tami

რა შესაძლებლობებსა და უპირატესობას იძლევა ქსელური ბიზნესები?

11 posts in this topic

ყველასთვის ცხადია, რომ ინდივიდუალურ ობიექტებს ძალიან უჭირთ კონკურენცია ქსელურ ბიზნესებთან, მაღაზიების, კლინიკების, აფთიაქების თუ სხვა მსგვასი ტიპის საქმიანობის შემთხვევაში. 

საინტერესოა თქვენი გამოცდილება, რა გადაწყვეტილებებით ხდება ქსელური ბიზნესი მეტად ეფექტური? წარმატებული და წარუმატებელი კომპანიის მაგალითებიც შეგვიძლია განვიხილოთ ამ თემაში.

ასევე გთავაზობთ კონკრეტული ქეისის გარჩევას, როდესაც მართვაშია განსხვავებული ტიპისა და დასახელების სასტუმროები, როგორ გესახებათ - რა სინერგიული ეფექტები შეიძლება გვქონდეს ქსელურობიდან გამომდინარე?

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ქსელის შემთხვევაში სინერგიული ეფექტი შეიძლება იყოს:

  1. ცენტრალიზებული ფუნქციები: გაყიდვები, მარკეტინგი, ფინანსები, იურიდიული, ასევე ხარისხის კონტროლი, საერთო მომხმარებლების ბაზები და ა.შ.
  2. თუ სასტუმროები სხვადასხვა ქალაქში იქნებიან დამატებითი ბენეფიტი იქნება სტუმრების გადამისამართება ერთი სასტუმროდან მეორეში
  3. ასევე შეიძლება საერთო ტურ პაკეტების შემუშავება ჩვენი სხვადასხვა სასტუმროებისა და მათი სხვადასხვა აქტივოებების გათვალისწინებით
  4. თუ ერთ ქალაქში არიან ტრანსპორტი შეიძლება ჰყავდეთ საერთო რომელიც სტუმრებს მოემსახურება აეროპორტიდან გაადგილებისას ან ექსკურსიებზე
  5. შეიძლება სტუმრებს მივცეთ შესაძლებლობა თუ კვებით არიან ჩამოსულები, დღის განმავლობაში ჩვენს ნებისმიერ სასტუმროში მიიღონ კუთვნილი სადილი თუ ვახშამი. ანუ რომ არ მოუწიოთ სასტუმროში გამოქცევა და უახლოეს ჩვენ ქსელურ სასტუმროში მიბრძანდნენ.
2 people like this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
4 hours ago, Mariam Zh. said:

მარიამ მადლობა საუკეთესო იდეებისთვის, მარკეტინგზე როგორ წარმოგიდგენია - გამომდინარე იქედან რომ ეს სასტუმროები განსხვავებული ბრენდის მქონენი არიან - მათი სოც. ქსელები ცალ-ცალკე უნდა იმართოს თუ ერთიანი გაკეთდეს და სხვადასხვა სასტუმროზე იდებოდეს ინფორმაციები? ასევე თუ სხვადასხვა გვერდები უნდა იმართოს - რამდენად შესაძლებელია ამის ცენტრალიზება? 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

1. თანამშრომლების სწრაფად ჩანაცვლების შესაძლებლობა, სანამ ახლებს ავიყვანთ დროებით კადრების გადათამაშება

2. თანამშრომლების დაწინაურების მიზნით უფრო სასურველ ლოკაციაზე ან  უფრო მარალი კლასის სასტუმროში გადაყვანის შესაძლებლობა, ასევე პირიქითაც თუ საჭირო გახდა

3. გარე პარტნიორებთან უფრო "წონიანი" პოზიციით წარდგენა და უფრო დიდი მასშტაბების შეთავაზება - მომწოდებლებთან შესყიდვები, ტურისტულებთან დატვირთვები და ა.შ.

4. შიდა ტურები ჩვენი ლოკაციების მონაწილეობით, სადაც ექსკურსიებისას შესვენებები/ღამით გაჩერებები დაიგეგმება

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

საყურადღებოა რომ თვითორგანიზებული ტურისტების პროცენტულობა იზრდება რომლებიც ტურსააგენტოების გვერდის ავლით ჩამოდიან საქართველოში, ისინი ეყრდნობიან ტურისტულ ბლოგებს, სარგებლობენ airbnb, booking, tripadvisor დ აა.შ როგორც წესი, საქართველოში ჩამოსული თვითორგანიზებული ტურისტები (განსაკუთრებით ვინც მანამდე დაგუგლეს ან იუთუბზე უყურეს ვიდეოებს ან მეგობრის რეკომენდაციიტ მოდიან) ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ლოკაცია ნახონ, კახეთშიც უნდათ ღვინის დეგუსტაცია, პრომეთეს მღვიმეც, მარტვილის კანიონიც და ბათუმის ნახვაც, ასევე მცხეთა-თბილისიც აუცილებელი პროგრამაა. ძალიან დიდი კომფორტი და უპირატესობა იქნება თუ ამ ტურისტებს შესთავაზებთ ღამისთევისა და ტურების დაგეგმვას ერთი ქსელის შიგნით როგორც ერთიანი მომსახურება.

ა) თქვენ ამით რაიმე საგრძნობი დამატებითი ხარჯები არ წარმოგეშვებათ ბ) ტურისტისათვის იქნება ბევრად კოფორტული თუ ღმისთევის ტრანსპორტირების და ტურების თემაზე 1 ორგანიზაციასთან ექნება საქმე

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 3/21/2019 at 4:49 PM, tami said:

მარიამ მადლობა საუკეთესო იდეებისთვის, მარკეტინგზე როგორ წარმოგიდგენია - გამომდინარე იქედან რომ ეს სასტუმროები განსხვავებული ბრენდის მქონენი არიან - მათი სოც. ქსელები ცალ-ცალკე უნდა იმართოს თუ ერთიანი გაკეთდეს და სხვადასხვა სასტუმროზე იდებოდეს ინფორმაციები? ასევე თუ სხვადასხვა გვერდები უნდა იმართოს - რამდენად შესაძლებელია ამის ცენტრალიზება? 

ვფიქრობ, რომ ერთი შემკვრელი თეისთის გვერდი აუცილებელია სადაც უფრო ზოგადი და ერთობლივი სერვისები დაიდება და გაპიარდება, თუმცა საჭიროა თითოეულ სასტუმროს ჰქონდეს ასევე ცალ ცალკე სოციალური ქსელი იმისთვის რომ სტუმრებს ჰქონდეთ ინდივიდუალურად იმ სასტუმროს შეფასების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაშიც მგონია რომ გვერდების მართვა სრულად შესაძლებელია მოხდეს ცენტრალიზება, თუ სასტუმროების სტაფს ჩავრთავთ კონტენტის მომზადებაში :) 

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

@აკაკი @mai-ko @Mariam Zh. 

როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს აუცილებლად ყველა სასტუმროში გამეორებული (გამომდინარე იქედან, რომ შეიძლება განსხვავებული ტიპის სასტუმროები იყოს, განსხვავებული დიზაინის, სტილის, მათ შორის კლასისაც)  - როდესაც ერთი სასტუმროდან მეორეში ვაგზავნით სტუმარს - როგორ ვმართოთ მისი მოლოდინები და რა საერთო ხაზი უნდა გვქონდეს ყველგან? 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
On 3/26/2019 at 0:00 PM, tami said:

@აკაკი @mai-ko @Mariam Zh. 

როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს აუცილებლად ყველა სასტუმროში გამეორებული (გამომდინარე იქედან, რომ შეიძლება განსხვავებული ტიპის სასტუმროები იყოს, განსხვავებული დიზაინის, სტილის, მათ შორის კლასისაც)  - როდესაც ერთი სასტუმროდან მეორეში ვაგზავნით სტუმარს - როგორ ვმართოთ მისი მოლოდინები და რა საერთო ხაზი უნდა გვქონდეს ყველგან? 

ვფიქრობ აუცილებელია საერთო დასახელება და გარე ფასადის გარკვეული სტანდარტიზაცია (პირველ რიგში ალბათ ფასადის ფერი) შიგნიდან ვფიქრობ რომ დასაშვებია საკმაო განსხვავებების არსებობა. გარდა ამისა არ უნდა დაუშვათ რომ რომელიმე სასტუმროში რომელიმე მომსახურე პერსონალი იყოს ცუდად შერჩეული მისით უკმაყოფილება მთლიანად ქსელის მომსახურებით კმაყოფილებაზე ცუდად აისახება. რაც არ უნდა კარგი და ყურადღებიანები იყვნენ ერთ სასტუმროში თუ მეორეში მომსახურე პერსონალი სიმაღლეზე არ დგას ყველაფერი წყალში ჩაიყრება. 

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
1 hour ago, აკაკი said:

ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შევქმნათ საკმაოდ დიდი ქსელი (სადღაც 500 ნომერი რომ გვქონდეს მართვაში) მთელი ქვეყნის მასშტაბით. როგორ წარმოგიდგენიათ - ცენტრალური მართვის აპარატით როგორ უნდა უზრუნველვყოთ ხარისხის სტანდარტების დაცვა ყოველდღიურ რეჟიმში (გარდა იმისა რომ ჩვენ შევარჩევთ კადრებს, დავატრენინგებთ და ვასწავლით). 

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

ძალიან მნიშვნელოვანია ქსელად გაერთიანებული სასტუმროები რა ნიშნით გაერთიანდნე - მფლობელი ყავთ ერთი თუ მმართველი გუნდი. საერთაშორისო ბრენდ სასტუმროებს ვუყურებ როგორც საერთო მენეჯმენტის მქონეს, მიუხედავად იმისა რომ ხანდახან ფრანჩაიზიტაც იძლევიან სახელს.

ყველაზე ადვილად მისაღწევი ქსელური ორი ეფექტი, ჩემის აზრით  არის კორპორატიული გაყიდვები და პროდუქტების ცენტრალიზებული შესყიდვა. და ამ ორი ეფექტის მიღწევა ორივე სახის ქსელურობისას შეიძლება.

სახალო აბზარზე მაქსიმალური ქსელური ეფექტებისთვის ერთნაირი დასახელება და ვიზუალი კი კარგი იქნება (დავეთანხმები აკაკის) მაგრამ ვფიქრობ სასიცოცხლოდ აუცილებელი არა. ვიზუალი განსაკუთრებით არ არის აუცილებელი. პირიქით, ვიზუალი იმ გარემოს რომშ ეესაბამებოდეს სადაც დგას სატუმრო, მხოლოდ დადებითი ეეფქტი იქნება. სახლში კი რაიმე მცირედი მინიშნება რომ რაღაც ჯგუფის წევრია ეგეც იმუშავებს. მაგრამ საერთო მენეჯერული კომპანიით თუ ერთიანდება ქსელი, იქ სახელის ერთნაირად დარქმევა რთულად გამოვა ჩემის აზრით. ამიტომ სხვა ხერხი იქნება ალბათ მანდ მოსაფიქრებელი.

1 person likes this

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites
8 hours ago, tami said:

ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შევქმნათ საკმაოდ დიდი ქსელი (სადღაც 500 ნომერი რომ გვქონდეს მართვაში) მთელი ქვეყნის მასშტაბით. როგორ წარმოგიდგენიათ - ცენტრალური მართვის აპარატით როგორ უნდა უზრუნველვყოთ ხარისხის სტანდარტების დაცვა ყოველდღიურ რეჟიმში (გარდა იმისა რომ ჩვენ შევარჩევთ კადრებს, დავატრენინგებთ და ვასწავლით). 

შერჩევა და დატრეინინგება საკმარისია რომ ხარისხის სტანდარტი დაინერგოს გაკონტროლებას რაც შეეხება ადგილზე მენეჯერის პასუხისმგებლობა უნდა იყოს გამოკვეთილი, კამერები ვფიქრობ აუცილებელია საერთი სარგებლობის სივრცეებში

გააზიარე პოსტი

Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი

დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია