მარიამ მუნჯიშვილი

რა შემთხვევაში გამოიყენებენ ადამიანები ბოთლის ღვინის ონლაინ შეკვეთის და ადგილზე მიტანის სერვისს?

9 posts in this topic

ერთია - სიტუაციები, შემთხვევები, როცა ამ სერვისს გამოიყენებდნენ ადამიანები აქტიურად?

და მეორე რა იდეას შეიძლება ატარებდეს ან დამატებით სარგებელს სთავაზობდეს ადამიანს ეს სერვისი, რომ უფრო აქტიურად მოუნდეთ გამოყენება?

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

როცა ვერ ასწრებენ ადგილზე ყიდვას. 

შეიძლება დააგროვონ ქულები და ქულებით მოახდინონ ანგარიშსწორება. 

ან აქტიური გამომწერები დასაჩუქრდნენ დეგუსტაციის საღამოთი. 

ან გამოწერილი რომელიმე კონკრეტული ღვინის ჩამოსხმას დაასწრონ. 

 

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
  1. დღესასწაულებზე, როდესაც სპეციალურად მაღაზიაში ვერ მივალ და ონლაინ შევუკვეთავ. (უბრალოდ მომხმრებელმა საჭიროა იცოდეს - რატომ უნდა იყიდოს ონლაინ და არა იგივე ჰიპერმარკეტში, სადაც სხვა პროდუქტებსაც იძენენ)
  2. მოულოდნელად სტუმრების ვიზიტისას
  3. როდესაც სტუმრად გეგმავ წასვლას და წინასწარ იცი რომ ღვინო უნდა წაიღო
  4. როდესაც საჩუქარი გინდა გაუგზავნო ვინმეს დაბადებისდღეზე ან რაიმე დღესასწაულზე

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

სარეთოდაც ყოველთვის, თუ ვიცი ან ადვილად შევარჩევ რა მინდა და თუ ძალიან არ ძვირდება - მაღაზიაში საცობების გავლით მისვლას, მანქანის დაყენებას და მერე ადგილზე დროის დახარჯვას ეგრევე სახლში მოგიტანონ - არ ჯობია? უბრალოდ როცა შესაფერისი დროა, უნდა გამახსენდეს რომ უი ღვინოც კარგი იქნებოდა ახლა

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

სტუმრებს როცა ველოდები და დრო არ მაქვს გავიდე მაღაზიაში.
ადგილზე მიტანის სერვისი თუ უფასო იქნება, ვფიქრობ ონლაინ გაყიდვები გაიზრდება. ვინც იცის რომელი ღვინო უნდა და თან უფასოდ მიუტანენ...დიდი სიამოვნებით შეიძენს ალბათ

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ზუსტად გუშინ ჰქონდა ჩემს მეგობარს შემთხვევა, საზღვარგარეთ მიდიოდა და ღვინო უნდა წაეღო საჩუქრებად, და ვუთხარი რომ ონლაინ შეეძლო შეძენა. მისი პასუხი ესეთი იყო, რომ თუ ადგილზე მისვლას ვერ მოახერხებდა, მაშინ ონლაინ იყიდდა, მაგრამ თავად პროცესი - ადგილზე შერჩევის ძალიან სიამოვნებდა. ზაზათიც ძალიან კმაყოფილი იყო, ამასწინათ შეარჩევინა მას და მის სტუმრებს :)) 

 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

თუ ზუსტად იქნება ახსნილი თითოეული ღვინის წარმომავლობა, რომელ საკვებთან უკეთესია მირთმევა და სხვა დანარჩენი სიკეთეები, რომელსაც კონსულტანტი ამბობს, უფრო გამარტივდება ინტერნეტით შეძენა. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ჩემი აზრით ყოველთვის შეიძლება ონლაინ იყიდოს ადამიანმა. მაგრამ არის სიტუაციები როდესაც ღვინოსთან ერთად სხვა რაღაცეების ყიდვაც უნდათ ხოლმე. ასევე კარგი იქნება იმ დღესვე მიტანის სერვისი თუ იქნება. მე პირადად როცა დამჭირდა ძალიან ცოტას აქვს იმავე დღეს მიტანა

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

სხვების არ ვიცი, მაგრამ პირადად მე ღვინოს ონლაინ ვყიდულობ მხოლოდ ორ შემთხვევაში:
1) თუ ზუსტად ვიცი რომელი ღვინის ყიდვა მინდა (ასევე, არ უნდა იყოს კატასტროფული სხვაობა ფასებში)

2) როცა ვუკვეთავ სასაჩუქრე სახელობით (ბოთლზე გრავირებული, ყუთზე / ეტიკეტზე დაბეჭდილი) სასმელს.

პ.ს. რაც შეეხება მომენტს როცა ყიდვა გვეჩქარება, დარწმუნებული ვარ ყველას გვყავს ირგვლივ ისეთი მეგობრები, რომლებიც არ გვეტყვიან მსგავს ელემენტარულ სათხოვარზე უარს და თან ისე, რომ ბევრ ონლაინ სერვისსაც აჯობებენ, არამარტო დროში :)

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია