მარიამ მუნჯიშვილი

როგორ დავაინტერესოთ საქართველოში მცხოვრები უცხოელები?

8 posts in this topic

რა არხებით და ფორმებით მოვანდომოთ საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს ბოთლის ღვინის 8000 მოსავლის ონლაინ გვერდიდან შეძენა?

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

პირველ რიგში ჩემი აზრით მნიშვნელოვანია რომ ამ ადამიანებს გავაგებინოთ ჩვენი სერვისის შესახებ. ვინაიდან საქართველოში მცხოვრები უცხოელები ძირითადა ან საელჩო/საკონსულოების თანამშრომლები არიან ან საერთაშორისო ბიზნესების ზედა მენეჯმენტის წევრები არიან, ვფიქრომ ამ ორგანიზაციებისათვის პირდაპირი შეთავაზებების გაკეთება მომგებიანი იქნებოდა. 
ასევე, ამ ორგანიზაციების დაბადებისდღეებსა თუ განაკუთრებულ ღონისძიებებზე შეგვიძლია სპონსორობის სურვილი გამოვთქვათ და ადგილზე 8000 მოსავლის დელივერი სერვისის ბრენდით დავასპონსოროთ რაც ვფიქრობ გაზრდის ჩვენი ბრენდის ცნობადობას, საქართველოში მცხოვრები უცხოელების სეგმენტში.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ცოტა უკეთ რომ დავინახოთ ამ ადამიანების პორტრეტი - უფრო ცხადი გახდება ალბათ არხები და ფორმები, რა ტიპები არიან, სად ცხოვრობენ, რას საქმიანობენ, ინფორმაციას საიდან იღებენ, კომუნიკაცია ვისთან აქვთ - კარგი იქნება მცირე მოკვლევაც რომ ჩავატაროთ. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

უცხოელი ახალგაზრდები ხვდებიან ფაბრიკაში, მანდ არსებულ ბარების გამოყენება ხო არ შეიძლება, იმ თვალსაზრისით, რომ ვინც ღვინოს აიღებს, იქნებ გადასცენ ინგლისურენოვანი ბუკლეტი, რომელზეც ონლაინ ყიდვის შესაძლებლობაზე იქნება ინფო.

ან ვიდრე ინტერნეტს დაუკავშირდებიან რეკლამად ამოვარდეს შეიძლება რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს.

ღვინის კლასს უცხოელებისთვისაც ხომ ვაკეთებთ, მოსულ სტუმრებს პირდაპირ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია. 

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
14 hours ago, Tamar said:

უცხოელი ახალგაზრდები ხვდებიან ფაბრიკაში, მანდ არსებულ ბარების გამოყენება ხო არ შეიძლება, იმ თვალსაზრისით, რომ ვინც ღვინოს აიღებს, იქნებ გადასცენ ინგლისურენოვანი ბუკლეტი, რომელზეც ონლაინ ყიდვის შესაძლებლობაზე იქნება ინფო.

ძალიან კარგია ჩემი აზრით ფაბრიკა გამოვიყენოთ გასაპიარებლად, ასევე შეგვიძლია ის ვებ საიტები გამოვიყენოთ, რომელზეც ყველაზე ხშირად უცხოელები შედიან Tripadvisor, Booking, და განვათავსოთ რეკლამა. 

ასევე შეიძლება სასტუმროებთან კომუნიკაცია, რომ შეკვეთილ ღვინოს პირდაპირ სასტუმროში მიუტანენ და არ მოუწევთ ქალაქის დათავლიერების დროს, სეირნობისას ნაყიდი ღვინის თან ტარება.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

@მარიამ მუნჯიშვილი ჩვენ უფრო მეტად ტურისტებზე გვინდა გავაკეთოთ აქცენტი თუ ვინც აქ ცხოვრობს? ფაბრიკის იდეა მომწონს, მსგვასი დაწესებულებები უნდა გამოვავლინოთ - სადაც უყვართ უცხოელებს სტუმრობა და მოვიფიქროთ მექანიზმი მათზე როგორ გავიდეთ. რეკლამას სავარაუდოდ არ განგათავსებინებენ რადგან მაინც კონკურენტი ხარ, უფრო განსხვავებული მიდგომა არის საჭირო, შეიძლება მიმდებარე ტერიტორიებზე ფასდაკლებისი ვაუჩერების დარიგება ონლაინ შესყიდვების შემთხვევაში,  ივენთები ვნახოთ ფეისბუქზე - რომელზეც სავარაუდოდ უცხოელებიც დაესწრებიან და ვისაც ექნება უცხოური დასახელება - პირადად მივწეროთ და რაიმე ფასდაკლების კოდიც გავუგზვანოთ 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

უცხოელებს ადგილზე ყიდვა უფრო დააინტერებთ. 

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ძალიან ბევრი უცხოელი მხვდება სავაჭრო ცენტრებში, მოლში, ისთ პოინტში, გალერეაში, მანდ ხომ არ შეიძლება ერთ დღეს პრომო აქციის გაკეთება და მათზე საინფორმაციო ბუკლეტი, ან ვაუჩერები დავარიგოთ. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია