მარიამ მუნჯიშვილი

ოჯახების სტიმულირება ბოთლის ღვინის შეძენაზე

7 posts in this topic

ოჯახები, რომელთაც ხშირი სტუმრიანობა აქვთ სახლში, ბოთლის ღვინის ონლაინ შესყიდვას რა საინტერესო შეთავაზება შეიძლება ჰქონდეს/ახლდეს მათთვის, რომ უფრო მომხიბვლელი იყოს ამ სერვისით სარგებლობა?

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
  1. რაიმე სნექი ან მისაყოლებლები რაც ღვინოს უხდება (მაგ. ყველი, ლორი, ჩირი, ტკბილეულობა)
  2. ძალიან სწრაფი მიტანა (ნახევარი საათი იქნება საუკეთესო)
  3. ონლაინ კონსულტაცია - დაეხმარო შერჩევაში სტუმრებიდან და სიტუაციიდან გამომდინარე
  4. ფასი
  5. ღვინო სათანადო ტემპერატურის (მაგ. თეთრი თუ ცივი უნდაიყოს - ცივად მივართვათ)
  6. ღვინის მოკლე აღწერა - რა ღვინოა, რას უხდება და ა.შ.. 
  7. სასაუბრო თემა - მიყვებოდეს შეკვეთას რაიმე თემა ან კითხვა - რაზეც შეზლებენ სტუმრები საუბარს ღვინოსთან - მაგ. ფილმი რომელიც ბოლოს ვნახეთ, ან სად აპირებთ მოგზაურობას, და ა.შ..

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ღვინის ბოთლის ხშირი შემძენს ჩემ თავსაც მივაკუთვნებდი, ვფიქრობ რომ კარგი ვარიანტი იქნებოდა თუ მაღაზია ჩაიბარებდა თავისივე ღვინის ცარიელ ბოთლებს. სხვა არ ვიცი და მე ნამდვილად დავაგროვებდი და ჩავაბარებდი კიდეც გამოყენებულ ბოთლებს. გარდა ამისა სხვა მაღაზიებში შეიძლება აღარც მეყიდა ბოთლის ღვინო სადაც ამას არ აკეტებენ.

ამ შეთავაზებით ის ამავდროულად ერთგულ კლიენტთა ბაზასაც შეინარჩუნებდა, გარემოსადმი მზრუნველ ორგანიზაციის იმიჯსაც შეიქმნიდა, და შეიძლება ხარჯების ოპტიმიზაციაც მოეხდინა (ალბათ აზრი აქვს რომ ოდნავ უფრო იაფად ჩიბაროს ბოთლი ვიდრე მას უჯდება ასეთი ბოთლის შეძენა). 

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

მისაყოლებლის თემა კარგია როცა სტუმარი მოგდის. რაღაცნაირად გამზადებული დაფების ყიდვა რომ შეიძლებოდეს კარგი იქნება - ერთჯერად დაფებზე ისე აწყობდნენ და ფუთავდნენ, რომ გახსნი და მზადაა.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ვისაც ღვინო უყვარს და სტუმრებთან ერთადაც სურს სიამოვნების მიღება ალბათ საინტერესო იქნებოდა რაიმე Wine Board Game. არის სხვადასხვა ვარიანტები

Untitled-11.thumb.jpg.171e13332975a7560be14b173849dcf8.jpg

ესენი ამაზონზე იყიდება:

 

შეიძლება სასურველი ვარიანტი 1 გამოიწეროს კომპანიამ და იმის მიხედვით ქართული ვარიანტი შეუკვეთოს მერე სტამბას, ძვირიც არ დაჯდება :)

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

სახლისთვის ბოთლის ღვინის შეძენაზე როცა ვფიქრობ სულ მაფერხებს ის ფაქტორი, რომ სათანადო პირობებში ვერ შევინახავ (ტემპერატურა, განთავსება, დახრის კუთხე და ა.შ) ამიტომ როცა ზუსტად ვიცი რომ დამჭირდება, სტუმრებს ველოდები ან მომინდება დალევა აი მაშინ უნდა გამახსენდეს რომ 8000-ს აქვს ძალიან სწრაფი მიტანის სერვისი. პირველი რიგის ამოცანა მგონია არის ის, რომ გავაგებინოთ, რომ ასეთი მაგარი სერვისი აქვს 8000-ს.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
49 minutes ago, mai-ko said:

სახლისთვის ბოთლის ღვინის შეძენაზე როცა ვფიქრობ სულ მაფერხებს ის ფაქტორი, რომ სათანადო პირობებში ვერ შევინახავ (ტემპერატურა, განთავსება, დახრის კუთხე და ა.შ) ამიტომ როცა ზუსტად ვიცი რომ დამჭირდება, სტუმრებს ველოდები ან მომინდება დალევა აი მაშინ უნდა გამახსენდეს რომ 8000-ს აქვს ძალიან სწრაფი მიტანის სერვისი. პირველი რიგის ამოცანა მგონია არის ის, რომ გავაგებინოთ, რომ ასეთი მაგარი სერვისი აქვს 8000-ს.

ვეთანხმები მაიკოს, მქონია შემთხვევა რომ ღვინო გამიხსნია და გემო ჰქონდა შეცვლილი. იდეა მომივიდა, მარტივი ვიდეო რგოლის ჩაწერა - სტუმრები მოდიან, ხსნი ღვინოს და ცუდი გემო აქვს - და 8000ის ლოგო - მოგიტანთ საუკეთესო ღვინოს 1 საათში :D 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია