soso

რა გსმენიათ საქართველოში ჩამოსული ბიზნეს ვიზიტორების შესახებ?

5 posts in this topic

გთხოვთ რომ გაგვიზიაროთ თქვენი ცოდნა/შეხედულება იმის შესახებ თუ  ვინ არიან ბიზნეს ვიზიტორები, რომლებშიც შეგვიძლია მოვიაზროთ როგორც უცხოელი ვიზიტორები საქართველოში, ასევე რეგიონებიდან ჩამოსული პირები თბილისში გარკვეული ბიზნეს დანიშნულებით. გარდა იმისა თუ ვინ არიან ეს პირები ასევე კარგი იქნება თუ გაგვიზიარებთ თქვენს შეხედულებას იმის შესახებ თუ რა მიზნით შეიძლება გვსტუმრობეს ეს ხალხი, რა მოთხოვნები და სურვილები შეიძლება ქონდეთ და როგორ მოვიზიდოთ ეს სეგმენტი ჩვენთან სასტუმროში. მოზიდვის ნაწილში კი შეგვიძლია ვისაუბროთ როგორც მათთვის საინტერესო ბენეფიტებზე ასევე იმ კომპანიებისთვის საინტერესო ბენეფიტებზე რომლებმაც სავარაუდოდ ეს პირები მოიწვიეს საქართველოში (ან თბილისში).

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

უცხოელი ბიზნეს ვიზიტორები შეიძლება იყოს 2 კატეგორია :

  1. მათ, ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვთ
  2. ისინი ვინც მხოლოდ თანამშრომლობის მიზნით მოიწვიეს სტუმრად 

პირველი ვარიანტის ნახვა შეიძლება napr.gov.ge-ზე, უცხოელზე გაფორმებული ბიზნესი ან უცხოურ კომპანიზე და შეიძლება პირდაპირ იმ კომპანიას დაუკავშირდეთ და შესთავაზოთ თანამშრომლობა

მეორე კატეგორიაზე "გასვლა" ალბათ უფრო რთული ქინება. მოსაძიებელი იქნება ის კომპანიები, რომლებიც თანამშრომლობენ უცოურ კომპანიებთან. მაგ: ლოჯისტიკური კომპანიები.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ის კომპანიები, რომლებიც იწვევენ ბიზნეს ვიზიტორებს, ალბათ კმაყოფილები იქნებიან თუ  სასტუმრო თავის თავზე აიღებს სტუმრის დახვედრას, განთავსებას სასტუმროში, მისი თავისუფალი დროის (შეხვედრების განრიგი წინასწარ ეცოდინებათ) დაგეგვმას ექსკურსიების, გართობის, ივენთების სახით და სხვა.

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

მადლობა ნინ, ძალიან კარგი იდეებია, სწორედ ახლა ვამუშავებთ შეთავაზებას და თავისუფალი დროის დაგეგმვას ჩავსვათ შეთავაზებაში, უცხოელზე გაფორმებულ ბიზნესებსაც ამოვიღებთ ბაზებიდან <3 

როგორ ფიქრობ, დაკავშირების ფორმა როგორი უნდა იყოს? სატელეფონო, ადგილზე ვიზიტი..რა ფორმით უნდა გავიდეთ იქ გადაწყვეტილების მიმღებ პირთან

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

კომპანიის დირექტორს გავუგზავნიდი კალათს თეისთ გრუპის სახელით - ღვინო, ტკბილეული და სხვა გემრიელობები. შემდეგ გადავრეკავდი მის პირად ტელეფონზე და სასტუმროში მისთვის საინტერესო ივენთზე მოვიწვევდი. 
მანამდე კარგი ოფერი უნდა იყოს გამზადებული, რომელსაც ვიზიტისას შევთავაზებთ და თან სასტუმროსაც ნახავს. ვფიქრობ ადგილზე ვიზიტი და შთაბეჭდილებები უფრო დაეხმარება დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია