მარიამ მუნჯიშვილი

ცოდნის გაღრმავება ჩაის კონსულტანტებში

7 posts in this topic

რა სქემები, მიდგომები, ფორმატები, რეგულარული აქტივობები შეიძლება არსებობდეს კომპანიაში, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ ჩაის არსებულმა კონსულტანტებმა უწყვეტად გაიღრმავონ ცოდნა ჩაის სფეროში (პროდუქტებზე, შემადგენლობაზე, ეფექტებზე, დაყენებაზე, სმის კულტურაზე, ჭურჭელზე და ა.შ.) თავისივე სურვილით და თან ეს პროცესი სასიამოვნო იყოს მათთვის

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

გამოვცეთ წიგნი ან ონლაინ ჟურნალი ჩაიზე და მივაღებინოთ მონაწილეობა სტატიების დაწერაში :) ამით მოტივაცია გაეზრდებათ რომ მეტი წაიკითხონ და კარგი სტატიები დაწერონ.. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

კულტურაში უნდა გაჯდეს, რომ ჩაიმანიაში თუ ხარ, ბოლო დეტალამდე უნდა იცოდე ჩაი. ჩაის ენთუზიასტები ისედაც ბევრნი არიან და არჩევისასაც თუ მიექცევა ყურადღება, და თავიდანვე შეთანხმების ნაწილი იქნება რომ თუ იწყებ ჩვენთან მუშაობას ეგ აუცილებელია.

 

IT ში რომ არის სპეციალიზაციის დონეები და მერე კომპანიები მაგის მიხედვით იხდიან ხელფასებს, აქაც შეიძლება გაკეთდეს ეგეთი დონები და თანამშრომლის კატეგორია (არა თანამდებობა, არამედ კატეგორია თანამდებობის შიგნით) იმით განისაზღვროს, რამდენი დონე გაქვს ჩაბარებული.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

რა თქმა უნდა თანამშრომელი დაინტერესებული უნდა იყოს თვითგანვითარებასა და ინფორმირებულობაზე თუმცა თუ გვინდა რომ მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ თვითონ კომპანიამ უნდა მიაწოდოს მასალები, გააჩნია გუნდი როგორ იმართება, შესაძლებელია ყოველდღიური თუნდ 15 წუთიანი დილის შეხვედრები სადაც მოანცვლეობით თანამშრომლებს დაევალებათ სხვადასხვა ტოპიკების მომზადება თემის ირგვლივ, ასევე პერიოდული შეფასების სისტემის დანერგვაც ეფექტურია მაგ: 3 თვეში ერთხელ ან 6 თვეში ერთხელ.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

@არჩილ შიშმანაშვილი @Mariam Gviniashvili არჩილ, მარიამ რა კარგი აზრებია!

 

1 წუთიანი ვიდეოები ჩავაწერინოთ კონკრეტულ ჩაებზე რა რისთვისაა კარგი, რა შემადგენლობა აქვს, როგორ ყენდება და ა.შ. თუნდაც ეს ინფორმაცია ვინმე ერთმა მოიძიოს, მაგრამ მერე გაინაწილონ და ჩაწერონ, შიდა ქსელში გავრცელებისთვის. როცა სხვისთვის გიწევს ახსნა უკეთ სწავლობ. ყურება და მოსმენაც სასიამოვნოა უფრო მალე დაიმახსოვრებ

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

კვირაში ერთხელ დეგუსტაცია ჩავატარებინოთ და იმ რამოდენიმე ჩაიზე მოამზადოს ინფორმაცია, რომელსაც გაოიყენებს. ამით:

  • გაიღრმავებს ცოდნას პროდუქტებზე, შემადგენლობაზე, ეფექტებზე, დაყენებაზე და ა.შ.  
  • ვფიქრობ სიამოვნბასაც მიიღებს თუ მოსწონს ის საქმე რასაც აკეთებს
  • მომხმარებლის რაოდენობა გაეზრდება ჩაიმანიას დეგუსტაციებით და ჩაიზე სრული ინფორმაციის მიწოდებით
  • არსებულ მომხმარებელში ლიალობა ამაღლდება

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

კარგი ხერხია კონსულტანტების წაყვანა ქარხანაში, იმ ადგილას, სადაც ჩაი მოჰყავთ და ამზადებენ დისტრიბუციისთვის. ასეთ გასვლით ღონისძიებებზე ამ ხალხს უყვებიან პროდუქტზე, მისი დამზადების პროცესზე, თითოეული ადამიანის ჩართულობის ხარისხზე, ასწავლიან, როგორ უნდა დააყენონ სწორად ჩაი, რომელს რა სასარგებლო თვისებები აქვს და ა.შ. დღის ბოლოს შეიძლება სადილი და ჩაის დაგემოვნება მეგობრულ გარემოში. ერთ-ერთ ქართულ ჩაის კომპანიას აქვს მაგალითად ქართლში პატარა საყვარელი საოჯახო დაჩასავით პლანტაციასთან ახლოს და იქ წაიყვანა კონსულტანტები, გაეცნო, დაგემოვნების საშუალება მისცა, მოუყვა, როგორი სიყვარულით და მონდომებით ამზადებენ ჩაის მომხმარებლებისთვის მისაწოდებლად. ასეთ ოჯახურ გარემოში, ვფიქრობ, კონსულტანტები უფრო უახლოვდებიან პროდუქტს და გრძნობენ მისი დამზადების თითოეულ ეტაპს. შემდეგ, რა თქმა უნდა, უფრო იზრუნებენ ამ პროდუქტზე და იმაზე, რომ სხვებმაც გასინჯონ და ისიამოვნონ.

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია