tami

რუს ტურისტებზე რა ვიცით?

5 posts in this topic

ერთ-ერთი სსაინტერესო სეგმენტი ტურიზმის ინდუსტრიაში რუსეთის მოქალაქეებია. რა ვიცით მათ შესახებ? როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს, რა მოსწონთ ტურიზმში, რა იწვევს მათ კმაყოფილებას, რა არ მოსწონთ და ა.შ.. 

არამარტო ტურისტებზე, არამედ ზოგადად რუს მოქალაქეებზე რა ინფორმაციაც გაქვთ- გთხოვთ გაგვიზიაროთ :) 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
  • როდესაც რუსი ოჯახი ან წყვილი გეგმავს მოგზაურობას, გადაწყვეტილებას როგორც წესი ქალბატონები იღებენ (მათ "მეტი ეთქმით")
  • უყვართ ექსკურსიები და ღისშესანიშნაობების თვალიერება
  • სასტუმროს შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევენ review-ებს და ნაკლებად სასტუმროს ბრენდის სახელს პირობითად
  • მათი საშუალო მოგზაურობის ხანგრძლივობა არის 4-7 დღე
  • უყვართ დალევა და დროსტარება :))

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

TripAdvisor-ის ბლოგზე ხშირად წერენ შეფასებებს საქართველოს შესახებ. 

ძირითადი დადებითები რასაც საქართველოს შესახებ ამბობენ არის, რომ უსაფრთხო ქვეყანა ვართ. ასევე სამოგზაუროდ კომფორტული და საკმაოდ იაფი.

რთ-ერთი რუსული ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, - "სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­ურ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. ეს ქვე­ყა­ნა ბევ­რს უყ­ვარს. თბი­ლი­სი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქა­ლა­ქია. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს აქვს სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბი. სა­ოც­რად გემ­რი­ე­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო. ყვე­ლა მათ­გა­ნი, ვინც კი იქ ერთხელ მა­ინც წა­სუ­ლა, მათ შო­რის ახალ­გაზ­რდე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად გეგ­მა­ვენ კი­დევ წას­ვლას, რად­გან დდა­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით ჩა­მო­დი­ან.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

მე ვიცი რომ რუსებს ძალიან უყვართ ჭამა, ხორცეულის მითუმეტეს :)) ასევე, ზოგადად ქედმაღალი ერია რაღაცნაირი და ყურადღების ცენტრში ყოფნა და ხაზგასმა უყვართ მათი ძლიერი მხარეების. ასევე, რუსულად უნდა ელაპარაკო, თუ პოსტ საბჭოთა სივრციდან ხარ აუცილებლად :). ქალი დომინანტია, ძირითადად მის ჭკუაზე დადიან კაცები. კლუბებზე მეტად რესტორნები მოსწონთ როგორც მე ვიცი.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

სპეციფიკური ხალხია. როგორც მარიამმა უკვე აღნიშნა, ძალიან სიამოვნებთ თუ რუსულად ესაუბრებიან მომსახურების სფეროში და ხშირ შემთხვევაში ამას დაწესებულების დადებით მხარედაც მიიჩნევენ. ცოტა არ იყოს, პრეტენზიულებიც არიან და თუ რამე არ მოსწონთ, ამას ღიად ამბობენ და ძნელია აზრი შეაცვლევინოთ. კიდევ უყვართ კარგად რომ აქცევენ ყურადღებას, (ნუ, პრინციპში ეს ყველას მოგვწონს სერვისში, მაგრამ რუსებს ჩათვალეთ, გაათმაგებულად აქვთ:)) უყვართ, ასე ვთქვათ, „ზედ რომ ყვებიან“. ხანდახან ძნელია, რუს ტურისტებს ძალიან რომ მოაწონო თავი მომსახურებით და პროდუქციით, არც იმჩნევენ ძირითადად აღფრთოვანებას. მოკლედ, ჩემი აზრით, რუსი ტურისტების დაკმაყოფილება ერთგვარი გამოწვევაა და გააჩნია, ვინ როგორ მიუდგება ამ საკითხს. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია