Tiko

როგორ მოვახდინოთ ჩვენი საუზმის პრომოუშენი?

10 posts in this topic

თქვენი აზრით, როგორ უნდა გავაგებინოთ რაც შეიძლება მეტ პოტენციურ სტუმარს, რომ ჩვენ ქართული აუთენტური, უგემრიელესი საუზმე გვაქვს?

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

თითოეულ ჩვენს კერძზე ლამაზ ფოტოებს/ტექსტებს აღწერებს მოვამზადებდი და დავდებდი ონლაინ სივრცეში

წარმოდგენილი ვიქნებოდი ტურისტულ ფესტივალებზე - ჩვენი საუზმით ^_^

საუზმეზე ლაივებს ჩავრთავდი ხოლმე 

მოვიწვევდი ყველა ტურისტულ კომპანიის წარმომადგენელს/გიდს ჩვენს საუზმეზე

კიდევ ვიფიქრებ ^_^

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
  1. საუზმის მომზადების პროცესის გადაღება, ვიდეო-რეცეპტების დადება ჩვენს ფბზე, ინსტაგრამზე, იუთუბზე და სხვა არხებზე გავრცელება
  2. საუზმეზე რომელიმე კერძის რეცეპტი ლამაზად ამობეჭდილი გადავცეთ სტუმრებს, სახლში მარტივად მოამზადონ ხოლმე და სულ ჩვენი სასტუმრო გაახსენდეთ, ისე ლამაზად უნდა იყოს ფოტო გადაუღონ და დადონ 
  3. შედარების ფოტო - საუზმე სხვა სასტუმროში (სტანდარტულად რაც აქვთ 3 ვარსკვლავანებს) და საუზმე თეისთში როგორ გამოიყურება

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

თამი და მაიკო, დიდი მადლობა აქტიურობისთვის და ამ ღირებული იდეებისთვის, რომელიც თქვენი დამსახურებით  ბევრ ადამიანს მიანიჭებს სიამოვნებას თეისთის უგემრიელი საუზმის გაცნობითა და დაგემოვნებით. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შეიძლება ვმეორდები და ბოდიში..

საუზმეზე რაც გვაქვს თითოეულზე დავწერდი პატარა ისტორიას საიდან მოგვაქვს, რატომაა ის განსაკუთრებული, ვის მოყავს, რომელი რეგიონიდან ჩამოგვაქვს, რითია გამორჩეული. შეიძლება ადამიანის ფოტო ყოფილიყო, რომელსაც ვთქვათ ის ყველი ამოყავს, რომლითაც დილას ვუმასპინძლებდით. იმ მთებს გადავიღებდი, სადაც ძოვენ ძროხები, რომლის ხორციც არის დილისა საუზმეში და ა.შ. გავაცოცხლებდი საუზმის ინგრედიენტებს

2 people like this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
22 minutes ago, მარიამ მუნჯიშვილი said:

შეიძლება ვმეორდები და ბოდიში..

საუზმეზე რაც გვაქვს თითოეულზე დავწერდი პატარა ისტორიას საიდან მოგვაქვს, რატომაა ის განსაკუთრებული, ვის მოყავს, რომელი რეგიონიდან ჩამოგვაქვს, რითია გამორჩეული. შეიძლება ადამიანის ფოტო ყოფილიყო, რომელსაც ვთქვათ ის ყველი ამოყავს, რომლითაც დილას ვუმასპინძლებდით. იმ მთებს გადავიღებდი, სადაც ძოვენ ძროხები, რომლის ხორციც არის დილისა საუზმეში და ა.შ. გავაცოცხლებდი საუზმის ინგრედიენტებს

მარ ძალიან მაგარი იდეაა, ძალიან ძალიან მინდა მართლა მივიდეთ ამ იდეის განხორციელებამდე, შენ როგორ ფიქრობ - ამ ისტორიების წერას რა კომპეტენციები და ცოდნები სჭირდება? ყველა მგონი ვერ შეძლებს არა?

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

მარიამის იდეას გადავაგრძელებ - ვიდეო ან ფოტო კოლაჟს გავაკეთებდი დილის საუზმის ინგრედიენტების საიდან მოდის (მთა, სოფელი, ადამიანი და ა.შ), მერე როგორ მზადდება (სასტუმროს სამზარეულოს ნაწილი) და ბოლოს გამზადებული, გაწყობილი საუზმე. აქცენტს გავაკეთებდით ნატურალურ საუზმეზე.
შესაძლებელია სტუმრებიც გადაგვეღო და დაგვეთაგა მერე, ლოიალობას აამაღლებდა. ეცოდინებოდათ რა "გზა გამოიარა" მათმა საუზმემ :)))

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

მონაწილეობას მივაღებინებდი საუზმის მომზადებაში. (ერთერთ სერვისად შევთავაზებდი) ტურისტებისთვის ალბათ ძალიან საინტერესო იქნებოდა იმ თითოეული ინგრენდიენტის ქართულის გაცნობა რასაც შეიცავს საუზმე. 

მოწონებული -  საუზმის მომზადებას ვასწავლიდი. 

დილის საუზმის ლაივები ძალიან კარგია. 

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

იმ კომპანიებიდან/ორგანიზაციებიდან, რომელთა ბევრი უცხოელი სტუმარი შეიძლება ყავდეთ, დავრეკოთ და ვიკითხოთ ვინ იღებს გადაწყვეტილებას სასტუმროების თაობაზე და ამ ადამიანის სახელზე გავგზავნოთ ჩვენი საუზმის 3-4 სახეობის კერძი - ხაჭაპური, ნამცხვარი, ჯემი, ომლეტი, ლამაზად და მარტივად შეფუთული, სასტუმროს ბუკლეტი ფოტოებით, როგორი ნომრები და ინფრასტრუქტურა გვაქვს და სპეციალური შეთავაზების წერილით, სადაც კონკრეტული პირობები ეწერება. საჩუქრის გაგზავნიდან გარკვეულ პერიოდში შევეხმიანოთ და ვკითხოთ ხო არ განიხილავდნენ ჩვენთან თანამშრომლობას, ალბათობა რომ მოგვისმენენ უფრო გაიზრდება მას შემდეგ რაც ამ პატარა საჩუქარს მიიღებს ჩვენგან.

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

23 თებერვალს როგორი დეგუსტაციაც გვქონდა ისეთი რომ გავაკეთოთ თბილისში ტურისტულ წერტილებში. მაგ: ლესელიძეზე, რიყეზე, მეიდანზე... კმაყოფილი ტურისტებით ფოლოვერებიც გაიხრდებოდა და ის ხალხი მერე ღვინის და ყველის დეგუსტაციაზეც მოვიწვიოთ სასტუმროში 🤗

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია