mai-ko

რთული ამოცანების გადაწყვეტის რა მეთოდებს იყენებთ?

8 posts in this topic

მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ სინერჯის საქმიანობის უდიდესი ნაწილი არის რთული, კომპლექსური მმართველობითი ამოცანების გადაწყვეტა - ამოცანის გააზრება და გარკვეული მეთოდოლოგიით დამუშავება ისე, რომ რაც შეიძლება ეფექტური, იმ კონკრეტული ორგანიზაციისთვის ყველაზე ღირებული გადაწყვეტა მოვუფიქროთ. 

გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, თქვენ რა მეთოდებს მიმართავთ, როდესაც რთული ამოცანის გადაჭრაზე მუშაობთ, როგორი პროცესით ან რა მიდგომით მუშაობთ?

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

როდესაც პრობლემ სოლვინგის მეთოდოლოგიებს ვამუშავებდი, აღმოვაჩინე შემდეგი სტრატეგიები:

  1. აბსტრაქტირება - პრობლემის გადაწყვეტა ჰიპოტეტურ მოდელში სანამ რეალურ სისტემაში გადავიტანთ
  2. ანალოგირება - მსგავსი პრობლემის უკვე არსებული გადაწყვეტილების გამოყენება/მორგება
  3. ბრეინშტორმინგი - იდეების გენერაცია მანამ, სანამ ოპტიმალური გადაწყვეტილების პოვნა მოხდება
  4. გაყავი და იბატონე - რასაც ჩვენ ვიყენებთ - ქვეამოცანებად დაშლა :))
  5. ლატერალური აზროვნება - როდესაც არაპირდაპირ და კრეატიულად უდგებიან პრობლემას
  6. დამტკიცება - რომ პრობლემის გადაწყვეტილება შეუძლებელია, სადაც დამტკიცება ვერ ხერხდება  - ამ წერტილიდან იწყება პრობლემის გადაწყვეტა
  7. საფუძვლების ანალიზი - პრობლემის გამომწვევი მიზეზების ძებნა და ამაზე კონცენტრირება
  8. ტესტირება - სხვადასხვა გადაწყვეტილებების გამოცდა სანამ არ მოიძებნება სწორი გზა
  9. ცვლილება - პრობლემის ტრანსფორმირება სხვა პრობლემაში - რომლისთვისაც გამოსავალი არსებობს 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

მიდგომას რაც შეეხება ჩემი გამოცდიილებიდან გეტყვით რა აბრკოლებთ ყველაზე მეტად ქართულ სისნმადვილეში მენეჯერებს რომ მიიღონ რთული გადაწყვეტილებები.

ნებისმიერმა ადამიანმა ვინც აპირებს სერიოზულად მიუდგეს მენეჯმენტს, უნდა უარი თქვას "კარგი ბიჭის" "კაი ტიპის" იმიჯზე რომ არ მოექცეს ამ იმიჯის ტყვეობაში წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიღებს რთულ გადაწყვეტილებებს. რთული გადაწყვეტილებები უმეტესად ეხება თანამშრომლებს, ადამიანებს და მათ კომფორტის ზონას რაც იწვევს წინააღმდეგობას და უკმაყოფილებას, რა თქმა არსებობს ამ წინააღმდეგობების გადაწყვეტილს არარადიკალური და კრეატიული გზები თუმცა ყოველთვის არ ხერხდება არის მომენტები როცა ძალიან ჩახლართული კვანძის გახსნას სჯობია უბრალოდ გადაჭრა,იგივე მიზეზებით აუცილებელია გარკვეული დისტანციის დაცვა, ზედმეტად მეგობრული მენეჯერი თავის თავს იგდებს რთულ მდგომარეობაში როცა რთული გადაწყვეტილებების წინაშე დადგება. 

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ამ შემთხვევაში საუბარია ორგანიზაციაში რთული ამოცანის გადაჭრასთან დაკავშირებით ხო, თუ სწორად გავიგე? 

მე ესე ვფიქრობ, რომ ორგანიზაციაში ამოცანის გადაჭრა დამოკიდებულია შესაბამისი მიმართულების პასუხისმგებელ პირზე, ამ შემთხვევაში ჯერ კარგად გასარკვევი იქნება ეს ადამიანი ამოხცანას ვერ ჭრის თუ არ ჭრის?! თუ ვერ ჭრის მაშინ ჩვენ დავეხმაროთ გადაჭრაში, მაშინ როცა დავრწმუნდებით, რომ მას ეს არ შეუძლია,  მაგრამ თუ არ ჭრის მაშინ სწარფად მივიღოთ გადაწყვეტილება და დავემშვიდობოთ ამ ადამიანს, რატომ უნდა დააზიანოს ორგანიზაცია ესეთმა ადამიანებმა?!  

მე მგონია, რომ ამოცანა რთული არ არსებობს ამას ჩვენ ვართულებთ, რადგან გვიჭირს ხშირად გადაწყვეტილების მიღება რაც ამოცანის სირთულეს გაამარტივებს :) 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
3 hours ago, tami said:

როდესაც პრობლემ სოლვინგის მეთოდოლოგიებს ვამუშავებდი, აღმოვაჩინე შემდეგი სტრატეგიები:

  1. აბსტრაქტირება - პრობლემის გადაწყვეტა ჰიპოტეტურ მოდელში სანამ რეალურ სისტემაში გადავიტანთ
  2. ანალოგირება - მსგავსი პრობლემის უკვე არსებული გადაწყვეტილების გამოყენება/მორგება
  3. ბრეინშტორმინგი - იდეების გენერაცია მანამ, სანამ ოპტიმალური გადაწყვეტილების პოვნა მოხდება
  4. გაყავი და იბატონე - რასაც ჩვენ ვიყენებთ - ქვეამოცანებად დაშლა :))
  5. ლატერალური აზროვნება - როდესაც არაპირდაპირ და კრეატიულად უდგებიან პრობლემას
  6. დამტკიცება - რომ პრობლემის გადაწყვეტილება შეუძლებელია, სადაც დამტკიცება ვერ ხერხდება  - ამ წერტილიდან იწყება პრობლემის გადაწყვეტა
  7. საფუძვლების ანალიზი - პრობლემის გამომწვევი მიზეზების ძებნა და ამაზე კონცენტრირება
  8. ტესტირება - სხვადასხვა გადაწყვეტილებების გამოცდა სანამ არ მოიძებნება სწორი გზა
  9. ცვლილება - პრობლემის ტრანსფორმირება სხვა პრობლემაში - რომლისთვისაც გამოსავალი არსებობს 

ძალიან საინტერესოა თითოეული პრაქტიკაში როგორ მუშაობს, განსაკუთრებით არასტანდარტულ ამოცანებზე. შეიძლება ამ სიიდან რამდენიმე მეთოდის გატესტვა. მადლობა თამ <3

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

დღემდე ვიყენებ სინერჯიში დამუღამებულ მიდგომას:

  1. ზედაპირული გააზრება
  2. მიზანი (თავისი "არსი"-თ, ანუ მიზანშ გამოყენებული ცნებების განმარტებით)
  3. მიდგომა
  4. ამოცანათა ხე (და ამოცანათა ფრონტიო, მგონი ასე ვეძახდით ბოლო დონის ამოცანების ერთობლიობას, რომელზეც უკვე ბრეინშტურმი შეიძლება)
  5. პრიორიტეტები
  6. ბრეინშტურმი
  7. იდეების დამუშავება
  8. გეგმა
  9. განხორციელება და მიმდინარე რეჟიმში გადაგეგმვა

ყოველთვის მეტი დრო მიაქვს ვიდრე ეგრევე ნაჩქარევ გადაწყვეტილებას, მაგრამ სამაგიეროდ ჩემნაირი საშუალო გონებრივი შესაძლებლობის ადამიანისთვის უებარი საშუალებაა რომ საშუალოზე უკეთესი ხარისხის გადაწყვეტილებები მიიღოს. შედარებით სერიოზულ ცხოვრებისეულ და ოჯახის საკითხებზეც კი ასე ვიღებ გადაწყვეტილებებს და ვარჩევ მოქმედებებს :)

ცხოვრების მანძილზე ბევრ ადამიანს ავუხსენი ეს მიდგომა, და 1,2,3 ყველას ძალიან ეხმარება ერთნაირად. 4-9 ნაბიჯები არავინ მიიღო და ყველა ტავისებურად აკეთებს, მაგრამ 1-3 უალტერნატივოა, როგორც ჩემი გამოცდილება აჩვენებს :)

Edited by არჩილ შიშმანაშვილი
1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
4 hours ago, არჩილ შიშმანაშვილი said:

ჩვენი გამოცდილებით ყველაზე მეტად უჭირთ ამოცანების დაშლა სწორად (ანუ კვეთები რომ არ იყოს და სრულყოფილი იყოს) და ამ ნაწილში ხომ არ გაქვს რაიმე მიგნებები, რომელიც გიმარტივებს ჩაშლას?

ასევე საინტერესოა ბრეინშტურმის რაიმე პრაქტიკები - რომ უფრო ეფექტური და ღირებული იყოს.  

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ამოცანების სწორად დაშლის სწავლება კი მგონი შეუძლებელია გარედან, ჩემი აზრით "პროცესში რწმენა" სჭირდება რომ სულ ამ გზით აკეთო სანამ ტვინი არ გაიწაფება.

ბრეინშტურმის პრაქტიკები ბევრი ვცადე და საბოლოოდ წინასწარ დათქმულ რაოდენობის იდეებამდე თავის იძულება დამაკლაყოფილებელია. სუბიექტურად თავისთის კარგად რაც მშაობს ასეთს თუ ვერ იპოვნის ადამიანი. 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი

დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია