უჩა

როგორ გავაცნოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მანნას ბრენდი?

9 posts in this topic

მეგობრებო გვჭირდება თქვენი იდეები, თუ როგორ გავაცნოთ მანნას ბრენდი რაც შეიძლება მეტ ადამიანს

მანნა - (პრემიუმ ხარისხის ქართული ჩაი)

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ჩვენ რა გვინდა  - ჩაიზე რომ ფიქრობენ პირველი მანნა ახსენდებოდეთ, თუ მანნას რო ახსენებენ - ეცოდინებათ რომ ჩაია და არა სხვა რამე? 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

ერთი რაც ვფქრობ გასაკეთებელია - ეს არის წარმოებაში ექსკურსიები :)) რაიმე საინტერესო პროგრამა შევადგინოთ და მოვიწვიოთ ორგანიზაციის თანამშრომლები, სტუდენტები, მოსწავლეები, ტურისტები ექსკურსიაზე სადაც + თიმ ბილდინგის და გართობის ღონისძიებები გვექნება 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
1 minute ago, tami said:

ჩვენ რა გვინდა  - ჩაიზე რომ ფიქრობენ პირველი მანნა ახსენდებოდეთ, თუ მანნას რო ახსენებენ - ეცოდინებათ რომ ჩაია და არა სხვა რამე? 

უფრო გვინდა, რომ ჩაიზე როდესაც ფიქრობენ მანნა ახსენდებოდეთ და იცოდნენ ამ ბრენდის არსებობის შესახებ

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

1. ინფლუენსერებს გავუგზავნოთ საჩუქრად ბევრს და სოციალურ ქსელებში ატვირთვას არ დაიზარებენ, თან ქართული და ხარისხიანი რომ არის უფრო არ დაიშურებენ ძალებს :))

2. გადაცემებში გავგზავნოთ საჩუქრებად, მაგალითად ნანუკას შოუში, აქაც ქართულზე აქცენტი გავაკეთოთ.

3. გადაცემა შუადღეში (და მსგავსში) მივიღოთ მონაწილეობა და ვისაუბროთ ქართული ჩაი რომ არის, ხარისხიანი და ა.შ.

4. ფბ გვერდზე მიმზიდველი სურათი დავდოთ, ჩაიებზე გადაღებული,ან საწარმოში გადაღებული,შინაარსიც დავურთოთ და დავბუსტო (50$ მაინც:)), ინტერესებში ქალბატონები მივუთოთოთ სხვა კრიტერიუმებთან ერთად. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

 მე მგონია, რომ ერთი დღე დაუთმოთ (მაგალითად პარასკევის დღის მეორე ნახევარი, მაშინ როდესაც ყველაზე მეტი ხალხია მაღაზიებში)  მანას ბრენდს ჩვენ ყველამ და გავნაწილდეთ მაღაზიებში, სადაც მოსულ ადამიანებს მოუყვებით მანას შესახებ, შესაძლოა დეგუსტაციაც გავაკეთოთ და ადგილზე დავაგემოვნებინოთ, ვაჩუქოთ ჩაის ერთჯერადი პაკეტები, რესტორნებსა და კაფეებში დავბრენდოთ ჭურჭლი  (თუ მოგვცემენ შესაძლებლობას)  სკოლებში მასწავლებლებს ვესტუმროთ და დავაგემოვნებინოთ შესავენებაზე ჩვენი ჩაი, ასევე შესაძლოა საბავშვო ბაღებშიც, აქვე მნიშვნელოვანია რომ ვაჩუქოთ ისეთი ნივთები თუნდაც ჭიქები რომელიც გვექნება დაბრენდილი და ყოველდღიურად ექნებათ ბრენდთან შეხება, ასევე შესაძლოა ვაჩუქოთ ჩაის დასაყენებელი მანას წარწერით. 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

სწრაფად ცნობადობის ამაღლების ამოცანა ჩემს სუბიექტურ წარმოდგენაში "უმადური" საქმე მგონია, რადგან ისეთი "ხელოვნური" ქმედებები სჭირდება, როგორიც არის მასმედიაში რეკლამა, დაკვეთილი სტატიები და გადაცემები და სენსაციების გამოწვევა. ამ მიმართულებით კი პრინციპში მეტ ნაკლებად გათელილია ბილიები, და ბიუჯეტის პირდაპირპროპორციულია შედეგები (თუ გონივრულად დახარჯავ ამ ბიუჯეტს, რა თქმა უნდა). ამ თემაში სასარგებლო ხომ არ იქნებოდა უკვე კარგად ცნობილი ხერხებისა და არხების ფარგლებში ინფორმაციის ეფექტურად გაშვების გზებიც მოგვეფირებინა?

1 person likes this

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites
3 hours ago, არჩილ შიშმანაშვილი said:

სწრაფად ცნობადობის ამაღლების ამოცანა ჩემს სუბიექტურ წარმოდგენაში "უმადური" საქმე მგონია, რადგან ისეთი "ხელოვნური" ქმედებები სჭირდება, როგორიც არის მასმედიაში რეკლამა, დაკვეთილი სტატიები და გადაცემები და სენსაციების გამოწვევა. ამ მიმართულებით კი პრინციპში მეტ ნაკლებად გათელილია ბილიები, და ბიუჯეტის პირდაპირპროპორციულია შედეგები (თუ გონივრულად დახარჯავ ამ ბიუჯეტს, რა თქმა უნდა). ამ თემაში სასარგებლო ხომ არ იქნებოდა უკვე კარგად ცნობილი ხერხებისა და არხების ფარგლებში ინფორმაციის ეფექტურად გაშვების გზებიც მოგვეფირებინა?

მადლობა არჩილ,

გეთანხმებით მოკლე დროში ცნობადობის გასაზრდელი ხერხებისა და არხების მიმართულებით ფიქრი მეტად შეგვზღუდავს კრეატიულობასა და ახალი იდეების აღმოჩენაში, ამიტომ ამ არხებში რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაცნობის კონტენტის მოფიქრების ამოცანის მიმართულებით შეგვიძლია დავიწყოთ ფიქრი 

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

დღეს ალბათ ყველაზე მასიური და შედეგიანი არხი არის სოციალური ქსელები - Facebook  და ინსტაგრამი, შეგვიძლია ამ მიმართულებით გავაკეთოთ კონცენტრაცია და ამ არხებში მოვიფიქროთ საინტერესო იდეები

გააზიარე პოსტი


Link to post
Share on other sites

შექმენი ანგარიში ან გაიარე ავტორიზაცია რომ დაამატო კომენტარი

საჭირეოა დარეგისტრირდე ან გაიარო ავტორიზაცია კომენტარის დასატოვებლად

შექმენი ანგარიში

დაარეგისტრირე ახალი მომხმარებელი


დაარეგისტრირე ანგარიში

ავტორიზაცია

გაქვს ანგარიში ? გაიარე ავტორიზაცია


ავტორიზაცია