩერებებზე გამოვაკრათ თუნდაც გაფორმების გარეშე ამობეჭდილი ოღონდ მხოლოდ ეს ტექსტი - 2 500 500 როცა ექიმი გჭირდება

სინერჯის ფეისბუქზე დავდოთ რო ჩვენი პორტფელის კომპანიაა ამ სერვისს სთავაზობს და ურჩიონ სხვებსაც

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

@ქეთი მადლობა ქეთი, კარგი იდეაა, ჩვენ გვქონდა მცდელობა რომ ფლაერები დაგვერიგებინა აფთიაქებში მაგრამ სამწუხაროდ დიდი შედეგი არ იყო, პრობლემა რა თქმა უნდა, ფარმაცევტის მოტივაციაა, როგორ ფიქრობ, როგორ დავამოტივიროთ ფარმაცევტი - რომ ურჩიონ მედიქოლი თავიანთ ვიზიტორებს?  @მარიამ მუნჯიშვილი მარიამ, შენი რჩევაც ძალიან ღირებული იქნება კონკრეტულად ამ მიმართულებითაც.

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ერთჯერად ჭიქებზე დაპრინტვა თუ არის შესაძლებელი მაგათზე დავწეროთ მოკლედ "ექიმთან ჩაწერა 2 500 500" და ვისთანაც ვთანამშრომლობთ იმ საავადმყოფოების წყლის დისპანსერებში ჩავდოთ. უშუალოდ იმ სეგმენტზე გავალთ ვინც კლინკებში დადის ამ მომენტში, ექიმთან ერთხელ ვიზიტი ხშირად არაა ხოლმე საკმარისი და მეორედ უკვე ეცოდინენათ როგორ ჩაეწერონ. შეიძლება იფიქრონ რომ კონკრეტულად ამ საავადმყოფოს ექიმთან ჩაწერაა შესაძლებელი მაგრამ არაუშავს, როცა დარეკავენ მერე ავუხსნათ რომ ჩვენი სერვისი უფრო ფართოა და სხვა დროსაც შეუძლიათ მოგვმართონ. 

მგონია რომ ჭიქას რომ დისპანსერიდან მოხსნიან და რაღაც აწერია აუცილებლად წაიკითხავენ.

თუ ერთჯერად პლასმასებზე დაპრინტვა არ ხდება ქაღალდის ჭიქების იდეის დამუშავებაც შეიძლება.

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია